რევოლუცია თითოეულ ასპექტში,ანუ დეტალური სიძლიერე


  • 10-09-2020, 23:53
  • რევოლუცია თითოეულ ასპექტში,ანუ დეტალური სიძლიერე

    რატომ კითხულობ ახლა ამ სტატიას?! რადგან შენ ხარ ბარსელონას გულშემატკივარი,რადგან ბლაუგრანას ფერები სისხლში გაქვს გაჯენილი,რადგან კომენტატორების შეძახილი,რომელიც ჩვენს გოლს აღნიშნავს გაგიჟებს,აღგაფრთოვანებს არაამქვეყნიურ გრძნობებს განიჭებს.ჩვენ ერთი დიდი კლუბის გულშემატკივრები ვართ,ყველას კარგად მოეხსენება რომ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა უფსკრულში ჩავარდნასთან ახლოსაა,ჩემი შეხედულებით ყველაფრის ჩვეულ სტილში გაგრძელებით ჩვენ უბრალოდ დავიღუპებით,დიახ ჩვენ,რადგან სწორედაც ჩვენ ვართ ბარსა,რადგან ჩვენი გულის ნაწილი ამ გუნდის ჰიმნით,ლოგოთი,ფეხბურთელებით,სათამაშო ფილოსოფიითა და ისტორიით არის დაპყრობილი... რა უნდა ვქნათ იმისთვის რომ უფსკრულს თავი ავარიდოთ? ამ საკითხს დიდი ფიქრი სჭირდება,კლუბს ესაჭიროება წინასწარ გაწერილი გეგმა,რომელიც ეფუძნება კლუბის ისტორიას,ფილოსოფიას და გულშემატკივართა მოთხოვნას.მე როგორც ერთ რიგით გულშემატკივარს გამაჩნია საკუთარი შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,მივყვეთ კითხვებს,ხოლო ჩემივე პასუხების ერთიანობა იქნება კლუბის გადარჩენის გეგმა.

    ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები და რატომ, რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას?

    ჟოან ლაპორტა-მოცემულ სიტუაციაში,ის არის ერთადერთი ადამიანი,რომელსაც შეუძლია კლუბი ძველ დიდებას დააბრუნოს,რატომ? რა აქვს მას ისეთი რაც კლუბს კვლავ მწვერვალზე დააბრუნებს?პირველ რიგში მას აქვს რევოლუციური გამოცდილება,რომლის პრაქტიკაც ყველამ კარგად დავინახეთ 2003-2010 წლებში,სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში კლუბი მსოფლიოს ვარსკვლავებით დაკომპლექტდა (რონალდიონიო,დეკუ,ეტოო,ანრი,გაბრიელ მილიტო,ერიკ აბიდალი,ტურე,მაქსველი,პიკე,ალვეში და სხვა ბევრი),ჩამოთვლილი ფეხბურთელები კლუბში ტრანსფერის გზით აღმოჩნდნენ,რაც კარგი ფაქტია,მაგრამ ბევრად საოცარია  ის,რომ მისი მმართველობისას კლუბის ძირითადი ღერძი შეადგინა ლა-მასიამ: ჩავი,ინიესტა,ბუსკეცი,პედრო,მესი,ვალდესი და სხვა. საკმარისი იქნებოდა აღნიშნულში მხოლოდ მესი მეხსენებინა,მაგრამ 1 ვარსკვლავის ნაცვლად მივიღეთ 6 ახალგაზრდა,მოტივირებული და ნიჭიერი ფეხბურთელი,რომელთა შემდგომი დიდებული ისტორიაც ყველას მოგვეხსენება.წარმოიდგინეთ ამ ფეხბურთელებში რამდენის გადახდა მოუწევდა კლუბს,ისინი ლა-მასიას ნაყოფნი არიან,რომლის ამუშავებაც სწორედ ჟოანს უკავშირდება.ყველაფერთან ერთად ლაპორტა,არამარტო კლუბში არამედ მთლიანად კატალონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია,რომლის სიტყვა ასე რომ ვთქვათ ძვირფასია.მას კლუბისთვის ყოველთვის კარგი სურდა და ასეა დღემდეც-ეს უკვე ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გეგმისა

    ჩავი ერნანდესი,ჟოან ლაპორტას პრეზიდენტად დანიშვნის შემდგეგ კლუბისთვის მეორე,ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯი,ჩავის მწვრთნელად დანიშვნა უნდა იყოს.ლურჯ-ბროწეულისფერთა მთავარი შემოქმედი,დირიჟორი აუცილებლად გაამართლებს გაცემულ ავანსებს,ვინ თუ არა,სწორედ ჩავიმ იცის რა არის ბარსელონური დნმ,ფილოსოფია და ყველაფერი რაც ბარსას სიდიადეს უკავშირდება.მისი დანიშვნით აშკარა იქნება რომ კლუბში მოთამაშე ლეგენდებს მწვრთნელთან ტკბილი,მეგობრული ურთიერთობა ექნებათ,რაც გუნდის შეკვრას განაპირობებს,ამ ლეგენდების შემხედვარე ახალგაზრდებს კი უდიდეს მოტივაციას შესძენს.ჩავი კლუბში მოთამაშე ლეგენდებს არამარტო თამაშში,არამედ ფილოსოფიის გაღრმავებაშიც გამოიყენებს,თითოეული ლეგენდა მოედანზე მასწავლებლად ითამაშებს,რაც დიდებული სანახაობა იქნება,ეს მოგვცემს ბლაუგრანას ახალგაზრდა-ხანდაზმული ფეხბურთელების შერწყმას,ძველი და ახალი მეთოდოლოგიის სინერგიას.ერთის მხრივ ტიკი-ტაკას მცოდნე მწვრთნელი,მეორეს მხრივ კი მოედანზე ამ საქმეში გამოცდილი ლეგენდები,ახალ სისხლთან ერთად.ეს იქნება არამარტო თეორიული სწავლება ფილოსოფიისა,არამედ ახალგაზრდები მოედანზევე იხილავენ ტიკი-ტაკას პრაქტიკას თანაგუნდელი ლეგენდების შესრულებით,რაშიც ისინიც ჩაერთვებიან.

    საერთო ჯამში,ვღებულობთ წარმატებული ისტორიის მქონე,კვლავ მოტივირებულ და გავლენიან პრეზიდენტს-ჟოან ლაპორტას,რომელსაც არამარტო წარმატების ფორმულა გააჩნია,არამედ მან იცის წარსული-შეცდომები და იცის როგორ აირიდოს ისინი თავიდან.პრეზიდენტად დანიშნულ ლაპორტას აუცილებლად მოყვება,მწვრთნელად დანიშნული ჩავი ერნანდესი,რომელიც არის ავტორიტეტი,რომელიც არის საფეხბურთო ფოლოსოფოსი,ტაქტიკოსი და ლა-მასიის გასაღები.ეს ორი ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი პიროვნება,შეთანხმებულად და გეგმიურად განახორციელებს კლუბის გადარჩენისა და კვლავ აღორძინების ოპერაციას.

    ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ?

    ნეტუ-31 წლის კიპერი ნამდვილად გამოცდილი მეკარეა,რომლის დონეც საშუალოა,მას კლუბში თამაში პრაქტიკულად არ უწევს,თუმცა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე მისი ხელფასი სოლიდურია,რაც კოვიდ-სიტუაციაში ზედმეტი ხარჯებია,კლუბს ჰყვას ლა-მასიელი 21 წლის ინიაკი პენია,რომელიც კლუბის ახალ პროექტში ერთ-ერთი გეგმის ნაწილია,მისი ლა-მასიელობა ბევრად უფრო მეტი წონის შემცველია ვიდრე 31 წლის ნეტუს გამოცდილება,კლუბს სჭირდება ლა-მასიელები.გამოთავისუფლდება გარკვეული რაოდენობის თანხა და ამასთანავე შანსი მიეცემა ახალგაზრდა ადგილობრივ კიპერს.

    სამუელ უმტიტი-ერთ დროს ,,შავი კედელი" გაცემულ ავანსებს ვეღარ ამართლებს,მას კლუბში თამაში პრაქტიკულად არ უწევს,თუ უწევს,მისი თამაში კრიტიკულად რეგრესირებულია,მისი გაშვების საფუძველს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პოზიციაზე მოთამაშე ახალგაზრდა ჟან-კლერ ტოდიბო,20 წლის ფრანგმა შალკეში გატარებული არენდის პერიოდი წარმატებით გაიარა,პროგრესირდა და ბუნდესლიგაში მიიღო გამოცდილება,ის შანსს ნამდვილად იმსახურებს,ამასთან ერთად კლუბის ბიუჯეტი მცირედითაც შეივსება.

    ხერარდ პიკე-33 წლის ლეგენდამ და ნამდვილმა კულემ ბლაუგრანაში,როგორც ფეხბურთელმა თავისი დრო აშკარად მოსჭამა,ის დიდი ხანია ვერ იმყოფება ძველებურ ტონუსში და კარიერის ზენიტიდან გასული მოედანზე უამრავ შეცდომას უშვებს,ყველაფერთან ერთად კი შეიძლება ითქვას,რომ მას არანაირი მოტივაცია აღარ გააჩნია მოედანზე სირბილისა,მის წასვლას თავად ხერარდის გამოთქმული მზადყოფნაც უწყობს ხელს,ის მზადაა საჭიროების შემთხვევაში ბლაუგრანა დატოვოს,ეს საჭიროება კი ნამდვილად დგას,იმის გარდა რომ კლუბი ფინანსურად სარგებელს ნახავს,ამ პოზიციას გაამაგრებს ახალგაზრდა,21 წლის რონალდ არაუხო,რომელმაც რამდენიმე თამაშში მონაწილეობის შემდეგ,ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა,მისი პოტენციალი დიდია.პიკეს კი ახლო დეკადაში აუცილებლად ვიხილავთ ჩვენი კლუბის პრეზიდენტად,ის კარგი პერსპექტივაა.

    ჟუნიორ ფირპო-24 წლის მარცხენა მცველმა,თავისი სამომავლო პოტენციალიაც კი ვერ გვაჩვენა,ის ნამდვილად არ გამოდგება ბლაუგრანას მარცხენა მცველად,მისით ფინანსური სარგებლის გარდა,კლუბი ახალ მარცხენა მცველსაც შეიძენს,რომელიც არა ალბას შემცვლელი,არამედ ძირითადის ფეხბურთელი იქნება,გამოცდილი ალბა კი საჭიროების შემთხვევაში მარცხენა ფლანგს სკამიდანაც კარგად გაამაგრებს,ჟორდი აუცილებლად უნდა შეეგუოს შემცირებულ ანაზღაურებასაც.შესაძლოა ბევრს დაავიწყდა,მაგრამ ამ პოზიციაზე მოიძებნება ლა-მასიელი ხუან მირანდაც,შალკეში მიღებული პრაქტიკით მან კარგი თამაში მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენა,ასე რომ სხვა ფლანგელის არყიდვის შემთხვევაში,კლუბს მირანდა არათუ  არ დააღალატებს,არამედ აღაფრთოვანებს კიდეც.

    მირალემ პიანიჩი-მოხუცი ვარსკვლავი,თავისი გამოცდილებით მომენტებში აუცილებლად დაგვეხმარება,მაგრამ ვფიქრობ მისი ადგილი ახალი პროექტის მიხედვით გუნდში არ მოიძებნება,თუმცა მისი 1 სეზონით გამოყენება კარგი ვარიანტი იქნებოდა.1 სეზონის შემდეგ,კი მისი წასვლა გარდაუვალია, პაულინიო-ვიდალის სტილის ბოსნიელი,რომელსაც უფრო მეტი შემოქმედებითობა გააჩნია,საერთო ჯამში თავისი სტილით ჩვენებურ ფილოსოფიას ვერ აკმაყოფილებს,ის უფრო დაცვის ფეხბურთის ნაწილია.მისით ფინანსური სარგებელი დიდ თანხას შეგვმატებდა,მის პოზიციაზე კი უდავოდ ძირითადის მოთამაშე,ახალგაზრდა ჰოლანდიელი იქნება,რომელიც დაუბრუნდება საყვარელ პოზიციას და როგორც მისთვის,ასევე ჩვენთვის საყვარელ ფეხბურთს ითამაშებს...მისი შემცვლელი კი აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილი ბუსი იქნება,რომელიც ვინ იცის როგორ იბრძოლებს ძირითადში დასაბრუნებლად,მაგრამ აქცენტი ახალგაზრდებზე!

    არტურო ვიდალი-როგორც პიანიჩის აღწერისას ავღნიშნე ასეთი ფეხბურთელები ბარსას საზრდოს არ ეკუთვნის,მისი ბრძოლისუნარიანობა და დაცვითი სტილის ფეხბურთი უფრო მეტად სხვა გუნდებს წაადგება,ისედაც გადატვირთული ნახევარდაცვა მისი წასვლით არათუ შემსუბუქდება,არამედ მეტი ახალგაზრის თამაშის საშუალებას მოგვცემს.

    რაფინია ალკანტარა-მუდამ პერსპექტიული და ბოიანი-ტელიოს ყაიდის ფეხბურთელი თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ აჩვენებს,მას შანსი წლებია ეცემა,თუმცა ის ამას ვერ იყენებს,რაფინიამ კლუბი აუცილებლად უნდა დატოვოს,შემადგენლობაში მის ადგილს ნამდვილად ვერ ვხედავ.

    ლუის სუარესი-33 წლის ,,ელ პისტოლერო" თავისი სიმძიმით კლუბს ნამდვილად აღარ გამოადგება,მისი მოტივაციაც ნამდვილად 0-თან ახლოსაა,მას სჭირდება ახალი გამოწვევა და ის აღარ სჭირდება ახალ პროექტს,ის არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი,თუმცა მან თავისი დრო როგორც ბევრმა ბარსელონაში მოსჭამა,ასე რომ მისი წასვლით ანტუან გრიზმანი თავის პოზიციაზე გადაიწევს და ნამდვილ შანსს მიიღებს,თუკი ის ამ შანსს ვერ გაამართლებს,მან აუცილებლად უნდა დაგვტოვოს.

    მარტინ ბრეითვაიტი-მიუხედავ იმისი რომ დანიელმა ,,ბულდოგმა", ნათამაშები წუთებით ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა,ის მაინც არ არის ბლაუგრანას დონის ფეხბურთელი,მის პოზიციაზე კლუბს ჰყავს ანტუანი და საჭიროების შემთხვევაში ანსუც,ასე რომ მანაც უნდა დაგვტოვოს.

    სერხი რობერტო-თუ ესპანელის კარიერას და მომენტებს გადავავლებთ თვალს,შევამჩნევთ რომ მანდ გუნდს მეტ-ნაკლებად სარგებელი მოუტანა,თუმცა მისი დონე საერთო ჯამში საშუალოს არასდროს არ გასცდენილა,დროა მან ბლაუგრანა დატოვოს და ასპარეზი სემედუ-მუსა ვაგეს დაუთმოს

    ვინ უნდა შეიძინოს "ბარსელონამ"?

    როგორც ავღნიშე კლუბი მეტ ყურადღებას ლა-მასიას მიაქცევს და ლა-მასიელს ბევრად მეტი პრივილეგია ექნება ვიდრე ტრანსფერით მოყვანილ ფეხბურთელს,თუმცა კლუბისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნებოდა,უფრო სწორად დაბრუნება-ტიაგო ალკანტარა,რომელმაც გვაჩვენა თუ რისი გაკეთება ძალუძს გადამწყვეტ მატჩებში.

    დანარჩენი ტრანსფერები ალბათ ახალგაზრდებს შეეხება:

    სანდრო ტონალი-19 წლის იტალიელი,თავისი სკილებითა საფეხბურთო ცოდნით მაოცებს

    ფერან ტორესი-20 წლის ესპანელი ვინგერი,რამდენიმე თვეში ვალენსიას საკვანძო ფიგურად იქცა,მისი სათამაშო სტილი ნამდვილად ერგება კატალონიურ დნმ-ს

    ალფონსო დევისი-სიტყვები ზედმეტია,მის შესახებ ყველაფერი იცით,თუმცა მისი შეძენა მარტივი არ იქნება

    ან მისი პოზიციის ანჰელინიო-23 წლის ესპანელი ჟორდის იდეალურად ჩაანაცვლებდა

    ფაბიან რუისი-ნაპოლის ახალგაზრდა ლიდერი,თავისი სათამაშო სტილით ბლაუგრანას თამაშს გაალამაზებს

    ერიკ გარსია-19 წლის ცენტრალური მცველი,თავისი სტილით ხერარდ პიკეს წააგავს,იგი იდეალურად ამოავსებდა პიკეს წასვლისაგან გამოწვეულ სიცარიელეს.

    უპამენკო-ფრანგი ახალგაზრდა მცველი თავისი დაცვითი უნარებით ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა,მათ შორის ბლაუგრანას ყველაზე უკეთ

    როგორც ხედავთ ძირითადი გათვლა ახალგაზრდებზეა,აღნიშნული ფეხბურთელები 2-3 სეზონის განმავლობაში გუნდში აუცილებლად უნდა ვიხილოთ

    ვინ უნდა დაწინაურდეს "ბარსა -დან"?

    არნაუ ტენასი-ფეხბურთელი,რომელიც ტერ-შტეგენი,პენიას შემცვლელი იქნებოდა,მესამე მეკარე.

    მონჩუ და ალექს კოლადო-მათი გვარები ბარსა ბ-დან წლებია მესმის,ჩემი აზრით მათი ძირითად გუნდში დაწინაურების დრო მოვიდა

    გუსტავო მაია-ახლადშეძენილი ბრაზილიელი ჩემი აზრით,თავისი სათამაშო სკილებიდან გამომდინარე უკვე იმსახურებს ძირითად გუნდს

    კონრად დე ლა ფუენტე-19 წლის ვინგერი ჩემს ყურადღებას მისი სატრანსფერო ფასის საგრძნობი გაზრდით იქცევს და ვფიქრობ ის იმსახურებს შანსს ძირითად გუნდში

     დასაწინაურებელ ფეხბურთელებში არ ვთვლი ანსუსა და პუჩისა,ისინი ჩემი აზრით დიდი ხანია პირველი გუნდის წევრებად იქცნენ.

     

    როგორი უნდა იყოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა?

    კლუბის ძირითადი შემადგენლობა,როგორც ვახსენე ძირითადად ახალგაზრდებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული გამოცდილ და სარგებლის მომტან ,,ძველი სკოლის“ ფეხბურთელებთან ერთად,გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს უნდა მიეცეს მოედანზე თავისუფალი ლავირების საშუალება. გუნდის მექანიზმი ზამბარისებურად მოქნილი და ხისტი უნდა იყოს,როგორც შეტევაში,ასევე დაცვაში-საშუალოდ ამოწეული დაცვის ხაზი,ფლანგები შეტევაში,ფანტაზისტა და ტექნიკური ბურთის ამომტანი საყრდენი,დრიბლიორი და გადამწყვეტი მომენტების მეფე,ბოლოს კი უბრალოდ ,,Killer”-ი.თავის მხრივ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში,უმალ უკან დახეული ფლანგები და ნახევარდაცვისა და დაცვის მიერ შესრულებელი ხისტი პრესინგი,1 ოპონენტს მინიმუმ 2 კატალონიელი უნდა დახვდეს ადგილზე და არ უნდა მისცეს ბურთის შენარჩუნების უფლება.

     

    ტაქტიკური სქემები:

    4-3-3

    4-3-2-1

    4-2-3-1

     

    სქემა 4-3-3 (ძირითადი სქემა)

     

    ---------------ტერ შტეგენი----------------

    სემედუ -უპამენკო---ლენგლე - ანჰელინიო   

    --------ტიაგო - ფრენკი - პუჩი -----

    -------მესი -გრიზმანი ---ფატი-----

     

    ახსნა: ტერ-შტეგენი-გერმანელ კიპერში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ,ის მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ ერთი საუკეთესოა.

    სემედუ-პორტუგალიელი ფლანგელი თავისი სისწრაფითა და ტექნიკით შეტევას გაამრავალფეროვნებს,თუმცა თვალში საცემია მისი დაცვაში პრობლემებიც,მას უნდა მიეცეს ძირითადში თამაშის საშუალება,მას უნდა მოემატოს თავდაჯერებულობა და მან უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე

    უპამენკო-ფრანგი-ფიზიკურად ძლიერი,ტექნიკური და ბურთის იდეალურად ამრთმევი ფრანგი ახალგაზრდა მცველი,უდიდეს შესაძლებლობებს ფლობს, მიდი თამაში გაოცებას იწვევს,ვფიქრობ ის მომავლის ბარსელონას წარმოადგენს

    ლენგლე-ფრანგი მცველი გასულ სეზონებში ჩემი აზრით დაცვაში ყველაზე სტაბილურად და ადეკვატურად გამოიყურებოდა,სემედუს მსგავსად ის რჩება ძირითად შემადგენლობაში

    ანჰელინიო-ესპანელი მცველი,თავისი სწრაფი ჩართვებითა და ბურთის ფლობით გუნდს ძალიან დაეხმარება

    ტიაკო ალკანტარა-მისმა თამაშმა ბაიერნში ყველა გააოცა,ის არის გუნდის ღერძი და მუდამ ფიქრში მყოფი რომანტიკოსი,რომელიც უბრალოდ ხატავს შეტავას და წერს შეტევის განვითარების სცენარებს,ის ბურთის სწრაფი და იდეალური ფლობის მთავარი გასაღებია,ტიაგო დაეხმარება შეტევას თავისი პასებით და აზროვნებით,ხოლო შრომისმოყვარეობით დაცვასაც არ დააღალატებს

    ფრენკი-ჩემი აზრით მომავალში ,,მფრინავი ჰოლანდიელი“ თავის ძველებურ პოზიციაზე რეალურ სახეს გვაჩვენებს და თავისი ტექნიკური სკილებით,ნახევარდაცვას ასევე ტექნიკურ ტაიგოსთან და პუჩისთან ერთად მარტივად გაამაგრებს,ის გუნდს გრძელი და მოკლე პასების კასკადით მოამარაგებს,ხოლო დაცვას თავისი უნარებით საქმეს გაუადვილებს... ალკანტარა-ფრენკი-პუჩი მექანიზმის მთავარი შემადგენელი ნაწილები არიან ბურთის გაგორებასა და ართმევაში,ხისტ პრესინგსა და აკურატულ შეტევაში.ფრენკი მოედანზე ყველაზე პუნქტუალური მოთამაშე უნდა იყოს,მან არ უნდა დააგვიანოს მოწინააღმდეგის პრესინგი და შეტევის ჩაშლა,ასევე საკუთარი გუნდის იერიშის წამოწყებაც

    რიკი პუჩი-ბავშვი თავისი ტექნიკური თამაშით და როტაციული ქმედებით ძალიან მაგონებს ლეგენდალურ ჩავის,მისი მოედნის ხედვა კი შეტევის ფაზებს გაალამაზებს და გაამარტივებს,დაცვაში კი მისი მონდომება და ენერგიული თამაში გადამწყვეტი ასპექტი იქნება

    ანსუ ფატი-17 წლის გარემარბი,რომელიც თავისი საფეხბურთო ინტელექტუალიზმით გვაოცებს და გვაფიქრებინებს,რომ ის საკმაო სტაჟის მქონე ფეხბურთელია,აუცილებლად სხარტ და დახვეწილ ფეხბურთს შემოგვთავაზებს,მისი ცივსისხლიანობა,კი გადამწყვეტ მომენტებში გამოცდილ ფორვარდსა და გუნდის ლიდერს შეტევაში ძალიან დაეხმარებათ

    გრიზმანი-მსუბუქი ფრანგი,რომლის ცეკვების ხილვა გოლის აღნიშვნის ამპლუაში ყველას ძალიან გვსურს,ვფიქრობ თავისი გამოცდილებით გადალახავს გარკვეულ კომპლექსებს და მრავალმხრივი სათამაშო სტილით, მოახერხებს საკუთარი თავის თვითრეალიზაციას,მას შეემატება ვარსკვლავური აზროვნება და თავდაჯერებობა გადამწყვეტ მომენტებში

    მესი-,,GOAT”-ი მის პოტენციურად ბოლო წელიწადს,იმაზე მოტივირებული იქნება,ვიდრე ოდესმე ყოფილა,მაგრამ მის დასარჩენად კლუბმა მესის უნდა შესთავაზოს პროექტი და პერსპექტივა,ჩემი აზრით კი ეს გეგმა არის პროექტი და ეს გეგმა არის უდიდესი პერსპექტივა სამომავლოდ,როგორც მთლიანი კლუბის კეთილდღეობისათვის,ასევე ლეოს ლეგენდალური ისტორიის ბედნიერი დასასრულისთვის. ,,ლა-პულგა“ მოედანზე იქნება ფეხბურთელი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ექნება პოზიციისა, მას მიაწვდიან ბურთს,ის კი ჩვეულ სტილში მოხდენილი მოძრაობით ჩამოიცილებს 1-2 ოპონენტს და შეტევას საუკეთესო გაგრძელებას მოუძებნის. ლეო მომავალ სეზონში ამ პროექტის დახმარებით მეშვიდე   ,,ოქროს ბურთს“ დაუმიზნებს.

     

    სათადარიგოთა სკამი

    გუნდში სათადარიგოთა სკამის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება,კლუბს ესაჭიროება ფეხბურთელები,რომელთა მოედანზე შემოსვლა სახიფათო არ იქნება კლუბისათვის. გუნდს ეყოლება სათადარიგოთა სკამი,რომლის წევრებიც ყოველ მომენტს ძირითადში საბრძოლველად გამოიყენებს.

    გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები:

    ინიაკი პენია-21 წლის კიპერი,ახალგაზრდული შემართებით შეეცდება თავისი კოზირები კარში დგომისას ყველას აჩვენოს, ერთის მხრივ მისი ტალანტი,მეორეს მხრივ კი ტექნიკური სწავლება გამოცდილი ტერ-შტეგენისაგან

    არნაუ ტენასი-მესამე მეკარე ნებისმიერ კლუბს ნებისმიერ მომენტში სჭირდება,ვფიქრობ ასეთი გუნდში არნაუ იქნება,რომელსაც დიდი პესპექტივა გააჩნია,მთავარია როგორ გამოიყენებს ის შანსს პირველ გუნდში

    ერიკ გარსია-ესპანელი მცველი,როგორც ვახსენე პიკესგან წასვლისგან გამოწვეულ სიცარიელეს ამოავსებდა,თუმცა მას ძირითადში თამაშისათვის უპამენკოსთან და ლენგლესთა მეტოქეობა მოუწევს,ისევე როგორც რონალდ არაუხოსთან

    ჟან-კლერ ტოდიბო-ტოდიბომ,როგორც ვახსენე კარგი თამაში აჩვენა,მას გუნდის მომავალს ვუკავშირებ,თუმცა 1-2 სეზონის განმავლობაში გუნდში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე მას ძირითადისთვის ბრძოლა სკამიდან მოუწევს

    რონალდ არაუხო- ისევე როგორც ტოდიბო და გარსია,არაუხოც ძალიან მოტივირებული და დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა, მან გასულ სეზონში სკამიდან კარგი თამაში აჩვენა,ვფიქრობ ის იმსახურებს შანსს თუნდაც სკამიდან თამაშისათვის, ნებისმიერ მომენტში ის მზადყოფნაში უნდა იყოს

    მუსა ვაგე-21 წლის მარჯვენა მცველი,საკმაოდ სწრაფი და ტექნიკურია,ნელსონ სემედუსთან ორთაბრძოლაში მას წარმატებებს ვუსურვებ

    ჟორდი ალბა- ალბა წლების განმავლობაში მაღალ სათამაშო დონეს აჩვენებდა,თუმცა მისი სტაბილურობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მომავალ სეზონში მას სკამზე ჯდომა პერსპექტიულ ანჰელინიოსთან ბრძოლა მოუწევს, ალბას გარკვეული,მცირე პესპექტივა კვლავ გააჩნია,ვნახოთ როგორ იმოქმედებს მასზე სკამზე ჯდომა,თუ კი ის არ მოუმატებს და არ გვაჩვენებს,რომ ის ბარსელონას მარცხენა ფლანგზე უალტერნატივოა,მაშინ ის გუნდს დატოვებს და შანსს სკამზე ჯდომისათვის ხუან მირანდას მისცემს            

    ხუან მირანდა-ახალგაზრდა ფლანგელმა ანჰელინიო-ალბას დუელს ძირითადში ბრძოლისათვის სხვა კლუბიდან უნდა მიადევნოს თვალი,1-2 სეზონის განმავლობაში,შემდეგ კი გავიგებთ ჩაანაცვლებს თუ არა ის რომელიმე ფლანგელს კლუბში

    სერხიო ბუსკეცი- ლეგენდალური საყრდენი,თავისი ქარიზმით ყოველთვის გვხიბლავდა, დროა მან გუნდს სათადარიგოთა სკამიდან მისცეს სარგებელი და ძირითადში ბრძოლისათვის მეტოქეობა ფრენკისთან მოუწევს

    მირალემ პიანიჩი-მის მომავლას ბარსაში მხოლოდ 1 სეზონით ვხედავ, თუმცა მიღებულ 1 სეზონს,ვნახოთ როგორ გამოიყენებს

    ალექს კოლადო-ის რათქმაუნდა პირველ გუნდში სამომავლოდ მოიაზრება,თუმცა იქამდე გამოცდილება სხვა კლუბებში უნდა მიიღოს

    პედრი- მარცხენა შემტევს გუნდის სათადარიგოთა სკამზე მოვიაზრებ,მას აქვს იმის ამბიცია, რომ კონკურენცია ფატისა და დემბელეს გაუწიოს       

    მონჩუ-ისევე როგორც კოლადო,მანაც გამოცდილება ჯერ სხვა კლუბში უნდა შეიძინოს, შემდეგ კი აქ გვაჩვენოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი               

    გუსტავო მაია-ასევე მარცხენა ვინგერს, გამოცდილების სხვა კლუბში მიღება ესაჭიროება,ამის შემდეგ კი კონკურენცია პედრისთან,ფატისთან და უსმანთან მოუწევს,რაც ძალიან რთული იქნება          

    კოუტინიო-მისი შესაძლებლობები ბაიერნში კვლავ დავინახეთ,ამიტომ ის იმსახურებს შანსს ძირითადისათვის საბრძოლველად,თუმცა მას შემტევ-ნახევარმცველად განვიხილავ, დაუშვებელია მისი მარცხენა ვინგერად გამოყენება, მისი ტექნიკა,ასწრაფება და კარში დარტყმა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა,რაც კლუბს ძალიან დახემარება

    ფრანსიშკუ ტრინკაუ-მარჯვენა შემტევი პედრისთან და ანსუსთან ერთად ვფიქრობ მომავალში კლუბის შეტევას ჩამოაყალიბებს,მისი ამბიციები საკმარია იმისთვის,რომ მან გაცემული ავანსები გაამართლოს და ძირითადში სათამაშოდ იბრძოლოს

    უსმან დემბელე-ფრანგი უნივერსალი ვინგერი,კვლავ დიდი ტალანტისა და პერსპექტივის მქონეა,ის ბოლო შანსს ამ სეზონში მიიღებს, შემდეგ კი გადაწყდება მისი დარჩენა-არდარჩენის ამბავიც.მისი ასწრაფება,ორივე ფეხით კარგი თამაში,ტექნიკა ძალიან კარგია, თუმცა კარში დარტყმა საკმაოდ გასაუმჯობესებელი აქვს.

     

    როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება?

     

    გუნდს ძველი დიდების დაბრუნება შემოთავაზებული გეგმიდან გამომდინარე ვფიქრობ,რომ გამოუვა,რადგან გეგმაში ვხედავთ ახალგაზრდა შემადგენლობას, გამოცდილ,მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად,ძლიერი სათადარიგოთა სკამით და ძლიერი,ბარსელონური ,,დნმ“-ის

    მქონე ხავი ერნანდესით,კლუბის პრეზიდენტი გამოცდილი ჟოან ლაპორტა,ძველი დიდების მთავარი შემოქმედი და გავლენიანი პირი. სათამაშო ფილოსოფიას,კი რათქმაუნდა ჩავი ერნანდესი ტიკი-ტაკას გამოიყენებს,თუმცა ძველებური გადახუნებული ტიკი-ტაკა იმდენად ეფექტური დღევანდელ თანამედროვე ფეხბურთში ცოტა არ იყოს,უშედეგოა... როგორც ზემოთ ვახსენე-ერთის მხრივ ტიკი-ტაკას ფილოსოფოსი,მეორეს მხრივ მოედანზე მყოფი ტიკი-ტაკაში გამოცდილი ფეხბურთელები პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად და გავლენიან,წარმატებულ პრეზიდენტთან ერთად. გუნდის დაცვა იქნება საშუალო დონეზე ამოწეული, ფლანგები იქნება შეტევაში, ნახევარდაცვას ეჭირება ბურთი, ქარიზმატული დე-იონგის, გუნდის ტვინი-ტიაგო ალკანტარას და ახალგაზრდა ხავისებური-რიკი პუჩის დახმარებით, ჩამოთვლილი რომანტიკოსები შეტევებს დაწერენ და ულამაზეს გაგრძელებებს შემოგვთავაზებენ,სწრაფი პასებითა და ტექნიკური მოძრაობებით, რომელშიც ჩაერთვება ძლიერი შეტევა, სწრაფი და ტექნიკური ანსუ ფატის, მსუბუქი გრიზმანისა და ,,GOAT”-ის  დახმარებით,რომლებიც უამრავ გოლს შემოგვთავაზებენ... ფატი იზრუნებს საკუთარი თავის კიდევ გაზრდაზე, გრიზმანი თვითრეალიზაციაზე და შესაძლებლობების გამოყენებაზე, ლეო კი ძვეულ დიდებულ ფეხბურთს შემოგვთავაზებს,ის უბრალოდ თამაშით ბედნიერებას მიიღებს და ჩვენც უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს... თავდაცვისას გუნდი გახდება კომპაქტური, 1 ოპონენტს შეხვდება 2 ბლაუგრანელი, ხისტი პრესინგი, ნახევარდაცვის შესრულებით,რაშიც გუნდს ვინგერებიც დაეხმარებიან, ფლანგელი მცველები კი მზადყფნით უკან დახეულები,საკუთარ პოზიციას გაამაგრებენ, ცენტრალური მცველები კი ურთიერშეთანხმებულად ნახევარდაცვასთან ერთად დაიწყევენ ბურთის სწრაფად ართმევის ოპერაციას,შემდგომ კი ელვისებური პასებით, ელვისებური და ულამაზესი შეტევა, ლეოს,ფატისა და გრიზმანის შეთანხმებული მოქმდება და ულამაზესი გოლი!

     

    Visca El Barcelona!

    Visca El Catalunya!

    Mes Que Un Club!

    წარმატებები ყველას,ჩვენს კლუბსა და მასთან დაკავშირებულ გრძნობებს!

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    13

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    26 სექტემბერი 2020 23:25

    Messiah,
    მადლობა😍 წარმატებებიი!

    1
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 20:37

    👍 ყოჩაღ ძან კაია !

    3
    --------------------

    ForçaBarça
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV