ოსკარ მინგესა გარსია

დაბადების ადგილი სანტა პერპეტუა დე მოგოდა
დაბადების თარიღი 13.05.1999
წონა 75 კგ
სიმაღლე 184 სმ
დებიუტი 24.11.2020
თამაში* 54
გოლი* 2
ასისტი* 3

*ბოლო განახლება: 28.11.21

ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი, რომელიც კარგია ბურთით თამაშის დროს.

ოსკარ მინგესა 1993 წლის 13 მაისს, კატალონიის მუნიციპალიტეტ სანტა პერპეტუა დე მოგოდაში დაიბადა. მან "ბლაუგრანას" ყველა გუნდში ითამაშა 17 წლამდელებიდან "ბარსელონა ბ-მდე". კატალონიელთა სარეზერვო გუნდში დებიუტი მინგესას 2016 წლის 27 ივლისს, "ლაგოსტერასთან" ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, თუმცა გუნდის სრულფასოვანი წევრი ის 2018/19 წლების სეზონში გახდა.

2017/18 წლების სეზონი მინგესამ 19 წლამდელებში გაატარა და გუნდს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

პირველ გუნდში დებიუტი მინგესას 2020 წლის 24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის "დინამოს" წინააღმდეგ ჰქონდა. ეს თამაში "ბარსამ" 4-0 მოიგო, დებიუტანტმა კი აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

2020/21 წლების სეზონში მინგესამ პირველ გუნდში 39 თამაში ჩაატარა (32 სასტარტოში) - 27 ლა ლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 ესპანეთის თასზე და 2 ესპანეთის სუპერ თასზე. მან თავი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი: 2020/21