მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

   მატჩის დამატებით წუთებზე ლამინე იამალმა ბურთი შეისწორა საჯარიმოს მისადგომებთან, კარგად დაარტყა და ძელს მოხვდა. რატომღაც ცუდად მენიშნა, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ალბათ წარსული გამოცდილებებიდან მოდის, ფეხბურთს ხომ თავისი სამეტყველო ენა აქვს, ჩვენ კი უკვე ვსაუბრობთ მის ენაზე და ამ მომენტმა გვითხრა, რომ ნერვიულობის დრო დადგა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 

არ ამომდის თავიდან, ცოტათი გვერდზე და დამთავრდა, ეგ არის, ფინალში ვართ, მაგრამ არა. ცუდი სამსახურიც გაუწია გუნდს, მოდუნდნენ, ასე მომეჩვენა, "ინტერს" ჰქონდა შესაგდები და იქით "ბარსა" უტევდა, მერე კიდევ უცბად გოლი გამოაცხვეს. მეორე ტაიმში არაფერს ჰგავდა "ინტერი" და ძალიან კარგი იყო "ბარსა", მაგრამ ბოლოს მაინც ბარლოგივით მოიქნიეს მათრახი. ჩავარდა ქვესკნელში, მკვდარი გგონია და მაინც წაგავლო ფეხში..

უცნაურად მეჩვენა ის ამბავი, რომ ახლო განმეორება არ გვინახავს ყველაზე საკამათო ეპიზოდის, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ მარტინზე თამაშის წესები დაირღვა, მერე ჩანს თითქოს ბურთზე თამაშს ასწრებენ და თავად წამოედო მეტოქეს, მაგრამ ახლო კადრი არ გვინახავს. 

მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ისიც ნახევარფინალიდან, ისიც გასვლაზე, მაშინ ბალაკს მოხვდა ხელზე ბურთი, მაგრამ არც ერთხელ ეგ ეპიზოდი არ გაუმეორებიათ. დღეს უკვე ბევრ ახლო კადრს ვნახავთ, ალბათ დარღვევაც არ იქნება, ამიტომაც ტიროდა პატარა ბავშვივით ჟერარ მარტინი, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ვეღარც არაუხომ უშველა, რომელიც ძალიან ინერტული იყო გოლის მოემნტში. ახლა რაღა დაავიწყებს ამას? დროს კიდევ ვეღარ დააბრუნებ უკან. 

მწარე იყო ძალიან. ისტორიული მატჩი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო. მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. ორივე მატჩი შეუდარებელი იყო, და ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარსა" ვერ გავიდა, არა იმიტომ, რომ მისი ქომაგები ვიყრით აქ თავს, უბრალოდ იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა, ასე მგონია. 

წაგებული ტაიმი

"ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს აგებდა, ისევე როგორც "მონჟუიკზე". უკვე ვიცით რომ გუნდი არ ტყდება, არასდროს, ფლიკმა ამაზე მაგრად იმუშავა და სიამაყის მიზეზიც გვაქვს. პირველი ტაიმი "ინტერის" იყო, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორიც "ბარსას" ჰქონდა მეორეში. პირველი ტაიმის ანტიგმირი დანი ოლმო გამოდგა, ჯერ მის შეცდომას მოჰყვა გოლი, მერე კიდევ შეტევაში ყველაზე მეტად ის ურევდა. გაყვანის პირველი კანდიდატიც ის იყო. ამასობაში მეორე გოლიც მივიღეთ, კუბარსიმ ლაუტარო წააქცია, არგენტინელმა ბოლო მომენტში შეძლო ფეხის ჩადგმა და - ეს პენალტია. არსენ ვენგერს უთქვამს ამაზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა იგულისხმა. კუბარსის კიდევ მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთი ამ პენალტს თუ წამოაძახებს ვინმე, მსგავსი პენალტი ადრეც აუღია, დარწმუნებულია რომ ბურთზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს სულ გამოუცდელობის ამბავია, პირველად ითამაშა ნახევარფინალი. ყველაფერი წინ აქვს, მასაც, სხვებსაც, გუნდსაც. 

პირველ ტაიმში პედრი და იამალი ცდილობდნენ რაღაც ორიგინალურის მოფიქრებას, მაგრამ ბევრი არაფერი გამოდიოდა. საერთო ჯამში, ლამინეს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ჩემამდე არ დადის ერთი გოლი მაინც როგორ ვერ შეაგდო. ხან არ უმართლებდა, ხანაც ზომერი იყო საქმეში. 

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და ფლიკმა მოიგო. აი, დამატებით დროს ან იღბალი იგებს, ან გამძლეობა. 

რემონტადა 

რაღაც არანორმალური ვნახეთ, "ბარსამ" ორი განაპირა მცველი დაკარგა, მათ ნაცვლად გამწესებულმა მცველებმა კი ერთი გოლი გააკეთეს და მალევე მეორესთანაც იყვნენ ახლოს. ჟერარ მარტინის ჩაწოდებას ერიკ გარსიას ძალიან ლამაზი გოლი მოჰყვა, შემცირდა ანგარიში და ისე გამოცოცხლდა "ბარსა" რომ მეორე გოლი დროის ამბავი გახდა. ამის მერე იყო გენიალური კონტშეტევა, იამალის დაწყებული, ორი განაპირა მცველით შეტევაში, მათთან ახლოს პედრი, რომელიც ბრწყინვალედ ანაწილებდა ბურთს და ისევ მარტინის პასის მერე, ისევ გარსია ურტყამდა კარში, ცარიელ კარში... მაგრამ ზომერი გამოფრინდა, ეს არაადამიანი, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ "ბარსა" ფინალის გარეშე დარჩა. 

განმეორებაზე გამოჩნდა რომ გარსიას დარტყმა დიდად კარგი ვერ იყო.

მცირე ხანში "ბარსამ" მაინც შეაგდო, ისევ ჟერარ მარტინის ჩაწოდების მერე პირველი ტაიმის ანტიგმირმა ანგარიში გაათანაბრა, დანაშაული გამოისყიდა. დანი ოლმომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ზომერი უშანსოდ დარჩა. ფსიქოლოგიური უპირატესობა "ბარსას" მხარეს გადავიდა. მე კიდევ მეფიქრებოდა რაფინიაზე, კაცზე, რომელიც საერთოდ არ ჩანდა პირველ და მეორე ტაიმებში, და ისევ წარსული გამოცდილებიდან ვიცით რომ ეს მეტოქისთვის კარგი არ არის, რაფინია ზუსტად მაშინ გაისვრის, როცა არ ჩანს.  

ჰოდა, გაისროლა! 

2:3.. რემონტადა! "ბარსა" ფინალშია!

ფინალშია? 

როდის წავაგეთ თამაში? 

როდის წავაგეთ? იამალმა რომ ძელს მოარტყა? ან, იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დაცვის ბურჯმა ტრავმა მიიღო? ინიგო ხომ  "ბარსასთვის" შეუცვლელია. ისე გამოვიდა, რომ დაცვის ოთხეულიდან მხოლოდ კუბარსი იყო ძირითადის წევრი, და ისიც ასე ახალგაზრდა. ეგ კი არა, შემცვლელის შემცვლელიც ვიხილეთ, ერიკ გარსია ჰექტორ ფორტმა შეცვალა და დიდი სარგებელი მისგან ვერ მივიღეთ. 

იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დავიჯერეთ, რომ მოვიგეთ?

სასტიკია ხანდახან ფეხბურთი. 

სათადარიგო დაცვის ხაზით რომ თამაშობ კიდევ ბევრი გაქვს მოხერხებული. შესნიც მშვენივრად გაისარჯა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" არც ძირითადის მეკარე ჰყოლია კარში. ჰოდა, რა გამოდის? უკანა ხაზის ხუთი კაციდან ბოლო წუთებისთვის მხოლოდ ერთი შემოგვრჩა ვისაც ძირითადის წევრი ეთქმის. რა თქმა უნდა, კიდევ გაიტანდა "ინტერი". ეს ნათელი იყო. 

თუმცა, "ბარსა" მაინც არ გატეხილა და ახლოსაც იყო მატჩი პენალტებში გადაეყვანა, იმსახურებდა, მატჩიც იმსახურებდა ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს გადაეწყვიტა, ეგ იქნებოდა ამ სცენარის საკადრისი კულმინაცია, მაგრამ იან ზომერმა ნამუსი სულ დაკარგა, ასეთი რამ ჟულიო სეზარსაც არ უკადრებია, ერთხელ მესმის, მაგრამ ორჯერ და სამჯერ რა უბედურებაა... დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე, რომ ამ ნახტომს ასრულებ, ხალხი რომ გოლს ყვირის და ბურთს რომ ბადეში ვერ ხედავს, ამას ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს ვინმემ? 

კარგი გუნდია "ინტერი", კარგი ფეხბურთიც ითამაშეს, მაგრამ "ბარსაზე" კარგი ვერ არის, "ბარსაზე" უკეთ არ უთამაშიათ. რაღაცებში მეტად გაუმართლათ, რაღაცებისთვის მეტად მზად იყვნენ, ინძაგი წლებია ამ გუნდთან ერთად მუშაობს, წაგების სიმწარეც ნანახი აქვს. ფლიკის "ბარსა" კიდევ ახალი დაწყებულია და შეხედეთ აბა მთავარი ვარსკვლავების ასაკს - ყველაფერი წინ არის. ბედნიერია გუნდი, რომელსაც პედრი ჰყავს, ბედნიერია გუნდი, რომელსაც იამალი ჰყავს. 

იმსახურებდა ფინალს ფრენკი დე იონგი, იმსახურებდა პედრი, იმსახურებდა ლამინ იამალი, მთელი გუნდი იმსახურებდა, ჰანსი ფლიკი იმსახურებდა, ლაპორტაც კი იმსახურებდა, მაგრამ არ გამოვიდა. 

წინ ელ კლასიკოა 

ორ დღეში კი არა, წლები ვერ დავივიწყებთ ამ მატჩს და არც არის დასავიწყებელი, სიმწარის მიუხედავად "ბარსას" შეუძლია იამაყოს განვლილი გზით. ეგრე სად არის გუნდის ლიდერი 17 წლისა იყოს და ეგრევე კვარცხლბეკზე აღმოჩნდეს? ჯერ საფეხურებია გასავლელი. მესიმ ჯერ ტრავმა ნახა და ტრიუმფს გამოაკლდა, მერე "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" მარცხი ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ოქრომდე მისვლა. 

ზინედინ ზიდანმა სამჯერ ზედიზედ წააგო ევროსარბიელზე ფინალი, სანამ ოქრომდე მივიდოდა. იამალმაც ის აუცილებელი საფეხური გადადგა, სხვაგვარად არ გამოდის, უბრალოდ, ცხოვრებას აქვს ასეთი კანონზომიერება. 

ხასიათის გამოკეთება ელ კლასიკოს შეუძლია. "ბარსა" მოგების შემთხვევაში გაჩემპიონდება. სეზონს სამი ტიტულით დაასრულებს, რაც თავისთავად დიდი წარმატებაა. ამიტომ, სრული კონცენტრაციაა საჭირო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 249 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #89 7 მაისი 2025 18:05
    1
    ციტატა: NEYBarca
    ძაან დაუბალანსებელი გუნდი ვართ.
    სკამი არ გვყავს
    დაცვა არ გვყავს
    მეკარე არ გვყავს
    ნახევარდაცვაში ქეთინოები დარბიან
    შეტევაში 3 კაცი გვყავს + ფორვარდად გადაკეთებული უნიჭო ესპანელი

    იამალი და რაფინიია ეს გუნდი და დალშე ზოგი სულს ღაფავს, ზოგს კი ტრაკში კუილი ეპარება მნიშვნელოვან თამაშებში და ასე..

    ტრანსფერების გარეშე, მარტო აკადემიის ფეხბურთელებით ათწლეულები დაგვჭირდება და გამართლება ვინმე გამოიჩეკოს იამალის მსგავსი

    ეგერ პესეჯვემაც ისწავლა ჭკუა და მაგრი ტრანსფერები აკეთა. შედეგსაც დებენ და წელს მოიგებენ კიდეც ლიგას.

    მაგალითისთვის პაჩო რო დაიმატეს ფრანკფურტიდან 40 მილიონად ცაცია მცველი, სამწუხაროდ მაგ დონის ცეტრალური მცველი არ გვყავს გუნდში.

    მთლად ასეც არაა, დასაწყისია უბრალოდ და ჯერ დაღვინების სტადიაშია გუნდი;
    მწვრთნელი პირველ სეზონს ატარებს, საყრდენი ზონა დალეწილია, დალეწილია ფლანგები, თამაშობ სათადარიგო ფორვარდით;
    ამის ფონზე მოიგე 2 ტიტული, 2 ფინალი კლასიკოში, მსოფლიოს იმ დროს უძლიერეს და ყველაზე ტიტულოვან გუნდთან(რომელიც დასაკეცი მსაჯებით გამოვიდა მოედანზე); რომელიც მთელს საფეხბურთო სამყაროს აზანზარებს;
    გაქვს კარგი შანსი, რომ მოიგო ლა ლიგა;
    2004-05 სეზონი გამახსენა, ძლიერი, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტ რგოლებიანი გუნდი, ლამაზად მოთამშე, მაგრამ სადღაც რიომ იჭედებოდა, ისეთი
    ფორტსაც და მარტინსაც აქვთ პოტენციალი, კუბარსისაც და გარსიასაც, ბალდესაც... ეს 5 ახალგაზრდა დაცვაში, გავი 20 წლისაა, ფერმინი 22 ხდება, პედრიც ასეა, კასადოც, ბერნალი მთლად ბავშვია, დაბრუნდებიან... ლამინე ცალკე თემაა, გიჟია, არანორმალური...
    ფერანის ზღვარი ესაა რაცაა, ზამენაა და მორჩა, მოსაყვანია 9-იანი და ფლანგზე სწრაფი, ტექნიკური, "ამწიოკებელი" ვინგერი, მარცხნივ დაახლოებით იგივეს რომ იზამს, რასაც ლამინე აკეთებს...
    სად იშოვი კაცი აგეთს, თორემ...
    Culé [?]
    #88 7 მაისი 2025 17:59
    5
    სამართალი ხურდას დააბრუნებს, აუცილებლად მოიგებს ეს გუნდი უამრავ ტიტულს აბა ეგრე სად არის
    წევრი [?]
    #87 7 მაისი 2025 17:53
    1
    კრისტენსენი უნდა შემოეყვანა დე იონგის ნაცვლად.ინიგოს გაყვანა იყო დიდი შეცდომა.რა ქნა არაუხომ ეხლაც ვერ ვხვდები მესმაე გოლზე იმის მაგივრად იმ ცხვარ გამობმულს კარის მხრიდან დადგომოდა უკნიდან დაუდგა და მისცა საშვალება დაერტყა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #86 7 მაისი 2025 17:49
    1
    როგორც ერთი ცალკე აღებული მატჩი და ტურნირი, გუშინდელი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო ისიც ყველამ კარგად ვიცით ვის რა ბრალეულობა მიუძღვის ამ მარცხში, მესმის მეც რომ 10 წელია ბარსას ლიგას ველოდებით, მითუმეტეს წელს რომ ვიყავით ალბათ ასე ახლოს არ ვყოფილვართ ფინალთან ამ 10 წლის განმავლობაში, თუმცა მე პირადად ყოველთვის ფართო სურათს მირჩევნია შევხედო და ვხედავ რომ ბრწყინვალე სეზონი გვაქვს, ეს დასაწყისია ჯერ მხოლოდ, მონახაზია ეს სეზონი იმ ყველაფრის რისი გაკეთებაც ფლიკს ამ თაობასთან ერთად შეუძლია, ბევრი, კიარადა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ცვლილებაა საჭირო გუნდში, წასასვლელიც ბევრია და მოსასვლელიც, თვითონ ფლიკსაც ბევრი საფიქრალი აქვს, ზოგადად საფეხბურთო სამყაროს აჩუქა ულამაზესი სეზონი ისეთი თამაშები დადო ბარსამ, მაგრამ ხომ ყველამ კარგად ვიცით რომ ტაქტიკურად არაა ეს გუნდი იმ სიმაღლეზე რომელზეც ფლიკი ფიქრობს რომ უნდა ავიდეთ, მე ერთს ვხედავ რომ თუ ამ ზაფხულს სწორად წარიმართება სატრანსფერო ფანჯარა მომავალ სეზონში ბადალი არ გვეყოლება.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #85 7 მაისი 2025 17:46
    0
    ციტატა: Barca1415
    marco reus 11, შესნის დაყენება უდიდესი შეცდომა იქ უაზროდ როარგამოსულიყო 3-2 ზე ფინალში ვიქნებოდით ერთი რთულო ბურთი ვერგამოაძრო ახლა ართქვათ ტრამვიანი იყო შტეგენიო ამას ხელებშეკრული აჯობებდა და არაუხოს მომენტში გამოაძრობდა იმ ბურთს უეჭველი თან

    ფლიკის შეცდომა ეგეც იყო გარდა იმისა რომ არაუხო ამჯობინა კრისტენსენს საერთოდ რომ არ ყავდა განაცხადში ტერ შტეგენი.
    Culé [?]
    #84 7 მაისი 2025 17:39
    1
    მარტინმა არაუხომ და ოლმომ ისეთები აკეთეს სულ დამავიწყდა რომ 10კაცით ვთამაშობდით და ფერან ტორესი საერთოდ სად იყო მაგის ზვიგენი და ლიფსიტა …
    გულშემატკივარი [?]
    #83 7 მაისი 2025 17:34
    1
    მეორე საიტი გაცოცხლდა my barca.ge🥳 იმედია აღარ მოკვდება
    Culé [?]
    #82 7 მაისი 2025 17:21
    0
    ძაან დაუბალანსებელი გუნდი ვართ.
    სკამი არ გვყავს
    დაცვა არ გვყავს
    მეკარე არ გვყავს
    ნახევარდაცვაში ქეთინოები დარბიან
    შეტევაში 3 კაცი გვყავს + ფორვარდად გადაკეთებული უნიჭო ესპანელი

    იამალი და რაფინიია ეს გუნდი და დალშე ზოგი სულს ღაფავს, ზოგს კი ტრაკში კუილი ეპარება მნიშვნელოვან თამაშებში და ასე..

    ტრანსფერების გარეშე, მარტო აკადემიის ფეხბურთელებით ათწლეულები დაგვჭირდება და გამართლება ვინმე გამოიჩეკოს იამალის მსგავსი

    ეგერ პესეჯვემაც ისწავლა ჭკუა და მაგრი ტრანსფერები აკეთა. შედეგსაც დებენ და წელს მოიგებენ კიდეც ლიგას.

    მაგალითისთვის პაჩო რო დაიმატეს ფრანკფურტიდან 40 მილიონად ცაცია მცველი, სამწუხაროდ მაგ დონის ცეტრალური მცველი არ გვყავს გუნდში.
    ახალბედა [?]
    #81 7 მაისი 2025 17:02
    1
    marco reus 11, შესნის დაყენება უდიდესი შეცდომა იქ უაზროდ როარგამოსულიყო 3-2 ზე ფინალში ვიქნებოდით ერთი რთულო ბურთი ვერგამოაძრო ახლა ართქვათ ტრამვიანი იყო შტეგენიო ამას ხელებშეკრული აჯობებდა და არაუხოს მომენტში გამოაძრობდა იმ ბურთს უეჭველი თან
    გულშემატკივარი [?]
    #80 7 მაისი 2025 17:00
    1
    Რაცარუნდა ექსტრა კლასის მცველები გვყავდეს ამ ტაქტიკით ყოველთვის ბევრს გავუშვებთ, ფლიკის სტილი ეს არის გაუშვებ სამს შენ უნდა გაუტანო ოთხი ამოწეული დაცვის პრინციპი ეს არის გუშინდელ თამაშში მთავარი პრობლემა რეალიზაცია იყო ლევანდოვსკიმ ცარიელ კარებში ვერ გაიტანა პლიუს ზომერმა აიღო ისეთები ბუფონს და კასილას რო შეშურდებათ. Ნახევარფინალები ბარსას ყველაზე სუსტი წერტილია, მერამდენეჯერ ხდება უკვე რო მეტოქეს ყველანაირად ვჯობნით მაგრამ იღბალი მათკენ იხრება
    წევრი [?]
    #79 7 მაისი 2025 17:00
    2
    არაუშავს მართლა იბრძოლეს და ბრავო ვინ იტყოდა რო ფლიკი რომელსაც ტრანსფერი არ გაუკეთეს ოლმოს გარდა პირველივე სეზონში ნახევარ ფინალს დადებდა უბრალოდ არ გაგვიმართლა და ეგაა საწყენი რო ვერ გავედით არაუხოს სომერის და მსაჯის გამო პლიუს ტრამვები შემდეგიბსეზონიდან კარგი მეკარე ფორვარდი ფლანგია მცველები და ვინგერი ფულისთვის გაყიდონ ვიღაცეები ფატი დეიონგსაც თუ გაყიდიან შემცვლელიც გვინდა მაგალოთად პარტეი კაი იქნება და შემდეგი სეზონიდან მოვიგებთ ყველაფერს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #78 7 მაისი 2025 16:50
    0
    მსაჯებიანად უნდა შეგეძლოს მეტოქის დამარცხება, ეგაა რა;
    არ გამოდის სხვანაირად, არ ხარ რეალი;
    გაისად მოუმატებენ იმედია, უფრო შეტამაშებას და გაძლიერებას ველოდები;
    დასაბრუნებელი დაბრუნდება, გასაყიდი გაიყიდება და წავა
    2-3 კაცია შესაცვლელი
    გავყიდდი: არაუხოს, ანსუს, ფერანს და კონტრაქტის გახანგძლივებსი შემდეგ ფრენკს (1 სეზონის მერე, რაც დავასტაბილურებდი შუა ხაზს)
    მოვიყვანდი: ტახს (უფასოდ), გიოკერეშს და ვიფიქრებდი მარცხენა ვინგერზე, სწრაფი, ძალიან ტექნიკური და "ამწიოკებელი" ტიპი მინდა
    Culé [?]
    #77 7 მაისი 2025 16:44
    0
    ინიგოს გაყვანა იყო ყველაზე დიდი შეცდომა თუ მაინცდამაინც დაემატებინა მცველი და ეგიყო 90 წუთზე ლევანა რაღატო შმეოიყვანა მცველი დაემატებინა ჯობდა და ზოგადად გოლის მერე ასე წინ არუნდა წასულიყო გუნდი.. თუმცა სეზონის დასაწყისში ასეთ თამაშს არავინ ველოდით ამ გუნდისგან რეალურად ბევრი პოზიციაა გასაძლიერებელი ამ გუნდს რო ლამინი გამოაკლო განახევრდება
    Culé [?]
    #76 7 მაისი 2025 16:39
    4
    მესამე გოლი უნდა გაეუქმებინათ და სირცხვილია ამაზე რომ არავინ ლაპარაკობს
    ფანი [?]
    #75 7 მაისი 2025 16:23
    0
    უბრალოდ დავიღალე ახალი იმედით და მერე ესე ჩაკლული ოცნებით… რაღაც ყოველთვის ხელს გვიშლის ბოლო ორი წელია ეს რაღაც არაუხოა :) ფლიკმაც მაგრად ჭამა ინიგოს გაყვანა და დაცვის არ ამოკეტვა. დღეს ვინ გავა საინტერესოა მაგრამ ვინც არ უნდა გავიდეს ინტერი ყველასთან ფავორიტია

    ნიკო, კარგი მეკარე, ფრიმპონგი უნდაო ფლიკს როგორც დაიწერა და ისაკი აი ჩვენი Gამჩერებელი გუნდი არ იქნება ამ ტრანსფერებით
    გულშემატკივარი [?]
    #74 7 მაისი 2025 16:08
    1
    ბოლო წუთზე ოფსაიდის მახე რა უბედურებაა ტვინი არავის უმუშავებს?
    წევრი [?]
    #73 7 მაისი 2025 15:47
    4
    ციტატა: BojanKrkic
    კი იყო იქ ჩემი აზრითაც ჯარიმა მარტინზე მაგრამ არაუშავს მეგობრებო.. ამ ბავშვებმა შეუძლებელი შეძლეს.. ძალიან დიდი ემოციები გვაჩუქეს და დასაწყისია ეს მხოლოდ..

    უბრალოდ მაინც გასაწმენდია გუნდი.. დე იონგი არაუხო მარტინი აღარმინდა რო ვნახო მომავალ სეზონში..

    ფრენკის და არაუხოს პრემიერლიგის გუნდებზე კარგ თანხაში გაასაღებენ..

    და რაფინიას რაც არუნდა მაგარი სეზონი ქო ნდეს ნიკო მაინც მოსაყვანია რა.. მარტო იამალია ვისაც კაცის მოტყუება შეუძლია და ყველა მისგან ველოდებით რაღაცას.. ნაკრებში მშვენიერი დუეტი აქვთ და იმედია ბარსაშიც ვიხილავთ

    ფორვარდი აუცილებლად.. ალვარესი ძალიან მინდა მარა ცოტა არარეალურია... სხვა ალბათ ისაკია ყველაზე ნორმალური ვარიანტი..

    ბერნალი თუ კარგად დაბრუნდა უნდა ჩავსვათ ძირითადში.. ეგ და კასადო შეცვლიან ერთმანეთს..

    კი ბევრი ნახევარმცველი გვყავს მარა გამტანი და შემტევი თითქოს არცერთი მაინც და მაინც.. ნუ ოლმოს იმედად ყოფნა რავიციი..

    ზამენის ფლანგის მცველებიც გვჭირდება.. ამ ფორტის იმედიც არმაქვს.. ბოლო პერიოდში გრიმალდოზეა ლაპარაკი და მე გამიხარდებოდა

    ლაპორტამ უნდა ივაჟკაცოს ზაფხულში

    ერთუჯრედიან ნიკოში რა მოგწონს კაცურად? მაგას რაფინია მილიონი თავით ჯობს, რაფინიას როგორც არ უნდა მიდიოდეს თამაში, ნებისმიერ დროს მაინც შეგიძლია გქონდეს იმედი რომ სადღაც გაისვრის, ნიკოს რაც შეეხება წელიწადში ალბათ 5 გოლს თუ გაიტანს, სინაზე დაბმული ძაღლივით დარბის, თუ ვინგერი უნდა მოვიდეს მაშინ მინიმუმ კვარას დონის და ინტელექტის, ბარსაში დემბელეს ტიპის ფეხბურთელები ვერასოდეს ვერ მიაღწევს წარმატებას, ეს ეხება არაუხოსაც, იმმიტომაა ასეთი ჩამოკვრა მცველი რომ ტვინი არ უმუშავებს. ჩამშლელებს რაც შეეხება ბერნალით და კასადოთი ლიგას ვერ მოვიგებთ, ყველაზე საპასუხიმგებლო ზონაა ეგ და გვჭირდება პროფესიონალი, დეიონგი რომ დგას მანდ იმიტომ გავუშვით 7 გოლი ინტერისგან, ცენტრს ისე გაივლიდნენ გეგონებოდა არავინ დგას.
    წევრი [?]
    #72 7 მაისი 2025 15:37
    0
    ციტატა: jacky iakovenko
    აი დღეს დავწერე დილით და ახდა .... ფლიკი რეალთან იგივე დაცვას აყენებს რაც გუშინ ყავდაო 🥴 ანუ ტიპი აყენებს ვინისიუსის წინააღმდეგ გარსიას რომელიც უკვე მე-20 წუთიდან ღოღავდა კიარ დარბოდა და აქეთ იმის ხსენება აღარ მინდა მაგის ნერვი საერთოდ აღარ დამრჩა


    რეალთანაც ვერ გამოვა ბალდე? რავი არაუშავს ძმაო გაგვლახეს უკვე შემდეგ სეზონში დაბრუნდეს ოსასუნასთან და კიდე ტრამვა მიიღოს ლიგის ნახევარფინალამდე
    წევრი [?]
    #71 7 მაისი 2025 15:36
    0
    არაუშავს მთავარი ისარი აქდან რო გამოცდილებას მიიღებენ რო არარი საჭიო კიდევ შეტევაზე და გოლზე იფიქრო როცა ასეთი მნიშვნელოვანი მომენტია და ფინალამდე 3 წუტი გაკლია, მოკლედ ტრანფერები უნდა დაიდოს რა და სკამიც გვეყოლება მომავალი სეზონისთვის აი ეგ უკვე უეწველი უნდა მოვიგოთ , ფლიკის ხელში საკმაოდ რეალურია ჯერ ამ სასტავით სადამდე მოვიდა და მოუყვანონ ვინც უნდა სკამისთვის და სევე ძირითადისთვის და მერე ვნახოთ ვინ გაგვაჩერებს ფლიკის ხელში
    ფანი [?]
    #70 7 მაისი 2025 15:33
    0
    აი დღეს დავწერე დილით და ახდა .... ფლიკი რეალთან იგივე დაცვას აყენებს რაც გუშინ ყავდაო 🥴 ანუ ტიპი აყენებს ვინისიუსის წინააღმდეგ გარსიას რომელიც უკვე მე-20 წუთიდან ღოღავდა კიარ დარბოდა და აქეთ იმის ხსენება აღარ მინდა მაგის ნერვი საერთოდ აღარ დამრჩა