ფერან ტორეს გარსია

დაბადების ადგილი ფოიოსი
დაბადების თარიღი 29.02.2000
წონა 77 კგ
სიმაღლე 184 სმ
დებიუტი 12.01.2022
თამაში* 60
გოლი* 12
ასისტი* 7

*ბოლო განახლება: 20.03.23

ბიოგრაფია

2000 წლის 29 თებერვალს ფოიოსში (ვალენსია) დაბადებულმა ფერან ტორესმა ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკშივე დაიწყო. თავდაპირველად მას ფუტსალი იზიდავდა. ფეხბურთელმა "ვალენსიის" აკადემიის ყურადღება მალევე მიიპყრო. ის მხოლოდ 7 წლის იყო, როდესაც "ღამურების" მაისურით პირველად ითამაშა.

მას შემდეგ ფერან ტორესის კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა. მან "ვალენსიას" აკადემია გაიარა და 2017 წლის 16 დეკემბერს ლა ლიგაში პირველი გუნდის მაისურითაც ითამაშა. ეს "ეიბართან" მატჩში მოხდა და ფერან ტორესი გახდა 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. რამდენიმე დღით ადრე კი, 30 ნოემბერს, ფერანს ესპანეთის თასზე "სარაგოსას" წინააღმდეგ უკვე ნათამაშები ჰქონდა. სწორედ ეს იყო მისი დებიუტი "ვალენსიის" პირველ გუნდში.

ფერან ტორესი "ვალენსიას" მნიშვნელოვან წევრად მალევე იქცა და "ღამურების" შემადგენლობაში 97 თამაშის ჩატარებაც მოახერხა, რის შემდეგაც მას პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში" უხმო.

ფერანი ვალენსიიდან მანჩესტერში, ასევე ფლანგიდან შეტევის ცენტრში გადავიდა. პირველივე სეზონში მან 30 თამაშში 1 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

2021/22 წლებს სეზონში ფერან ტორესმა "ქალაქელების" რიგებში 7 თამაშის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოასწრო, რის შემდეგაც "ბარსელონას" შემოუერთდა.

ტიტულები

გუნდური

ვალენსია
  • ესპანეთის თასი: 2018/19
მანჩესტერ სიტი
  • პრემიერ ლიგა: 2020/21
  • ინგლისის ლიგის თასი: 2020/21
ბარსელონა
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23
ესპანეთის ნაკრები
  • ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატი: 2017
  • ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი: 2019

ინდივიდუალური მიღწევები

  • ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი: 2019
  • ერთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2020/21

სიახლეები ფეხბურთელზე

19 მარტს "რეალ მადრიდის" დამარცხების შემდეგ "ბარსელონამ" ლა ლიგაში უახლოეს მდევართან სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა, სანაკრებო პაუზის...
ხავი მიგელის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, "ბარსელონა" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს...
პედრი გონსალესს "რეალ მადრიდთან" ხვალ გასამართ დაპირისპირებაში გუნდის დახმარება ძალიან სურდა, მაგრამ პარასკევს გამართულ სესიაზე დისკომფორტი...
იმისთვის, რომ "ბარსელონამ" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელები შეიძინოს, ჯერ სხვების გაყიდვა მოუწევს...
პირველი ტაიმის აღმოჩენა კი ფერან ტორესი გახდა. ყველაზე მეტად აქტიურობდა, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა და პირველ გოლშიც ძალიან დიდი წილი დაიდო....