წინ, "ბაიერნისკენ"!

წინ, "ბაიერნისკენ"!

ლისაბონის ბილეთი ჯიბეშია! "ბარსა" მეოთხედფინალში დამაჯერებლად გავიდა, წინ მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც იუპ ჰაინკესის შემდეგ, ასეთ კარგ ფორმაში არ ყოფილა.

თამაშმა ჩვენი ნერვებიც შეიწირა, ოღონდ არა იმიტომ, რომ უპირატესობა ხელიდან გავუშვით, უბრალოდ იყო ორი მომენტი, როცა ჩაქირიმ და მსაჯთა ბრიგადამ თავი შეგვახსენეს.

პირველი იყო ლეოს ძალიან კარგი გოლი, რომელიც გაუქმდა. ბურთი ჯერ მკერდზე ხვდება, მერე მინმალური შეხებაა ხელზე და მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ტრაექტორიაზე ამას გავლენა არ მოუხდენია, გოლი მაინც გააუქმეს. ახალი წესი ასეთიაო - ამბობს UEFA, მინიმალური შეხებაც კი ისჯება. ამ არ ჩათვლილმა გოლმა, "ატლეტიკოსთან" არ ჩათვლილი გოლიც გაგვახსენა, ასევე ხელით თამაშის გამო. ის მატჩი კი ვერ არის კარგი გასახსენებელი.

მეორე მომენტი, რომელზეც ნერვი შეგველახა, იყო ყველაზე აშკარა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მინახავს, კულიბალიმ საკუთარ საჯარიმოში, ლიონელ მესის ცელივით გამოუსვა და კინაღამ ფეხიც წააგლიჯა. დავიწყოთ იმით, რომ ჩაქირიმ პენალტი არ დანიშნა, არც გვერდით მსაჯს დაუნახავს არაფერი, VAR-მა თამაში გააჩერა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ჩაქირის მონიტორთან უხმეს, არადა, მხოლოდ ერთი რამ იყო დასაზუსტებელი, დაასწრო თუ არა მესიმ ბურთზე თამაში, ეს კი მაშინვე კარგად გამოჩნდა. ძალიან გამიჭირდება იმის ახსნა, რას არკვევდნენ ამდენი წუთის განმავლობაში.

მესის ფეხი გაუსივდაო, აქაც "ატლეტიკო" გამახსენდა, თამაშის ბოლო წუთებზე მარტინ დემიკელისი გაშლილი ფეხით წავიდა ლიონელ მესიზე და ტრავმა მიაყენა, მალევე შეხვედრაც დამთავრდა, ლეომ ბუცი გაიხადა, რადგან კოჭი საშინლად ჰქონდა გასიებული, გვეგონა, რომ საქმე სერიოზულად იყო, მაგრამ მომდევნო ტურში ჩვეულებრივად გამოვიდა და ითამაშა, იმედი მაქვს, ამჯერადაც ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მოსალოდნელი სურათი

აღმოჩნდა, რომ წინა შეხვედრების ანალიზისას არ შევმცდარვართ, ორი დასკვნა გამოვიტანეთ და ორივე მართებული გამოდგა. თუ სეტიენის "ბარსა" სწრაფ გოლს იტანს, ყველაფერი კარგად მიდის და გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობს. ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც აშკარაა, სწრაფი გოლის შემდეგ უბრალოდ ქრება.

მეორე დასკვნა გამოვიტანეთ ტაქტიკურ სქემასთან დაკავშირებით, თამაშამდეც ითქვა, რომ თუ "ბარსა" 4-3-3-ით ითამაშებდა, ანტუან გრიზმანი ისევ დაკარგული ბავშვივით ირბენდა მოედანზე, ყველაფერი ზუსტად ასე იყო, ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, მთელი სეზონია ამას ვუყურებთ და ამ სქემაში რომ გრიზმანი ადგილს ვერ იპოვიდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო.

ასეა თუ ისე, სეტიენმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ვერ გავამტყუვნებთ, რადგან ლიონელ მესი მეტოქის კართან ახლოს იმყოფებოდა, თამაში კი სწორედ ლეომ მოიგო.

ფატის შანსი არ მისცემია. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბაიერნთან" ტაქტიკა არ შეიცვლება, მით უმეტეს, დამაჯერებლად მოგებული მნიშვნელოვანი თამაშის შემდეგ, მაგრამ იმის თქმაც წინასწარვე შეგვიძლია, რომ გრიზმანის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.

