ხავი VS ინიესტა


  • 7-06-2020, 07:50
  • ალბათ ყველა კულესთვის და არა მარტო კულესთვის ფეხბურთის მოყვარულისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა ხავის და ინიესტას შორის არჩევანის გაკეთება. ხშირად შემხვედრია გამოკითხვები და უმეტესობა ინიესტას ამჯობინებს. დღეს მინდა რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ "დაპირისპირებაზე", დავაფიქსირო აზრი თუ რატომ ჯობია ხავი ინიესტას. ბარსელონას ფილოსოფია აგებულია ცენტრში ბურთის დაჭერაზე და სწორედ ხავი იყო ცენტრში ამ კომპონენტის უმთავრესი ფიგურა. ცენტრის დირიჟორი იყო, თამაშის ტემპს და რიტმს იდეალურად გრძნობდა და აკონტროლებდა, პასებს იდეალურად ანაწილებდა და ეს ყველაფერი გუნდს 2015 წლის მერე, როცა ხავიმ დატოვა ბარსა სწორედ მაშინ დააკლდა. დღემდე ვერ მოახერხა გუნდმა ისეთი დომინანტი ცენტრის შეკვრა, როგორიც ხავისთან ერთად იყო. ხავი ცალკე აღებული სფეროა, ცალკე აღებული მთელი სისტემა, რომლის ირგვლივაც აშენდა ეპოქალური ესპანეთის ნაკრები და შემდეგ ბარსელონა. ორი ეპოქალური გუნდი, რომლის ნახევარდაცვის მთავარი ღერძი იყო ხავი, შემდეგ ბუსკეცი და ინიესტა. ხავი არაა საოცარი ელეგანტური მოძრაობები, არააფინტები, ბევრი გოლები, ასისტები. იგი არის მახრჩობელა გველი, კონტროლი დროის, სივრცისა და ტემპის, თვით სისტემა რომლის გაშლაც რთულია. ქამელეონის თვალებია. მაგრამ ამით ინიესტას არ ვაკნინებ, უგენიალურესი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთის ნამდვილი ეტალონი მაგრამ, იმას რასაც ხავი მოედანზე აკეთებდა, ვერავინ, თვით ინიესტაც კი ვერ გააკეთებს. პირადად ჩემთვის სიტყვა ნახევარმცველი ხავის უკავშირდება. საბოლოო ჯამში ეს ორი გენიოსი ერთმანეთს ავსებდნენ მოედანზე. 

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    10 4

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ანდრეს ინიესტა ახალბედა [?]

    14 ივნისი 2020 01:23

    ხავი საოცარი ფეხბურთელია მაგრამ მე მაქვს შემდეგი აზრი: ჩემი აზრით ინიესტას უფრო შეუძლია ითამაშოს და იტვირთოს ჩავის ფუნქციები მთლად ისე არა როგორც ხავი აკეთებდა მაგრამ არც ცოტა დააკლდება. ხავის კი არ შეუძლია ინიესტას თვისებები იტვირთოს. გიყვარდეს ფეხბურთი და არ მოგწონდეს ხავის თამაში შესაძლებელია მაგრამ გიყვარდეს ფეხბურთი და ინიესტას თამაში არ გიყვარდეს შეუძლებელია მისი დრიბლინგები უბრალოდ საოცრებაა ხელოვნების დონეა არა მარტო დრიბლინგი მოედნის ხედვა პასი უბრალოდ მითხარით რაში შჯობია ხავი ინის მოედნის ხედვით დრიბლინგით თუ პასით ჩემი აზრით ბურთის განაწილებით რაშიც ინიც ფანტასტიკუეია

    1
    გასულია
    Don_Andresito [?]

