ინიგო მარტინესი

დაბადების ადგილი ონდაროა
დაბადების თარიღი 17.05.1991
წონა 76 კგ
სიმაღლე 182 სმ
დებიუტი 03.09.2023
თამაში* 2
გოლი* 0
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 17.09.23

ინიგო მარტინესი 1991 წლის 17 მაისს ესპანეთში, ბასკეთის ქალაქ ონდაროაში დაიბადა.

მარტინესმა საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდ "აურერა დ'ონდაროაში" დაიწყო, 15 წლის ასაკში კი "რეალ სოსიედადის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. პირველ გუნდში დებიუტი ინიგოს 2011 წლის აგვისტოში ჰქონდა და სან სებასტიანში გატარებული 6 წლის შემდეგ "ბილბაოს" შეუერთდა. მომდევნო 6 წლის განმავლობაში ის ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო.

ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშის შემდეგ 2013 წელს ინიგო მარტინესს დებიუტი ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა.

ინიგო მარტინესი ბრწყინვალეა მეორე სართულზე, მას აქვს უნარი, ბურთი დაცვიდან ამოიტანოს და მისი დაცვითი შესაძლებლობები "ბარსელონას" უკანა ხაზს კიდევ უფრო სოლიდურს გახდის. გამოცდილი ცენტრალური მცველი ლიდერის ფუნქციებითაც გამოირჩევა.

ტიტულები

ბილბაო
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2020/21
ესპანეთის ნაკრები
  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: 2013

სიახლეები ფეხბურთელზე

RAC1-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიასა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად დაახლოებით €30 მილიონი სჭირდება...