მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

   მატჩის დამატებით წუთებზე ლამინე იამალმა ბურთი შეისწორა საჯარიმოს მისადგომებთან, კარგად დაარტყა და ძელს მოხვდა. რატომღაც ცუდად მენიშნა, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ალბათ წარსული გამოცდილებებიდან მოდის, ფეხბურთს ხომ თავისი სამეტყველო ენა აქვს, ჩვენ კი უკვე ვსაუბრობთ მის ენაზე და ამ მომენტმა გვითხრა, რომ ნერვიულობის დრო დადგა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 

არ ამომდის თავიდან, ცოტათი გვერდზე და დამთავრდა, ეგ არის, ფინალში ვართ, მაგრამ არა. ცუდი სამსახურიც გაუწია გუნდს, მოდუნდნენ, ასე მომეჩვენა, "ინტერს" ჰქონდა შესაგდები და იქით "ბარსა" უტევდა, მერე კიდევ უცბად გოლი გამოაცხვეს. მეორე ტაიმში არაფერს ჰგავდა "ინტერი" და ძალიან კარგი იყო "ბარსა", მაგრამ ბოლოს მაინც ბარლოგივით მოიქნიეს მათრახი. ჩავარდა ქვესკნელში, მკვდარი გგონია და მაინც წაგავლო ფეხში..

უცნაურად მეჩვენა ის ამბავი, რომ ახლო განმეორება არ გვინახავს ყველაზე საკამათო ეპიზოდის, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ მარტინზე თამაშის წესები დაირღვა, მერე ჩანს თითქოს ბურთზე თამაშს ასწრებენ და თავად წამოედო მეტოქეს, მაგრამ ახლო კადრი არ გვინახავს. 

მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ისიც ნახევარფინალიდან, ისიც გასვლაზე, მაშინ ბალაკს მოხვდა ხელზე ბურთი, მაგრამ არც ერთხელ ეგ ეპიზოდი არ გაუმეორებიათ. დღეს უკვე ბევრ ახლო კადრს ვნახავთ, ალბათ დარღვევაც არ იქნება, ამიტომაც ტიროდა პატარა ბავშვივით ჟერარ მარტინი, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ვეღარც არაუხომ უშველა, რომელიც ძალიან ინერტული იყო გოლის მოემნტში. ახლა რაღა დაავიწყებს ამას? დროს კიდევ ვეღარ დააბრუნებ უკან. 

მწარე იყო ძალიან. ისტორიული მატჩი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო. მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. ორივე მატჩი შეუდარებელი იყო, და ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარსა" ვერ გავიდა, არა იმიტომ, რომ მისი ქომაგები ვიყრით აქ თავს, უბრალოდ იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა, ასე მგონია. 

წაგებული ტაიმი

"ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს აგებდა, ისევე როგორც "მონჟუიკზე". უკვე ვიცით რომ გუნდი არ ტყდება, არასდროს, ფლიკმა ამაზე მაგრად იმუშავა და სიამაყის მიზეზიც გვაქვს. პირველი ტაიმი "ინტერის" იყო, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორიც "ბარსას" ჰქონდა მეორეში. პირველი ტაიმის ანტიგმირი დანი ოლმო გამოდგა, ჯერ მის შეცდომას მოჰყვა გოლი, მერე კიდევ შეტევაში ყველაზე მეტად ის ურევდა. გაყვანის პირველი კანდიდატიც ის იყო. ამასობაში მეორე გოლიც მივიღეთ, კუბარსიმ ლაუტარო წააქცია, არგენტინელმა ბოლო მომენტში შეძლო ფეხის ჩადგმა და - ეს პენალტია. არსენ ვენგერს უთქვამს ამაზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა იგულისხმა. კუბარსის კიდევ მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთი ამ პენალტს თუ წამოაძახებს ვინმე, მსგავსი პენალტი ადრეც აუღია, დარწმუნებულია რომ ბურთზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს სულ გამოუცდელობის ამბავია, პირველად ითამაშა ნახევარფინალი. ყველაფერი წინ აქვს, მასაც, სხვებსაც, გუნდსაც. 

პირველ ტაიმში პედრი და იამალი ცდილობდნენ რაღაც ორიგინალურის მოფიქრებას, მაგრამ ბევრი არაფერი გამოდიოდა. საერთო ჯამში, ლამინეს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ჩემამდე არ დადის ერთი გოლი მაინც როგორ ვერ შეაგდო. ხან არ უმართლებდა, ხანაც ზომერი იყო საქმეში. 

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და ფლიკმა მოიგო. აი, დამატებით დროს ან იღბალი იგებს, ან გამძლეობა. 

რემონტადა 

რაღაც არანორმალური ვნახეთ, "ბარსამ" ორი განაპირა მცველი დაკარგა, მათ ნაცვლად გამწესებულმა მცველებმა კი ერთი გოლი გააკეთეს და მალევე მეორესთანაც იყვნენ ახლოს. ჟერარ მარტინის ჩაწოდებას ერიკ გარსიას ძალიან ლამაზი გოლი მოჰყვა, შემცირდა ანგარიში და ისე გამოცოცხლდა "ბარსა" რომ მეორე გოლი დროის ამბავი გახდა. ამის მერე იყო გენიალური კონტშეტევა, იამალის დაწყებული, ორი განაპირა მცველით შეტევაში, მათთან ახლოს პედრი, რომელიც ბრწყინვალედ ანაწილებდა ბურთს და ისევ მარტინის პასის მერე, ისევ გარსია ურტყამდა კარში, ცარიელ კარში... მაგრამ ზომერი გამოფრინდა, ეს არაადამიანი, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ "ბარსა" ფინალის გარეშე დარჩა. 

განმეორებაზე გამოჩნდა რომ გარსიას დარტყმა დიდად კარგი ვერ იყო.

მცირე ხანში "ბარსამ" მაინც შეაგდო, ისევ ჟერარ მარტინის ჩაწოდების მერე პირველი ტაიმის ანტიგმირმა ანგარიში გაათანაბრა, დანაშაული გამოისყიდა. დანი ოლმომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ზომერი უშანსოდ დარჩა. ფსიქოლოგიური უპირატესობა "ბარსას" მხარეს გადავიდა. მე კიდევ მეფიქრებოდა რაფინიაზე, კაცზე, რომელიც საერთოდ არ ჩანდა პირველ და მეორე ტაიმებში, და ისევ წარსული გამოცდილებიდან ვიცით რომ ეს მეტოქისთვის კარგი არ არის, რაფინია ზუსტად მაშინ გაისვრის, როცა არ ჩანს.  

ჰოდა, გაისროლა! 

2:3.. რემონტადა! "ბარსა" ფინალშია!

ფინალშია? 

როდის წავაგეთ თამაში? 

როდის წავაგეთ? იამალმა რომ ძელს მოარტყა? ან, იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დაცვის ბურჯმა ტრავმა მიიღო? ინიგო ხომ  "ბარსასთვის" შეუცვლელია. ისე გამოვიდა, რომ დაცვის ოთხეულიდან მხოლოდ კუბარსი იყო ძირითადის წევრი, და ისიც ასე ახალგაზრდა. ეგ კი არა, შემცვლელის შემცვლელიც ვიხილეთ, ერიკ გარსია ჰექტორ ფორტმა შეცვალა და დიდი სარგებელი მისგან ვერ მივიღეთ. 

იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დავიჯერეთ, რომ მოვიგეთ?

სასტიკია ხანდახან ფეხბურთი. 

სათადარიგო დაცვის ხაზით რომ თამაშობ კიდევ ბევრი გაქვს მოხერხებული. შესნიც მშვენივრად გაისარჯა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" არც ძირითადის მეკარე ჰყოლია კარში. ჰოდა, რა გამოდის? უკანა ხაზის ხუთი კაციდან ბოლო წუთებისთვის მხოლოდ ერთი შემოგვრჩა ვისაც ძირითადის წევრი ეთქმის. რა თქმა უნდა, კიდევ გაიტანდა "ინტერი". ეს ნათელი იყო. 

თუმცა, "ბარსა" მაინც არ გატეხილა და ახლოსაც იყო მატჩი პენალტებში გადაეყვანა, იმსახურებდა, მატჩიც იმსახურებდა ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს გადაეწყვიტა, ეგ იქნებოდა ამ სცენარის საკადრისი კულმინაცია, მაგრამ იან ზომერმა ნამუსი სულ დაკარგა, ასეთი რამ ჟულიო სეზარსაც არ უკადრებია, ერთხელ მესმის, მაგრამ ორჯერ და სამჯერ რა უბედურებაა... დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე, რომ ამ ნახტომს ასრულებ, ხალხი რომ გოლს ყვირის და ბურთს რომ ბადეში ვერ ხედავს, ამას ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს ვინმემ? 

კარგი გუნდია "ინტერი", კარგი ფეხბურთიც ითამაშეს, მაგრამ "ბარსაზე" კარგი ვერ არის, "ბარსაზე" უკეთ არ უთამაშიათ. რაღაცებში მეტად გაუმართლათ, რაღაცებისთვის მეტად მზად იყვნენ, ინძაგი წლებია ამ გუნდთან ერთად მუშაობს, წაგების სიმწარეც ნანახი აქვს. ფლიკის "ბარსა" კიდევ ახალი დაწყებულია და შეხედეთ აბა მთავარი ვარსკვლავების ასაკს - ყველაფერი წინ არის. ბედნიერია გუნდი, რომელსაც პედრი ჰყავს, ბედნიერია გუნდი, რომელსაც იამალი ჰყავს. 

იმსახურებდა ფინალს ფრენკი დე იონგი, იმსახურებდა პედრი, იმსახურებდა ლამინ იამალი, მთელი გუნდი იმსახურებდა, ჰანსი ფლიკი იმსახურებდა, ლაპორტაც კი იმსახურებდა, მაგრამ არ გამოვიდა. 

წინ ელ კლასიკოა 

ორ დღეში კი არა, წლები ვერ დავივიწყებთ ამ მატჩს და არც არის დასავიწყებელი, სიმწარის მიუხედავად "ბარსას" შეუძლია იამაყოს განვლილი გზით. ეგრე სად არის გუნდის ლიდერი 17 წლისა იყოს და ეგრევე კვარცხლბეკზე აღმოჩნდეს? ჯერ საფეხურებია გასავლელი. მესიმ ჯერ ტრავმა ნახა და ტრიუმფს გამოაკლდა, მერე "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" მარცხი ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ოქრომდე მისვლა. 

ზინედინ ზიდანმა სამჯერ ზედიზედ წააგო ევროსარბიელზე ფინალი, სანამ ოქრომდე მივიდოდა. იამალმაც ის აუცილებელი საფეხური გადადგა, სხვაგვარად არ გამოდის, უბრალოდ, ცხოვრებას აქვს ასეთი კანონზომიერება. 

ხასიათის გამოკეთება ელ კლასიკოს შეუძლია. "ბარსა" მოგების შემთხვევაში გაჩემპიონდება. სეზონს სამი ტიტულით დაასრულებს, რაც თავისთავად დიდი წარმატებაა. ამიტომ, სრული კონცენტრაციაა საჭირო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 238 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #138 8 მაისი 2025 00:47
    1
    ერთადერთი რამაც ცოტა ხასიათი გამომიკეთა გუშინ თორნიკე შენგელიას ბარსელონაში გადმოსვლის ინფო იყო.გუშინ დაიდო ინტერნეტში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #137 8 მაისი 2025 00:43
    1
    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.

    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში
    ფანი [?]
    #136 8 მაისი 2025 00:38
    0
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო :) ცხოვრება რა უცნაური რამეა
    ფანი [?]
    #135 8 მაისი 2025 00:36
    4
    კარგად უყურონ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.
    გულშემატკივარი [?]
    #134 8 მაისი 2025 00:30
    5
    Დავიდ რაია კია საბარსელონე მეკარე
    Culé [?]
    #133 8 მაისი 2025 00:28
    2
    ციტატა: Bakero
    ციტატა: ტერ შტეგენი
    დონარუმას ყოჩაღ რასაც ვუყურებ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მეკარე.გუშინ ზომერის დღეს დონარუმას თამაშის შემხედვარე დავრწმუნდი რომ კარგი მეკარე მართლა ნახევარ გუნდს ნიშნავს.როგორ მინდა ინტერი ფინალში ისეთი ანგარიშით განადგურდეს და ისე გასწორდეს მიწასთან რომ სანანებელი გაუხდეთ ფინალში გასვლა.

    გაიხსენე რას გეუბნებოდი გამოსვლებზე 0 -ია მეთქი ! და ინტერთან თამაშში ტიპს კარში რაც დაურტყეს თითქმის ყველა ბურთი გაუშვა რაღაზეა ვსაუბრობთ ! კარგ მეკარეს რაც შეეხება ! მე 66 წლის ვარ და ძალიან ბევრი რამ მახსოვს ბარსას 1986 წელს ჩემპიონთა თასის ფინალი აქვს წაგებული რუმინეთის "სტიაუას "-თან (პენალტების სერიაში) იცი ვინ მოგვიგო ფინალი პერსონალურად ? "სტიაუას" მეკარემ ჰელმუტ დუკადამმა ! სულ რომ მთელი გუნდი იამალი/მბაპე გყავდეს ვერ მოიგებ თუ მაგარი მეკარე არ გყავს ! ყოველთვის ეგრე იყო და ეგრეა ეხლაც მაგარი მეკარე ნახევარი გუნდია ყოველთვის !

    ნამდვილად დავრწმუნდი მაგაში იმის ფონზე რასაც ვუყურე დღეს და გუშინ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #132 8 მაისი 2025 00:23
    1
    ციტატა: ტერ შტეგენი
    დონარუმას ყოჩაღ რასაც ვუყურებ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მეკარე.გუშინ ზომერის დღეს დონარუმას თამაშის შემხედვარე დავრწმუნდი რომ კარგი მეკარე მართლა ნახევარ გუნდს ნიშნავს.როგორ მინდა ინტერი ფინალში ისეთი ანგარიშით განადგურდეს და ისე გასწორდეს მიწასთან რომ სანანებელი გაუხდეთ ფინალში გასვლა.

    გაიხსენე რას გეუბნებოდი გამოსვლებზე 0 -ია მეთქი ! და ინტერთან თამაშში ტიპს კარში რაც დაურტყეს თითქმის ყველა ბურთი გაუშვა რაღაზეა ვსაუბრობთ ! კარგ მეკარეს რაც შეეხება ! მე 66 წლის ვარ და ძალიან ბევრი რამ მახსოვს ბარსას 1986 წელს ჩემპიონთა თასის ფინალი აქვს წაგებული რუმინეთის "სტიაუას "-თან (პენალტების სერიაში) იცი ვინ მოგვიგო ფინალი პერსონალურად ? "სტიაუას" მეკარემ ჰელმუტ დუკადამმა ! სულ რომ მთელი გუნდი იამალი/მბაპე გყავდეს ვერ მოიგებ თუ მაგარი მეკარე არ გყავს ! ყოველთვის ეგრე იყო და ეგრეა ეხლაც მაგარი მეკარე ნახევარი გუნდია ყოველთვის !
    Culé [?]
    #131 8 მაისი 2025 00:07
    3
    93-ე წუთზე იგებ 2-3 გასვლაზე მილანში და ამ დროს 4 x 4ზე რჩება მეტოქე გუნდი მცველებთან. ესაა გამოუცდელობა მეტი არაფერი. ეს კონტრშეტევა ძელს როცა გაარტყეს მაქედან წამოვიდა, შეეძლოთ უბრალოდ დაეჭირათ ბურთი, 2 წუთი და ფინალში იყო გუნდი.
    ძააან დასანანია…
    გამარჯვება ზღაპარივით სრულდებოდა
    წევრი [?]
    #130 8 მაისი 2025 00:01
    2
    სადღაც წავიკითხე არვიცი სწორი ინფოა თუ არა ვარის ოთახში 2 მსაჯი ვინც იყო ინტერი-ბარსას დროს ისინი მოკვეთეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდანო ცირკია😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
    Culé [?]
    #129 7 მაისი 2025 23:52
    0
    აჰა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მეკარეს, დაცვას და ზოგადად დაბალანსებულ გუნდს.
    ნახევარდაცვაც უკეთესი ყავს პესეჟეს
    ეს ნევეში ცალი ფეხით რო გამოვიდეს მაინც აჯობებს ჩვენს ქერა ბალერინას და ლოკოკინა მაკარონისფეხებას :დ
    ფანი [?]
    #128 7 მაისი 2025 23:48
    3
    ამ არსენალმა რეალი როგორ ამოტენა ვერ ვხვდები 🥴

    მე დეკოსა ადგილას ამ სკელის მოვკიდებდი ხელს და ძალათ წამოვიყვანდი არსენალიდან
    Culé [?]
    #127 7 მაისი 2025 23:27
    11
    რავქნა კვარას გამოც კი არ მიმიწევს გული პსჟსკენ
    წევრი [?]
    #126 7 მაისი 2025 23:24
    4
    ციტატა: jacky iakovenko
    ეს მსაჯები რომ ყოფილიყვნენ ჩვენთან არა? 🥴(პსჟ-არსენალი)

    შემოგვტენეს რეალის ფანი მარჩინიაკი რომელსაც რეალის ფორმა თუ რაღაცა ეგდო გასახდელში😀
    Culé [?]
    #125 7 მაისი 2025 23:23
    5
    დონარუმას ყოჩაღ რასაც ვუყურებ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მეკარე.გუშინ ზომერის დღეს დონარუმას თამაშის შემხედვარე დავრწმუნდი რომ კარგი მეკარე მართლა ნახევარ გუნდს ნიშნავს.როგორ მინდა ინტერი ფინალში ისეთი ანგარიშით განადგურდეს და ისე გასწორდეს მიწასთან რომ სანანებელი გაუხდეთ ფინალში გასვლა.
    ფანი [?]
    #124 7 მაისი 2025 23:21
    1
    ეს მსაჯები რომ ყოფილიყვნენ ჩვენთან არა? 🥴(პსჟ-არსენალი)
    Culé [?]
    #123 7 მაისი 2025 23:13
    4
    აი რას ნიშნავს უკეთესი მეკარე კარგად დააკვირდით როგორ უნდა გუნდის გადარჩენა, თორე არსენალი უკვე უნდა უგებდეს. პაპიროსამ რაც დაურტყეს ყველა რომ გაუშვა. დონარუმა რომ გვყოლოდა ორივე თამაშს მოვუგებდით.
    წევრი [?]
    #122 7 მაისი 2025 23:09
    4
    აი რამდენს ნიშნავს მეკარე უკვე ჩანს რა ბურთი გამოაძრო დონარუმამ
    Culé [?]
    #121 7 მაისი 2025 23:04
    5
    რაც ამ სეზონმა გამოაჩინა არის შემდეგი:

    1. ბარსელონას ახალი ერა დაიწყო და ლიგის დადება არ დადებით არ წყდება ყველაფერი, რაც ამ გუნდმა მოახერხა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი და გასაოცარი რის გამოც ჩემთვის ისედაც გამარჯვებულები არიან.

    2. ფლიკს შეუძლია იყოს ბარსას ყველა დროის საუკეთესო მწვრთვნელი და წელს თუ ვინმე ოქროს ბურთს იმსახურებს (რომ იძლეოდნენ) ფლიკი იქნებოდა

    3. მეასეჯერ გამოჩნდა რომ ამ გუნდს სრული პოტენციალის დასადებად ჭირდება რამდენიმე პოზიციის გაძლიერება, ხოლო შემდეგ სკამის მოხოდვაც.

    ესაა და ეს

    წინა სეზონში გვიჭირდა ფიზიკაზე და მენტალიტეტზე მუშაობა, ხოლო ფლიკის მოყვანამდე რომ ვწერდი რომ ამეებში დავლაგდებოდით, ფაქტია გამართლდა, ახლა კი ვხედავთ ეს ორი კომპონენტი ზოგადად რამხელა საქმეს აკეთებს ფეხბურთში, მაგრამ ამეებთან ერთად ყოველთვის მნოშვნელოვანია მოთამაშეთა კლასი, ტრავმიანობა (სკამი) და იღბლიანობა გავითვალისწინოთ, რეალურად კი ბოლო 2 კომპონენტია სწორედ ის რატომაც ლიგა ვერ დავდეთ.

    ამ ზაფხულში ლაპორტამ ტრ*კი უნდა აწიოს და ასე რომ უსწორდება ბარსას თამაშები, რაღაცა უნდა შეცვალოს და სხვა სიმაღლეზე უნდა აიყვანოს ეს გუნდი თორე არჩევნებზე გააჯმევინებენ.

    ჩემი აზრით გასაყიდები არიან: არაუხო, ფატი, მარტინი, დეიონგი, ლევანა და პენია.
    დაახლოებით 120ს ალბათ გავაკეთებთ ამათში.

    მოსაყვანები არიან: სუპერსტარი სტრაიკერი (რაშიც ფული არ უნდა დავინანოთ), ერთი ვინგერი რომელიც ორივე ფლამგზე ითამაშებს, ერთი ფულბექი რომელიც ასევე ორივე ფლანგზე ითამაშებს და მეკარე.

    ჩემს სურვილებს ჩამოვწერ ბარემ:
    1. ალვარესი 100ად / გიოკერეში 70ად /შეშკო 60-70ად
    2. ესპანიოლის მეკარე - გარსია / შევალიე 30-50
    3. ვანდერსონი
    4. უილიამსი

    ანუ დაახლოებით 300 მილიონამდე თანხა გვჭირდება და ძალიან არარეალისტირია რომ ესენი მაგ თანხებს იშოვნიან, უბრალოდ თუ ისევ ბებერი ლევანას და შესნის ხარჯზე გაწურავენ სეზონს ასე მგონია ვერც წლევანდელ შედეგებს გაიმეორებენ და მერე ფლიკიც წავა მსგავსი მენეჯმენტის ფონზე, შესაბამისად ყველას კარგად გვესმის რომ ამ ფული მოტანა რთული იქნება, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ რომ თუ გვინდა მომავალი 5-10 წლის განმავლობაში ვდომინირებდეთ რისი 70% რესურსიც უკვე აქვს ამ კლუბს, მაშინ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, ნუ მომავალ სეზონში აქედან სულ მცირე 50% მაინც თორე აბა რა აზრი აქვს ისევ ალალ ბედზე გატრაშუანებას? და მერე ვიძახოთ 10 და 20 წელი არ მოგვიგია ლიგაო.. რაის მოვიგებთ თუ ასე ვწურეთ მარტინებით და გარსიებით?!
    ფანი [?]
    #120 7 მაისი 2025 23:04
    1
    ციტატა: Frenkie de Jong_
    🚨 Manchester United are set to launch an €80 million bid for Barcelona captain Ronald Araujo in the summer transfer window, aiming to make the Uruguayan center-back the cornerstone of their defensive rebuild, according to reports by Fichajes.

    Barcelona, despite fending off interest in January, are under financial pressure, and a substantial offer could force them to consider selling to ease their salary burden and fund squad investments.

    Bayern Munich are also interested but with a lower offer, giving United an edge if Barcelona prioritize financial gain. Araujo’s preferences and the sporting project presented to him will likely play a decisive role in his future.


    ვფუთავთ….

    80? ეს თუ მართალია გაყიდეთ
    ფანი [?]
    #119 7 მაისი 2025 23:02
    2
    ციტატა: Iniesta_8
    რა ხდება ადმინებს მშვიდობა გაქვთ? თამაშის არაფერია დასადები? მთავარ მწვრთნელს ან ფეხბურთელებებს არაფერი უთქვამთ? თუ ჯერ დეპრესიაში ხართ კიდევ

    ყველა მძიმე დეპრესიაში ვართ🥴