"ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


  • 19-05-2020, 20:12
  • "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

    "ბარსელონას" თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ყველა დროის საუკეთესოთა შორის ადეკვატური პრეტენზია აქვთ და არამატო აქვთ, არიან კიდეც.


    ბევრ გამოჩეულ მოთამაშესთან ერთად, კატალონიურ გუნდს განსაკუთრებული დუეტები და ტრიოები გყოლია, თუმცა ერთეულებს თუ ჩამოვთვლით, გაგვახსენდება რომარიო, "ელ ფენომენო", რივალდო, გაუჩო... თუ მათაც დავივიწყებთ, რომლებმაც ვერ გაამართლეს, გონებაში პირველი, ალბათ, დიეგო არმანდო მარადონა ამოტივტივდება, რომელიც "ბარსამ" "ბოკა ხუნიორსიდან" დიდი იმედებით შეიძინა და აეროპორტამდე, არგენტინელი ფანების რისხვისგან პრევენციის მიზნით, ტანკით მიიყვანა, მაგრამ მან კატალონიაში მხოლოდ 2 სეზონი დაჰყო.


    კრუიფის ეპოქისა და მისი "დრიმ თიმის" შემდეგ, ლეგენდარული "ბარსა 87"-ის თაობა წამოვიდა, რომელშიც "ბლაუგრანასა" და, ზოგადად, ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ლეო მესისთან ერთად, ჟერარ პიკე და სესკ ფაბრეგასი აღიზარდნენ და რომლებიც მათზე 1 წლით უფროსებს 32:0-ს უგებდნენ. მანამდე კი "ლა მასიამ" საფეხბურთო სამყაროსა და "კულეებს" კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა აჩუქა. პეპ გვარდიოლას ხელში ზემოთხსენებულმა "ბარსელონელებმა" ფეხბურთი შეცვალეს და ისტორიაში საუკეთესო კლუბი ჩამოაყალიბეს, ამ გუნდმა კი ტრიპლეტი ორჯერ იზეიმა, რაც დღემდე რეკორდია - ტრებლი 2-ჯერ "ბარსელონას" გარდა არავის მოუგია.


    ახლა კი, მოდით, ყველამ დავასახელოთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული. ჩემთვის კი, სიმბოლური ნაკრები, ასე გამოიყურება (4-3-1-2):


    მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი;


    მცველები: დანი ალვესი, კარლეს პუიოლი (C), რონალდ კუმანი, ერიკ აბიდალი;


    ნახევარმცველები: ჩავი, სერჟიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა;


    თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, რონალდინიო.


    სათადარიგოთა სკამი: ვიქტორ ვალდესი, ჟერარ პიკე, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, პეპ გვარდიოლა, ლუის სუარესი, ნეიმარი.


    მთავარი მწვრთნელი: იოჰან კრუიფი.

    თქვენ იმყოფებით Barcamania.ge-ს ფორუმზე. ტექსტი, რომელსაც ამ გვერდზე გაეცანით, მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და ის, შესაძლოა, Barcamania.ge-ს პოზიციის გამომხატველი არ იყოს.
    4

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    20 მაისი 2020 13:29

    შეიძლება ბარსას ლეგენდად არ განიხილებოდეს მარა ანრი მინიმუმ ნეიზე მეტად იმსახურებს ჩემი აზრით გუნდში ყოფას

    0
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    20 მაისი 2020 12:26

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Flying Johan
    ------------------შტეგენი--------------
    ----ალვესი - პუიოლი-პიკე---------
    -------ჩავი - ბუსკეტსი - ინიესტა---
    -------------------კრუიფი----------==
    ------მესსი-(ეტო'ო/სუარესი)-რონალდინიო----=

    მწრთვნელი - პეპი

    კრუიფის მწვრთნელი პეპი როა ცოტა უცნაურია 😀 მაგას ჯობია კრუიფი იყოს მწვრთნელი და პეპი ასისტენტი


    კრუიფი და მესი როა ერთად ეგეც უცნაურია ეგრე :დ კრუიფის ფილოსოფია დახვეწა პეპმა .. ასე რომ პეპი მირჩევნია მწრთვნელად

    0
    გასულია
    Guro ფანი [?]

    20 მაისი 2020 11:52

    ტერ შტეგენი
    ალვეში კუმანი პუიოლი აბიდალი
    ხავი ინიესტა
    ეტო'ო მესი რონალდინიო
    სუარესი
    სათადარიგო:ვალდესი,ალბა,პიკე,ბუსკეცი,გვარდიოლა,რივალდო,რომარიო,ლუჩო

    0
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 მაისი 2020 10:37

    ციტატა: Flying Johan
    ------------------შტეგენი--------------
    ----ალვესი - პუიოლი-პიკე---------
    -------ჩავი - ბუსკეტსი - ინიესტა---
    -------------------კრუიფი----------==
    ------მესსი-(ეტო'ო/სუარესი)-რონალდინიო----=

    მწრთვნელი - პეპი

    კრუიფის მწვრთნელი პეპი როა ცოტა უცნაურია 😀 მაგას ჯობია კრუიფი იყოს მწვრთნელი და პეპი ასისტენტი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    20 მაისი 2020 09:58

    ------------------შტეგენი--------------
    ----ალვესი - პუიოლი-პიკე---------
    -------ჩავი - ბუსკეტსი - ინიესტა---
    -------------------კრუიფი----------==
    ------მესსი-(ეტო'ო/სუარესი)-რონალდინიო----=

    მწრთვნელი - პეპი

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 მაისი 2020 21:38

    ზუსტად ეგ თერთმეტეული უნდა დამეწერა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    kraks Culé [?]

    19 მაისი 2020 21:35

    სკამზე მაინც შეიძლებოდა რივალდო, თუნდაც ნეიმარის ნაცვლად

    1
    გასულია
    გიორგი ჩანგელია Culé [?]

    19 მაისი 2020 20:45

    ციტატა: Arthur008
    დრაჟე დასამატებელია ეტოო და რივალდო დდდდ

    11-ვე ფორვარდი? :)

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    19 მაისი 2020 20:40

    უმაგრესი გუნდია

    1
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    გასულია
    გიორგი ჩანგელია Culé [?]

    19 მაისი 2020 20:31

    ციტატა: Pablos ar abia
    კრუიფი ფორვარდადაც იყოს და მწვრთნელის ასისტენტი გვარდიოლა 😀 და რივალდო არუნდა მოგეტეხა ჩანგელ

    ლადისლავ კუბალაც არანაკლები ლეგენდა იყო ისე იდეაულური გუნდია

    სამაგიეროდ, ვახსენე მაინც :D ნუ, ყველას მოსაწონს ვერ დაწერ.

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    Arthur008 წევრი [?]

    19 მაისი 2020 20:30

    დრაჟე დასამატებელია ეტოო და რივალდო დდდდ

    0
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    19 მაისი 2020 20:17

    კრუიფი ფორვარდადაც იყოს და მწვრთნელის ასისტენტი გვარდიოლა 😀 და რივალდო არუნდა მოგეტეხა ჩანგელ

    ლადისლავ კუბალაც არანაკლები ლეგენდა იყო ისე იდეაულური გუნდია

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV