იუსუფ დემირი

დაბადების ადგილი ვენა, ავსტრია
დაბადების თარიღი 02.06.2003
წონა 69 კგ
სიმაღლე 173 სმ
დებიუტი 21.08.2021
თამაში* 8
გოლი* 0
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 24.11.21

ცაცია ფეხბურთელი, რომელსაც თამაში შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია.

დაიბადა 2003 წლის 2 ივნისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ვენის "რაპიდის" პირველ გუნდში 38 მატჩში 9 გოლის გატანისა და 4 შედეგიანი გადაცემის გაკეთების შემდეგ იუსუფ დემირი "ბარსას" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად იუსუფ დემირმა ავსტრიის ნაკრებში თამაში უკვე მოასწრო. ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2021 წლის მარტში ჰქონდა.