Tsitsi | ჩემი და ბარსამანიას ისტორია
- 1-01-2021, 17:34
- Tsitsi
- 3

😇 დიდი ხანია მინდოდა, რომ ჩემზე და "ბარსელონაზე" მომეყოლა თქვენთვის, რადგან აგერ უკვე 8 თვეა, ყველდღიურად გვაქვს ურთიერთობა.
😁ვინც წაიკითხავს, აუცილებლად დატოვოს კომენტარი საკუთარი თავისა და "ბლაუგრანას" ან ბარსამანიას ისტორიაზე ^_^ .
დიდი სტაჟი არ მაქვს, მხოლოდ 6 წელია, რაც თამაშებს თვალს აქტიურად ვადევნებ. ესეც იმიტომ, რომ ჩემს მშობლებს ეგონათ - "სად გოგო და სად ფეხბურთიო"... ამის გამო ჩემი საფეხბურთო კარიერა დასაწყისშივე გაქრა, მაგრამ სამაგიეროდ, ტელევიზორში ყურების სურვილი დამრჩა. წინააღმდეგობას აქაც შევხვდი - ლა ლიგის მატჩები მაშინ ტელევიზიით ისედაც არ გადიოდა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ხილვის საშუალება მქონდა, მაგრამ ღამით საყურებლად არ მტოვებდნენ :D .......
მთელი კვირა, თვე ელოდები "ბარსელონას" თამაშებს, ჰოპ და თურმე უნდა დამეძინა, რადგან მეორე დღეს სკოლაში ვიყავი წასასვლელი....
მაინც არ ვჩერდებოდი :D დასაძინებლად რომ ვწვებოდი ტელეფონს ვიღებდი და Barcamania.ge-ზე შევრბოდი, რადგან იქ მომხმარებლები თამაშის დროს კომენტარებს წერდნენ.... ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულს ვგრძნობდი, როდესაც კომენტარებში აღწერილ გოლს წარმოვიდგნდი...
გოლების გაშვებების გრძნობაც კარგად მახსოვს - ისტერიკებში ჩავარდნილი ყოველ წამს რომ ვარეფრეშებდი...
წაგებული თამაშის მეორე დღეს თავჩაღუნული რომ შევდიოდი კლაში, რადგან ყველა ჩემს ნერვებზე თამაშობდა, ეგ გრძნობაც სასიამოვნოდ მახსენდება :D
მოკლედ, მარტივი მისახვედრია, რომ ჩემი და ბარსელონას ისტორია Barcamania.ge-სთან პირდაპირ კავშირშია.
ისიც მახსოვს "ბუფეტისათვის" მოცემული თანხა რომ შევაგროვე და ბარსელონას პრინტიანი ქუდი ვიყიდე, რომელსაც სახლში არ ვიფარებდი, რადგან მეშინოდა, რომ შენიშვნას მომცემდნენ.
მარტივი არ იყო, ჩემს ოჯახში სტერეოტიპი - "სად გოგო და სად ფეხბურთი" დამემარცხებინა, მაგრამ ბევრი ცრემლისა და ცდის შემდეგ, როგორც იქნა, აქტიურად ყურებაც დავიწყე....
ყურებასთან ერთად უკვე წერამაც გამიტაცა. დიდი აღტაცებით ვეცნობოდი ბარსამანიას სტატიებს და ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ამ საიტზე ხალხს ჩემი ნაწერებიც წაეკითხა.
ამ ოცნებების შემდეგ 6 წელი გავიდა და დღეს ბარსამანიას მომხმარებლები ჩემს სტატიებს კითხულობენ :) ძალიან მეამაყება! (ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა, დამოკიდებულებები ბევრჯერ შემეცვალა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამ საიტზე აღმოვჩნდი).
ძალიან მინდა, რომ ბავშვობაში როგორც შემაყვარა ბარსამანიამ ბარსელონა, ისე მე ვითამაშო რაღაც მცირე როლი სხვების იგივე გზაზე წამოსვლაში. ხშირად "ბავშვთამანიას" გვეძახიან, თუმცა ერთ დროს თქვენც ბავშვები იყავით, ახლა კი ბევრი თქვენგარი ძალიან კარგი კრიტიკოსია.
ამ თემაზე ბევრის თქმა მინდა, მაგრამ თავს არ მოგაბეზრებთ. ^_^ ველოდები თქვენს ისტორიებსაც კომენტარებში⬇️
თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ტეგები
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.