მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 16 წლის ვარსკვლავი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 16 წლის ვარსკვლავი

თექვსმეტი წლის არის, სულ რაღაც თექვსმეტის. ელვის სისწრაფით პროგრესირებს და ახალ-ახალი ელემენტებიც ჩნდება მის თამაშში. ვთქვით ადრე, ფინიშინგის პრობლემა იყო და აგერ, გვანახა რომ მუშაობს. ეს მარცხენა ფეხი კიდევ სხვა დიდი ცაციების გვერდით უნდა დადგეს - ლეო, რივალდო, სტოიჩკოვი, ჯანდაბას ჰაჯიც. 

ისეთი გაუშვა გამათანაბრებელი რომ დამაფიქრა ამ ხალხზე. გამახსენა რაღაც-რაღაცები, ეს კიდევ ჯერ ბავშვია, ასეთი კიდევ ბევრი უნდა გვანახოს, გაანათა ახალდაბადებული ვარსკვლავივით, ეს სინათლე კიდევ ბევრს ნიშნავს, რადგან "ბარსას" ირგვლივ შავი ღრუბელია ჩამოწოლილი, ამ სიბნელეში კიდევ მანათობელი იამალი მიგვიძღვება. 

არ აცემინებს, მაგრამ ყოველი მიმოხილვისას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. სხვა ყველაფერი თავისთავად მოვა. 

მატჩის შემდეგ 

ერთი მხრივ, იამალის თამაშმა ახალი იმედები ჩასახა, მეორე მხრივ ჩავის დატოვება სულ უფრო მეტად ემსგავსება სუიციდს. კლუბში დიდი ცვლილებებია საჭირო, ჩავი ამას ვერ ახერხებს და ყველა თამაში ნაძალადევად ჩამთავრებულს ჰგავს. კომენტარი გააკეთა დეკუმ, ჩავის მეთოდოლოგია დაუწუნა, ამან კიდევ ერთი გაუგებრობა წარმოშვა და ეჭვი არ არის, კიდევ უფრო აირევა ყველაფერი. სხვათა შორის, დალაგებული ურთიერთობა არც ერთად თამაშის დროს ჰქონდათ, დეკუ ბრაზილიური კლანის წევრი იყო, რომელსაც რონი ედგა სათავეში, ჩავი კი ლა მასიას კლანის, რომელსაც კარლეს პუიოლი მეთაურობდა, და მიუხედავად იმისა, რომ პუიოლსა და რონალდინიოს შორის ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო, მაშინდელი "ბარსა" მაინც ნაწილებად დაიყო. 

მშრომელებად და უსაქმურებად. 

დეკუ უსაქმურებში აღმოჩნდა. 

რაც ყველაზე ცუდია "ბარსას" თამაშში მოტივაცია არ ჩანს. ხელფასი და პრემიები დიდი ხანია მათი მოტივაცია აღარ არის. არც ტიტულისთვის ბრძოლა, უკვე აღარ აქვთ იმედი რომ მარათონში ჩაებმებიან, თამაშისგან სიამოვნებას ვერ იღებენ, ჰოდა, რაღა დარჩა?! რისთვის გადიან მოედანზე? ამიტომ გამოიყურებიან უკეთ ლა მასიელები, დასამტკიცებელი ბევრი აქვთ, ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს და ეს აძლევთ თამაშის ძალასა და ხალისს. დანარჩენებს კი საერთოდ ვერ გაუგიათ მოედანზე რას აკეთებენ. 

მოკლედ, კრიზისი გრძელდება. 

გაშვებული შანსი

"გრანადასთან" მატჩამდე ლა ლიგის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს, იყო შანსი "ჟირონასთან" სამ ქულამდე შეგვემცირებინა სხვაობა, მაგრამ არ გამოვიდა. მხოლოდ იამალის გაბრწყინებამ ვერ გვიშველა. "მადრიდმა" "ჟირონას" გადაუარა. არ შეიმჩნია. ფაქტობრივად დაცვა არ ჰყავდა და მაინც გადაუარა, ჩვენს კარში კიდევ ვისაც გაუხარდება იმას გააქვს გოლი. 

ცოტა სასაცილოც კი იყო, რამდენჯერაც "ბარსა" გაიწევდა შეტევაში იმდენს პასუხობდა "გრანადა", ეგ კი არა, ყველა გატანილი გოლის მერე საფრთხე იყო ჩვენს კართან, კარს კაპიტანი დაუბრუნდა, მაგრამ დაცვას მაინც არაფერი ეშველა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კუბარსისა და ინიგოს დუეტისგან დიდი მოლოდინი ვერც გვექნებოდა. როგორც მინიმუმ, შეუთამაშებლები არიან, ცენტრალური დაცვის ზონაში კი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ახლა მეტყვით, შეთამაშებულებმა ხომ დაგლიჯეს მთელი სეზონიო.. და მართლებიც იქნებით - დაგლიჯეს, კი! 

შეტევაში მშვენივრად ითამაშეს კუნდემ და კანსელუმ, დაცვა გინდ გყოლია, გინდ არა. ამჯერად, ვეღარც კრისტენსენის დაყენებამ გვიშველა საყრდენ ზონაში, არ იყო ცუდი ვარიანტი, მოვიწონე კიდეც, მაგრამ იმდენად ღრმაა ეს პრობლემა, რომ დიდი ვერაფერი შვება გამოდგა.

შეტევა

ნორმალური ტაიმი იყო, ცუდი არ ყოფილა, ლევანდოვსკის რომ მეორმოცე წუთზე გაეტანა გასატანი მანდვე მორჩებოდა ყველაფერი. ვერ გაიტანა და გაგვიტანეს. როგორც ხდება ხოლმე. გოლსკიმ მეორე ტაიმში შეაგდო, თან კარგი გოლი იყო, ლამაზ კომბინაციას მოჰყვა, მაგრამ ეგ უკვე გამთანაბრებელი გამოდგა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი გოლი მივიღეთ. 

"სადაც გასატანია იქ უნდა გაიტანო" - ჩავის ფიქრები, ტომი პირველი. 

ან, შეგვიძლია ჩვენი პრეზიდენტის უკვდავი ფრაზა მოვიშველიოთ - "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო". 

"ბარსამ" მეორე ტაიმში ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. პირველად ლევანდოვსკიმ გააკეთა ეს კეთილი საქმე და სულ მცირე ხანში ისევ გოლი მივიღეთ, მერე იამალმა ჰქმნა საქმე ღვთაებრივი და კინაღამ ისევ გაგვიტანეს სულ რაღაც ორ წუთში. მე არ ვიცი ამ ხალხს რა სჭირს, რა დავარქვა ამას. ასეთი მოშლილი არაფერი მინახავს. 

მოგების შანსიც იყო, მაგრამ ასეთი თამაშით არაფერს არ იმსახურებ. 

ძალიან საინტერესო მოცემულობაა. ფაქტია, რომ ახალი მწვრთნელია საჭირო, მაგრამ ფული არ არის. არც მომდევნო სეზონში იქნება. ახლა ჩავის გაშვება კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა, რადგან ასე უცბად უკეთესს ვერავის მოიყვან, თან კაპიკებად. სეზონის ბოლოს კი ის ხალხი, რომელიც გვსურს აუცილებლად მიუწვდომელი იქნება. 

სულ მალე ჩამოვწერ კანდიდატებს და განვიხილოთ ერთად, ვის ხელში რა შეიძლება ეშველოს "ბარსას". 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #12 12 თებერვალი 2024 12:16
    0
    ჩემი პირადი აზრია გაიყიდო კუნდე რაფინია ნუ თუ დე იონგი ხელფასს დაიკლებს უნდა დარჩეს ერთ-ერთი საუკეთესოა მაგრამ ზედმატად დიდი ხელფასი აქვს ლევანდოვსკიც უნდა გაიყიდოს არ გვინდა ფელიქსის წამოყვანა რომეუ ერთ 10 მილიონად მოაშორონ გაასუფთავონ გუნდი და 1 ნორმალური ტრანსფწრი გააკეთონ როგორ მინდა კვარა და იამალი ერთად ორივე რო ფლანგზე გვყავდეს და კიმიხი წამოიყვანონ მგონია რო დაითრევენ და 1-2 კიდე თავიაუფალი აგენტი სხვა ვარიანტი ამ გუნდს არ აქვს
    Culé [?]
    #11 12 თებერვალი 2024 12:08
    1
    ხო 4 ცენტრალური მცველი არსაიდან არაფრისგან 3 გოლს უშვებს ხავის ბრალია ეგ ხავიმ უნდა ავარჯიშოს მაღალ ბურთზე როგორ მოიგერიოს??😂😂 ხავის კი არ ვიცავ ის ისედაც მიდის მორჩა ეგ ეპოქა მაგრამ გუშინ ხავი რაშუაში იყო როცა აფსოლიტურად ყველა მაღალ ბურთზე მომენტი გაეპარათ და გოლები.ვნახოთ ვნახოთ ახალ მწვრთნელს რამდენი ხანი არ დაუწყებთ გინებას თუ რადიკალურად არ შეიცვალა რამე 😂👌მანჩესტერის ფანებს ემსგავსებით ყველაფერს რომ 15 წელია ტრენერს ტენიან და ცვლიან წამდაუწუმ 😂😂😂
    Culé [?]
    #10 12 თებერვალი 2024 12:06
    0
    უნდა გაყიდონ ყველა ვინც 60+ მილიონი ღირს, სანამ ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორდება შედეგიც არ დაიდება. რაფინია, დე იონგი, არაუხო, კუნდე უნდა გაყიდონ
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    გულშემატკივარი [?]
    #9 12 თებერვალი 2024 12:05
    2
    ვინც შემდეგ თამაშში არ დაასვენოს ეს ბიჭი მე მისი ოჯახი ……. გადაიწვება ესე 16 ისაა ამდენი თამაში ამხელა წნეხი ცოტა დაასვენოს ლა ლიგა მაინც დამთავდა ჩვენთვის და ლიგისთვის მაინც დაასვენოს რად უნდა მაგას პროფესორობა
    ფანი [?]
    #8 12 თებერვალი 2024 12:04
    0
    ციტატა: Flying Dutchman
    რომ იძახიან ჩავი მოგენატრებათო, ამაზე უარეს დღეში როგორ უნდა ჩავარდეს კიდევ კლუბი.

    მოტაბთუ კოვა შეიძლება ჩავვარდეთ რადგან ლიდერები უეჭველად წავლენ სხვა რავი მთავარია რომ ახალმა მწვრთნელმა დაარწმუნოს ფრენკი და სხვა ლიდერები დარჩენაში

    იამალი კიდე სასწაული ბიჭია რაც უფრო და უფრო დრო გადია უფრო უმჯობესდება და ზუსტად იდეალურ პერიოდში მოუწევს ახალი მწვრთნელის მოსვლა მთავრია ოლიმპიადაზე არ წაიყვანონ
    ფანი [?]
    #7 12 თებერვალი 2024 11:57
    0
    Ver getanxmebi feora imashi ro xavis axla gashveba sigijea. Dzaan bevri mwvrtneli gvinaxavs vinc ase chaibara gundi shua sezonshi da mere moqacha. Tviton xavimac dawyebuli sezoni chaibara da ase tu ise gadaarchina. Ager cot d uaris mwvrtnelma 4 tamasshi afrikis tqsi moigo,flikmaa bayernshi da ravici...sanam kide grmad chavdzirulvart dasawyebia cvlilebebi. Flikis moyvana kide axlave sheidzleba...
    Culé [?]
    #6 12 თებერვალი 2024 11:46
    6
    ხოდა ლა მასიას კლანის წევრი თუ იყო , როგორ დავიჯერო რომ მის სამწვრთნელო შტაბში მისი ძმის ადგილი იყო , რომელსაც კაცი არ იცნობს საფეხბურთო სამყაროში და პუიოლის ადგილი არ მოინახა , რომლის ავტორიტეტზე და მოტივაციაზეც იდგა ბარსელონაა ?! დეკუსნაირების ადგილი რომ იქნება გუნდში და პუიოლისა არა , იმიტომაც ვართ რაკშიი და მილანიზაციის გზაზე , სადაც ჭაობიდან ამომყვანი ლეგენდა ისე გააგდეს არც დაფიქრებულან . ეტყობა მენეჯმენტს , რომელსაც ფულთან და ტრანსფერებთან შეხება აქვს , არ სჭირდება მალდინისა და პუიოლის მსგავსი ხალხი გუნდში , ვირთხების ადგილი უფროა ყოველთვის ვიდრე მგავსი ლეგენდების , რომლისთვისაც კლუბი საკუთარი სახლივითაა . ძალიან რთულია უყურო იმას , თუ შენივე კლუბის ლეგენდა , რომელსაც ეჭვიც არ მეპარება კლუბის დახმარება უნდოდა , რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი . გამოუცდელობამ თავისი ქნა მაინც , მარტო ფეხბურთი არ არის ეს , მენეჯერიც უნდა იყო , რომ ხელმძღვანელობასთან ლავირების უნარიც გქონდეს . გვარდის ბეგირისტაინი უგვარებს ბევრ რამეს და მშვიდად არის მაგის გამო , ჩავის მასეთი კაცი გაუგდეს გუნდიდან და ვირთხა დეკუს შეატოვეს , აშკარად კრუიფი-ალემანი ბევრად მაგრა მუშაობდა , მაგრამ გნიდა ლაპორტას არ სჭირდებოდა მასეთი ხალხი ფაქტია .
    Culé [?]
    #5 12 თებერვალი 2024 11:22
    0
    პსვ-ს მწვრთნელი პიტერ ბოში იქნება ყველაზე კარგი კანდიდატი ხავის შემდეგ.
    ფანი [?]
    #4 12 თებერვალი 2024 10:56
    1
    ციტატა: Toka19
    მოკლედ ერთი მესია უნდა გვყავდეს ყოველთვის რომ გუნდი ვიყოთ... კრუიფი, რონალდინიო, მესი და ახლა იამალის იმედზე ვართ ... სხვანაირად არ გამოდის, ყოველთვის ერთ ტიპზე ვართ დამოკიდებული... იმედი მაქვს კარგად აეწყობა იამალის კარიერა და ტრავმები არ შეაწუხებს... რაც ხშირად გვინახავს ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენს კლუბში განსაკუთრებით...

    ვისკა ბარსა, ბოლომდე თქვენს გვერდით ვარ ...

    ბარსას გულშემატკივრობა ბაბუასთან ერთად დავიწყე, ბაბუა დღეს ცოცხალი აღარ არის და მგონია ბარსას თუ ვუღალატე, ბაბუაჩემსაც ვუღალატებ... ოქრო კაცი გიჟდებოდა ფეხბურთზე და ბარსაზე !

    ჩვენც გვეშველება აუცილებლად !!!

    გაგინათლის ბაბუა ღმერთმა❤️
    Culé [?]
    #3 12 თებერვალი 2024 10:27
    2
    აქ ვიღაცეები წერდნენ ბარსას მსოფლიოში საუკეთესო დაცვა ჰყავსო... ყველა გადამწყვეტ მატჩში ოდნავ ძლიერ მეტოქესთან 3-4-5 ბურთს უშვებენ, ნუ გრანადა საშუალოც არაა, ხოდა რის საფუძველზე ამბობთ რომ ბარსას დაცვა ვინმეს რაიმეთი ჯობია. შარშან უბანძეს ლალიგაში გაუშვეს ცოტა გოლი ეგეც სრულიად ტერ შტეგენის და არაუხოს დამსახურებით, სხვაგან ყველგან ჩაისვარეს შარშანაც და წელსაც. 3 გოლს რომ გაიტან გუნდი და ეგეთ თამაშებს წააგებ ეგ უკვე აღარაა მწვრთნელის ბრალი.
    წევრი [?]
    #2 12 თებერვალი 2024 10:09
    14
    მოკლედ ერთი მესია უნდა გვყავდეს ყოველთვის რომ გუნდი ვიყოთ... კრუიფი, რონალდინიო, მესი და ახლა იამალის იმედზე ვართ ... სხვანაირად არ გამოდის, ყოველთვის ერთ ტიპზე ვართ დამოკიდებული... იმედი მაქვს კარგად აეწყობა იამალის კარიერა და ტრავმები არ შეაწუხებს... რაც ხშირად გვინახავს ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენს კლუბში განსაკუთრებით...

    ვისკა ბარსა, ბოლომდე თქვენს გვერდით ვარ ...

    ბარსას გულშემატკივრობა ბაბუასთან ერთად დავიწყე, ბაბუა დღეს ცოცხალი აღარ არის და მგონია ბარსას თუ ვუღალატე, ბაბუაჩემსაც ვუღალატებ... ოქრო კაცი გიჟდებოდა ფეხბურთზე და ბარსაზე !

    ჩვენც გვეშველება აუცილებლად !!!
    წევრი [?]
    #1 12 თებერვალი 2024 09:56
    2
    რომ იძახიან ჩავი მოგენატრებათო, ამაზე უარეს დღეში როგორ უნდა ჩავარდეს კიდევ კლუბი.
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო