ლეო მესიმ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო]

ლეო მესიმ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლიგა 1-ის მე-14 ტურის შეხვედრა "პარი სენ-ჟერმენსა" და "ნანტს" შორის, რომელიც პარიზულმა გრანდმა 3-1 მოიგო.

ანგარიში მე-2 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. 76-ე წუთზე რანდალ კოლო მუანიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე, 81-ე წუთზე დენის აპიას ავტოგოლით პარი სენ-ჟერმენი კვლავ წინ გავიდა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ლიონელ მესიმ დააფიქსირა. 87-ზე წუთზე პარიზელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, კილიან მბაპეს გადაცემის შემდეგ "ლა პულგამ" საჯარიმოს გარედან, ჩვეულ სტილში, შორეულ კუთხეში ჩასვა. ეს საფრანგეთის ჩემპიონატში არგენტინელის სადებიუტო გოლია - ლეოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ მესიმ პსჟ-ში თამაშიდან სამივე გოლი მბაპეს ასისტით გაიტანა, ერთხელ მან თავი პენალტიდან გამოიჩინა.

[media=https://youtu.be/ELvUGHWluKk]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2021 23:30
    0
    მესისთვის ეს ჩვეულებრივი გოლია და დემირმა რომ გაიტანოს ასეთი ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება😁