მალკომი

მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირა

სწრაფი შემტევი ძლიერი დარტყმითა და ბურთის კარგი ფლობით გამოირჩევა.

მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირა სან პაულუში, 1997 წლის 26 თებერვალს დაიბადა. მისი საფეხბურთო ისტორია 9 წლის ასაკში, "კორინთიანსში" დაიწყო. 2014 წლის 27 აპრილს, 17 წლის ასაკში, მას ბრაზილიელთა პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი, "ფლამენგოს" წინააღმდეგ.

მალკომი იმ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა, რომლის შემადგენლობაშიც 73 თამაში ჩაატარა და რომელთან ერთადაც, 2015 წელს, "ბორდოში" გადასვლამდე, ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო.

მალკომი "ბორდოში" 2016 წლის იანვარში გადავიდა. ფრანგულ კლუბში გატარებულ 3.5 წელიწადში მან მონაწილეობა 96 შეხვედრაში მიიღო, გაიტანა 23 გოლი და გააკეთა 13 შედეგიანი გადაცემა.

მალკომს ბრაზილიის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, პირველ მათგანთან ერთად კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

ახალგაზრდა ბრაზილიელი "ბარსელონას" ფეხბურთელი 2018 წლის 25 ივლისს გახდა.

თვისებები

ბრაზილიელი მაღალი სისწრაფითა და კარგი დრიბლინგით გამოირჩევა. ის ძალიან კარგია ბურთის ფლობის დროს. ცაცია ფეხბურთელი კარგად ხმარობს მარჯვენა ფეხსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

მალკომს შეუძლია დააბნიოს მეტოქე გუნდის მცველები, დაარტყას ძლიერად და ითამაშოს გუნდური ფეხბურთი.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2018/19

ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19

კორინთიანსი

ბრაზილიის ჩემპიონატი: 2015

ბრაზილიის ნაკრები

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი: 2015