დიეგო არმანდო მარადონა

სეზონი კლუბში: 1982-1984

თამაში: 73

გოლი: 45

 

1980–იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო და ყველა დროის ერთ–ერთ დიდებულ ფეხბურთელად მიჩნეული მარადონა 1960 წელს, ლანუსში, არგენტინაში დაიბადა.
პატარა ასაკიდანვე, მარადონა აშკარა ტალანტი იყო, მისი ოქროს მარცხენა ფეხით, სისწრაფითა და დრიბლინგით.
"პელუსა", როგორც ის იყო ცნობილი, მოვიდა "ბარსაში" 1982 წელს "ბოკა ხუნიორსიდან". სამწუხაროდ, კატალონიამ ვერ იხილა ფეხბურთელის ნამდვილი სახე, ჯერ ჰეპატიტის გამო, ხოლო შემდეგ სერიოზული ტრავმის. ეს ვითარება ნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას მიაღწია მარადონამ თავის კარიერაში, "კამპ ნოუ" მისი ნამდვილი პოტენციალის ნაპერწკალი იყო. მაგრამ დიეგოს ჰქონდა დაუვიწყარი მომენტებიც, მაგალითად "თასების მფლობელთა თასის" ფინალში "რედ სტარ”-ის კარში გატანილი გოლი, ან ამავე სეზონში ლიგის თასზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" კარში შთამბეჭდავი გოლის შეგდება, რომელმაც მადრიდელები ფეხზე დააყენა და მარადონას აპლოდისმენტები მიაძღვნევინა.
1983/84 წლების სეზონში მარადონას კლუბთან ურთიერთობა გაურთულდა, ამიტომ "კოპა დელ რეის" ფინალის წაგების შემდეგ "ატლეტიკთან", მარადონა "ნაპოლიში" გადავიდა.

 

ტიტულები

ესპანეთის თასი – 2982/83

ესპანეთის ლიგის თასი – 1982-83

ესპანეთის სუპერთასი – 1983