ფილიპე კოუტინიო

დაბადების ადგილი რიო დე ჟანეირუ, ბრაზილია
დაბადების თარიღი 12.06.1992
წონა 68 კგ
სიმაღლე 172 სმ
დებიუტი 26.01.2018
თამაში* 104
გოლი* 25
ასისტი* 14

*ბოლო განახლება: 04.12.21

ფილიპე კოუტინიო კორეია ტექნიკური და მრავალმხრივი ნახევარმცველია. 1992 წლის 12 ივნისს ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში დაბადებული კოუტინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია კიდევ უფრო მომატების პერსპექტივით. ბრაზილიელმა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები პრემიერ ლიგაში, "ლივერპულში" თამაშის დროს და ასევე ეროვნულ გუნდში დაამტკიცა.

კოუტინიომ თავისი საფეხბურთო მოგზაურობა მშობლიური ქალაქის გუნდში, "ვასკო და გამაში" დაიწყო. 18 წლის ასაკში ის ევროპაში გადავიდა და იტალიის სერია A-ში მოთამაშე მილანის "ინტერს" შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.

მილანში ორნახევარი და ქალაქ ბარსელონაში (2011/12 წლების სეზონში ის "ესპანიოლში" იყო განათხოვრებული) ნახევარი სეზონის გატარების შემდეგ, 2013 წლის იანვარში, მან პრემიერ ლიგას მიაშურა და კონტრაქტი "ლივერპულთან" გააფორმა. ბრაზილიელი ჩემპიონთა თასის 5-გზის გამარჯვებული გუნდის ლიდერად მალე ჩამოყალიბდა.

ინგლისში 5 წარმატებული სეზონის გატარების შემდეგ, ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი 2018 წლის 6 იანვარს დადასტურდა. მან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, მის გამოსასყიდ თანხად კი 400 მილიონი ევრო განისაზღვრა.

ბრაზილიელს "ბარსელონას" შემადგენლობაში დებიუტი 2018 წლის 25 იანვარს, ესპანეთის თასზე, ყოფილი გუნდის, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ჰქონდა. მან პირველი გოლიც ესპანეთის თასზე გაიტანა, "ვალენსიას" წინააღმდეგ. ის სეზონი ფილიპემ 10 გოლით დაასრულა.

2019 წლის ზაფხულში კოუტინიო იჯარით "ბაიერნში" გადავიდა, სადაც სამივე შესაძლო ტიტული მოიგო, რის შემდეგაც "ბარსელონას" დაუბრუნდა.

კოუტინიო ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. მან მონაწილეობა კოპა ამერიკის 2015 და 2016 წლების გათამაშებებში მიიღო, ხოლო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. კოუტინიომ მონაწილეობა 2018 წლის მუნდიალზეც მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი ის გუნდს კოპა ამერიკის მოგებაში დაეხმარა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2017/18, 2018/19
  • ესპანეთის თასი (2): 2017/18, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19
ინტერი
  • იტალიის თასი: 2010/11
  • იტალიის სუპერ თასი: 2010/11
ბრაზილიის ნაკრები
  • მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი: 2011