მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

   მატჩის დამატებით წუთებზე ლამინე იამალმა ბურთი შეისწორა საჯარიმოს მისადგომებთან, კარგად დაარტყა და ძელს მოხვდა. რატომღაც ცუდად მენიშნა, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ალბათ წარსული გამოცდილებებიდან მოდის, ფეხბურთს ხომ თავისი სამეტყველო ენა აქვს, ჩვენ კი უკვე ვსაუბრობთ მის ენაზე და ამ მომენტმა გვითხრა, რომ ნერვიულობის დრო დადგა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 

არ ამომდის თავიდან, ცოტათი გვერდზე და დამთავრდა, ეგ არის, ფინალში ვართ, მაგრამ არა. ცუდი სამსახურიც გაუწია გუნდს, მოდუნდნენ, ასე მომეჩვენა, "ინტერს" ჰქონდა შესაგდები და იქით "ბარსა" უტევდა, მერე კიდევ უცბად გოლი გამოაცხვეს. მეორე ტაიმში არაფერს ჰგავდა "ინტერი" და ძალიან კარგი იყო "ბარსა", მაგრამ ბოლოს მაინც ბარლოგივით მოიქნიეს მათრახი. ჩავარდა ქვესკნელში, მკვდარი გგონია და მაინც წაგავლო ფეხში..

უცნაურად მეჩვენა ის ამბავი, რომ ახლო განმეორება არ გვინახავს ყველაზე საკამათო ეპიზოდის, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ მარტინზე თამაშის წესები დაირღვა, მერე ჩანს თითქოს ბურთზე თამაშს ასწრებენ და თავად წამოედო მეტოქეს, მაგრამ ახლო კადრი არ გვინახავს. 

მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ისიც ნახევარფინალიდან, ისიც გასვლაზე, მაშინ ბალაკს მოხვდა ხელზე ბურთი, მაგრამ არც ერთხელ ეგ ეპიზოდი არ გაუმეორებიათ. დღეს უკვე ბევრ ახლო კადრს ვნახავთ, ალბათ დარღვევაც არ იქნება, ამიტომაც ტიროდა პატარა ბავშვივით ჟერარ მარტინი, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ვეღარც არაუხომ უშველა, რომელიც ძალიან ინერტული იყო გოლის მოემნტში. ახლა რაღა დაავიწყებს ამას? დროს კიდევ ვეღარ დააბრუნებ უკან. 

მწარე იყო ძალიან. ისტორიული მატჩი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო. მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. ორივე მატჩი შეუდარებელი იყო, და ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარსა" ვერ გავიდა, არა იმიტომ, რომ მისი ქომაგები ვიყრით აქ თავს, უბრალოდ იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა, ასე მგონია. 

წაგებული ტაიმი

"ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს აგებდა, ისევე როგორც "მონჟუიკზე". უკვე ვიცით რომ გუნდი არ ტყდება, არასდროს, ფლიკმა ამაზე მაგრად იმუშავა და სიამაყის მიზეზიც გვაქვს. პირველი ტაიმი "ინტერის" იყო, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორიც "ბარსას" ჰქონდა მეორეში. პირველი ტაიმის ანტიგმირი დანი ოლმო გამოდგა, ჯერ მის შეცდომას მოჰყვა გოლი, მერე კიდევ შეტევაში ყველაზე მეტად ის ურევდა. გაყვანის პირველი კანდიდატიც ის იყო. ამასობაში მეორე გოლიც მივიღეთ, კუბარსიმ ლაუტარო წააქცია, არგენტინელმა ბოლო მომენტში შეძლო ფეხის ჩადგმა და - ეს პენალტია. არსენ ვენგერს უთქვამს ამაზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა იგულისხმა. კუბარსის კიდევ მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთი ამ პენალტს თუ წამოაძახებს ვინმე, მსგავსი პენალტი ადრეც აუღია, დარწმუნებულია რომ ბურთზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს სულ გამოუცდელობის ამბავია, პირველად ითამაშა ნახევარფინალი. ყველაფერი წინ აქვს, მასაც, სხვებსაც, გუნდსაც. 

პირველ ტაიმში პედრი და იამალი ცდილობდნენ რაღაც ორიგინალურის მოფიქრებას, მაგრამ ბევრი არაფერი გამოდიოდა. საერთო ჯამში, ლამინეს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ჩემამდე არ დადის ერთი გოლი მაინც როგორ ვერ შეაგდო. ხან არ უმართლებდა, ხანაც ზომერი იყო საქმეში. 

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და ფლიკმა მოიგო. აი, დამატებით დროს ან იღბალი იგებს, ან გამძლეობა. 

რემონტადა 

რაღაც არანორმალური ვნახეთ, "ბარსამ" ორი განაპირა მცველი დაკარგა, მათ ნაცვლად გამწესებულმა მცველებმა კი ერთი გოლი გააკეთეს და მალევე მეორესთანაც იყვნენ ახლოს. ჟერარ მარტინის ჩაწოდებას ერიკ გარსიას ძალიან ლამაზი გოლი მოჰყვა, შემცირდა ანგარიში და ისე გამოცოცხლდა "ბარსა" რომ მეორე გოლი დროის ამბავი გახდა. ამის მერე იყო გენიალური კონტშეტევა, იამალის დაწყებული, ორი განაპირა მცველით შეტევაში, მათთან ახლოს პედრი, რომელიც ბრწყინვალედ ანაწილებდა ბურთს და ისევ მარტინის პასის მერე, ისევ გარსია ურტყამდა კარში, ცარიელ კარში... მაგრამ ზომერი გამოფრინდა, ეს არაადამიანი, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ "ბარსა" ფინალის გარეშე დარჩა. 

განმეორებაზე გამოჩნდა რომ გარსიას დარტყმა დიდად კარგი ვერ იყო.

მცირე ხანში "ბარსამ" მაინც შეაგდო, ისევ ჟერარ მარტინის ჩაწოდების მერე პირველი ტაიმის ანტიგმირმა ანგარიში გაათანაბრა, დანაშაული გამოისყიდა. დანი ოლმომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ზომერი უშანსოდ დარჩა. ფსიქოლოგიური უპირატესობა "ბარსას" მხარეს გადავიდა. მე კიდევ მეფიქრებოდა რაფინიაზე, კაცზე, რომელიც საერთოდ არ ჩანდა პირველ და მეორე ტაიმებში, და ისევ წარსული გამოცდილებიდან ვიცით რომ ეს მეტოქისთვის კარგი არ არის, რაფინია ზუსტად მაშინ გაისვრის, როცა არ ჩანს.  

ჰოდა, გაისროლა! 

2:3.. რემონტადა! "ბარსა" ფინალშია!

ფინალშია? 

როდის წავაგეთ თამაში? 

როდის წავაგეთ? იამალმა რომ ძელს მოარტყა? ან, იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დაცვის ბურჯმა ტრავმა მიიღო? ინიგო ხომ  "ბარსასთვის" შეუცვლელია. ისე გამოვიდა, რომ დაცვის ოთხეულიდან მხოლოდ კუბარსი იყო ძირითადის წევრი, და ისიც ასე ახალგაზრდა. ეგ კი არა, შემცვლელის შემცვლელიც ვიხილეთ, ერიკ გარსია ჰექტორ ფორტმა შეცვალა და დიდი სარგებელი მისგან ვერ მივიღეთ. 

იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დავიჯერეთ, რომ მოვიგეთ?

სასტიკია ხანდახან ფეხბურთი. 

სათადარიგო დაცვის ხაზით რომ თამაშობ კიდევ ბევრი გაქვს მოხერხებული. შესნიც მშვენივრად გაისარჯა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" არც ძირითადის მეკარე ჰყოლია კარში. ჰოდა, რა გამოდის? უკანა ხაზის ხუთი კაციდან ბოლო წუთებისთვის მხოლოდ ერთი შემოგვრჩა ვისაც ძირითადის წევრი ეთქმის. რა თქმა უნდა, კიდევ გაიტანდა "ინტერი". ეს ნათელი იყო. 

თუმცა, "ბარსა" მაინც არ გატეხილა და ახლოსაც იყო მატჩი პენალტებში გადაეყვანა, იმსახურებდა, მატჩიც იმსახურებდა ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს გადაეწყვიტა, ეგ იქნებოდა ამ სცენარის საკადრისი კულმინაცია, მაგრამ იან ზომერმა ნამუსი სულ დაკარგა, ასეთი რამ ჟულიო სეზარსაც არ უკადრებია, ერთხელ მესმის, მაგრამ ორჯერ და სამჯერ რა უბედურებაა... დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე, რომ ამ ნახტომს ასრულებ, ხალხი რომ გოლს ყვირის და ბურთს რომ ბადეში ვერ ხედავს, ამას ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს ვინმემ? 

კარგი გუნდია "ინტერი", კარგი ფეხბურთიც ითამაშეს, მაგრამ "ბარსაზე" კარგი ვერ არის, "ბარსაზე" უკეთ არ უთამაშიათ. რაღაცებში მეტად გაუმართლათ, რაღაცებისთვის მეტად მზად იყვნენ, ინძაგი წლებია ამ გუნდთან ერთად მუშაობს, წაგების სიმწარეც ნანახი აქვს. ფლიკის "ბარსა" კიდევ ახალი დაწყებულია და შეხედეთ აბა მთავარი ვარსკვლავების ასაკს - ყველაფერი წინ არის. ბედნიერია გუნდი, რომელსაც პედრი ჰყავს, ბედნიერია გუნდი, რომელსაც იამალი ჰყავს. 

იმსახურებდა ფინალს ფრენკი დე იონგი, იმსახურებდა პედრი, იმსახურებდა ლამინ იამალი, მთელი გუნდი იმსახურებდა, ჰანსი ფლიკი იმსახურებდა, ლაპორტაც კი იმსახურებდა, მაგრამ არ გამოვიდა. 

წინ ელ კლასიკოა 

ორ დღეში კი არა, წლები ვერ დავივიწყებთ ამ მატჩს და არც არის დასავიწყებელი, სიმწარის მიუხედავად "ბარსას" შეუძლია იამაყოს განვლილი გზით. ეგრე სად არის გუნდის ლიდერი 17 წლისა იყოს და ეგრევე კვარცხლბეკზე აღმოჩნდეს? ჯერ საფეხურებია გასავლელი. მესიმ ჯერ ტრავმა ნახა და ტრიუმფს გამოაკლდა, მერე "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" მარცხი ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ოქრომდე მისვლა. 

ზინედინ ზიდანმა სამჯერ ზედიზედ წააგო ევროსარბიელზე ფინალი, სანამ ოქრომდე მივიდოდა. იამალმაც ის აუცილებელი საფეხური გადადგა, სხვაგვარად არ გამოდის, უბრალოდ, ცხოვრებას აქვს ასეთი კანონზომიერება. 

ხასიათის გამოკეთება ელ კლასიკოს შეუძლია. "ბარსა" მოგების შემთხვევაში გაჩემპიონდება. სეზონს სამი ტიტულით დაასრულებს, რაც თავისთავად დიდი წარმატებაა. ამიტომ, სრული კონცენტრაციაა საჭირო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 249 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #189 8 მაისი 2025 13:51
    4
    მბაპე რომ ტიტულების გამო და ოქროს ბურთის გამო მივიდა რეალში და ამ დროს პსჟ იწევს ყველა ტიტულზე😅😅😅 მაგარი გოიმი თუ არაა ერთი სუპერ თასი მოიგო რეალში ისიც მოუწია თორე ვაფშე უტიტულოდ რჩებოდა წელს
    Culé [?]
    #188 8 მაისი 2025 13:20
    1
    ციტატა: Messi 10
    რაშფორდს ბარსაში უნდა გადასვლაო და კაი სკამი იქნება ძაან…

    ლუქმანსაცოო

    40 მილიონად ძან კაია.
    ფანი [?]
    #187 8 მაისი 2025 13:06
    2
    რაშფორდს ბარსაში უნდა გადასვლაო და კაი სკამი იქნება ძაან…
    წევრი [?]
    #186 8 მაისი 2025 12:44
    5
    ეს დედამოხნული დაგინებულია რომ სიახლლეები არ დაიდოს თუ რახდება? 2 დღეა არაფერი იდებბბა, ძაან გაღლევდა უკვე ეს სიტი, არადა ადრე პირველი იყო სპორტულ საიტებში
    ფანი [?]
    #185 8 მაისი 2025 12:42
    3
    ეუ საიტის მოდერებს გლოვა ძაან გოუგრძელდათ გონია 😂
    წევრი [?]
    #184 8 მაისი 2025 12:05
    3
    თქვენი არ ვიცი მაგრამ ლუის ენრიკეს მობრუნებას სამომავლოდ მივესალმები მოიგოს ტიტულები და დაბრუნდეს მაგ კაცის ხელში ულამაზეს ფეხბურთს ითამაშებენ
    ახალბედა [?]
    #183 8 მაისი 2025 10:59
    0
    ციტატა: ეთო
    პსჟს გახსნის შუაზე იმ იღბალა ინტერს 👌❤❤❤❤❤😍❤😍 რასაც ქვია დედას მოუხნავს ისე რომ არავის მოხვნია მაგ იღბალა გუნდს ❤❤❤😍😍
    დედას მოუ####ნავს არც ამოსუნთქებს იმ იღბალა ინტერს პსჟ ფინალში და იცით რატომ პსჟ ჩვენგან განსხვავებით გუნდი არის და აი ამიტომ. 👌🥰😘😍❤❤❤

    დონარუმა > შესნი
    მარკინიოსი > არაუხო
    ნევეში > დე იონგი

    ციტატა: ტერ შტეგენი
    დონარუმას ყოჩაღ რასაც ვუყურებ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მეკარე.გუშინ ზომერის დღეს დონარუმას თამაშის შემხედვარე დავრწმუნდი რომ კარგი მეკარე მართლა ნახევარ გუნდს ნიშნავს.როგორ მინდა ინტერი ფინალში ისეთი ანგარიშით განადგურდეს და ისე გასწორდეს მიწასთან რომ სანანებელი გაუხდეთ ფინალში გასვლა.

    ციტატა: Iniesta_8
    პსჟ-ს მიგება მინდა რადგან: 1. კვარა თამაშობს მანდ 2. ლუის ენრიკემ დაიმსახურა კიდევ ერთი ლიგა 3. ინტერი მანდ ყოფნას არ იმსახურებს და თუ სამართალი არსებობს სამარცხვინოდ უნდა წააგონ. დემებელემ კიდე ოქროს ბურთი რომ მოიგოს მაგრად მკიდია, მარა მბაპეზე ადრე რომ ექნება ლიგა და ოქროს ბურთი მოგებული გასახალისებლად არ გეყოფათ?

    ციტატა: პენდრაგონი
    პსჟ რომ მეზიზღება, მსგავსად არცერთი გუნდი არ მძულს, ვერანაირი კვარას, ვერანაირი ენრიკეს და ვერანაირი მესის გამო ვერასოდეს ვუქომაგებდი მაგ გუნდს ვერცერთ თამაშში, მაგრამ ახლა იმედია 5-0ს მოიგებენ და სამართალი იზეიმებს. უტიტულოდ უნდა დარჩეს ეგ ნაბი#ვარი, იღბალა გუნდი, რომლის ფინალში თამაშიც, საფეხბურთო ცინიზმია და მეტი არაფერი
    Culé [?]
    #182 8 მაისი 2025 10:37
    11

    #181 8 მაისი 2025 10:34
    3
    პსჟ-ს მიგება მინდა რადგან: 1. კვარა თამაშობს მანდ 2. ლუის ენრიკემ დაიმსახურა კიდევ ერთი ლიგა 3. ინტერი მანდ ყოფნას არ იმსახურებს და თუ სამართალი არსებობს სამარცხვინოდ უნდა წააგონ. დემებელემ კიდე ოქროს ბურთი რომ მოიგოს მაგრად მკიდია, მარა მბაპეზე ადრე რომ ექნება ლიგა და ოქროს ბურთი მოგებული გასახალისებლად არ გეყოფათ?
    Culé [?]
    #180 8 მაისი 2025 10:30
    5
    ჯერ კიდე ნერვებზე ვარ და ჯერ კიდევ მხოლოდ არაუხოს ოჯახის ტრიალი მინდა ყველა ბრუნვაში. რაც ფეხბურთს ვუყურებ, არ მინახავს, გუნდი ამდენად იღბლის, გაუგონარი ინდივიდუალური შეცდომების და გაუგონარი მსაჯის შეცდომების გამო გამოვარდნილიყო საიდანმე. არანაირად არ დაუმსახურებია ინტერს მოგება, თავზე დაახია ბურთი ბარსეონამ მონჟუიკზეც რა მეაცაზეც, 4 ბურთიანი უპირტესობით შეეძლო გუნდს მოგება ძალიან იოლად. ინტერის ფინალში თამაში არის ერთ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა რაც კი საერთორ ფეხბურთში მინახავს, საფეხბურთო ცინიზმთან ერთად

    და ისევ და ისევ არაუხოს მახინჯი, უტვინო, უინტელექტო, ტუგადუნი, გამო##რებული, მათხოვარი და ნაბი##არი დედას შევ##ი
    Culé [?]
    #179 8 მაისი 2025 10:01
    2
    მესამე გოლის მომენტი ფლიკმა უნდა აყურებინოს მარტო მთავარ გუნდს კი არაა, ლა მასიას ასაკობრივად ყველაზე პატარა ასაკის გუნდსაც კიი. იყო ამ სეზონში რამდენიმე მსგავსი მომენტიი, როცა ეპიზოდს გამოეთიშნენ მსაჯის იმედად და ხელების შლა დაიწყეს. კუბარსაც და დებილ დე იონგსაც უნდა მოძრაობა გაეგრძელებინათ სეირნობის მაგივრად, კუბარსს შეეძლო დუმფრისთან ბევრად ახლოს თამაშიი და ვარდნაც კიი, უბრალოდ გამოუცდელობამ და პირველ ტაიმში მომხდარმა იმოქმედა , აი ნიდერლანდელ დედოფალს კიი შეეძლო არაუხოსა და კუბარსს შორის სივრცის შევსება. დაამთავრე ეპიზოდი და მსაჯი თუ შეცდა, დაზღვეული მაინც იქნებიი.
    ახალბედა [?]
    #178 8 მაისი 2025 09:30
    0
    პსჟს გახსნის შუაზე იმ იღბალა ინტერს 👌❤❤❤❤❤😍❤😍 რასაც ქვია დედას მოუხნავს ისე რომ არავის მოხვნია მაგ იღბალა გუნდს ❤❤❤😍😍
    დედას მოუ####ნავს არც ამოსუნთქებს იმ იღბალა ინტერს პსჟ ფინალში და იცით რატომ პსჟ ჩვენგან განსხვავებით გუნდი არის და აი ამიტომ. 👌🥰😘😍❤❤❤

    დონარუმა > შესნი
    მარკინიოსი > არაუხო
    ნევეში > დე იონგი

    ციტატა: ტერ შტეგენი
    დონარუმას ყოჩაღ რასაც ვუყურებ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მეკარე.გუშინ ზომერის დღეს დონარუმას თამაშის შემხედვარე დავრწმუნდი რომ კარგი მეკარე მართლა ნახევარ გუნდს ნიშნავს.როგორ მინდა ინტერი ფინალში ისეთი ანგარიშით განადგურდეს და ისე გასწორდეს მიწასთან რომ სანანებელი გაუხდეთ ფინალში გასვლა.
    წევრი [?]
    #177 8 მაისი 2025 07:02
    0
    ციტატა: ☠️Spooky☠️
    ციტატა: rivaldo80
    ლუჩოს ტრენერად არ თვლიდა აქ ხალხი და არტეტა ცაში აყავდათ😂 საერთოდ უშანსოდ მოუგო.ერთი სავალალო შეცდომა არ დაუშვია გუნდს ორ თამაში და ჩვენ 7 ბურთი გავუშვით.

    არტეტას არც 9 ყავს და არც ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ამდენი ხანია ტრავმების გამო, ლუჩოსგან განსხვავებით კიდე ეპლში ქაჩაობს იმნაირ გუნდებთან.ლუჩო რო ძერსკია გეთანხმები

    რა არ დაუშვიათ, რა ბურთები გამოაძრო დონარუმამ გნდ ლონდონში და გინდაც წუხელ პარიზში, მეკარის ხარჯზე გავიდნენ რასაც ქვია, ლუჩოს რაც შეეხება საშუალო დონის სპეციალისტია, თუ ეხლა დადებს ლიგას მერე რა თქმა უნდა აიწევს რეიტინგში მაღლა. ისე რა შემადგენლობა მაგას ყავდა მაგით ფლიკი სასწაულ ფეხბურთს ათამაშებდა და ყოველწელს მოიგებდა ლიგას.

    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Barca
    კარგი მეკარე რომ ნახევარი გუნდია ამ თამაშშიც გამოჩნდა დავიწყებ იმით რომ პენია (ტერშტეგენი ან შესნი ერთ ერთი) გასაშვებია. ამათთან ერთად ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, არაუხო, დეიონგზე თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა ეგეც უნდა გაეყიდათ, ასევე კრისტენსენიც უნდა გაყიდონ ტრავმები აქ სულ, ამ ფეხბურთელების გაშვებით 150+ მილიომს ხო გამოვიმუშავებთ დაახლოებით ამას პლიუს სახელფასო ჭერიც გამონთავისუფლდება (არ ვიცი მართალია თუ არა მარა დაიწერა არაუხოში 80 მილიონს იხდის უნაიტედიო ) ამათი გაყიდვის მერე უნდა მოიყვანონ კარგი მეკარე რაიაც არაა ცუდი ვარიანტი, ცენტრალურ დაცვას არ სჭირდება არაფერი ტა მოვა თან და ფლანგებზე კიდე შეიძლება დაფიქრება თუმცა ფლანგის მცეველბზე უფრო მნიშვნელოვანი აროს შეტევა სადაც ისაკი და უილიამსი თუ მოვიდა ძალიან მაგარი იქნება ნახევარდაცვა არაა მისახედი აგერ კასადპ დაბრუნდება ჩამშლელია თან მარჯვენა ფლანგის მცველადაც შეუძლია, ბერნალი რო დაბრუნდება და თუ კარგი დონე დადო მაშინ ნახევარდაცვას არაფერი არ უნდა

    გამოსასყიდი 65 მილიონი აქ არაუხოს მაგ ფეხბურთელებს ფერანი 4-5 ტრანსფერი გვინდა ვინგერი ალავარეზი და მეკარე აუცილებლად

    ბერნალის იმედად ვერ იქნები, შანსიარაა დაბრუნდეს და ეგრევე იმრითმში ჩაჯდეს და ფორმაში როგორც იყო, აგერ გავი როგორი მენტალობის ბიჭია და ჯერ მაგამაც კი ვერ აღიდგინა იმფორმის ნახევარი რაც იყო. თუ ლიგა გვინდა მაშინ ჩამშლელი ფორვარდი და მეკარე აუცილებელია, ჩვენი სამივე მეკარე რომ შეაერთო მაინც ვერ მიიღებ ძირითადის სანდო კიპერს.
    წევრი [?]
    #176 8 მაისი 2025 06:43
    1
    ფინალში რო გავსილიყავით პსჟთან ასევე არსენალთან
    70%-30% იქნებოდა შანსები სრული შემადგენლობა რომ გვყოლოდა.🙂
    მაგრამ 2-წუთი დაგვაკლდა ფუნალამდე😶
    Culé [?]
    #175 8 მაისი 2025 04:30
    0
    ვცდილობ რამენაირად დავიძინო მაგრამ არ გამომდის გუშინდელი ღამე და ლივერპულთან მარცხი მახსენდება თავიდან ვერ ვიგდებ
    წევრი [?]
    #174 8 მაისი 2025 04:16
    2
    ციტატა: rivaldo80
    ლუჩოს ტრენერად არ თვლიდა აქ ხალხი და არტეტა ცაში აყავდათ😂 საერთოდ უშანსოდ მოუგო.ერთი სავალალო შეცდომა არ დაუშვია გუნდს ორ თამაში და ჩვენ 7 ბურთი გავუშვით.

    არტეტას არც 9 ყავს და არც ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ამდენი ხანია ტრავმების გამო, ლუჩოსგან განსხვავებით კიდე ეპლში ქაჩაობს იმნაირ გუნდებთან.ლუჩო რო ძერსკია გეთანხმები
    Culé [?]
    #173 8 მაისი 2025 03:17
    0
    ციტატა: Barca
    კარგი მეკარე რომ ნახევარი გუნდია ამ თამაშშიც გამოჩნდა დავიწყებ იმით რომ პენია (ტერშტეგენი ან შესნი ერთ ერთი) გასაშვებია. ამათთან ერთად ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, არაუხო, დეიონგზე თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა ეგეც უნდა გაეყიდათ, ასევე კრისტენსენიც უნდა გაყიდონ ტრავმები აქ სულ, ამ ფეხბურთელების გაშვებით 150+ მილიომს ხო გამოვიმუშავებთ დაახლოებით ამას პლიუს სახელფასო ჭერიც გამონთავისუფლდება (არ ვიცი მართალია თუ არა მარა დაიწერა არაუხოში 80 მილიონს იხდის უნაიტედიო ) ამათი გაყიდვის მერე უნდა მოიყვანონ კარგი მეკარე რაიაც არაა ცუდი ვარიანტი, ცენტრალურ დაცვას არ სჭირდება არაფერი ტა მოვა თან და ფლანგებზე კიდე შეიძლება დაფიქრება თუმცა ფლანგის მცეველბზე უფრო მნიშვნელოვანი აროს შეტევა სადაც ისაკი და უილიამსი თუ მოვიდა ძალიან მაგარი იქნება ნახევარდაცვა არაა მისახედი აგერ კასადპ დაბრუნდება ჩამშლელია თან მარჯვენა ფლანგის მცველადაც შეუძლია, ბერნალი რო დაბრუნდება და თუ კარგი დონე დადო მაშინ ნახევარდაცვას არაფერი არ უნდა

    გამოსასყიდი 65 მილიონი აქ არაუხოს მაგ ფეხბურთელებს ფერანი 4-5 ტრანსფერი გვინდა ვინგერი ალავარეზი და მეკარე აუცილებლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #172 8 მაისი 2025 02:58
    1
    პსჟ მაინც მოიგოს. გაასწორებდა კვარას ამბავში
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #171 8 მაისი 2025 02:57
    0
    ციტატა: Messi 10
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო :) ცხოვრება რა უცნაური რამეა

    არ დაიჯერო ეგ;
    დემბელემ არა კიდევ იმან;
    ლიგა 1-ით გამორიცხულია, დღესაც სკამიდან შემოვიდა ტიპი, ბრთის მომგებები სკამიდან არ შე ოდიან ლიგის 1/2 ფინალში;
    წინ მსოფლიოს საკლუბოა სხვათა შორის, 32 კლუბიანი ტურნირი და რაღაცას ეგეც იზამს, ვნახოთ როგორი გამოდგება;
    კიდევ ერთა ლიგის დასკვნითი, მომდევბნო სეზონის დასაწყისი, ასე, რომ...
    იმედია ეგ ჯილდო მთლად ასე არ გადაბანძდება, რომ იმ ინბეცილს ჩაახუტონ

    სკამიდან იმიტომ შემოვიდა რომ ტრამვა ქონდა … არადა ძაან დიდი შანსია ლიგა თუ დადო და დიდი ალბათობით დადებს უეჭველი დემბელესი გახდება ოქროს ბურთი რაც რავი სირცხვილია ფეხბურთის

    აუ მაგრად გატეხავს ეგ ამბავი;
    მაგას მირჩევნია იმ მაკაკამ მოიგოს, სათამშო კლასი და აზროვნება მაინც აქვს;
    ან ბამპე და მისი ჯანი;
    ან რავი, არ მჯერა, რომ ვინმე იფრენს;
    ბავარიამ რომ მოიგის და კეინმა დაითრიოს, ეგეც შეიძლება
    სერიოზული ტურნუირია, 1 თვიანი 32 გუნდით;
    სამხრეთ ამერიკიდან ბოტოფოგო, ფლამენგო, ფლუმინენსე, პალმეირასი, ბოკა, რივერ პლეიტი....
    Culé [?]
    #170 8 მაისი 2025 02:36
    4
    ლუჩოს ტრენერად არ თვლიდა აქ ხალხი და არტეტა ცაში აყავდათ😂 საერთოდ უშანსოდ მოუგო.ერთი სავალალო შეცდომა არ დაუშვია გუნდს ორ თამაში და ჩვენ 7 ბურთი გავუშვით.