ჟოაუ ფელიში

დაბადების ადგილი ვიზეუ, პორტუგალია
დაბადების თარიღი 10.11.1999
წონა 70 კგ
სიმაღლე 181 სმ
დებიუტი 03.09.2023
თამაში* 2
გოლი* 1
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 17.09.23

ჟოაუ ფელიშ სეკეირა 1999 წლის 10 ნოემბერს პორტუგალიის ქალაქ ვისეუში დაიბადა.

ფეხბურთის თამაში ფელიშმა მშობლიური ქალაქიდან 80 კილომეტრის მოშორებით, "პორტუში" დაიწყო, თუმცა პროფესიონალად "ბენფიკაში" იქცა, სადაც პირველ გუნდში დებიუტი 2018/19 წლების სეზონში ჰქონდა. იმ სეზონში მან 43 თამაში ჩაატარა და "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოც მოიგო.

პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი ჟოაუს 2019 წელს ჰქონდა.

2019 წლის 3 ივლისს "ატლეტიკოში" 126 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც "როხიბლანკოს" მიერ ფეხბურთელში გადახდილი თანხის რეკორდია.

"ბარსელონას" 2023 წლის ზაფხულში შემოუერთდა, მანამდე კი "ჩელსიში" იჯარით ითამაშა.

ტიტულები

ბენფიკა
  • პორტუგალიის ჩემპიონატი: 2018/19
ატლეტიკო
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2020/21
პორტუგალიის ნაკრები
  • ერთა ლიგა: 2018/19

სიახლეები ფეხბურთელზე

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჟოან ლაპორტას ჟოაუ ფელიში ყოველთვის მომწონდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ პრეზიდენტს, სათამაშო სტილის გამო, ის იოჰან კრუიფს ახსენებს...
"ბარსელონას" ახალწვეულების - ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა...
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჟერარ რომეროსთან საუბრისას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მიმოიხილა...