2020 წლის საუკეთესო მწერალი ცნობილია

2020 წლის "სატრანსფერო ფანჯარა", "ბარსელონასგან" განსხვავებით, Barcamania.ge-მ ძალიან კარგად გამოიყენა. სულ 4 ტრანსფერი განვახორციელეთ და ოთხივემ იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე ველოდით.

წარმოგიდგენიათ დღევანდელი ბარსამანია josepkh-ის, ფეოლას, Tsitsi-სა და KraKen-ის გარეშე? ალბათ, არა. მათ ემატება ძველი არმია - David Villa, Writer, ჯერემი რენერი; მეორე სუნთქვა გახსნილი Wings და El Maestro. ეს ის ხალხია, ვინც 2020 წლის ბარსამანიას შექმნაზე თქვენთვის ზრუნავდა.

თუმცა საუკეთესო მხოლოდ ერთი უნდა იყოს და თქვენი, ჩვენი საიტის მომხმარებლების გადაწყვეტილებით, Barcamania.ge-ს 2020 წლის საუკეთესო მწერალი გახდა Titsi (აქ ფეიერვერკები).

Tsitsi-მ ბარსამანიას ნამდვილად ახალი სიცოცხლე შემატა, მომხმარებლების სიყვარული მალევე მოიპოვა და Writer-ის ორწლიანი ჰეგემონია დაამხო.

საიტის ადმინისტრაცია წლის საუკეთესო მწერალს გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერით დაასაჩუქრებს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არ გაიმართება!

თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
    ტეგები
    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.