გოლები, გოლები და უფრო მეტი გოლები!

გოლები, გოლები და უფრო მეტი გოლები!

  "ბარსელონამ" სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. კატალონიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში სამი შეხვედრა გამართეს, აქედან ორში გამარჯვება იზეიმეს, ერთში კი ფრეს დასჯერდნენ, თუმცა აღსანიშნავია გატანილი გოლების რაოდენობა. ჯამში მათ 15-ჯერ დაამწუხრეს მეტოქე გუნდი. ასეთი კარგი შედეგი მათ ისტორიაში მეორედ აქვთ. 1950/51 სეზონში "ბლაუგრანელებმა" 19 გოლი გატანა მოახერხეს ლა ლიგის პირველ სამ ტურში.

თუ წარსულს გავიხსენებთ, მაშინ სასურველია რამდენიმე საინტერესო დეტალის გამოყოფა. 6 ან უფრო მეტი გოლი ლიგაში "ბარსელონამ" ასჯერ გაიტანა: 6 გოლი 61 შეხვედრაში, 7 გოლი 23 მატჩში, 8 გოლი 12 შეხვედრაში, 9 გოლი 3 გათამაშებაში და 10 გოლი მხოლოდ და მხოლოდ ერთ დაპირისპირებაში.

 

დღევანდელი მდგომარეობით ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიონელ ანდრეს მესი და "ვალენსიელი" სოლდადო ლიდერობენ, თითოეული 5-5 გატანილი გოლით. მათ ფეხდაფეხ მოსდევს "რეალის" კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც პრიმერას ორ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ჩემპიონატის მესამე შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და უგოლოდ დაასრულა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.