24 ქულიანი ესე


  • 15-09-2020, 00:06
  • ბარსელონაში ქაოსია. გუნდში ძირეული ცვლილებებია საჭირო, მაგრამ საიდან უნდა დაიწყონ კატალონიელებმა?


    თავდაპირველად ვისაუბროთ ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელზე. როგორც უკვე ვიცით, პოსტიდან გადადგნენ აბიდალი და მმართველი ბაზის სხვადასხვა წარმომადგენლები, ასევე კიკე სეტიენი.ის ჩაანაცვლა ბარსას ლეგენდამ, რონალდ კუმანმა, რომელმაც პირველი მატჩი დამაჯერებლად მოიგო.


    14 აგვისტოს განცდილი მარცხის შემდეგ, სადაც ბარსა 8 გოლით დაისაჯა, აქტიურად მოითხოვენ ბართომეუს შეცვლას. ხოსეპი თავად არ გადადგა, მაგრამ 2021 წლის მარტში დანიშნული არჩევნები მისთვის კრიტიკული იქნება. ჩემი აზრით საუკეთესო კანდიდატი მის შესაცვლელად ვიქტორ ფონტია. მან არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდისთვის უზარმაზარი პროექტი აქვს შედგენილი და რაც მთავარია, გეგმებში მწვრთნელიც ყავს გათვალისწინებული. ის აპირებს, მომავალი გუნდი ჩავის ჩააბაროს, პიროვნებას, რომლისთვისაც ბარსა ყველაფერს ნიშნავს. ასევე, აპირებენ, დაასაქმონ კარლეს პუიოლი, კიდევ ერთი ესპანელი ლეგენდა. ვფიქრობ, რომ მათი ისტორიული მეგობრობა და გუნდისადმი სიყვარული უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ფონტის ამ პროექტის განვითარებაში.


    ბარსელონა სხვა პრობლემის წინაშეც დგას, რითიც გადაბერებულ ფეხბურთელებს ვგულისხმობ. ბევრი თანხმდება, რომ გუნდი არაერთმა ვარსკვლავმა უნდა დატოვოს. ყველა გრანდს აქვს პერიოდი, როცა ოქროს ხანა სრულდება და მათ უწევთ, შეელიონ დიდებულ მოთამაშეებს, ეს საწყენია, მაგრამ გარდაუვალი.


    ჩემი აზრით, წასვლას უნდა დათანხმდეს ორი ვიცე-კაპიტანი, ხერარდ პიკე და სერხიო ბუშკეტსი.დასანანია, მაგრამ კატალონიაში ლუის სუარესის დროც დასრულდა. ელ პისტოლერომ გუნდს უამრავი თასი მოაგებინა, თუმცა ბოლო წლებში მისი დაღმასვლა სულ უფრო შესამჩნევი გახდა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. მათ გარდა, ბარსელონამ უნდა გაყიდოს არტურო ვიდალი, რაფინია.უმტიტი,რომელიც ტრავმების გამო ორი წელია, უმოქმედოა.

    გავამართლებდი ნეტოს წასვლასაც. ამით ბარსა ფინანსურად იხეირებს და ახალგაზრდა პენიას გაბრწყინების შანსიც მიეცემა.


    ახლა ვისაუბროთ ტრანსფერებზე.ბარსელონამ ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე გაიფორმა ფრანცისკო ტრინკაო და მასზე დიდი იმედები მყარდება. ასევე შეიძინეს 17 წლის პედრი, ტალანტითა და პოტენციალით სავსე ბიჭი. ნახევარდაცვას შეემატა პიანიჩი, მაგრამ დავკარგეთ არტურ მელო,რაც,ჩემი აზრით, ბართომეუს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო.


    რა თქმა უნდა, ამით ახალი შემადგენლობის შენება არ დასრულდება. საჭიროა დაცვის გაძლიერება, თანაც მნიშვნელოვნად. გავიხსენოთ განვლილი სამი წელი და ბარსას სამი განადგურება: რომასთან, ლივერპულთან და ბაიერნთან. ჯამში მიღებული 15 გოლი და ჩემპიონთა ლიგის სირცხვილით დატოვება. ამ სამივე თამაშში დაცვის ხაზს ერთიდაიგივე ფეხბურთელები ამაგრებდნენ და სწორედ ამიტომაა მათი ცვლილება საჭირო. გუნდს ნამდვილად დაამშვენებდა ლაიპციგის ახალგაზრდა მცველი, უპამეკანო, რომელმაც გრანდებთან უშეცდომო მატჩები ჩაატარა და წელს ყველასთვის სასურველი ტრანსფერიც გახდა.


    რაც შეეხება ბარსა ბ-ს. მას ხშირად ბარსელონას ჯოკერსაც კი უწოდებენ, რადგან არსაიდან გუნდი ბრწყინვალე მოთამაშეებს შოულობდა. წლების წინ მათ მატჩიც კი ჩაატარეს, სადაც 11 ფეხბურთელთაგან ყველა ლა მასიის ან ბარსა ბ-ს წევრი იყო.

    დაწინაურება კი ეკუთვნის მონჩუს, მორიბას, კოლადოს და პენიას. უფრო მეტი დრო უნდა ეძლეოდეს ფატის და პუჯს.



    სასტარტო შემადგენლობის დასახელება რთულია, რადგან ტრანსფერები ჯერ არ დასრულებულა,მაგრამ თუ ბარსამ ყველა სასურველი მოთამაშე შეიძინა, ნამდვილად ძლიერ გუნდს დააყენებს.

    ჩემთვის სასურველი

    შემტევები: დემბელე(ფატი),გრიზმანი,მესი(ტრინკაო).

    ნახევარდაცვა: დე იონგი(ალენია), ბუშკეტსი,პიანიჩი(პუჯი)

    დაცვა: ალბა, ლენგლე, უპამეკანო, სემედუ.

    მეკარე: ტერ შტეგენი.


    ბარსას ძველი დიდების დაბრუნება საკმაოდ რთულია. ამისთვის საჭიროა მთავარ გუნდსა და ლა მასიას შორის კავშირის გაძლიერება, რადგან ფეხბურთელებში პატარა ასაკიდანვე ჩანერგვონ დიდებული ფილოსოფია,რომლითაც ბარსელონა აქამდე მოვიდა.

    ამის შემდეგ თუ ისინი კვლავ მოიგებენ უამრავ თასს და ტრიპლეტებს, დიდების დაბრუნება 100%-იანი იქნება. 


    ბარსა კვლავ გაიბრწყინებს ❗❗❗

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    52

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV