ბარსას რევოლუციონერი


  • 14-09-2020, 02:25
  • დავიწყოთ გუნდის ახალი თავკაცით რომელიც ძალიან მესიმპატიურება თავისი ტაკტიკებით და მეთოდებით რომელიც ბარსას არ ახასიათებს მან დაიწყო ის რევოლუცია რომელსაც ბევრი არ ელოდა მისგან.. მან ახალგაზრდებს მიცა სათამაშო დრო რომელსაც გამოცდილება მოსდევს და გუნდის ფაქტოვრივად თავიდან აწყობა მოუწია კუმანი ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რო დემბელე გამოჯანმრთელდა და კოუ დაბრუნდა რაც მეტ შეტევით პოტენციალს ნიშნავს.ჩემი აზრით გუნდს აკლია გამოკვეთილი ლიდერი ალბათ უმრავლესობა იტყვით რო აბა მესი ვინ არისო მესი უდავოდ საუკეთესოა გუნდშიც და შეიძლება მსოფლიოშიც მარა ბარსელონას ისეთი ვინმე ჭირდება რომელიც გუნდს შეკრავს და დააბრუნებს იმ ჰარმონიას რომელიც გუარდიოლას ბარსას ქონდა ხავის ან თუნდაც პუიოლის კაპიტნობის დროს როცა ბარსელონას თამაშს უყურებ ბარსელონას სხვა შემტევებთან შედარებით მესი დიქტატორია ის ჭამს სივრცეს და ამით სხვას არ აძლევს თამაშის საშვალებას ბოლო წლებში რაც ნეიმარი წავიდა გუნდი ცდილობს რომ მესის მოერგოს და არა პირიქით მათ კონსტრუქციიის უმნიშვნელო ნაწილებათ უწევთ ყოფნა ,კონსტრუქციის რომლის ბირთვიც მესია. სწორედ ამიტომ მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ლიდერს გუნდში თუნდაც ისეთს როგორიც ჰენდერსონია ალბათ ამის შემდეგ უფრო მიხვდით რისი თქმაც მსურს და ჩემი აზრით ამისთვის იდეალური ვარიანტი იქნება რო კარგი შემტევი ნახევარმცველი შეიძინოს ბარსამ როგორიცაა დე ბრუინი ან თუნდაც მარკო როისი ასევე ძალიან გამიხარდებოდა ნეიმარის ტრანფერი რომლის შემდეგაც გუნდს  ორი უდიდესი კლასის შემტევი ეყოლებოდა მაგრამ ბარსას წყალივით არ ჭირდება ბარსას ეხა მარჯვენა მცველი და გუნდის ლიდერი ნახევარმცველი ხერხემალი ჭირდება მარჯვენა მცველად კი ვინმე ისეთი ჭირდება როგორიც დანი ალვეში იყო სერხი რობერტოს ის კომპონენტები აქვს რაც სემედოს არ აქვს და პირიქით. სემედოს აქვს სისწრაფე რომლის გამოყენებითაც შეტევას დაეხმარება მარა დაცვაში არა სტაბილური სერხი რობერტოს კი სისწრაფეში ჯაბნიან მაგრამ სემედუზე ბევრად სტაბილურია. დაცვაში მეორე პორტუგალიელი კანსელო გამიხარდებოდა.. 

    ბარსა დეპაითაა დაინტერესებული და სუარეზის ნაცვლად ის ძალიან კარგი მგონია რადგან ჩემი აზრით მას აქვს სუარეზზე მეტი სისწრაფე და ტექნიკა და სუარეზი უფრო მომენტის მოთამაშეა ერთ ერთი საუკეთესო ფინიშერი მაგრამ ზედმეტია დეპაი ჯერ არ გადასულა ამიტომ თერთმეტეულს გეტყვით არსებული რესურსიდან გამომდინარე პოზიცია 433 შემტევი ნახევარმცველით:

                              გრიზმანი

           დემბელე ან ფატი            მესი

                             კოუტინიო

                                        დე იონგი

                 ბუსკეცი

    ალბა        პიკე          ლენგლე      სემედო

                            ტერ შტეგენი

       


    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    2

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV