კლემან ლანგლე

დაბადების ადგილი ბოვე, საფრანგეთი
დაბადების თარიღი 17.06.1995
წონა 81 კგ
სიმაღლე 186 სმ
დებიუტი 12.08.2018
თამაში* 143
გოლი* 7
ასისტი* 2

*ბოლო განახლება: 04.12.21

კლემან ლანგლე 1995 წლის 17 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ბოვეში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა მან მეორე დივიზიონში მოთამაშე "ნანსიში" დაიწყო, რომლის პირველ გუნდში დებიუტიც 2013 წელს ჰქონდა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის მალევე იქცა გუნდის საკვანძო მოთამაშედ. 2015/16 წლების სეზონში, ლანგლემ საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საფრანგეთში ლანგლეს წარმატებით თამაში "სევილიამ" შეამჩნია, რომელმაც იმედისმომცემი მცველი 2017 წლის იანვარში შეიძინა. ფრანგი ფეხბურთელი ახალი გუნდს ადვილად მოერგო. თამაშის ელეგანტური სტილისა და თავდადების წყალობით, ის შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ფრანგი უკანახაზელი კიდევ უფრო განვითარდა და უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა.

2018 წლის 13 ივლისს, კლემან ლანგლე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ბლაუგრანაში" ლანგლეს დებიუტი 2018 წლის 12 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასზე, ყოფილი გუნდის, "სევილიას" წინააღმდეგ შედგა. "ბარსამ" 2-1 მოიგო, ლანგლემ კი 90 წუთი ითამაშა. ფრანგი მცველი "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის წევრად პირველივე სეზონში იქცა.

კლემან ლანგლე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია. "ლურჯებში" მისი დებიუტი 2019 წლის 11 ივნისს, ანდორის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ კლემანი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2018/19
  • ესპანეთის თასი: 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19
ნანსი
  • საფრანგეთს მე-2 დივიზიონი: 2015/16