ლუკ დე იონგ

დაბადების ადგილი ეგლი, შვეიცარია
დაბადების თარიღი 27.08.1990
წონა 86 კგ
სიმაღლე 188 სმ
დებიუტი 14.09.2021
თამაში* 10
გოლი* 1
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 04.12.21

ლუკ დე იონგი 1990 წლის 27 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ეგლში დაიბადა, ფეხბურთის თამაშის კი ძმასთან, სიმ დე იონგთან ერთად DZC'68-ში დაიწყო. ლუკს პროფესიონალური დებიუტი "დე გრააფსჰაპში" ჰქონდა. 2009 წელს დე იონგი "ტვენტეს" შეუერთდა, 2012 წელს კი  მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მიაშურა. გერმანიაში 2 წლის გატარების შემდეგ თავდამსხმელი სამშობლოში დაბრუნდა და პსვ-ში ჩაირიცხა.

ესპანურ ფეხბურთს გემო ლუკ დე იონგმა 2019 წელს გაუგო, როდესაც "სევილიაში" გადავიდა. 2 წლის შემდეგ კი ის "ბარსელონამ" იჯარით აიყვანა.

ლუკ დე იონგს ნიდერლანდების ნაკრებში დებიუტი 2011 წლის 9 თებერვალს ჰქონდა.

ტიტულები

ტვენტე
  • ნიდერლანდების ჩემპიონატი: 2009/10
  • ნიდერლანდების თასი: 2010/11
  • ნიდერლანდების სუპერ თასი: 2010, 2011
პსვ
  • ნიდერლანდების ჩემპიონატი: 2014/15, 2015/16, 2017/18
  • ნიდერლანდების სუპერ თასი: 2015, 2016
სევილია
  • ევროპის ლიგა: 2019/20