დიდების დაბრუნება


  • 11-09-2020, 00:03
  • დიდების დაბრუნება

    ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელი პოსტები და რატომ, რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას?

         დიდი ხანია ბარსელონას ასეთი ცუდი სეზონი არ ჩაუტარებია. პასუხისმგებლობა ამაზე გარკვეული დოზით გუნდის ყველა წევრს, სამწრვთნელო შტაბსა და ხელმძღვანელებს ეკისრება, მაგრამ უფრო გუნდის პრეზიდენტს გამოვყოფდი რომელიც საერთოდ აზრზე არ არის როგორ მართოს გუნდი და როგორი ტრანსფერები უნდა გააკეთოს. ბარსელონას პრეზიდენტი აუცილებლად ლაპორტა უნდა გახდეს, სწორედ მას უკავშირდება ბარსას ისტორიაში ყველაზე კარგი წლები, ფონტიც არაა ცუდი ვარიანტი რადგან მას და ლაპორტას თითქმის ერთნაირი მიზნები და ხედვები აქვთ კლუბთან დაკავშირებით, თუმცა ლაპორტა უფრო გამოცდილია და სწორედ მასზე გავაკეთებ არჩევანს. იყო ბარსას პრეზიდენტი ეს დიდი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ ამ ადამიანს ძალუძს ფეხზე დააყენოს და ადრინდელი სახე დაუბრუნოს გუნდს.

         რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის პოსტს ულაპარაკოდ ჩავი!!! ლაპორტასა და ჩავის გაერთიანება ბარსელონას ასაღორძინებლად იდეალური ვარიანტია. პირველ რიგში ჩავი იყო ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი და ასეთივე მწვრთნელია, ალ სადში საკმაოდ კარგად მუშაობს თუმცა ალ სადი ბარსელონა არაა და აქ თავის ნამდვილ შესაძლებლობებს დაგვანახებს, რთულია ცუდი მწვრთნელი იყო როდესაც შენ თავად გუარდიოლა გწვრთნიდა ან მის სამწვრთნელო შტაბში იყავი, მაგალითად ავიღოთ არტეტა რომელიც არც თუ ისე კარგ არსენალს წინ მიუძღვება და ორ ტიტულსაც გამოჰკრა ხელი. ასევე სულ სხვა მოტივაციით ითამაშებენ ფეხბურთელები როცა ასეთი დიდი ადამიანი გავარჯიშებს, გასწავლის, რჩევებს გაძლევს და გამხნევებს. მწვრთნელის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელებისთვის. მოთამაშეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთ საქმეს. ჩავი რომ ბარსელონას სტილს იდეალურად იცნობს ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ასევე ბევრ ნიჭიერ ლა მასიელს მისცემს შანსს და შეიძლება ახალი ვარსკვლავებიც აჩუქოს ფეხბურთს.


        ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ? 

     კლუბი უნდა დატოვონ ფეხბურთელებმა რომლებსაც მოტივაცია და სურვილი არ გააჩნიათ ამ გუნდში თამაში ან ტიტულების მოგების, ასევე იმ ფეხბურთელებმა რომლებიც ვერ ერგებიან ბარსელონას სტილს. დავიწყოთ მეკარის პოზიციიდან, აქ შესაცვლელი არაფერი, შტეგენი იდეალური მეკარეა და მინიმუმ 5 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს, ნეტუ კარგი მეკარეა და შტეგენის არ ყოფნის შემთვევაში მისი ნდობა შეიძლება.ახლა კი ყველაზე მძიმე საკითხი "დაცვა". დაცვა ბარსელონას ყველაზე სუსტი წერტილია, კარანტინის პერიოდში რამოსი თავგადაკლული ვარჯიშობს ბრუნდება გოლებს იტანს საოცრად თამაშობს იგებს ლალიგას და რას აკეთებს ამ დროს პიკე. სერფინგობს და ერთობა. ეს არის არაპროფესიონალიზმი, პიკეს დროს ძირითადში დამთავრდა თანაც უკვე ასაკშია, აუცილებელია უპამეკანოს ყიდვა რადგან მარტივად შეუძლია ბარსას სტილთან ადაპტირება, მისი ყიდვა ადვილი არ იქნება მაგრამ არა შეუძლებელი, სჯობს ბევრი გადაიხადო და მომავალი 10 წელი ცენტრალური მცველის პრობლემა მოხსნა ვდრე ყოველ 3 წელში ათობით მილიონი ანიავო. მესიმაც ეს თქვა ბოლო ინტერვიუსას, ისინი ( ბართომეუ და მისი დამქაშები) მხოლოდ დროდადრო გაჩენილი ხვრელების ამოვსებას ცდილობდნენ არანაირი პროექტი და პერსპექტივა არ ჩანდაო. თუ უპამეკანო არა მაშინ დე ლიხტი რომელიც ასევე ზუსტად ბარსას სტილი მცველია მაგრამ იუვე ან იაფად არ გაუშვებს ან საერთოდ არ გაუშებს, მესამე ვარიანტი ერიკ გარსიაა რომელიც არც დე ლიხტის და არც უპამეკანოს დონის არაა ჯერჯერობით თუმცა მასშიც დიდი პოტენციალია და რაც მთავარია ბარსას სკოლის აღზრდილია. ლენგლესაც დიდა არ ვენდობი თუმცა ერთ შანსს იმსახურებს, კონკურენცია სჭირდება რომ უფრო აზრზე მოვიდეს. არაუხო დასატოვია აუცილებლად. მარჯვენა მცველის პოზიციას უღიმღამო რობერტო და არასტაბილური სემედუ ამაგრებენ დიდა არცერთი არ მომწონს. კარგი იქნებოდა ისეთი მარჯვენა მცველის ყიდვა რომელსაც აცვაში და შეტევაში ერთნაირად კარგა გამოსდის თამაში და რაც მთავარია სტაბილურია თუმცა ასეთი ფეხბურთელის ნახვა ძალიან რთულია, კარგი იქნებოდა სერჟინიო დესტი, ასევე ემერსონი. მარცხნივ ალბაა რომელიც ფსიქოლოგიურად აშკარა არაა რიგზე ლივერპულის მერე თანაც ასაკშია, ანხელინიო კ კარგი იქნებოდა მშვენიერი მარცხენა მცველია, ასევე ტალიაფიკო ან გრიმალდო. გადავიდეთ ნახევარდაცვაზე, ალბათ ამ პოზიციაზე შედარებით ნაკლები პრობლემაა, გვყავს დე იონგი სწრაფი, ტექნიკური, ჭკვიანი და ასე შემდეგ, ფაქტიურად იდეალური ნახევარმცველია, საყრდენი რომელსაც შეუძლია 2-3 კაცის თავისუფლად ჩამოშორება. მას ზურგს ასაკოვანი და გამოცდილი ბუსკეცი გაუმაგრებს სათადარიგოდან. ასევე გამოცილი პანიჩი, კოუტინიო რომელიც იმედია თავის ნამდვილ სახეს დაიბრუნებს, რიკი პუჩი რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და პედრიც ასევე. ახლა კი თავდასხმა, აქ მართლაც დასალაგებელია რაღაც რაღაცეები, მესი ხელშეუხებელია რა თქმა უნდა მას სათადარიგოზე ჰყავს შემცვლელი ტინკაუს სახით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე სუარესია თუმცა ალბათ წავა, გრიზმანი კი რჩება რომელიც 30 წლის გახდება და საერთოდ არა მგონია მისი და მესის შეთამაშება შეიძლებოდეს რადგან ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს ამიტომ გრიზმანის ადგილი არაა ბარსელონაში სანამ აქ მესია, ლაუტარო და მესი ბევრად უკეთ გაუგებენ ერთმანეთს. თუ ლაუტარო არა მაშინ ჟესუსიც კარგი ვარიანტია ორივე ჯდება გუნდის სტილში, ასევე დემბელე და ფატია გუნდში ამ მხრივ სანერვიულო არ გვაქვს. სათადარიგოზე გამოცდილი ფეხბურთელები იქნებიან რომლებიც შეცვლაზე უფრო პროდიქტიულები უნდა იყვნენ (წესით) ვიდრე ძირითადში.


         ვინ უნდა დაწინაურდეს "ბარსა ბ-დან"?


        ლა მასიაში ბევრი კარგი ტალანტია რომელსაც სათამაშო დრო, ნდობა და ხელშეწყობა სჭირდებათ. მორიბა, კონრად დე ლა ფუენტე, ხავიერ მბუამბა განსაკუთრებით ამ ფეხბურთელებს გამოვარჩევდი. ჩავის დახმარებით ეს ფეხბურთელები ნამდვილად მიაღწევენ წარმატებას თუმცა ბევრი რამ მათ მონომებაზე იქნება დამოკიდებული.

     


         როგორი უნდა იყოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა?


     მეკარე ულაპარაკოდ ტერ შტეგენი, დაცვის ცენტრი უპამეკანო და ერიკ გარსია. მარცხენა მცველი ანხელინო, მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი. ნახევარდაცვა დე იონგი, კოუტინიო, რიკი პუჩი და თავდასხმა მესი, ლაუტარო და ანსუ ფატი.



          როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება?



          პირველრიგში აუცილებელია შიდა სამზარეულოში ყველაფერი იდეალურად იყოს, ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს კარგი უერთიერთობა უნდა ჰქონდათ და ესმოდეთ ერთმანეთის. დაისახონ მიზანი და მიაღწიონ, ცუდი ხელმძღვანელობა და კარგი გუნდი არაა საკმარისი, ლაპორტა პრეზიდენტად, ჩავი მწვრთნელად, ჩავის დამხმარედ ინიესტა თუ მივა ეს ხომ უკეთესი, იმედია პუიოლისთვისაც იქნება რაიმე თანამდებობა, მხოლოდ ასე შეიძლება ძველი დიდების დაბრუნება, პირველი 2-3 წელი სასწაულებს არ უნდა ველოდოთ რადგან გუნდი შენების პროცესში იქნება, განხორციელდება ბევრი ცვლილება და ფეხბურთელებს ამასთან შეგუება მოუწევთ, თუმცა ზეობის ხანა ადრე თუ გვიან მაინც დადგება რადგან კარგი ხელმძღვანელობა, კარგი მწვრთნელი და კარგი ტალანტები ამის წინაპირობას იძლევა. ბოლო წლებში ბევრი დასცინოდა ბარსელონას თუმცა აუცილებლად დადგება ის დრო როცა მეტოქეები მხოლოდ სიმწრით თუ გაიცინებენ როცა მათ წინააღმდეგ მინდორზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გამოვა რომელიც ნებისმიერ მეტოქეს მიწასთან გაასწორებს თანაც ლამაზად და სანახაობრივა როგორც ამას გუარდიოლას გუნდი აკეთებდა. 


          

     


       

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    1

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV