ილქაი გიუნდოგანი

დაბადების ადგილი გელზენკირხენი, გერმანია
დაბადების თარიღი 24.10.1990
წონა 80 კგ
სიმაღლე 180 სმ
დებიუტი 14.08.2023
თამაში* 5
გოლი* 0
ასისტი* 2

*ბოლო განახლება: 17.09.23

ილქაი გიუნდოგანი დიდი გამოცდილების მქონე უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე თამაშობს და გოლების გატანითაც გამოირჩევა.

გიუნდოგანი 1990 წლის 24 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში დაიბადა. თურქული ფესვების მქონე ფეხბურთელი "ბარსელონას" 2023 წელს შემოუერთდა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტის" კაპიტნის რანგში ტრებლი მოიგო.

ილქაი 4 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ "ჰესლერს" შეუერთდა. შემდეგ მის კარიერაში იყო "ბუერი", ამის შემდეგ კი უკვე ცნობილი გუნდი, "ბოხუმი".

18 წლის ასაკში გიუნდოგანი "ნიურნბერგში" გადავიდა და 2009 წლის 10 სექტემბერს მას ლევან კობიაშვილის "შალკეს" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა. იმავე სეზონში სადებიუტო გოლიც გაიტანა და "ბაიერნთან" გუნდს ქულა მოუტანა.

2011 წლის მაისში ილქაი გიუნდოგანი "დორტმუნდს" შეუერთდა, რომელთანაც ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, სეზონის ბოლოს კი გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ წავიდა.

გიუნდოგანი იურგენ კლოპის "დორტმუნდის" შეუცვლელი წევრი მალევე გახდა და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააღწია, სადაც გოლიც გაიტანა, მაგრამ "ბაიერნთან" მაინც დამარცხდა.

ილქაი, რომელიც ახლა უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" 2016 წელს შეუერთდა. ინგლისურ გუნდთან ერთად გიუნდოგანმა 5 პრემიერ ლიგა მოიგო.

2021 წელს ილქაი "სიტისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ კვლავ დამარცხდა, ამჯერად "ჩელსისთან". თუმცა 2023 წელს ფინალში "ინტერის" დამარცხებით ეს ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

ტიტულები

დორტმუნდი
  • გერმანიის ჩემპიონატი: 2011/12
  • გერმანიის თასი: 2011/12
  • გერმანიის სუპერ თასი: 2013
მანჩესტერ სიტი
  • ინგლისის ჩემპიონატი (5): 2017/18, 2018/19, 2020/21, 2021/22, 2022/23
  • ინგლისის ასოციაციის თასი (2): 2018/19, 2022/23
  • ინგლისის ლიგის თასი (4): 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21
  • ინგლისის სუპერ თასი (2): 2018, 2019
  • ჩემპიონთა ლიგა: 2022/23

სიახლეები ფეხბურთელზე