ბარსელონა


  • 16-09-2020, 22:00
  • 1.ამჟამინდელი პრეზიდენტის ბართომეუს გამო,დღის წესრიგში უკვე დიდი ხანია დგას პრეზიდენტის ცვლილება,რადგან ბოლო 4 წლის იმედგაცრუებებს სწორედ მისკენ მივყავართ.ჩემი სურვილია,პრეზიდენტის ამპლუაში ლაპორტე ვიხილო.რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს,ვფიქრობ აჯობებს დავაცადოთ რონალდ კუმანს,ჩემი აზრით,ეს კაცი იმსახურებს სულ მცირე ნდობას გულშემატკივრებისგან,გაამართლებს თუ ვერა ეს ცალკე საკითხია,თუმცა ვფიქრობ აჯობებს ვაცადოთ და დავაკვირდეთ როგორ განავითარებს მოვლენებს.

    2.ახლა რაც შეეხება,იმას თუ ვინ უნდა დატოვოს კლუბი.რაკიტიჩის წასვლა საკმაოდ ლოგიკური მგონია და მომეწონა კიდეც ეს ამბავი,ჩემი უდიდესი სიმპატიებისა და მადლიერების მიუხედავად,ვფიქრობ,რომ ივანმა დიდი ხნის წინ ამოწურა თავი ბარსელონაში.ბოლო პერიოდის განმავლობაში ბარსელონას მეოთხე ნომერი საკმაოდ ინერტული გახდა და რითიც ცნობილი იყო(დაყენებული დარტყმით,კარგი გამჭოლი პასებით და მოედნის კონტროლით) საერთოდ დაიკარგა.ეს გარკვეულწილად სათამაშო პრაქტიკის არქონის ბრალია,ყველამ ვიცით,რომ ვალვერდე არ ენდობოდა ივანს როგორც მას შეეფერებოდა ისე,მაგრამ ეს არმგონია უმიზეზოდ ყოფილიყო.

    მეორე ფეხბურთელი ვინც,ჩემი აზრით გასაშვებია,არის ლუის სუარესი.ბევრი არ დამეთანხმება,თუმცა მე ვეცდები დავასაბუთო ჩემი აზრი.პირველ რიგში,როგორც ბარსელონას გულშემატკივარს მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ურუგვაელის მიმართ,არც კი ვიცი რამდენჯერ "გადაგვარჩინა" და მოგვაგებინა მატცები,თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს მისი ასაკი.სწორედ ამ ასაკის გამო იგი ასე ვთქვათ დამძიმდა და ძალიან ინერტული გახდა,სუარესი არასდროს ყოფილა შემქმნელი ფეხბურთელი და ყოველთვის ერთი მომენტით გადაწყვეტდა ხოლმე მატჩის ბედს,მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ უმოძრაო გახდა და მუდამ ბურთის მოლოდინის რეჟიმში იყო.მის ჩამნაცვლებელზე შემდეგში ვისაუბრებ.

    არტურო ვიდალია შემდეგ ჩემს სიაში.აქაც უდიდეს როლს ასაკი თამაშობს.ჩილელი საკმაოდ მალე იღლება და მისი დაცვითი უნარებიც ადრინდელი ვეღარ არის.ვფიქრობ ბარსელონას ახალგაზრდა ჩამშლელი სჭირდება და არა 33 წლის კაცი,რადგან ყველას მოგვეხსენება,რომ ჩამშლელის სამშაო ერთერთი ყველაზე შრომატევადია ფეხბურთში.

    ხერარდ პიკეც მოხვდა ჩემს სიაში.33 წლის მცველი,რომელსაც აქვს დაკარგული სისწრაფე,დაცვითი უნარებიც შესუსტებულია,თავით თამაში მისი სუსტი მხარეა და ფიზიკურადაც არ არის გამორჩეული.თუმცა გადამწყვეტ ფაქტორს აქაც ასაკი თამაშობს.

    3.ბარსელონას შენაძენებს რაც შეეხება,აქ ძალიან საინტერესოდაა საქმე.ჩემი აზრით,ნახევარდაცვა საკმაოდ კარგად გამოიყურება,თუ ათამაშდებიან კოუტინიო,დე იონგი,პიანიჩი,ახალგაზრდა რიკი პუჩი,და ვეტერანი სერხიო ბუსკეტსი არამგონია ფანტაზიის ნაკლებობას განიცდიდეს ბარსას შეტევა და დაცვაც ნორმალური იქნებოდა.გასაძლიერებელი არის ჩემი გადმოსახედიდან დაცვა,სადაც ძალიან სერიოზული პრობლემებია.ჩემი პირადი სიმპატიების გამო,ძალიან მინდა უპამეკანოს ბარსელონას მაისურში ხილვა.ვფიქრობ მისი მონდომების,ფიზიკური კონდიციების და საკმაოდ პატარა ასაკის გამო(ეს კი ნიშნავს,რომ ენერგია ექნება საკმაოდ ბევრი) ბარსელონას იდეალურად მოერგებოდა.აგრეთვე მინდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვინმე საიმედო მცველის დამატება,რადგან როგორც ვიხილეთ ბაიერნთან შეხვედრის დროს სემედუზე ბოლომდე დაყრდნობა არ იქნება მართებული.მეკარე ჩემი აზრით,იდეალურია და უკეთესს ვერც ვიყიდით.თავდასხმაში კი დეპაის ტრანსფერი სრულიად მისაღებად მიმაჩნია,რადგან დემბელე ტრავმებისკენაა მიდრეკილი,ფატი ჯერ კიდევ გამოუცდელია და რთულია მნიშვნელოვან შეხვედრებში 90 წუთის ნდობა,გრიზმანმა უნდა მოუმატოს,თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ ანტუანი არასტაბილურად გამოიყურება ბარსაში და კარგი იქნება თუ მემფისისნაირ ახალგაზრდა და ტალანტ ფეხბურთელს დავიმატებთ,ლეოზე არ ვსაუბრობ.

    4.ბარსელონა ბ-დან ძალიან მომეწონა არაუხოს დაწინაურება,თუმცა მხოლოდ დაწინაურება არაა საკმარისი,სათამაშო დრო უნდა მიეცეს ამ ბიჭს მეტი,რადგან სწორედ ასე მოხდება მისი პროგრესი.მომეწონა ძალიან რიკი პუჩის დაწინაურება და ვფქრობ ანსუ ფატისთან ერთად ბარსელონას მომავალი ამ ბიჭის ხელშია.ასევე საკმაოდ მომწონს მონჩუს თამაში და თუ ასე განაგრძო ვფიქრობ,კუმანი აუცილებლად შენიშნავს მის თამაშს.

    5.ეს საკმაოდ სუბიექტურია,თუმცა ვინაიდან მე ვწერ სტატიას გაგაცნობთ ჩემეულ ბარსელონას სასტარტო 11-ეულს.

    მეკარე-ტერ შტეგენი

    მცველები:რობერტო,პიკე,ლენგლე,ალბა

    ნახევარდაცვა:დე იონგი,კოუტინიო,პუჩი

    თავდასხმა:ფატი,გრიზმანი,მესი

    აქვე მინდა დავძინო,რომ პიკეს სათამაშო დროში მინდა შეეცილოს არაუხო და მნიშვნელოვან მატჩებში როგორც ზემოტ აღვნიშნე,შეიძლება უმჯობესი იყოს რიკსი ნაცვლად პიანიჩის დაყენება და ფატის ნაცვლად დავუშვათ დემბელესი,ჩემ დასახელებულ შემადგენლობაში ფატი შეიძლება ჩანაცვლდეს დემბელეთი,რიკი პიანიჩით,დე იონგი ბუსკეტსით და აგრეთვე ძალიან მინდა ტრინკაოს ხშირად ხილვა მოედანზე.

    6.ეს ყველაზე საინტერესო თემაა.ბარსელონას "ხსნა" ვფიქრობ,არის ახალგაზრდა მოთამაშეებში.ბარსას სჭირდება ახალი სისხლი.შენიშნავდით,რომ ჩემს 11 ეულში ყურადღება გავამახვილე ახალგაზრდებზე.თუკი ბარსელონამ განაგრძო ასეთუ გადაბერებული შემადგენლობით ასპარეზობა,შედეგი არ შეიცვლება.დგება დრო ნებისმიერი გუნდში,როდესაც გამოსაცვლელია ძირითადი ძალა და შანსი უნდა მიეცეს ახალგაზრდობას.მადრიდის რეალის მაგალითი ავიღოთ,გუნდმა იდეალურად შერწყა ახალგაზრდები(ვალვერდე,ასენსიო,რეგილონი და ა.შ) ვეტერანებთან.იმავეს ველი ბარსელონასგან.

    ანსუ ფატი,რიკი პუჩი,რონალდ არაუხო,ტრინკაო,დემბელე,დე იონგი,კოუტინიო(28 წლისაა,თუმცა მაინც ვთვლი ამ სიაში),როგორც ხედავთ ბარსელონას მომავალი საიმედო ხელშია,ოღონდ ამას გამოყენება სჭირდება,გამოყენებაში ვგულისხმობ ამ მოთამაშეებისთის რაც შეიძლება ბევრი სათამაშო დროის მიცემა.რა თქმა უნდა შესაძლოა ბარსელონამ ვერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა ამ შემადგენლობით,თუმცა უახლოეს მომავალში,მჯერა,რომ ეს გუნდი იქცევა ევროპის კვლავ უძლიერეს გუნდად და ყველას ძველებურად დასცემს შიშის ზარს.

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    9

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV