მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

   მატჩის დამატებით წუთებზე ლამინე იამალმა ბურთი შეისწორა საჯარიმოს მისადგომებთან, კარგად დაარტყა და ძელს მოხვდა. რატომღაც ცუდად მენიშნა, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ალბათ წარსული გამოცდილებებიდან მოდის, ფეხბურთს ხომ თავისი სამეტყველო ენა აქვს, ჩვენ კი უკვე ვსაუბრობთ მის ენაზე და ამ მომენტმა გვითხრა, რომ ნერვიულობის დრო დადგა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 

არ ამომდის თავიდან, ცოტათი გვერდზე და დამთავრდა, ეგ არის, ფინალში ვართ, მაგრამ არა. ცუდი სამსახურიც გაუწია გუნდს, მოდუნდნენ, ასე მომეჩვენა, "ინტერს" ჰქონდა შესაგდები და იქით "ბარსა" უტევდა, მერე კიდევ უცბად გოლი გამოაცხვეს. მეორე ტაიმში არაფერს ჰგავდა "ინტერი" და ძალიან კარგი იყო "ბარსა", მაგრამ ბოლოს მაინც ბარლოგივით მოიქნიეს მათრახი. ჩავარდა ქვესკნელში, მკვდარი გგონია და მაინც წაგავლო ფეხში..

უცნაურად მეჩვენა ის ამბავი, რომ ახლო განმეორება არ გვინახავს ყველაზე საკამათო ეპიზოდის, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ მარტინზე თამაშის წესები დაირღვა, მერე ჩანს თითქოს ბურთზე თამაშს ასწრებენ და თავად წამოედო მეტოქეს, მაგრამ ახლო კადრი არ გვინახავს. 

მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ისიც ნახევარფინალიდან, ისიც გასვლაზე, მაშინ ბალაკს მოხვდა ხელზე ბურთი, მაგრამ არც ერთხელ ეგ ეპიზოდი არ გაუმეორებიათ. დღეს უკვე ბევრ ახლო კადრს ვნახავთ, ალბათ დარღვევაც არ იქნება, ამიტომაც ტიროდა პატარა ბავშვივით ჟერარ მარტინი, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ვეღარც არაუხომ უშველა, რომელიც ძალიან ინერტული იყო გოლის მოემნტში. ახლა რაღა დაავიწყებს ამას? დროს კიდევ ვეღარ დააბრუნებ უკან. 

მწარე იყო ძალიან. ისტორიული მატჩი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო. მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. ორივე მატჩი შეუდარებელი იყო, და ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარსა" ვერ გავიდა, არა იმიტომ, რომ მისი ქომაგები ვიყრით აქ თავს, უბრალოდ იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა, ასე მგონია. 

წაგებული ტაიმი

"ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს აგებდა, ისევე როგორც "მონჟუიკზე". უკვე ვიცით რომ გუნდი არ ტყდება, არასდროს, ფლიკმა ამაზე მაგრად იმუშავა და სიამაყის მიზეზიც გვაქვს. პირველი ტაიმი "ინტერის" იყო, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორიც "ბარსას" ჰქონდა მეორეში. პირველი ტაიმის ანტიგმირი დანი ოლმო გამოდგა, ჯერ მის შეცდომას მოჰყვა გოლი, მერე კიდევ შეტევაში ყველაზე მეტად ის ურევდა. გაყვანის პირველი კანდიდატიც ის იყო. ამასობაში მეორე გოლიც მივიღეთ, კუბარსიმ ლაუტარო წააქცია, არგენტინელმა ბოლო მომენტში შეძლო ფეხის ჩადგმა და - ეს პენალტია. არსენ ვენგერს უთქვამს ამაზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა იგულისხმა. კუბარსის კიდევ მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთი ამ პენალტს თუ წამოაძახებს ვინმე, მსგავსი პენალტი ადრეც აუღია, დარწმუნებულია რომ ბურთზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს სულ გამოუცდელობის ამბავია, პირველად ითამაშა ნახევარფინალი. ყველაფერი წინ აქვს, მასაც, სხვებსაც, გუნდსაც. 

პირველ ტაიმში პედრი და იამალი ცდილობდნენ რაღაც ორიგინალურის მოფიქრებას, მაგრამ ბევრი არაფერი გამოდიოდა. საერთო ჯამში, ლამინეს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ჩემამდე არ დადის ერთი გოლი მაინც როგორ ვერ შეაგდო. ხან არ უმართლებდა, ხანაც ზომერი იყო საქმეში. 

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და ფლიკმა მოიგო. აი, დამატებით დროს ან იღბალი იგებს, ან გამძლეობა. 

რემონტადა 

რაღაც არანორმალური ვნახეთ, "ბარსამ" ორი განაპირა მცველი დაკარგა, მათ ნაცვლად გამწესებულმა მცველებმა კი ერთი გოლი გააკეთეს და მალევე მეორესთანაც იყვნენ ახლოს. ჟერარ მარტინის ჩაწოდებას ერიკ გარსიას ძალიან ლამაზი გოლი მოჰყვა, შემცირდა ანგარიში და ისე გამოცოცხლდა "ბარსა" რომ მეორე გოლი დროის ამბავი გახდა. ამის მერე იყო გენიალური კონტშეტევა, იამალის დაწყებული, ორი განაპირა მცველით შეტევაში, მათთან ახლოს პედრი, რომელიც ბრწყინვალედ ანაწილებდა ბურთს და ისევ მარტინის პასის მერე, ისევ გარსია ურტყამდა კარში, ცარიელ კარში... მაგრამ ზომერი გამოფრინდა, ეს არაადამიანი, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ "ბარსა" ფინალის გარეშე დარჩა. 

განმეორებაზე გამოჩნდა რომ გარსიას დარტყმა დიდად კარგი ვერ იყო.

მცირე ხანში "ბარსამ" მაინც შეაგდო, ისევ ჟერარ მარტინის ჩაწოდების მერე პირველი ტაიმის ანტიგმირმა ანგარიში გაათანაბრა, დანაშაული გამოისყიდა. დანი ოლმომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ზომერი უშანსოდ დარჩა. ფსიქოლოგიური უპირატესობა "ბარსას" მხარეს გადავიდა. მე კიდევ მეფიქრებოდა რაფინიაზე, კაცზე, რომელიც საერთოდ არ ჩანდა პირველ და მეორე ტაიმებში, და ისევ წარსული გამოცდილებიდან ვიცით რომ ეს მეტოქისთვის კარგი არ არის, რაფინია ზუსტად მაშინ გაისვრის, როცა არ ჩანს.  

ჰოდა, გაისროლა! 

2:3.. რემონტადა! "ბარსა" ფინალშია!

ფინალშია? 

როდის წავაგეთ თამაში? 

როდის წავაგეთ? იამალმა რომ ძელს მოარტყა? ან, იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დაცვის ბურჯმა ტრავმა მიიღო? ინიგო ხომ  "ბარსასთვის" შეუცვლელია. ისე გამოვიდა, რომ დაცვის ოთხეულიდან მხოლოდ კუბარსი იყო ძირითადის წევრი, და ისიც ასე ახალგაზრდა. ეგ კი არა, შემცვლელის შემცვლელიც ვიხილეთ, ერიკ გარსია ჰექტორ ფორტმა შეცვალა და დიდი სარგებელი მისგან ვერ მივიღეთ. 

იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დავიჯერეთ, რომ მოვიგეთ?

სასტიკია ხანდახან ფეხბურთი. 

სათადარიგო დაცვის ხაზით რომ თამაშობ კიდევ ბევრი გაქვს მოხერხებული. შესნიც მშვენივრად გაისარჯა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" არც ძირითადის მეკარე ჰყოლია კარში. ჰოდა, რა გამოდის? უკანა ხაზის ხუთი კაციდან ბოლო წუთებისთვის მხოლოდ ერთი შემოგვრჩა ვისაც ძირითადის წევრი ეთქმის. რა თქმა უნდა, კიდევ გაიტანდა "ინტერი". ეს ნათელი იყო. 

თუმცა, "ბარსა" მაინც არ გატეხილა და ახლოსაც იყო მატჩი პენალტებში გადაეყვანა, იმსახურებდა, მატჩიც იმსახურებდა ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს გადაეწყვიტა, ეგ იქნებოდა ამ სცენარის საკადრისი კულმინაცია, მაგრამ იან ზომერმა ნამუსი სულ დაკარგა, ასეთი რამ ჟულიო სეზარსაც არ უკადრებია, ერთხელ მესმის, მაგრამ ორჯერ და სამჯერ რა უბედურებაა... დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე, რომ ამ ნახტომს ასრულებ, ხალხი რომ გოლს ყვირის და ბურთს რომ ბადეში ვერ ხედავს, ამას ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს ვინმემ? 

კარგი გუნდია "ინტერი", კარგი ფეხბურთიც ითამაშეს, მაგრამ "ბარსაზე" კარგი ვერ არის, "ბარსაზე" უკეთ არ უთამაშიათ. რაღაცებში მეტად გაუმართლათ, რაღაცებისთვის მეტად მზად იყვნენ, ინძაგი წლებია ამ გუნდთან ერთად მუშაობს, წაგების სიმწარეც ნანახი აქვს. ფლიკის "ბარსა" კიდევ ახალი დაწყებულია და შეხედეთ აბა მთავარი ვარსკვლავების ასაკს - ყველაფერი წინ არის. ბედნიერია გუნდი, რომელსაც პედრი ჰყავს, ბედნიერია გუნდი, რომელსაც იამალი ჰყავს. 

იმსახურებდა ფინალს ფრენკი დე იონგი, იმსახურებდა პედრი, იმსახურებდა ლამინ იამალი, მთელი გუნდი იმსახურებდა, ჰანსი ფლიკი იმსახურებდა, ლაპორტაც კი იმსახურებდა, მაგრამ არ გამოვიდა. 

წინ ელ კლასიკოა 

ორ დღეში კი არა, წლები ვერ დავივიწყებთ ამ მატჩს და არც არის დასავიწყებელი, სიმწარის მიუხედავად "ბარსას" შეუძლია იამაყოს განვლილი გზით. ეგრე სად არის გუნდის ლიდერი 17 წლისა იყოს და ეგრევე კვარცხლბეკზე აღმოჩნდეს? ჯერ საფეხურებია გასავლელი. მესიმ ჯერ ტრავმა ნახა და ტრიუმფს გამოაკლდა, მერე "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" მარცხი ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ოქრომდე მისვლა. 

ზინედინ ზიდანმა სამჯერ ზედიზედ წააგო ევროსარბიელზე ფინალი, სანამ ოქრომდე მივიდოდა. იამალმაც ის აუცილებელი საფეხური გადადგა, სხვაგვარად არ გამოდის, უბრალოდ, ცხოვრებას აქვს ასეთი კანონზომიერება. 

ხასიათის გამოკეთება ელ კლასიკოს შეუძლია. "ბარსა" მოგების შემთხვევაში გაჩემპიონდება. სეზონს სამი ტიტულით დაასრულებს, რაც თავისთავად დიდი წარმატებაა. ამიტომ, სრული კონცენტრაციაა საჭირო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 249 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #169 8 მაისი 2025 02:27
    0
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო :) ცხოვრება რა უცნაური რამეა

    არ დაიჯერო ეგ;
    დემბელემ არა კიდევ იმან;
    ლიგა 1-ით გამორიცხულია, დღესაც სკამიდან შემოვიდა ტიპი, ბრთის მომგებები სკამიდან არ შე ოდიან ლიგის 1/2 ფინალში;
    წინ მსოფლიოს საკლუბოა სხვათა შორის, 32 კლუბიანი ტურნირი და რაღაცას ეგეც იზამს, ვნახოთ როგორი გამოდგება;
    კიდევ ერთა ლიგის დასკვნითი, მომდევბნო სეზონის დასაწყისი, ასე, რომ...
    იმედია ეგ ჯილდო მთლად ასე არ გადაბანძდება, რომ იმ ინბეცილს ჩაახუტონ

    სკამიდან იმიტომ შემოვიდა რომ ტრამვა ქონდა … არადა ძაან დიდი შანსია ლიგა თუ დადო და დიდი ალბათობით დადებს უეჭველი დემბელესი გახდება ოქროს ბურთი რაც რავი სირცხვილია ფეხბურთის
    წევრი [?]
    #168 8 მაისი 2025 02:00
    0
    ფინალს ინტერი იგებს რა პსჟ, მაგათაც ჩვენსავით ნახევარი გუნდი თუ არ დაემტვრათ არარი პსჟ ინტერის მომგები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #167 8 მაისი 2025 01:59
    1
    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო :) ცხოვრება რა უცნაური რამეა

    არ დაიჯერო ეგ;
    დემბელემ არა კიდევ იმან;
    ლიგა 1-ით გამორიცხულია, დღესაც სკამიდან შემოვიდა ტიპი, ბრთის მომგებები სკამიდან არ შე ოდიან ლიგის 1/2 ფინალში;
    წინ მსოფლიოს საკლუბოა სხვათა შორის, 32 კლუბიანი ტურნირი და რაღაცას ეგეც იზამს, ვნახოთ როგორი გამოდგება;
    კიდევ ერთა ლიგის დასკვნითი, მომდევბნო სეზონის დასაწყისი, ასე, რომ...
    იმედია ეგ ჯილდო მთლად ასე არ გადაბანძდება, რომ იმ ინბეცილს ჩაახუტონ
    ახალბედა [?]
    #166 8 მაისი 2025 01:57
    0
    ციტატა: ეთო
    ციტატა: ეთო
    ციტატა: NEYBarca
    აჰა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მეკარეს, დაცვას და ზოგადად დაბალანსებულ გუნდს.
    ნახევარდაცვაც უკეთესი ყავს პესეჟეს
    ეს ნევეში ცალი ფეხით რო გამოვიდეს მაინც აჯობებს ჩვენს ქერა ბალერინას და ლოკოკინა მაკარონისფეხებას :დ

    ზუსტად რქმხელა მნიშვნელიბა აქვს კარგ მეკარეს დონარუმამ სამი მკვდარი ბურთი აიღო სამი მკვდარი ბურთი 👌👌👌👌👌

    ცალკე კოჭლი ცალ თვალა ჟაო ნევეში მირჩევნია მილიონჯერ იმ უტ##რაკო ქერა ბალერინას ყლ##ე იონგს


    დონარუმა > შესნი
    ნევეში > დე იონგი
    მარკინიოსი > არაუხო
    მენდეში > მარტინი



    ამ სი##რმა იდიოტებმა წაგვაგებინეს თამაში 😑😑😡😡😡😑😡😑😡😑😡😑😡😑😡😡😡
    ფანი [?]
    #165 8 მაისი 2025 01:52
    0
    კარგი მეკარე რომ ნახევარი გუნდია ამ თამაშშიც გამოჩნდა დავიწყებ იმით რომ პენია (ტერშტეგენი ან შესნი ერთ ერთი) გასაშვებია. ამათთან ერთად ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, არაუხო, დეიონგზე თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა ეგეც უნდა გაეყიდათ, ასევე კრისტენსენიც უნდა გაყიდონ ტრავმები აქ სულ, ამ ფეხბურთელების გაშვებით 150+ მილიომს ხო გამოვიმუშავებთ დაახლოებით ამას პლიუს სახელფასო ჭერიც გამონთავისუფლდება (არ ვიცი მართალია თუ არა მარა დაიწერა არაუხოში 80 მილიონს იხდის უნაიტედიო ) ამათი გაყიდვის მერე უნდა მოიყვანონ კარგი მეკარე რაიაც არაა ცუდი ვარიანტი, ცენტრალურ დაცვას არ სჭირდება არაფერი ტა მოვა თან და ფლანგებზე კიდე შეიძლება დაფიქრება თუმცა ფლანგის მცეველბზე უფრო მნიშვნელოვანი აროს შეტევა სადაც ისაკი და უილიამსი თუ მოვიდა ძალიან მაგარი იქნება ნახევარდაცვა არაა მისახედი აგერ კასადპ დაბრუნდება ჩამშლელია თან მარჯვენა ფლანგის მცველადაც შეუძლია, ბერნალი რო დაბრუნდება და თუ კარგი დონე დადო მაშინ ნახევარდაცვას არაფერი არ უნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #164 8 მაისი 2025 01:38
    2
    ციტატა: Barca1980
    ციტატა: Bakero
    საღოლ ლუის ენრიკე ! ორივე თამაში მოუგო არსენალს smiley წარმატებები ხვიჩას ლიგის მოგება ნამდვილად გამიხარდება !
    რა ვიცი, თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა კიდევ ენრიკესთან დაკავშირებით, ყველას გასცა პასუხი, გუნდი რომელიც ძლივს გავიდა ფლეიოფში, ფინალში გაიყვანა, გამოაგდო მთელი პრემიერლიგა და ვერც იმას იტყვი რომ უფრო მაგარი შემადგენლობა ჰყავდა, ვიდრე დანარჩენებს. მიდი ლუჩო, შენ და კვარას გიგულშემატკივრებთ, იმ ტრაგედიის მერე, ნამდვილად იმსახურებ განგებისგან საჩუქსრსა და სიხარულს.

    კი კი ნამდვილად პსჟ ნამდვილად მაგის გუნდია თან თითონ ააწყო მაგათი თამაში მე ადრე არ ვწყალობდი მაგრამ ნამდვილად დონე დადო მიუხედავად დაცვაში პრობლემებისა მთელი პრემიერ ლიგა გაიარა ტიპმა joy
    ახალბედა [?]
    #163 8 მაისი 2025 01:37
    0
    ციტატა: ეთო
    ციტატა: NEYBarca
    აჰა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მეკარეს, დაცვას და ზოგადად დაბალანსებულ გუნდს.
    ნახევარდაცვაც უკეთესი ყავს პესეჟეს
    ეს ნევეში ცალი ფეხით რო გამოვიდეს მაინც აჯობებს ჩვენს ქერა ბალერინას და ლოკოკინა მაკარონისფეხებას :დ

    ზუსტად რქმხელა მნიშვნელიბა აქვს კარგ მეკარეს დონარუმამ სამი მკვდარი ბურთი აიღო სამი მკვდარი ბურთი 👌👌👌👌👌

    ცალკე კოჭლი ცალ თვალა ჟაო ნევეში მირჩევნია მილიონჯერ იმ უტ##რაკო ქერა ბალერინას ყლ##ე იონგს


    დონარუმა > შესნი
    ნევეში > დე იონგი
    მარკინიოსი > არაუხო
    მენდეში > მარტინი



    ამ სი##რმა იდიოტებმა წაგვაგებინეს თამაში 😑😑😡😡😡😑😡😑😡😑😡😑😡😑😡😡😡
    Culé [?]
    #162 8 მაისი 2025 01:35
    1
    ციტატა: frenkie dejong21
    ფინალის წაგებას ყველაფერი მირჩევნია
    მართლა გულის შეტევა დამემართებოდა

    +1
    იმ თამაშით რო წაგვეგო რაც 2-0ზე იყო, ვაბშე ხმას არ გავიღები. აი დარჩენილ 2 წუთში გოლი და თანაც ისეთი უაზროდ გაშვებული, პირდაპირ ციანიდი იყო სისხლძარღვებში. თვალებიდან არაფრით ამომდის ეგ მომენტი, როგორ ძალით წავაგეთ მატჩი.
    Culé [?]
    #161 8 მაისი 2025 01:28
    0
    Clever liar, მაგის ინტერვიუს წავიკითხავდი ისე,რას იტყოდა გუშინდელ თავის "გმირობაზე" საინტერესოა ან როგორ შეაფასებდა ლიგის ფინალში გასვლა პირდაპირ რომ მიართვა ინტერს,გაუნაღდა და ჩაუდო ფინალის საგზური ჯიბეში.მარა ეტყობა არაფერი აქვს სათქმელი მაგ გუნდის შემარცხვენელს.
    Culé [?]
    #160 8 მაისი 2025 01:20
    5
    ადმინებო, ძაან დიდი უპასუხისმგებლობაა მომხმარებლების მიმართ რომ ნახევარფინალი იყო და სტატიას არ დებთ 2 დღეა. ნუთუ საერთოდ არაფერი არ აქვს არავის სათქმელი? ფლიკს ინტერვიუ არ ჰქონდა, ან ფეხბურთელებს? შემდეგი თამაშისთვის ვინ გვეყოლება არ უნდა ვიცოდეთ? რავი ძაან მწყდება გული იმაზე რომ ყანამადრიდი გჯობნით უკვე 1 წელია, არადა საუკეთესო საიტი იყავით.
    Culé [?]
    #159 8 მაისი 2025 01:19
    2
    ციტატა: Bakero
    საღოლ ლუის ენრიკე ! ორივე თამაში მოუგო არსენალს smiley წარმატებები ხვიჩას ლიგის მოგება ნამდვილად გამიხარდება !
    რა ვიცი, თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა კიდევ ენრიკესთან დაკავშირებით, ყველას გასცა პასუხი, გუნდი რომელიც ძლივს გავიდა ფლეიოფში, ფინალში გაიყვანა, გამოაგდო მთელი პრემიერლიგა და ვერც იმას იტყვი რომ უფრო მაგარი შემადგენლობა ჰყავდა, ვიდრე დანარჩენებს. მიდი ლუჩო, შენ და კვარას გიგულშემატკივრებთ, იმ ტრაგედიის მერე, ნამდვილად იმსახურებ განგებისგან საჩუქსრსა და სიხარულს.
    Culé [?]
    #158 8 მაისი 2025 01:17
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ციტატა: ტერ შტეგენი
    ციტატა: Bakero
    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.

    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში

    რომელიმე ხომ უნდა გავუშვათ მაშინ სამიდან.

    მე თუ მკითხავთ სამივე გასაშვებია ნუ კაი ერთი დავიტოვოთ ზამენისთვის და ვინმე ახალგაზრდა მოვიყვანოთ

    მე პენიას გავუშვებდი, ვისი სახელითაც ვარ დარეგისტრირებული იმას არა შანსს მივცემდი.
    Culé [?]
    #157 8 მაისი 2025 01:17
    1
    ციტატა: ტერ შტეგენი
    ციტატა: Bakero
    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.

    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში

    რომელიმე ხომ უნდა გავუშვათ მაშინ სამიდან.

    მე თუ მკითხავთ სამივე გასაშვებია ნუ კაი ერთი დავიტოვოთ ზამენისთვის და ვინმე ახალგაზრდა მოვიყვანოთ
    Culé [?]
    #156 8 მაისი 2025 01:16
    0
    ციტატა: Clever liar
    პრინციპში ჩვენ ეს პსჟ_ეს გამოგვისობდა ფინალში და რა აზრი აქ ეხლა ვისთან წავაგეთ.. მეკარე ჩვენ არ გვყავდა, მცველი, ჩამშლელი და თავდამსხმელი. მხოლოდ იამალი - ფლიკით მოიგო ასეთი ტურნირი ბადბინტონი ხოარაა 2 კაციანი :))

    ფინალის წაგებას ყველაფერი მირჩევნია
    მართლა გულის შეტევა დამემართებოდა
    წევრი [?]
    #155 8 მაისი 2025 01:14
    1
    Clever liar,
    აი კაცი Ძმაო, იცის
    Culé [?]
    #154 8 მაისი 2025 01:12
    0
    ციტატა: Bakero
    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.

    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში

    რომელიმე ხომ უნდა გავუშვათ მაშინ სამიდან.
    ფანი [?]
    #153 8 მაისი 2025 01:10
    0
    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო :) ცხოვრება რა უცნაური რამეა

    მე მაინც ინტერის ჩემპიონობა უფრო მგონია და რა ვქნა
    გულშემატკივარი [?]
    #152 8 მაისი 2025 01:08
    0
    ლაპორტას რომ კითხო 2026-ში ჰალანდი მოყავს 100%ით და არაა წელს ფორვარდის მოყვანა საჭირო. როგორც 2023-ში მოიყვანეს
    Culé [?]
    #151 8 მაისი 2025 01:07
    3
    ეს ნაბიჭვარი არაუხო გადაესპერმება ეხლა სადმე და გახდება ეგრევე ვირჯილ ვან დეიკი იმბეცილ დემბელესავით, როგორ მიყვარდა და როგორ შემაზიზღა თავი. კეპლერ პეპეს უფრო დიდ პატივს ვცემ ეხლა ვიდრე ამ არარაობას..
    Culé [?]
    #150 8 მაისი 2025 01:06
    0
    ციტატა: araujo4
    ციტატა: Bakero
    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.

    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში

    ხაზგასმით აღნიშნა დეკომ რო შესნის გავუხანგრძლივებთ და შტეგენი რჩებაო. თითქმის არ არის მაგის შანსი რო მეკარე მოიყვანონ

    პენიაზე რატომ არ წერენ არაფერს და ამბობენ რას უპირებენ მაგასაც იტოვებენ ალბათ.