ანდრეას კრისტენსენი
დაბადების ადგილი | ლილერედი, დანია |
დაბადების თარიღი | 10.04.1996 |
წონა | 82 კგ |
სიმაღლე | 187 სმ |
დებიუტი | 13.08.2022 |
თამაში* | 37 |
გოლი* | 1 |
ასისტი* | 2 |
*ბოლო განახლება: 17.09.23
თამაშის შესანიშნავი ხედვის მქონე უნივერსალი მცველი ანდრეას კრისტენსენი 1996 წლის 10 აპრილს დანიის ქალაქ ლილერედში დაიბადა.
კრისტენსენმა 4 წლის ასაკში ფეხბურთის თამაში "სკიოლდ ბირკერედში" დაიწყო, 8 წლის ასაკში კი "ბრონდბიუს" ყურადღება მიიპყრო.
"ჩელსიმ" ანდრეასი ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო. დანიელი ცენტრალური მცველი ლონდონურ კლუბს 2012 წელს შეუერთდა, 2014 წლის 28 ოქტომბერს კი პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა.
2015 წელს კრისტენსენი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" გაანათხოვრეს, სადაც 2 წელი დაჰყო. გერმანიაში მან თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ გუნდში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2017 წელს კრისტენსენი "ჩელსიში" დაბრუნდა და ანტონიო კონტეს გუნდის ერთ-ერთ უცვლელ წევრად იქცა. მას შემდეგ ის ლონდონურ გუნდს 4 საერთაშორისო ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
ანდრეას კრისტენსენი ეროვნულ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. დანიის ნაკრებში მას უკვე 50 შეხვედრაზე მეტი აქვს ჩატარებული.
ტიტულები
ჩელსი
- ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა: 2014/15
- ჩემპიონთა ლიგა: 2020/21
- ევროპა ლიგა: 2018/19
- უეფას სუპერ თასი: 2021
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2021
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
- ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23