გავი
დაბადების ადგილი | ლოს პალასიოს ი ვილიაფრანკა |
დაბადების თარიღი | 05.08.2004 |
წონა | 70 კგ |
სიმაღლე | 173 სმ |
დებიუტი | 29.08.21 |
თამაში* | 101 |
გოლი* | 6 |
ასისტი* | 11 |
*ბოლო განახლება: 17.09.23
მებრძოლი ხასიათით გამორჩეული და ტექნიკური შესაძლებლობებით დაჯილდოებული პაბლო პაეს გავირა, იგივე "გავი" სევილიასთან ახლოს, ლოს პალასიო ი ვილიაფრანკაში 2004 წლის 5 აგვისტოს დაიბადა.
პატარაობაში გავი "ბეტისის" აკადემიაში ირიცხებოდა. "ბარსელონაში" ის 2015/16 წლების სეზონში გადმოვიდა. თავდაპირველად კატალონიელთა 12-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა, თუმცა ასაკობრივ გუნდებში დაწინაურებას სწრაფად ახერხებდა და 19-წლამდელთა გუნდშიც მალე აღმოჩნდა. "ბარსა ბ-ში" სულ რაღაც 3 თამაშის ჩატარების შემდეგ გავიმ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ყურადღება მიიქცია.
ლა ლიგაში დებიუტი გავის 17 წლისა და 24 დღის ასაკში ჰქონდა. ის ტურნირის ისტორიაში მე-4 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ასაკის მიუხედავად გავიმ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ყურადღებაც მიიქცია და ის "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, როდესაც ერთა ლიგაზე იტალიის წინააღმდეგ 17 წლისა და 62 დღის ასაკში ითამაშა. ეს 2021 წლის ოქტომბერში მოხდა.
2022 წელს გავიმ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და ის პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა.
ტიტულები
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
- ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23
ესპანეთის ნაკრები
- ერთა ლიგა: 2023