მემფის დეპაი

დაბადების ადგილი მოორდრეხტი, არგენტინა
დაბადების თარიღი 13.02.1994
წონა 78 კგ
სიმაღლე 176 სმ
დებიუტი 15.08.21
თამაში* 42
გოლი* 14
ასისტი* 2

*ბოლო განახლება: 05.01.23

ნიდერლანდელი შემტევი "ბარსას" 2021 წლის ზაფხულში შემოუერთდა. მანამდე მან ერედივიზიონში, პრემიერ ლიგასა და ლიგა 1-ში ითამაშა.

1994 წლის 3 თებერვალს ნიდერლანდების ქალაქ მოორდრეხტში დაბადებული დეპაი მრავალმხრივი თავდამსხმელია. მას თამაში შეტევის როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე ცენტრში შეუძლია. გარდა ამისა ის შეტევების განვითარებაშიც იღებს მონაწილეობას. მემფისს კარგი დარტყმა აქვს, მისი ფიზიკური მონაცემები კი ერთ-ერთზე თამაშის დროს უპირატესობას ანიჭებს.

დეპაიმ ფეხბურთის თამაში მშობლიური ქალაქის გუნდ "მოორდრეხტში" დაიწყო. 9 წლის ასაკში ის როტერდამის "სპარტას" შეუერთდა, რის შემდეგაც პსვ ეინდჰოვენს მიაშურა, სადაც ერედივიზიონში მისი დებიუტი შედგა.

ნიდერლანდების ჩემპიონატში მისმა თამაშმა უცხოური გუნდების ყურადღება მიიპყრო და მემფისმა თავი "მანჩესტერ იუნაიტედში" ამოჰყო. "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით მან წელიწადნახევარი ითამაშა, 2017 წლის იანვარში კი "ლიონში" გადავიდა.

საფრანგეთში დეპაიმ საბოლოოდ გაიბრწყინა. "ლიონთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალსა და საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში გასვლა მოახერხა.

დეპაის ყველაზე შედეგიანი სეზონი 2014/15 წლებში ჰქონდა, როდესაც 22 გოლით ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თითქმის იგივე შედეგი აჩვენა "ლიონში" ბოლო სეზონში - 20 გოლი. ეს ლიგა 1-ში მეორე საუკეთესო შედეგი იყო, სამაგიეროდ მან პირველობა არავის დაუთმო ასისტებში - 12 შედეგიანი გადაცემა.

მემფის დეპაი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მან მე-3 ადგილის დაკავება მოახერხა.

ტიტულები

გუნდური

პსვ
  • ნიდერლანდების ჩემპიონატი: 2014/15
  • ნიდერლანდების თასი: 2011/12
  • ნიდერლანდების სუპერ თასი: 2012
მანჩესტერ იუნაიტედი
  • ასოციაციის თასი: 2015/16
ბარსელონა
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23
ნიდერლანდების ნაკრები
  • ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატი: 2011

ინდივიდუალური

  • ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 2014/15

სიახლეები ფეხბურთელზე

დღეს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ იანიკ ფერეირა კარასკოს გამოსყიდვის უფლება ექნება...
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მემფის დეპაი კლუბს ტოვებს და "ატლეტიკოში" გადადის...
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დეპაი-კარასკოს ბარტერი არ შედგა, ბელგიელი ტრანსფერში გარკვეულწილად მაინც ჩაერთო...
მემფის დეპაის მადრიდის "ატლეტიკოში" ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება, "ბარსა" კი, როგორც ჩანს, ახალ ფეხბურთელს ეძებს...
ფერან კორეასის ცნობით, მემფის დეპაის ვარჯიში თავისი სურვილით არ გაუცდენია - მას კლუბისგან ნებართვა ჰქონდა...
მემფის დეპაი მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა "ბარსა" მხოლოდ თანხას მიიღებს და არა იანიკ ფერეირა კარასკოს...