    13 ივნისი 2020 18:13

    ვერ დავეთანხმები, ბარსა არაა ცენტრში ბურთის დაჭერა, გეჭიროს ბურთი ცენტრში, რა აზრი აქვს თუ დარგვირგვინება არ მოხდა შეტევის. შეტევის დაგვირგვინება კიდე გამჭოლი, მცველისგან წაუკIთხავი ელეგანტური პასით ინის უკეთ შეეძლო. ჩავის რა როლი ქონდა გუნდში თუ ნაკრებში ჩემზე კარგად არავინ იცის. ყველა დროის საუკეთEსო ნახევარმცველია ერთ ერთი, მარა ბურთის კონტროლი არაფერს მოგიტანს თუ დრიბლინგი არ გაქვს კარგი. ბოლო წლებში ბარსას წინააღმდეგ თამაში ბევრმა ისწავლა, დგებოდნენ დაცვაში და სივრცე 0 იყო. მაგ უსივრცობაში აკეთე ეს მოკლე პასები რამდენიც გინდა, არაფერი გამოვა. ინიესტას კიდე ქონდა ის რეიდი, ზუსტ დროს დრიბლინგის წამოწყება და იდეალური პასით დასრულება რაც ეეგეთ დაცვას ჭრიდა. 2010 წელს ინტერმა ყველა ზონა რო ამოგვიკეტა ჩავის პასებმა ვერაფერი მოიტანა. 110 პასი გააკეთა მარა არც ერთი იყო ისეთი მწვავე. დრიბლინგი 0 ქონდა. არ გვყავდა ინიესტა და დაგვეტყო. სანაკრებოს რაც შეეხება კიდე უყურეთ ევრო 2012-ს, რო არა ინიესტა, ნახევარდაცვაში 3 ჩავიც რო ყოფილიყო, იტალიასთან მაინც ვერაფერს გააწყობდნენ ისეთ დამპლურ დაცვას თამაშობდა. იტალიასთან ჯგუფის თამაშI ნახეთ, დაცვაში ზის იტალია, ჩავი ფაბრე ალონსო ბუსი, აგორავებენ ბურთს და არაფერი გამოდის. როგორც კი ინი Iღებს, ეგრევე ამწვავებს და დრიბლინგს იწყებს. იგივე მოხდა ფინალშიც. ნუ იქ ჩავიმაც იფრინა მარა 2012 ზე ინი საუკეთესო იყო უდავოდ თავისი რეიდებით. და ჩავის მერე ბარსამ დაკარგა ხერხემალი კი, მარა ინიესტა ვერ აკეთებდა იმას რასაც ჩავიო, ცოტა უზუსტო შეფასებაა, ინიესტას თავისი საქმე ქონდა, ჩავის თვისებები კიდე თავზე უნდა აეღო წესიერ ნახევარმცველს, რო გვეყიდა ეგეთი. 2015-16 წლების ბარსა გაიხსენეთ, ცენტრს კლავდა ინიესტა მარტო, რეალს რა უქნა გაიხსენეთ, 0-4, ჩამოიცვა ჩავის გარეშე მოდრიჩი კროოსები. შეუჩერებელი გუნდი იყო და უცებ რა ქნეს ატლესთან არ ვიცი, ტრიოს ბრალი უფრო იყო ეგ. ინიესტა კიდე თავის საქმეს ჩავის გარეშეც აკეთებდა დიდებულად, მარა ჩავის საქმეს ვეღარ აკეთებდა ვერავინ, აბა რა რაკიტიჩი.. ეყიდათ კროოსი და ბარსას ცენტრი ისევ ძლიერი იქნებოდა. ჩავის დროინდელივით ვერა მარა მაინც ძლიერი. ინი რო წასულიყო და ჩავი დარჩენილიყო ეგ უფრო მწარედ დაეტყობოდა ბარსას. ნუ როგორც ლიდერი და მოტივატორი, ჩავი უფრო მკაცრი და მოხოდილი იყო, დანარჩენში გემოვნების საკითხია. მე დრიბლინგს უფრო ვაფასებ რაშიც ინი ბევრად ჯობდა. ისე კი პირველად მიწევს ამ თემაზე ლაპარაკი და საერთოდ რატო უნდა შეადარო ეს ორი ერთმანეთს არ ვიცი. ყველაზე დიდი აუტკივარი თავის ატკიებაა. ორივე გენიაა და ერთმანეთის გარეშე და მით უმეტეს ერთმანეთში შედარება საერთოდ აღარ მინდა.

    2
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    12 ივნისი 2020 00:41

    ჩავი სხვა განზომილებაა . ღმერთია

    2
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    11 ივნისი 2020 23:28

    ამათი შედარება უბრალოდ არ შეიძლება

    2
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    7 ივნისი 2020 12:53

    მართლაც, ორივე საუკეთესოა, ძალიან მიჭირის უკეთესის გამოვლენა. მოედანზე იდეალირად ავსებდნენ ერთმანეთს და მათი სტილი შესანიშნავად ერწყმოდა ერთმანეთს.

    2
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    პარტნიორები
    Flashscore.ge