ენრიკე კასტრო, “კინი”

სეზონი კლუბში: 1997-2002

თამაში: 253

გოლი: 136

"კინი" (ოვიედო, 1949) იყო ბრწყინვალე გოლების გატანის ოსტატობის ცოცხალი მაგალითი. ცნობილი, როგორც "ელ ბურჯო", "კინოჩო" და "კინიგოლი". ენრიკე იმ დროს ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფორვარდი იყო.

თვის პირველ "გამოცდაში" ხიხონის "სპორტინგში", მან აჩვენა თავისი სისწრაფე და ძლევამოსილება გოლის გატანის ბრწყინვალე უნარიანობასთან ერთად, ფეხით, ისევე როგორც თავით.

"ბარსამ" ბოლოს და ბოლოს შეძლო მისი გადმოყვანა "სპორტინგიდან" რამდენიმე წლიანი ცდების შემდეგ, 1980 წელს. 31 წლის ასაკში, ის ისეთივე ეფექტური იყო, როგორც მანამდე და არ ჰქონდა გოლების გატანის ინსტიქტი დაკარგული. "კამპ ნოუ"–ზე ყოფნის პირველ წელს, ის გაიტაცეს, თუმცა მალევე გამოუშვეს უვნებელი. სამი თვის შემდეგ მას ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ მოუწია თამაში, სადაც მან 12 წელი გაატარა, კოპა დელ რეის ფინალში. "კინიმ" ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა და დუბლი შეასრულა, რის შედეგადაც "ბარსამ" იმარჯვა.

1980/81 და 1981/82 წლების სეზონში მან ორმაგი ლიდერობა მოიპოვა, ლიდერობა ლა ლიგაში "ბარსასთან" ერთად და საუკეთესო ბომბარდირობა. გარდა ამისა, მან გაიტანა "ბლაუგრანას" მე–3000 გოლი 1982 წლის 24 იანვარს, "კასტელონის" წინააღმდეგ. 1984 წელს ის "სპორტინგში" დაბრუნდა და ბარსელონაში დატოვა ბრწყინვალე თამაშის საუკეთესო მოგონებები. ფეხბურთელი დიდებული იყო ხალხის მიერ თავისი თვისებებითა და უნარიანობით ფეხბურთში.

 

ტიტულები

თასების მფლობელთა თასი – 1981/82

ესპანეთის თასი – 1980/81, 1982/83

ესპანეთის სუპერთასი – 1983