მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსას ახალი გმირი ჰყავს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსას ახალი გმირი ჰყავს

   დიდებული მატჩი იყო. მერე რა რომ ქულები დაიკარგა?! სეზონი გრძელია, ეს მატჩი კიდევ კარგი გაკვეთილი იყო. "ბარსა" ჯუნგლებში ჩავიდა სათამაშოდ, სადაც არც მოედანი ვარგოდა, არც აუტის ხაზთან რატომღაც მიგდებული სკამები, არც ფოტოგრაფთა აპარატები, სამაგიეროდ ვარგოდა ატმოსფერო, ამას თუ გაუძელი, ესე იგი, ყველაფრის გაძლება შეგიძლია. მოედნის ფეხბურთელი მოსცილდება კიდეც აუტის ხაზთან მიბჯენილ ტრიბუნას და გაავებულ ქომაგებს, სადაც 7-8 წლის განდონა ბავშვებიც დაუნანებლად ამკობდნენ კატალონიელებს - იხოო დე პუტააა!! აი მეკარემ რა უნდა ქნას?! მისჯილი აქვს მათთან ახლოს ყოფნა, ყურს ესმის, სხეული გრძნობს და გული ბრაზით ივსება, მაგრამ წამით არ კარგავს კონცენტრაციას და გვაჩვენებს ისეთ წარმოდგენას, რომელიც გაცილებით წინ გაგვახედებს და გაგვახარებს იმის ცოდნით, რომ ეს კაცი ჩვენი მეკარეა. 

შევარდნაძისა არ იყოს.. ჟოან გარსიამაც დაიწყო გერმანული კედლის ნგრევა.

ახალი ცხოვრება იწყება. 

ეს სურათები 

  ორი სურათი განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში, პირველი ტაიმის ბოლოს იყო, დანი ოლმომ ახლო მანძილიდან კარს გადააცილა. ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთს ცუდად მიუდგა და თითქოს დარტყმის წინ ეჭვიც შეეპარა საკუთარ თავში. ფლიკმა თავში წაიშინა ხელები და ძალიან გაბრაზდა, ერთი-ორი შაიზეც ჩაილაპარაკა. იცოდა, რომ ეს გოლი თამაშს მოკლავდა, მატჩი კიდევ აუცილებლად მოსაკლავი იყო, რადგან მოედანს ცეცხლი ეკიდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მატჩის ხასიათი შეცვლილიყო. 

მეორე სურათიც ოლმოს უკავშირდება, ოლმოსა და რაფინიას, გაბრაზებულები, თითქოს ცრემლმორეულები ისხდნენ სათადარიგოთა სკამზე, ეს უკვე მეორე ტაიმის სურათია, ვიცით რომ რაფინიას საშინლად არ უყვარს შეცვლა, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა ბრაზობდეს, ოლმოსი არ იყოს, პირველ ტაიმში მანაც გაანიავა მომენტები, სამი იყო ასეთი - ერთხელ ვალდებული იყო ფერანისთვის ერთი-ერთზე პასი მიეცა, დიაგონალურად კარგად გაეხსნა, რაფინიამ კი ერთი ზედმეტი შეხება გააკეთა, მერე კი მარჯვენა ფეხით დარტყმა არჩია. შეცდა. 

მეორედ თითქოს დასარტყმელი იყო, მაგრამ პასი გააკეთა, ოღონდ, არა ზუსტად. ვერა და ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გაატანეს ქარს პირველი ტაიმის საჩუქრები და ამ დროს გუნდები ისჯებიან ხოლმე, მაგრამ გარსიას წყალობით "ბარსა" ბევრჯერ გადარჩა. დაცვის ცენტრს კი როგორც არასდროს ისე ეტყობოდა კუბარსი-ინიგოს არ ყოფნა, მაგას კიდევ ბევრჯერ ვიგრძნობთ, რადგან ინიგო საერთოდ აღარ არის ჩვენთან. არა მგონია, არაუხოს რაიმე შეეცვალა, მაგრამ ერიკ გარსიასა და კრისტენსენის დუეტი მართლა კატასტროფა გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დასწრებაზე კარგად ითამაშეს. საქმე ის არის, რომ თამაშგარეს ხაზი ვერ დაიჭირეს, ეს კიდევ ფლიკის გუნდისთვის განაჩენია. 

თუმცა, უარესებიც გვინახავს. 

საერთოდ რაზეა საუბარი.. ლანგლე-უმტიტის დუეტი გვინახავს. 

"ბარსას" პირველი ტაიმი უკეთესი ჰქონდა, უბრალოდ, ვერ შეირგო. თუმცა, მსაჯის ნაჩუქარი პენალტი კი შეირგეს. იამალისთვის უარესიც უქნიათ და პენალტი არ ღირსებია, ახლა კიდევ საბრძოლო ეპიზოდში პენალტი აჩუქეს და თავადვე შეასრულა. ამ გოლის დროს ვნახეთ, რომ არც ბადე ვარგოდა, ისე გამოვარდა ბურთი გეგონება ძელს მოარტყაო. 

ეს სად ითამაშეს ღმერთმანი.. 

ძალიან ცუდი მეორე ტაიმი 

თითქოს გაბრაზდნენ ამ პენალტის გამო, გაბრაზდა მთელი სტადიონი და ისე შეუტიეს "ბარსას" ნათელი გახდა, რომ გოლს აუცილებლად შეაგდებდნენ, შეაგდეს კიდეც, გარსიას შანსი არ ჰქონია, ხუთი მეტრიდან გახვრიტეს, ხარიხასაც შეეხო და ამ ბურთის მოგერიება შეუძლებელი გახდა. 

გოლი იყო შესაგდები, მაგრამ "ბარსამ" საინტერესო ვერაფერი შექმნა, წაგებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მოგებასთან. ლევანდოვსკის გამოსვლაც დაგვიანებული მომეჩვენა. რაშფორდი ჯერჯერობით ისევ სხვა ფეხბურთს თამაშობს, საერთო რიტმიდან ამოვარდნილია. ამ დროს აგრესიაა საჭირო, მაგრამ გავის ისევ ტრავმა აქვს, ისევ მუხლი აწუხებს, მის გარდა კიდევ ასე მოძრავი და მებრძოლი მოედნის ცენტრში არავინ არის. 

ფერმინი? კარგია, რომ დარჩა, მაგრამ ვერც მან გააწყო რამე. 

"ბარსამ" ერთი ქულა მოიპოვა. შეიძლება ასე ითქვას. გადარჩა წაგებას. ახალი გმირიც გვყავს, ახალ გმირებს კიდევ ახალი სტადიონი სჭირდებათ, იგვიანებს და იგვიანებს, განაცხადიც გააგზავნეს უეფაში, მოდი რა.. ჩემპიონთა ლიგაზეც გასვლითი მატჩით დავიწყებთო. ეგრეა ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც სეზონი დაიწყო "ბარსას" სახლი არ უნახავს, სულ გასვლაზე აგორავებს ბურთს, თავიდანვე ნათელი იყო რომ სადღაც ფეხი დაუცდებოდათ. 

მომდევნო მატჩი

მომდევნო მატჩი "ვალენსიასთან" არის ჩანიშნული. სახლში, მაგრამ... შეძლებენ კი "კამპ ნოუზე" ჩაატარონ მატჩი? საკითხავი აი ეს არის. 

დანარჩენს კიდევ ეშველება. 

კარგი მატჩი იყო. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 1 სექტემბერი 2025 10:21
    3
    ტრანსფერის ტრაკი ამათ არ ქონდათ და რო გაიგეს ინიგო ხელფასის გამო მიდიოდა ყველა პონტში უნდა გაეზარდათ. აირია დაცვა ვაბშე, თავიდან დასალაგებელი გახდა. ჯერ შარშან რა იყო და წელს ყველა ტაკოში გამოგვისვავს
    ფანი [?]
    #6 1 სექტემბერი 2025 09:49
    1
    დეიონგს რა ფუნქცია აქვს გუნდში? რა მოხდება ეგ ქეთინო რომ გაყიდონ და იყიდონ ჩამშლელი? სანამ ეს პოზიცია არ მოგვარდება ვერცერთი დაცვა ვერ გვიშველის.. ცალკე თემაა სტადიონები, ძაან დაბალი დონეა ესპანეთი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 სექტემბერი 2025 09:05
    1
    სუპერ მატჩი იყო საყურებლად. მეგონა ხონის სტადიონზე ვთამაშობდით გიჟებთან😂
    ფეხბურთელებს რაც შეეხება,არაუხოზე რომხართ სასტავი ჩასაფრებული საგინებლად, ისეთი დომხალი გვქონდა დაცვაში მეგონა პრაიმ მესი,სუარესი,ნეიმარი გვიტევდა. არაუხო რომ დილდოა მაგას არუნდა ბევრი ბაზარი,მაგრამ
    ერიკ გარსია და მარტინიიი… კაი რა
    წევრი [?]
    #4 1 სექტემბერი 2025 08:49
    1
    არაუშავს ხდება ხოლმე ფეხბურთია არ გამოუვიდა გუნდს თამაში ყველაფერი მოგვარდება სეზონი დიდია
    ფანი [?]
    #3 1 სექტემბერი 2025 06:28
    4
    ლაპორტას ოჯახს შვცი, რა თაობა გვყავს და რას უშვება გუნდს, ჩამშლელი არ აღირსა ერთი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 სექტემბერი 2025 06:11
    7
    ასე ვარდისფერ ფერებში დახატვა კარგია, მაგრამ რეალურად სრული კატასტროფა ვნახეთ, და საქმე იმაშია, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც გუშინ, დღეს და ხვალ იყრის თავს. რა მაქვს მხედველობაში: დავიწყოთ პირველი ტაიმიდან. არ ვიცი რატომ გადაწყვიტა ფლიკმა ერიკ გარსიას ცენტრში დაყენება, მაგრამ რაც ვნახეთ საკმარისია იმისთვის, რომ ერიკ გარსიას ადგილი ცენტრში არ არის. ვისაც არ გჯერათ, ნახეთ თავიდან თამაში და დაითვალეთ რამდენ არაზუსტ გადაცემას აკეთებს საჯარიმოსთან ახლოს. ერთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გოლი მიიღო.
    კუნდეც სულ ამოვარდნილი იყო ფორმიდან.
    რას შეეხება ოლმოს: შარშან 5-6 თამაში ვნახე მისი რომლითაც ვისიამოვნე, დანარჩენი თამაშები დღემდე არის საშუალოზე დაბალი. 5 მეტრიდან კარში დარტყმაც რომ არ შეგიძლია შემტევს, რა უნდა იმას ძირითადში? შარშან წლის საუკეთესო შნაძენად შეფასდა, მაგრამ მე დღემდე ვერ დავინახე ის ავანსები, რაც მასზე გაიცა: ოლმო მთავარ გამთამაშებლად უნდა ყოფილიყო და რასაც დღეს ვხედავ ის ძირითადში დასაყენებელიც არ არის.
    ფერმინ ლოპეს: არც იფიქრო სადმე წასვლა.
    მთავარი ამოცანა მაინც დაცვის დარეგულირებაა. იმედია 2-3 თამაშშის შემდეგ ფლიკი განსაზღვრავს ძირითადის მცველებს.
    ტერ შრეგენ: ამ მარგალიტს ბლოკავდი? გული მიგრძნობს კარებში მესი გვყავს 😏
    Culé [?]
    #1 1 სექტემბერი 2025 04:46
    1
    ალხ აიმას ვნტარობ არსენალმა არტეტას არ აახვევინოს და ფაბრეგასი არ წაიყვანოს თორე ფლიკი რო წავა მერე რა ვიზამთ არ ვიცი