ჟოაუ კანსელუ
დაბადების ადგილი | ბარეირუ, პორტუგალია |
დაბადების თარიღი | 27.05.1994 |
წონა | 74 კგ |
სიმაღლე | 182 სმ |
დებიუტი | 03.09.2023 |
თამაში* | 2 |
გოლი* | 1 |
ასისტი* | 0 |
*ბოლო განახლება: 17.09.23
1991 წლის 27 მაისს ბარეირუში დაბადებულმა ჟოაუ კანსელუმ ფეხბურთის თამაში მშობლიური ქალაქის გუნდში დაიწყო, რის შემდეგაც "ბენფიკას" აკადემიას შეუერთდა.
ლისაბონელთა პირველ გუნდში დებიუტი 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა. ერთი სეზონის შემდეგ "ვალენსიაში" იჯარით გადავიდა, საბოლოოდ კი "ღამურებმა" ის გამოისყიდეს. 2017/18 წლების სეზონი იჯარით უკვე "ინტერში" გაატარა, შემდეგ კი კიდევ ერთ იტალიურ გუნდში, "იუვენტუსში" გადავიდა. 2019 წელს ჟოაუ "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა, 20022/23 წლების სეზონში კი კვლავ იჯარით ამჯერად "ბაიერნში" ითამაშა. 2023 წელს იმავე პირობით უკვე "ბარსელონაში" გადმოვიდა.
ჟოაუ კანსელუს "ბარსელონაში" გადმოსვლის მიზეზი მისი დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშია, თუმცა კარიერის განმავლობაში დამტკიცებული აქვს, რომ მარცხენა ფლანგზეც კარგად თამაშობს. "სიტიში" გატარებულ ბოლო სეზონში კი ძალები ნახევარდაცვის ცენტრშიც მოსინჯა და თავი ამ პოზიციაზეც კარგად წარმოაჩინა.
ტიტულები
ბენფიკა
- პორტუგალიის ჩემპიონატი: 2013/14
იუვენტუსი
- იტალიის ჩემპიონატი: 2018/19
- იტალიის სუპერ თასი: 2018
მანჩესტერ სიტი
- ინგლისის ჩემპიონატი: 2020/21, 2021/22, 2022/23
- ინგლისის ლიგის თასი: 2020/21
- ჩემპიონთა ლიგა: 2022/23
ბაიერნი
- გერმანიის ჩემპიონატი: 2022/23
პორტუგალიის ნაკრები
- ერთა ლიგა: 2018/19