ახალი ბარსა


  • 11-09-2020, 00:58
  • 1) მიმაჩნია, რომ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტზე უნდა დაბრუნდეს ლაპორტა. ამ ადამიანს უპირატესობას მისცემს წარსულში მიღებული უდიდესი გამოცდილება. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა ბარსას ,,ოქროს წლები''. შესაძლოა ლაპორტას ისეთივე პროდუქტიული წლები აღარ ჰქონდეს ტიტულების მხრივ, (რასაც მაღალი ალბათობა აქვს, რადგან პეპის ბარსა ჩემთვის განუმეორებელია,)თუმცა მას როგორც მინიმუმ გუნდის ფსკერიდან ამოყვანა და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია. ჩემთვის პრეზიდენტის წარმატება მხოლოდ თასებით არ გამოიხატება, გუნდის სწორ გზაზე დაყენება ძალიან მნიშვნელოვანია.


    2) ჩემი აზრით ბარსაში საჭიროა რადიკალური ცვლილებები. გუნდს დავატოვებინებდი: სუარეზს, ვიდალს, უმტიტის, ალბას,დემბელეს,სემედუს, რაფინიას, ბრეიტვეიტს, ფირპოს, ალენიას.


    რატომ სუარეზი? რადგან მისი ფიზიკური კონდიციები ბარსას დონეს სამწუხაროდ აღარ აკმაყოფილებს. აშკარაა რომ სუას სირბილი ძალიან უჭირს, ის ძალიან შენელდა, გოლის გასატანად მას კი უკვე ,,დახეჭილი'' ბურთი სჭირდება. სუარეზმა გუნდს უამრავი ბედნიერი წუთები აჩუქა, თუმცა დროა მან გუნდი დატოვოს.


    ვიდალმა გუნდი ასაკის გამო უნდა დატოვოს, ასევე აშკარაა, რომ ის ბარსას სტილის ნახევარმცველი არ არის. თუმცა არტუროს უდიდესი შრომა და ბოლომდე დახარჯვა არუნდა დავუკარგოთ, და უდიდესი დაფასებით და პატივისცემით დავემშვიდობოთ


    უმტიტი? ჩემი აზრით სამუელი შედის იმ ფეხბურთელების რიგებში, რომელთაც გუნდი პირველ რიგში უნდა დატოვონ. აშკარაა რომ ფრანგი ორი წელია ფორმას ვეღარ იბრუნებს, მისი ფიზიკური კონდიციები არადამაკმაყოფილებელია. მუდმივი ტრამვები და არასტაბილურობა, უმტიტიმ თავი მარტო 2017-18 სეზონებში დაგვამახსოვრა. 


    ხორდი ალბა. ფეხბურთელი რომელმაც ენფილდზე 2-0ზე იტირა. მას გუნდის მენტალურად განადგურებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის. ალბა არ არის ,,ჟილკიანი'' და მებრძოლი ფეხბურთელი, ის ბუნებით სხვანაირი პიროვნებაა. როგორც მარცხენა მცველი, ალბა არის მაღალი დონის ფეხბურთელი, თუმცა ფსიქოლოგიასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ბარსას შეუძლია ხორდი ალბას საკმაოდ ძვირად გაყიდვა.


    დემბელე- ბართომეუს ერთ-ერთი უდიდესი ,,ფლოპი" . უამრავი ტრამვები და 10 მატჩიანი სეზონები. ამას ემატება არაპროფესიონალური დამოკიდებულება, ვარჯიშებზე დაგვიანება და ა.შ. ჩემი აზრით, სანამ დროა ბარსამ ის უნდა გაყიდოს, თორე შესაძლოა ის მომავალში 50 მილიონადაც არ გაიყიდოს.


    სემედუ რამდენადაც კარგი იყო შეტევაში, იმდენად ცუდი იყო დაცვაში. რომასთან მანოლასის ლეგენდარული თავური სწორედ სემედუს ბრალია, სწორედ პორტუგალიელი იყო მანოლასის მეურვე. 8-2ზეც, ბავარიელებმა განსაკუთრებით ბარსას დაცვის მარჯვენა ფლანგი ,,აიკლეს" , ალფონსო დევისის სოლორეიდის შემდეგ კი, ჩემი აზრით სემედუს მომავალს ბარსაში ბოლო მოეღო...


