რატომ ვერ იგებენ მეკარეები ინდივიდუალურ ჯილდოებს

შეიძლება ბარსასთან არაა კავშირში მაგრამ მაინც მინდა ამ საკითხს შევეხო.დღეს ბევრისგან მოვისმინე რომ ოქროს ბურთს ლევანდოვსკიზე მეტად ნოიერი იმსახურებსო,რასაც არ ვეთანხმები და ვიტყვი რატოც.ზოგჯერ სიმართლის მოძებნა სიმარტივეშია საჭირო და ფეხბურთს ერთი შეხედვით თვალი რომ გადაავლო მიხვდები რომ თამაშებს სეივები კი არა გოლები იგებს.მეკარემ ყველა მატჩში რო მშრალად შეინახოს კარი თუ ფორვარდმა არ ივარგა ისე ტურნირს ვერ მოიგებ.აი მაგალითად 2014წლის მსოფლიოს ფინალში ხო ძაან მაგრად ითამაშა ნოიერმა კარიც მშრალად შეინახა მაგრამ ყველას გიოცეს გოლი გვახსოვს და არა ნოიერის სეივები.ნოიერს რა სეივებიც გასულ სეზომში ქონდა ეგეთებს ობლაკი თვეში აკეთებს მაგრამ რამდენი ხანია ატლეტიკოს არც ლა ლიგა მოუგია არც კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი,იმიტომ რომ საქმე გოლებშია.ყველა მატჩში 1-0ს ვერ მოიგებ.გატანაა მთავარი.რაც შეეხება ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 34გოლი შეაგდო და ოქროს ბუცსაც მოიგებდა იმობილე რო არ გამომხტარიყო.თასზე 6გაიტანა და ლიგაზე 15!!!კაცი სამ ჩემპიონატში გახდა ბომბარდირი.მისი გოლების გარეშე ბაიერნი ან მოიგებდა რამეს და ან არა.აი ამიტომ ვფიქრობ რო მეკარეებს ნაკლებად ეკუთვნით ისეთი ჯილდო როგორიც ოქროს ბურთია.კი მნიშვნელოვანი რგოლია ეგეც მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი თუ არ გაგაქვს ვერ იგებ.გამტანი კი ვინც იყო წინა სეზონში კარგად გამოჩნდა.სავსებით სამართლიანად მიმაჩნია ის ფაქტი რომ ოქროს ბურთს ძირითადად შემტევები და ნახ.მცველები იგებენ.სხვანაირად არც უნდა იყოს.

თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
    ტეგები
    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 12 დეკემბერი 2020 19:20
    3
    ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, ეს იყო ლევ იაშინი - საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მეკარე 1963 წელს smile
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.