ვილია უკეთესი სეზონის მოლოდინში

ვილია უკეთესი სეზონის მოლოდინში

"ბარსელონას" "7"–ანს, რომელმაც გუშინ "ოსასუნას" კარში დუბლი შეასრულა, იმედი აქვს, რომ წლევანდელი სეზონი წინასთან შედარებით მისთვის უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა თუ ტრავმები არ შეაწუხებს.

 

გუშინ, მატჩის დასრულების შემდეგ, დავიდ ვილია Barça TV–ს პროგრამა El Marcador–ის სტუმარი გახლდათ. გადაცემაში მან კმაყოფილება გამოთქვა როგოც საკუთარი, ასევე თავისი თანაგუნდელების თამაშით და განაცხადა: "თუ ტრავმებს ავირიდებ, ეს სეზონი გასულ წელზე უკეთესი გახდება ჩემთვის."

 

გოლები = თავდაჯერებულობა

 

"ბარსელონას" ბოლო ორ შეხვედრაში, "მილანისა" და "ოსასუნას" წინააღმდეგ, დავიდ ვილიამ გოლების გატანა მოახერხა, რაზეც თავად ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "საკუთარი თავის რწმენისთვის გოლები ყოველთვის საჭიროა, რადგან, როცა გაგაქვს, უკვე სხვაგვარად მუშაობ. თავდაჯერებულობისთვის გოლები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და 8:0 გამარჯვება უზარმაზარი დახმარებაა." ვილიას კარგად ესმის, რომ თავისი გოლები გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, თუმცა აცხადებს: "მე უნდა გავაგრძელო უფრო მეტი გოლის გატანაზე მუშაობა და დავეხმარო გუნდს გამარჯვების მიღწევაში."

 

ვილია მიიჩნევს, რომ "ბარსამ" ნამდვილად დიდი მატჩი მოიგო "ოსაუნას" წინააღმდეგ და მოიპოვა სამი მნიშვნელოვანი ქულა, რამაც გუნდი გააბედნიერა ოთხშაბათს, "მესტალიაზე" გასამართ ურთულესი მატჩის წინ.

 

სესკს რაღაც განსაკუთრებული მოაქვს

 

ვილიამ ასევე ისაუბრა სესკის პროგრესზე და იმ უდიდეს გაგებაზე, რომელიც ფაბრეგასსა და მესის შორის არსებობს. "მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში სხვაგან იყო, ის აქაურია და კლუბი და "ლა მასია" სისხლში და ფეხებში აქვს გამჯდარი. ყველამ იცის, რომ მას დამატებითი ღირებულების მოტანა შეუძლია – ის არაჩვეულებრივი იყო "არსენალში" და აქ, არაჩვეულებრივი ფეხბურთელების გარემოში, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მას განსაკუთრებულის მოცემა შეეძლო და ის ამას აკეთებს."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.