ჟიულ კუნდე
დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
დაბადების თარიღი | 12.11.1998 |
წონა | 70 კგ |
სიმაღლე | 178 სმ |
დებიუტი | 28.08.22 |
თამაში* | 49 |
გოლი* | 2 |
ასისტი* | 6 |
*ბოლო განახლება: 30.09.23
ჟიულ კუნდე 1998 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიბადა. მისი ოჯახი კი წარმოშობით ბენინიდანაა.
კუნდემ ფეხბურთის თამაში ბორდოს გარეუბნის პატარა გუნდში დაიწყო, 14 წლის ასაკში კი ის "ბორდოს" აკადემიას შეუერთდა.
19 წლის ასაკში კუნდეს დებიუტი საფრანგეთის თასზე ჰქონდა. მას შემდეგ ახალგაზრდა მცველი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ნელ-ნელა იპოვებდა. 2019 წელს კუნდე ესპანური "სევილიას" თვალთახედვის არეში მოექცა და ტრანსფერიც შედგა.
ჟიულ კუნდე ხულენ ლოპეტეგის "სევილიას" მნიშვნელოვანი წევრი მალევე გახდა და 2020 წელს გუნდს ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა.
ჟიული საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზეც იმყოფებოდა, 2021 წელს კი ეროვნულ გუნდთან ერთად უეფას ერთა თასი მოიპოვა, როდესაც ფრანგებმა ფინალში ესპანეთი დაამარცხეს.
ჟიულ კუნდე ცნობილია, როგორც სწრაფი მცველი, რომელიც ბურთით კარგად თამაშობს. ფრანგ უკანახაზელს განაპირა მცველად თამაშის გამოცდილებაც აქვს. ერთი-ერთზე მისი მოტყუება ძალიან ძნელია.
ტიტულები
სევილია
- ევროპა ლიგა: 2019/20
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
- ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23
საფრანგეთის ნაკრები
- ერთა ლიგა: 2020/21