როგპრ დავუბრუნოთ ძველი დიდება ბარსელონას


  • 12-09-2020, 14:19
  • ყველას კარგად მოგვეხსენება რომ ბარსელონას მძიმე პერიოდი უდგას, თუმცა სწორი ნაბიჯების გადაგმის შემთხვევაში, ძველი დიდების დაბრუნება შესაძლებელია მიუხედავად იმისა რომ ეს გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.


    ● გუნდის ნომერ პირველი პრობლემა - ჩვენი პრეზიდენტი ბართომეუ და მისი გარემოცვა 

    მათი წასვლა გუნდს ახლა წყალივით სჭირდება და მე ვფიქრობ რომ ვიქტორ ფონტი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატია. ის და მისი გარემოცვა ბარსელონას აღმშენწბლობის გეგმაზე 2013 წლიდან მოყოლებული მუშაობენ (7 წელი) ფონტს აქვს კონკრეტული გეგმა სახელად "Si al futur" (კი მომავალს) და გასატარებელი რეფორმები  ბარსელონასთვის რომელიც გუნდს კვლავ ფეხზე დააყენებს. 

    ეს არის ფონტის სიტყვები მის გეგმებთან დაკავშირებით :

    " მე და ჩემი გარემოცვა ჩვენს პროექტზე რომელიც ითვალისწინებს გუნდის მენეჯმენტის მთლიანად ტრანსფორმირებას 2013 წლიდან ვმუშაობთ. ჩვენ შევქმენით გუნდი რომელმაც კონკრეტული გეგმა შეიმუშავა სახელად "კი მომავალს". 


    "მინდა განვმარტო რომ ჩვენი გეგმა ეხება კლუბის მენეჯმენტსა და ხემძღვანელობას, ჩვენ გვინდა სრულიად შევცვალოთ კლუბის მენეჯმენტი და ის თუ როგორი პრინციპით მუშაობს ხელმძღვანელობა". 


    "ხავი იქნება ჩვენი ათწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ჩვენ გვსურს რომ ხავი მოვიყვანოთ მწვრთნელად, ის გადაწყვიტვს თუ რომელი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს გუნდში და არა პრეზიდენტი". 


    "ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ტალანტი რომელიც უკვე გვყავს" 


    ვფიქრობ რომ ფონტის გეგმა და მიდგომა საქმისადმი მას უპირატესობას აძლევს გახდეს ბარსელონას ახალი პრეზიდენტი. ხავი კი მისი გეგმების ნაწილია და ვფიქრობ რომ მწვრთნელისა და პრეზიდენტის კარგი ურთიერთობა საქმეს წაადგება. ხავი ფეხბურთელებსაც უყვართ გასაგები მიზეზების გამო რაც კიდევ ერთ უპირატესობას აძლევს მის მოსვლას. 



    ● რაც შეეხება ფეხბურთელების წასვლას, ვფიქრობ რომ უნდა წავიდნენ ფეხბურთელები რომლევმაც უკვე ბევრი მისცეს გუნდს და დროა ასპარეზი სხვა, უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაუთმონ, სწორედ ესაა თაობათა ცვლა რომელიც ასე ძალიან ესაჭიროება გუნდს. უნდა წავიდეს ჟერარდ პიკე - ადამიანი რომელიც უკვე დიდიხანია ბარსელონას დაცვაში დგას თუმცა უკვე დროა სხვა გუნდი ეძებოს კარიერის გასაგრძელებლად რადგან დაცვაში დიდი ცვლილებებია შესატანი. სერხიო ბუსკეცი - ვფიქრობ რომ დროა გუნდი მის გარეშე შეეჩვიოს თამაშს, ასევე დროა დე იონგმა დაიკავოს მისი ადგილი ვფიქრობ რომ ის ამისთვის უკვე მზადაა. არტურო ვიდალი - ვიდალი იქ იქნება ბედნიერი სადაც სათამაშო დრო მიეცემა. ივან რაკიტიჩის ბედი კი უკვე გადაწყვეტილია - ის სევილიაში წავიდა და ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სამუელ უმტიტი - იმის მიუხედავად რომ უმტიტი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ის უკვე დიდიხანია ვეღარ აჩვენებს იმ დონეს რასაც ბარსელონა ითხოვს. ეს არიან ის ძირითადი ფეხბურთელები რომლებმაც ადრწ თუ გვიან უნდა დატოვონ გუნდი, მიუხედავად დიდი სიმპათიებისა კლუბს ასე ეჭირდება. 


    ● ბევრი ფიქრის გარეშე პირველ რიგში მოსაყვანია მცველები, ბარსელონას დაცვა უკვე დიდი ხანია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე სწორედ ამიტომ გვჭირდება მცველების ტრანსფერები. მე გუნდში მოვიყვანდი სერჟინიო დესტს 19 წლის აიაქსის მცველს რომელსაც როგორც მარჯვენა მცველად თამაში ასევე მარცხენა მცველად თამაშიც შეუძლია. მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონია. ასევე მოვიყვანდი პაუ ტპრესს ვილიარეალიდან რომელიც 23 წლისაა და თამაშობს დაცვის ცენტრში სატრანსფერო ღირებულება კი 30 მილიონია. ასევე ერიკ გარსიას რომლის ტრანსფერზეც ბარსელონა მუშაობს. 

    ასევე მოვიყვანდი მემფის დეპაის ვისი მოსვლაც საკმაოდ რეალურია, დიდი ალბათობით კლუბი სუარესს გაუშვებს სწორედ ამიტომ დეპაი კარგი ვარიანტია. ყველა ამ ფეხბურთელის მოყვანა 90 მილიონამდე დაჯდება რაც 4 ფეხბურთელში საკმაოდ მისაღები თანხაა. 


    ● ბარსა ბ-ს მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, იქიდან როგორც უკვე ვიცით ანსუ ფატი, რიკი პუჩი, რონალდ არაუხო და მეკარე ინაიკი პენია (მესამე მეკარედ) დაწინაურდნენ. თუმცა მათ გარდა კიდევ უამრავი ტალანტია ვისი დაწინაურებაც შეიძლება. ესეთი ფეხბურთელები არიან: სერხიო აკიმე - 22 წლის ცენტრალური მცველი.

    მონჩუ - 20 წლის ნახევარმცველი (CM) (ბარსა ბ-ის კაპიტანი) 

    ილაიშ მორიბა - 17 წლის ნახევარმცველი (CM) 

    კონრად დელაფუენტე - 19 წლის ვინგერი.


    ეს არიან ის ფეხბურთელები რომლებსაც აქვთ ტალანტი და 17 წლის ანსუ ფატის მსგავსად შეუძლიათ პირველ გუნდში დაწინაურება. 


    ● რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას: 

    (4-3-2-1)


    • ტერ შეტეგენი 

    • ჯორდი ალბა, ლენგლე, პიკე, ნელსონ სემედო

    • დეიონგი, პუჩი, პიანიჩი

    • ფატი, მესი, ტრინკაო 

    • გრიზმანი 




    ფეხბურთელები რომლებიც უბრძოლებენ ძირითადისთვის: დაცვა - ფირპო, არაუხო, ვაგე, ტოდიბო

    ნახევარდაცვა: კოუტინიო, კარლეს ალენია

    ფირვარდები: პედრი, სუარესი (თუმცა ვფოქრობ რომ ის დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს) 


    როგორც ამ შემადგენლობიდან ხედავთ, დაცვა ნამდვილად გასაძლიერებელია და ასევე მოსაყვანია ფორვარდიც. 



    ● ბარსელონა ძველი სათამაშო დიდების დაბრუნებას კარგი ხელმძღვანელობით, მწვრთნელითა და თაობათა ცვლით შეძლებს. დაიწყება ახალი ერა - ბარსელონას აღმავლობის ერა. 

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    3

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV