მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვინ მოგვისაჯა ბუკელი?!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვინ მოგვისაჯა ბუკელი?!

სწორედ ეს არის სიკვდილის ჯგუფი. "ბარსასთვის" და "ინტერისთვის", თორემ, "ბაიერნს თავი ქუდში აქვს. ასეც იყო მოსალოდნელი. რას ნიშნავს, როცა ასეთ ჯგუფში ხვდები? ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს დეტალები წყვეტს, ერთი გოლიც კი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. არ მინდა, კონსპირაციულ თეორიებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა, - რა ამოძრავებდა უეფას, როცა კვლავინდებურად პოლ ვან ბუკელს ნიშნავდა არბიტრად? მოთავსდა პატივცემული VAR-ის კაბინაში და განაგრძო თავის დაბრმავება, ოღონდ ცალმხრივად დაბრმავება. თვალში რომ ვერ იხედებოდეს, არ იქნებოდა ასეთი პრობლემა, ვინმე ღვთისნიერი აღუწერდა მოვლენებს, მაგრამ, ვაი რომ გონებრივ სიბრმავესთან გვაქვს საქმე, ან რაღაც კიდევ უარესთან. 

ძალიან ბევრს ნიშნავდა დემბელეს მომენტი "ბაიერნთან", "ბარსა" კარგად თამაშობდა და დანიშნული თერთმეტმეტრიანი სულ სხვა თამაშს მოიტანდა, თუმცა, არ მოხდა ასე. ის კაცი ხომ ვერ ხედავს?! 

ამ საშინელი შეცდომის მერე, უეფა ადგა და კვლავინდებურად ბუკელი მოგვისაჯა. ახლა წივილ-კივილი დაგვიანებულია. "ბარსას" მაშინვე უნდა გაესაჩივრებინა ეს ამბავი, "ბაიერნთან" დაშვებული შეცდომის მერე აღარ უნდა მიეცათ საშუალება, რომ "ინტერთანაც" ამ კაცს მიეღო საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება. ახლა გვიანია, ადრე უნდა გვემოქმედა. 

არ ვიტყვი, "ბაიერნთან" რა იქნებოდა, რთული სათქმელია, მაგრამ ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ კაცმა ქულა წაგვართვა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს, რადგან პირდაპირმა კონკურენტმა სამი ჩაიწერა, ჩვენ კი ნულზე დავრჩით. 

სიტუაცია დამძიმდა, კატასტროფას ვუახლოვდებით. ეს აღარ არის სეზონი, რომლის დროსაც ვიტყვით, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გუნდს შეცდომები ეპატიება. ახლა ყველაფერი სასწორზეა. როგორც ფინანსური, ისე სპორტული თვალსაზრისით, ამ ჯგუფში ჩარჩენა ისეთი დარტყმა იქნება, რომელიც ხანგრძლივ ნოკაუტში გაგვიშვებს. 

ორი საკვანძო მომენტი იყო: 

1. პედრის გოლი, - გაგვიხარდა, კაცი იფიქრებდი, რომ ყველაფერი სამართლიანად წავიდა, თუ ვინმე იმსახურებდა გოლს, პედრი იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი "ბარსადან", მერე კი გოლი გაუქმდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ხელზე შეხება იყო, ტრაექტორია არ შეცვლილა, სამაგიეროდ, ბურთმა სისწრაფე დაკარგა, ფაქტია, რომ ფატის ხელმა მომენტზე გავლენა იქონია. 

2. დუმფრისმა ხელბურთი ითამაშა. "ბარსას" ფეხბურთელები ერთობლივად ითხოვდნენ გადამოწმებას, მთელი წუთის განმავლობაში, როგორც იქნა, საწადელს მიაღწიეს, გამეორებაზე ყველა გონიერმა არსებამ დაინახა, რომ პენალტი იყო, მაგრამ, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ VAR-ის კაბინაში გონიერი არსება არ ყოფილა. 

არ ვიცი, ამას რა ჰქვია. 

ლა ლიგაში ესპანელ მსაჯებს ვაბრალებთ ხოლმე. მათგან ყველაფერი გვინახავს, მაგრამ, ეს რა არის?! თან ზედიზედ, თან "ბაიერნთან" და "ინტერთან"?! 

აღსანიშნია, რომ მთავარი მსაჯი ხელით თამაშზე მატჩს არ აჩერებდა. არ გააჩერა შეხვედრა, როცა ერიკ გარსიას მოხვდა ხელში, თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ არ დაინიშნა, მანამდე თამაშგარე მდგომარეობის გამო. 

არ გააჩერა ფატის შემთხვევაში. 

არ გააჩერა დუმფრისის შემთხვევაში. 

ეს ნიშნავს, რომ მთავარმა არბიტრმა ეს საქმე მთლიანად VAR-ს მიანდო. VAR-მა კი გაგვწირა. 

მატჩზე.. 

თამაშის ხარისხი მაღალი არ ყოფილა. ტემპიც დაბალი იყო და ხარისხიც. მეორე ტაიმში ტემპმა მოიმატა, ხარისხმა არა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გონივრულად მოქმედებდა, პედრი იყო. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლევადოვსკის გარეშე არც არაფერი შეგვიძლია. "ინტერის" დავალებაც ეს იყო, - გაანეიტრალე ლევანდოვსკი და თამაშს მოიგებ. 

დემბელე აქტიურობდა, რაფინია ვერა. არც კი ვიცი, რომელი ჯობია, ის, რომ ცხრაჯერ გაიქცე და ათჯერ დაკარგო ბურთი, თუ ის, რომ საერთოდ ვერ გაიქცე. ეს არჩევანი გვქონდა დემბელესა და რაფინიას შემთხვევაში. "დამბოს" იგივე პრობლემები აქვს, მოუგვარებელი პრობლემები, გადაწყვეტილების მიღებას ძალიან აგვიანებს და როცა იღებს, როგორც წესი, არაზუსტია. 

მოდი, კვარას შევადაროთ. ბევრი ნახავდით მის თამაშს, ალბათ ყველა ნახავდით. მასაც აქვს შეცდომები, ბუნებრივია, მაგრამ ნახეთ, რა სწორად თამაშობს, რა ზუსტ გადაწყვეტილებებს იღებს და რა სწრაფად აკეთებს ამას. აზროვნება არის ის, რაც განვითარების საშუალებას გაძლევს. ფაქტობრივად, მთავარი საწვავია განვითარებისთვის. 

დემბელეს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ფეხბურთელმა ინატროს, მაგრამ, თავში სიცარიელეა. კვლავ მოგვაწონებს თავს ძლიერი დარტყმით, დრიბლინგით, განსაკუთრებით არაორდინალური ქმედებით მოედანზე, მაგრამ თავის თავს ვერ გადაახტება, ეს ვერცხლისწყალივით ფეხებიც კი ვერ მისცემს იმას, რისი მოცემაც აზროვნებას შეუძლია. 

თუ "ბარსას" მომავალი მასზეა გათვლილი, უნდა ვიცოდეთ, რომ მისგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი სარგებელს მოიტანს, ამ სეზონში ექნება კარგი თამაშები, შესაძლოა, საუკეთესოც ჰქონდეს. 

მომდევნო ვიდეოანალიზს პერსონალურად დემბელეს დავუთმობთ. 

ლევანდოვსკი ჩაყლაპეს. რაფინია საერთოდ არაფერს ჰგავდა. ფატის ხელზე მაინც მოხვდა ბურთი, რაფინია დაკარგული ბავშვივით იყო, ჰოლივუდურ ფილმებში რძის შეფუთვის ფოტოზე როა შემორჩენილი. 

დაიკარგა რაფინია, - მპოვნელს შეუძლია დაიტოვოს. 

გაშვებული გოლის დროს ბუსკეტსმა დააგვიანა. გაიშალა ვარდნაში, და არ აღმოჩნდა საკმარისი. დაგვიბერდა. დიდი ხანია, დაგვიბერდა. დანაკლისი კი ძალიან დიდი იყო, აღვნიშნეთ, რომ შეცვლებზე მთავარი ძალა ნიდერლანდელები არიან, მათ გარეშე თამაში ვერ გავაძლიერეთ. არც დე იონგი გვყავს, არც დეპაი. აგრესიაც დაგვაკლდა, როცა არაუხო და კუნდე არ არიან, აგრესიის ნაკლებობა ყოველთვის შეინიშნება. 

მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ჯერ კიდევ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჯერ კიდევ ჩვენ ვართ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები, "ინტერი" ჩამოვა "კამპ ნოუზე", სადაც რამდენიმე ათასიანი ვან ბუკელის დედის ფანკლუბი დახვდება. წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა ყველას ესმის, როგორი დახვედრაა "კამპ ნოუზე" საჭირო. 

მგონია, რომ "ბაიერნი" "ინტერთან" უფრო დაზოგავს ძალებს, ვიდრე "ბარსასთან", რაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენს ხელშია. 

მიუხედავად ამ კატასტროფისა, მაინც გულწრფელად მჯერა, რომ ყველაფერს მოვატრიალებთ. 

არ ვიცი, რა მაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ასე ვგრძნობ ამ ამბავს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 5 ოქტომბერი 2022 11:49
    0
    ვინმე რამე სიკეთეს ელოდება ამ გუნდიდან?
    ლაპორტას ავტორიტეტი, რომ ნულია უეფაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა ვარ - მსაჯით.
    ჩავი რაცაა ესაა და მეტი ვერ-არ შეუძლია.
    Culé [?]
    #9 5 ოქტომბერი 2022 11:47
    1
    კადისთან და მალიორკთბთან 1-0 მოვიგებთ და ეიფორიაში ვაშება ხალხი. დიდ გუნდებთან რა ინტნსივობით ვიგებთ?!
    ფანი [?]
    #8 5 ოქტომბერი 2022 11:47
    1
    ერთია გუნდის არასწორი მართვა მეორეა იღბალი ტრამვები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი გასაგებია რადგან გუნდი როცა ამდენ შეცდომას უშვებს ღირსიც არხარ რო
    გაგიმართლოს. ჩავიმ რასაც ქვია ჩაიკუკა ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში და დღეს ინტერთან მომდევნო მატჩში არაფრის იმედი არ მაქვს
    Culé [?]
    #7 5 ოქტომბერი 2022 11:26
    0
    ციტატა: Clever liar
    ისე წავიდა ისეც ჩაჯმული ბარსელონას საქმე, რო ფეოლას უბადლო მიმოხილვებიც აღარ მაინტერესებს გულის მოსაფხანად კაცს :)) ბუკელის დედაც მოვდღანდა იმ 11 სირისიც გუშინ რო დაბოქვენობდა მოედანზე.. კიდე იმათიც, ვისაც ამ ქელეხ ტრანსფერებში მიუძღვის სამქმე... გუნდის გასაძლიერებლად უკეთესს უშვებდე და უარესი მოგყავდეს, 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და აგერ პირველად მოვესწარი კაცი

    ზუსტად 100%
    Culé [?]
    #6 5 ოქტომბერი 2022 11:24
    1
    ისე წავიდა ისეც ჩაჯმული ბარსელონას საქმე, რო ფეოლას უბადლო მიმოხილვებიც აღარ მაინტერესებს გულის მოსაფხანად კაცს :)) ბუკელის დედაც მოვდღანდა იმ 11 სირისიც გუშინ რო დაბოქვენობდა მოედანზე.. კიდე იმათიც, ვისაც ამ ქელეხ ტრანსფერებში მიუძღვის სამქმე... გუნდის გასაძლიერებლად უკეთესს უშვებდე და უარესი მოგყავდეს, 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და აგერ პირველად მოვესწარი კაცი
    Culé [?]
    #5 5 ოქტომბერი 2022 11:16
    0
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ბიჯო სულ მიკვირდა ვინც ამ რაფინიაში ნიჭს ხედავთ სად გამოიხატება მაგის ნიჭი???? საერთოდ რატომ ვიყიდეთ??????? სუფთა დებილი არის ეგ რაფინია მე თუ მკითხავთ. ბაიერნთან წავაგეთ გასვლაზე და ინტერთანაც წავაგეთ გასვლაზე და ჯგუფიდან გასვლა მართლა გაგვიჭირდება უკვე და ბაიერნი ინტერი გავა და ზედიზედ მეორედ ჩავრჩებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. რაფინიას უნიჭო დედას კი ############ცი. 😡😡😡😡😡😡😡😡 რა ნახეს მაგ რაფინიაში მეგ ეგ მაინტერესებს. რაც თავი მახოსვს და რაც ბარსაში არის თითქმის ყველა თამაშში ჩამქრალი არის.

    სიმართლე გითხრა საერთოდ არ მქონდა ნანახი რაფინიას თამაში ბარსაში გადმოსვლამდე, ბრაზილიის ნაკრებში ძაან მომეწონა მაგის თამაში, ტიპი არის მარჯვენა ვინგერი და ათამაშებს მარცხნივ, თან აშკარად ჩანდა რომ მთელ გუნდს ჰქონდა დავალება რო დემბელემდე მიეტანათ ბურთი, მარცხენა მხარე საერთოდ არ იტვირთებოდა. საერთოდ ვერ ვხვდები რად გვინდოდა რაფინია დემბელეს თუ ვიტოვებდით ან დემბელე რაღად გვინდოდა თუ რაფინიას ვიმატებდით. საერთოდ ვითომ ძაან კაი ტრანსფერები გავაკეთეთ, მაგრამ გუნდი ცუდადაა დაკომპლექტებული, რაც ჩემი აზრით ხავის ბრალია და ვერც ნორმალური ტაქტიკა ვერ მოარგო ამ გუნდს. ვნახოთ რა იქნება შემდეგ თამაშებში, მაგრამ ჯერჯერობით ბარსას ისეთი თამაში არ ჰქონია რო თავისუფლად მოეგო.
    ფანი [?]
    #4 5 ოქტომბერი 2022 10:53
    0
    შეიძლება ხავი ტაკტიკურად ძლიერი იყოს მაგრამ რაც კლოპს გვარდიოლას აქვს ის არააქვს ხავის ეს არის ქარიზმა არ შეუძლია გუნდის დაქოქვა და @ეეეცით თუ გინდათ კიმარა გამიცდილი თუუნდოდა ვერ დააყენა ალბა მიცვალებული ალონსო რო დააგდო ძირითადში ჯერ ჯერობით მიცრუებს ხავი იმედებს აი ინტერთან ფრე თუ გავაგორეთ ჩავრჩით და ეგაა იმიტო ბავარიას ვერ მოვუგებთ ჩვენ და ურთიერთ შეხვედრებში გვაჯობებს ინტერი ასე რომ ინტერთან ქულების დაკარგვის შემთხვევაში სამწუხაროდ ხავის უნდა დავემშვიდობოთ და ტუხელს მივესალმები დიდი სიამოვნებით
    წევრი [?]
    #3 5 ოქტომბერი 2022 10:37
    0
    მე როგორც რეალის გულშემატკივარი როგორც ადმინს ასევე სხვებს იმას გეტყოდით რომ არ ღირს მსაჯებზე ამდენი ყურადღების გამახვილება როცა გუნდმა რეალურად საზიზღეად ითამაშა, როცა მთელი თამაში გუნდი უფანტაზიოდ აწვდის, დემბელე 180ჯერ კარგავს ბურთს, დაცვა არასწორადაა დაკომპლექტებული და ა.შ მსაჯი ამ შემთხვევაში ბოლო პრობლემაა, მითუმეტეს ბარსა და ინტერს შორის ცა და დედამიწაა სულ სხვა ლეველია ბარსა, ასე რომ ამ მომაკვდავ ინტერს თუნდაც ასეთი ბარსელონა უპრობლემოდ უნდა უგებდეს, მეც ვფიქრობ რომ მანდ პენალტი იყო დასანიშნი თუმცა ყოველ წამს მსაჯებზე რეპლიკები გუნდის რეპუტაციას და გულშემატკივრებისასაც სერიოზულად აზიანებს.
    ფანი [?]
    #2 5 ოქტომბერი 2022 10:23
    0
    ეჰ აფსუს ვინ დარბოდა ფლანგებიდან და ვინ გვყავდა ტრიო და ეხლა ვინ გვყავს დემბელე, რაფინია, ტორესი, დეპაი და ჯერ კიდე ვერ მოსული თავის ხოდზე ჩინური მესი ფატი🙄🙄🙄
    Culé [?]
    #1 5 ოქტომბერი 2022 10:18
    1
    რად გვინდა მაგის დარტყმა ან დრიბლინგი თუ ტვინში მართლა სიცარიელე აქვს ვერ აზროვნებს და საჭირო გადამწყვეტ მომენტში საჭირო გადაწყვეტილებას ვერ იღებს.