ყველაზე კარგი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ უსმან დემბელემ ბოლო 20 წუთის თამაში მაინც შეძლოს, სხვა თუ არაფერი, ზუსტად ის პოზიციაა, რომელზეც თამაშობს და დანამდვილებით იცის, რომელი სივრცე, როდის უნდა აითვისოს.

დაცვა

მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს, სემედუ ძალიან კარგი იყო, ალბაც ჩვეულად აქტიურობდა, დაცვაში პრობლემები არ ჰქონია, ლანგლემ, შესაძლოა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. აი ჟერარ პიკემ, პირველივე წუთებზე "ვარანი გააკეთა" და კინაღამ გოლით დავისაჯეთ. ეს კი თამაშის მიმდინარეობას აბსოლუტურად შეცვლიდა, ზემოთაც ვახსენე და განვლილმა შეხვედრებმაც დაგვიდასტურეს, რომ პირველ გოლს, სეტიენის გუნდისთვის, გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს.

ნახევარდაცვა

"ბაიერნთან" დაბრუნდებიან ბუსკეტსი და ვიდალი. სეტიენს ცვლილებების გაკეთება მოუწევს, ეს კი მარტივი საქმე არ იქნება. ფრენკი დე იონგმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, უპრობლემოდ ამოაქვს ბურთი, თამაშს მთლიანად აკონტროლებს და დაცვის დროსაც, დროულად ავსებს ზონებს.

არც სერჟი რობერტოს და არც რაკიტიჩს, განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, რობერტოს შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, საკადრო პრობლემების გამო აღმოჩნდა ამ პოზიციაზე, აი რაკიტიჩის საუკეთესო პერიოდი, წარსულს ჩაბარდა და ძალიან გამიკვირდება. "ბაიერნთან" ძირითადში რომ ვიხილო.

ამ მდგომარეობით - ბუსკეტსი, დე იონგი, ვიდალის ტრიო იკითხება. ფრენკი დე იონგი და არტურო ვიდალი ძალიან კარგად აბალანსებენ ერთმანეთს, ერთს აგრესია შემოაქვს თამაშში, მეორე კი საუკეთესოა ბურთის კონტროლში. 

გადამწყვეტი ეტაპი

იწყება ლისაბონის ეტაპი, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ტარდება, საკლუბო ტურნირზე, სანაკრებო ტურნირის სპეციფიკა შემოვა. სასწორზე ყველაფერი დევს, ერთი თამაში ყველაფერს გადაწყვეტს, შესაბამისად, სიფრთხილეც მეტი იქნება, ჩვენი მთავარი იმედი კი ლიონელ მესია, რომელსაც ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ყოველთვის შეუძლია.

მე ის მადარდებს, რომ ვერც სუარესმა აუბა მხარი და ვერც გრიზმანმა. "ნაპოლის" მხოლოდ მესიც ეყო, აი "ბაიერნთან" მეტი იქნება საჭირო.

მთავარი კითხვა ამ დღეების განმავლობაში იქნება შემდეგი - დაიჭერს თუ არა ლევანდოვსკის პიკესა და ლანგლეს დუეტი? ამ მომენტისთვის, პოლონელი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია. დიდი ტესტი იქნება ლანგლესთვის, პიკეს იმედი კი დიდად არ მაქვს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 9 აგვისტო 2020 14:26
    1
    Gushin raketas da frenkis adgilebi arasworad gaunawila. Piruqit rom yofiliyvnen raketa ase ar daikargeboda, frenkic isetive yochaghi iqneboda da tamashic ufro sakaifod wauvidodat suas da grizmos.
    ფანი [?]
    #12 9 აგვისტო 2020 14:13
    1
    წინ თორე გადათელავენ ეხლაა
    Henry
    სტუმარი [?]
    #11 9 აგვისტო 2020 14:01
    4
    ციტატა: Pirat❤️💙
    ყველაფერი კარგია მაგრა ეს ვიდალი რატო მოგეონთ ვერ ვხვდები
    დასაწყისში ბუსი დეიონგი რობერო უნდა იყვნენ მერე რობერტო პუჩში და ეგაა ვიდალი ტყუილად შარია

    მე პირადად ვიდალის მიმართ სიმპატიები იმიტო მაქ რო რაც არ უნდა ცუდი თამაში ქონდეს მოედნიდან გამქრალი არასდროს არაა ყოველთვის იბრძვის და ყოველთვის დარბის ანუ რაღაცას მაინც აკეთებს გუნდისთვის ყოველთვის. პლიუს დარტყმას არ ეროდება და ასე თუ ისე ნახევარმცველებიდან გოლის გატანა შეუძლია. უბრალოდ ეხლა ასაკშია და სისრაფეზე ვეღარ თამაშობს აშკარად სწორედ ამიტომ ჯობია რო არ დააყენოს ბაიერნთან თავიდანვე და შეცვლაზე გამოიყვანოს, სწრაფი ფეხბურთელები ყავს ბაიერნს სწორად მაგით ანადგურებენ მეტოქეს.
    ბაიერნთან თამაშში ყველაზე მეტად ფლანგის მცველებმა უნდა იკაცონ და ეგ მაშინებს. სემედუს რამოდენიმე პოზიციური შეცდომა ნათლად მახსოვს როცა კომანთან და გნაბრისთან გიწევს თამაში უშეცდომო უნდა იყო წინააღდეგ შეთხვევაში აუცილებლად დასჯიან გუნდს. მე მაინც მჯერა რომ ბარსელონა გაცდება ბაიერნს. დევისი ალაბა ძლიერები არიან შეტევით ასპექტში მაგრამ აი დაცვაში ვერ არიან მთლად კარგები საშნელ მდგომარეობაში მყოფმა ჩელსიმაც ბევრი კარგი მომენტი შეუქმნა რამოდენიმჯერ მაუნტი ისე გაექცათ როგორც არაფერი. ბბოატენგი ასაკშია, ნახევარდაცვა კარგი ყავთ მაგრამ თუ ფლანგის ფეხბურთელების განეიტრალებას შეძლებენ ასე თუ ისე მემგონი გავცდებით. ლევნადოვსკიზე რა გითხრათ ლევანდოვსკია დღეს დღეისობით საუკეთესო თავის პოზიციაზე, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს სუარესი როგორც თამაშობს დიდი გუნდების წინააღმდეგ ყოველთვის ორმაგად მოტივირებულია იქნებ გრიზმმანმაც გამოანათოს ერთხელ ხო უნდა გამოანათოს და იყოს ეს ბაიერნის წინააღმდეგ რა მოხდება. მოკლედ მე ვფიქრობ რო ბაიერნს გავცდებით და გვარდიოლა გამოგვაგდებს :დ
    მწერალი [?]
    #10 9 აგვისტო 2020 13:54
    1
    ციტატა: MALUMA
    ამ მომენტისთვის, პოლონელი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია


    "ამ მომენტისთვის, პოლონელი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია" - ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სადაც წინადადებაში წერია - "ამ მომენტისთვის" იქ იგულისხმება კონკრეტული პერიოდი და არა ბოლო 10 წელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 აგვისტო 2020 13:51
    1
    აი ძალიან ცუდი სტატისტიკა:
    "ბლაუგრანასა" და "რეკორდმაისტერის" უკანასკნელ სამ დაპირისპირებაში გამარჯვებული, ჩემპიონი ხდებოდა.
    ასე იყო 2009 წელს, როდესაც ჩემპიონები გახდნენ კატალონიელები, 2013-ში - "წითლები" და 2015-ში ისევ კატალონიელები.
    გამოდის რო ახლა ისევ ბაიერნის ჯერი მოვიდა.
    ფანი [?]
    #8 9 აგვისტო 2020 13:41
    1
    ყველაფერი კარგია მაგრა ეს ვიდალი რატო მოგეონთ ვერ ვხვდები
    დასაწყისში ბუსი დეიონგი რობერო უნდა იყვნენ მერე რობერტო პუჩში და ეგაა ვიდალი ტყუილად შარია
    Culé [?]
    #7 9 აგვისტო 2020 13:31
    7
    სეტიენს არც ძალალისხმევა აქვს იმდენი და არც ჭკუა ბაიერნი გააჩეროს,უბრალოდ უნდა ვიყოთ ფეხბურთელების იმედად,უფრო სწორად ფეხბურთელის იმედად,მესის იმედად...ძალიან კარგი თამაშები გველოდება წინ....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    ფანი [?]
    #6 9 აგვისტო 2020 13:30
    5
    მიდით ბიჭებო მოინდომეთ,ყველაფერი შესაძლებელია ერთმატჩიან შეხვედრაში და ბაიერნის დამარცხებაც რეალურია, თუ ლეომ მოინდომა და ისეთი თამაში ჩაატარა როგორიც მას ჩვევია
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია💙❤
    მწერალი [?]
    #5 9 აგვისტო 2020 13:23
    10
    ციტატა: Mes cue un club 1899
    მთავარია ორი ფეხბურთელი გავაჩეროთ ლევანდოვსკი და გნაბრი.
    დანარჩენი იმდენ პრობლემას ვერ შექმნის. სემედომ წინ უფრო ნაკლებად უნდა ირბინოს ახლა მარიო რუის მაგივრად დევისი ეყოლება მეტოქე კონტრშეტევებზე პიზდეცი იქნება


    ხო მაგრამ ვერც დევისი ირბენს წინ თავქუდმოგლეჯილი, როცა მესი გყავს უკან ეგრე გიჟივით ვერ გაიქცევი.
    გულშემატკივარი [?]
    #4 9 აგვისტო 2020 13:20
    7
    მთავარია ორი ფეხბურთელი გავაჩეროთ ლევანდოვსკი და გნაბრი.
    დანარჩენი იმდენ პრობლემას ვერ შექმნის. სემედომ წინ უფრო ნაკლებად უნდა ირბინოს ახლა მარიო რუის მაგივრად დევისი ეყოლება მეტოქე კონტრშეტევებზე პიზდეცი იქნება
    მწერალი [?]
    #3 9 აგვისტო 2020 13:15
    4
    ციტატა: Messi,suaresu,neimari
    ბოლო სიტყვა არ მომეწონა ,,პიკეს იმედი არ მაქო,, პიკეს უნდა გვქონდეს ისაა დაცვის ლიდერი


    ხო, კარგი იქნება, რომ მქონდეს, მაგრამ არ მეიმედება, არ მჯერა ასეთი რადიკალური ცვლილების, მით უმეტეს, უმოკლეს დროში.
    მწერალი [?]
    #2 9 აგვისტო 2020 13:11
    5
    ციტატა: lesane C
    საყრდენზე რაკიტიჩი იდგა მგონი და არა ფრენკი,ასე რომ ეგ პრობლემა არ იქნება +არც გრიზმანს უთამაშია ცუდად,მარა ბავარიასთან რას იზამენ კაცმა არ იცის,ერთი გოლის გაშვების მერე ეგრევე დაეტყოთ რო დაიბნენ. თითქმის მთელი მეორე ტაიმიც კიდე შენარჩუნებაზე თამაშობდნენ ანგარიშის და ეგ ბავარიასთან არ გამოუვათ და იმედია ძღრენს არ შეჭამს სეტიენი :D


    მართალი ხარ.
    ცვლიდნენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად რაკიტიჩი იდგა.

    აი გრიზმანს "ცუდად არ უთამაშია" - ამ შეფასების არ მესმის, თან მთელი სეზონია ასე აფასებენ.
    თავდამსხმელს როცა იმით აფასებ, რომ მოედანზე არაფერს აფუჭებს, თან ეს თავდამსხმელი როცა გრიზმანია, ცოტა კომიკურია.
    იმისთვის არის მოედანზე, რომ რამე შექმნას, მარტო ის, რომ არაფერს აფუჭებს საკმარისი არ არის.
    ეგრე არც ფატი გააფუჭებდა რამეს : ) (ალბათ)
    Culé [?]
    #1 9 აგვისტო 2020 13:09
    2
    საყრდენზე რაკიტიჩი იდგა მგონი და არა ფრენკი,ასე რომ ეგ პრობლემა არ იქნება +არც გრიზმანს უთამაშია ცუდად,მარა ბავარიასთან რას იზამენ კაცმა არ იცის,ერთი გოლის გაშვების მერე ეგრევე დაეტყოთ რო დაიბნენ. თითქმის მთელი მეორე ტაიმიც კიდე შენარჩუნებაზე თამაშობდნენ ანგარიშის და ეგ ბავარიასთან არ გამოუვათ და იმედია ძღრენს არ შეჭამს სეტიენი :D