ფრანკ კესიე
დაბადების ადგილი | ურაგაიო, კოტ დ'ივუარი |
დაბადების თარიღი | 19.12.1996 |
წონა | 74 კგ |
სიმაღლე | 183 სმ |
დებიუტი | 13.08.2022 |
თამაში* | 42 |
გოლი* | 2 |
ასისტი* | 2 |
*ბოლო განახლება: 05.06.23
ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი, რომელიც დაცვითი ფუნქციების დროსაც ბრწყინვალეა და შეტევაში წასვლა და გოლების გატანაც შეუძლია.
ფრანკ კესიე 1996 წლის 12 დეკემბერს კოტ დ'ივუარში, ურაგაიოში დაიბადა და ფეხბურთის თამაში იმავე ქვეყნის "სტელა კლუბ დ'აჯამეში" დაიწყო.
2015 წელს კესიე იტალიურ "ატალანტაში" გადავიდა. პირველი სეზონის ასაკობრივ გუნდში გატარების შემდეგ ფრანკი სერია B-ში მოთამაშე "ჩეზენაში" გაანათხოვრეს, სადაც ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.
"ჩეზენაში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ კესიეს ნდობა "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმაც გამოუცხადა. ბერგამოულ კლუბში ასევე კარგად ჩატარებული ერთი წლის შემდეგ კი კოტ დ'ივუარელმა "მილანის" ყურადღება მიიპყრო. კესიემ მომდევნო 2 წელი "როსონერიში" იჯარით გაატარა, რის შემდეგაც მილანელებმა ის გამოისყიდეს. ამ დროის განმავლობაში ფრანკი იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.
"მილანში" კესიემ 5 სეზონი გაატარა, 223 შეხვედრა ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ბოლო სეზონში კესიემ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, "მილანთან" ერთად სერია A მოიგო, რაც ამ გუნდისთვის 11 წლიანი პაუზის შეწყვეტას ნიშნავდა.
კლუბის გარდა კესიე ნაკრებშიც მნიშვნელოვანი წევრია. კოტ დ'ივუარის ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2014 წლის სექტემბერში 17 წლის ასაკში ჰქონდა.
ტიტულები
მილანი
- იტალიის ჩემპიონატი: 2021/22
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
- ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23