    რაც შეეხებათ ბრეიტვეიტს, რაფინიას, ალენიას და ფირპოს, ამ ფეხბურთელებმა ფაქტია თავიანთი თავები ბარსაში ვერ გამოავლინეს, მათი გაყიდვით კი ჩემი აზრით ბარსას 20-25 მილიონის შოვნა შეუძლია, რაც პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური კრიზისის დროს მნიშვნელოვანი თანხაა.


    პიკე და ბუსკეცი არ გაიყიდებიან!!! ისინი გახდებიან სკამის მოთამაშეები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ახალგზარდებს გაუზიარებენ,ვფიქრობ პიკეს და ბუსის ბარსას ახალი გუნდის აწყობაში უდიდეს წვლილს შეტანა შეუძლიათ.


    3) ბარსელონამ უნდა შეიძინოს 6 ფეხბურთელი: ლაუტარო, ვეინალდუმი, ერიკ გარსია, დესტი, კუკურელა, ლუკა დინი.


    ლაუტარო - ვფიქრობ სუარეზის წასვლის შემთხვევაში გუნდს დასჭირდება ცივსისხლიანი ფორვარდი. მართალია ეს ტრანსფერი ძვირი დაჯდება, თუმცა ვფიქრობ რომ ზემოთხსენებული ფეხბურთელების გაყიდვით 

    ლაუტაროს ყიდვა შესაძლებელია.


    ვეინალდუმი - super sub - ასეთი ტიპის ნახევარმცველის ყოლა უდიდესი უპირატესობაა, მას ყოველთვის შეუძლია თამაშის სცენარის შეცვლა, მიუხედავად ასაკისა, ვფიქრობ რომ ბარსას ის ძალიან გამოადგება. ბარსას აქვს შანსი ჯინი საკმაოდ იაფად იყიდოს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.


    ერიკ გარსია - ბარსას დაცვაში სერიოზული პრობლემებია, გარსიას ყიდვით კი ბარსელონას დაცვას ბევრად მეტი პერსპექტივები ექნება. 


    დესტი- სემედუს გაყიდვის შემდეგ, დესტი ჩემთვის იდეალური ვარიანტია. აიაქსის კიდევ ერთი პროდუქტი, მას უდიდესი მომავალი აქვს, თანაც დესტი ბარსელონასადმი სიმპატიას არ მალავს. დესტის ტრანსფერი ძვირი არ დაჯდება.


    კუკურელა - მისი ხელიდან გაშვება იყო უდიდესი შეცდომა. თუმცა მისი დაბრუნება შეუძლებელი ნამდვილად არაა, მაგრამ საწყენია ის ფაქტი რომ ფეხბურთელში რომელიც შარშან ბარსას საკუთრება იყო, მის დასაბრუნებლად ათეულობით მილიონების გადახდა გვიწევს...


    ლუკა დინი- ვფიქრობ, რომ მისი დაბრუნება ნოუ კამპზე ბევრად უფრო წარმატებული იქნება. ფაქტია, რომ ლუკამ ევერტონში ძალიან მოუმატა და მიმაჩნია, რომ ის ალბას ღირსეული შემცვლელი იქნება. ევერტონი დინს მარტივად არ შეელევა, თუმცა ბარსას ვფიქრობ ეყოფა თანხები მის საყიდლად.

     

    4) დაწინაურდებიან: რიკი პუჩი, არაუხო, ლუდოვიტ რეისი, კოლადო.


    5) შტეგენი-დინი-ლენგლე-გარსია-რობერტო-პიანიჩი-დე იონგი- კოუტინიო- მესი-ფატი-ლაუტარო


    6) თუ კლუბი მიმართავს ასეთ სატრანსფერო პოლიტიკას, გააკეთებს აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და თანხებს სწორად გაანაწილებს, მაშინ ვფიქრობ ბარსელონა დადგება სწორ, პროგრესის გზაზე. ხელმძღვანელობა არ უნდა ერეოდეს მწვრთნელის საქმეში, ჩემთვის საშინელი სანახავი იყო ის ფაქტი, რომ სეტიენი არტურის წასვლის ამბებს ჟურნალისტებისგან გებულობდა და წარმოადგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა რეალურად. თუ კლუბი შეცვლის ამ მიდგომას და მწვრთნელს მისცემს თავისუფლებას, მაშინ ვფიქრობ ბარსელონა დაიწყებს პროგრესს, რაც აუცილებლად დაგვირგვინდება ტრიუმფებით.


    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    1

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV