მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

   მატჩის დამატებით წუთებზე ლამინე იამალმა ბურთი შეისწორა საჯარიმოს მისადგომებთან, კარგად დაარტყა და ძელს მოხვდა. რატომღაც ცუდად მენიშნა, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ალბათ წარსული გამოცდილებებიდან მოდის, ფეხბურთს ხომ თავისი სამეტყველო ენა აქვს, ჩვენ კი უკვე ვსაუბრობთ მის ენაზე და ამ მომენტმა გვითხრა, რომ ნერვიულობის დრო დადგა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 

არ ამომდის თავიდან, ცოტათი გვერდზე და დამთავრდა, ეგ არის, ფინალში ვართ, მაგრამ არა. ცუდი სამსახურიც გაუწია გუნდს, მოდუნდნენ, ასე მომეჩვენა, "ინტერს" ჰქონდა შესაგდები და იქით "ბარსა" უტევდა, მერე კიდევ უცბად გოლი გამოაცხვეს. მეორე ტაიმში არაფერს ჰგავდა "ინტერი" და ძალიან კარგი იყო "ბარსა", მაგრამ ბოლოს მაინც ბარლოგივით მოიქნიეს მათრახი. ჩავარდა ქვესკნელში, მკვდარი გგონია და მაინც წაგავლო ფეხში..

უცნაურად მეჩვენა ის ამბავი, რომ ახლო განმეორება არ გვინახავს ყველაზე საკამათო ეპიზოდის, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ მარტინზე თამაშის წესები დაირღვა, მერე ჩანს თითქოს ბურთზე თამაშს ასწრებენ და თავად წამოედო მეტოქეს, მაგრამ ახლო კადრი არ გვინახავს. 

მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ისიც ნახევარფინალიდან, ისიც გასვლაზე, მაშინ ბალაკს მოხვდა ხელზე ბურთი, მაგრამ არც ერთხელ ეგ ეპიზოდი არ გაუმეორებიათ. დღეს უკვე ბევრ ახლო კადრს ვნახავთ, ალბათ დარღვევაც არ იქნება, ამიტომაც ტიროდა პატარა ბავშვივით ჟერარ მარტინი, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ვეღარც არაუხომ უშველა, რომელიც ძალიან ინერტული იყო გოლის მოემნტში. ახლა რაღა დაავიწყებს ამას? დროს კიდევ ვეღარ დააბრუნებ უკან. 

მწარე იყო ძალიან. ისტორიული მატჩი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო. მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. ორივე მატჩი შეუდარებელი იყო, და ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარსა" ვერ გავიდა, არა იმიტომ, რომ მისი ქომაგები ვიყრით აქ თავს, უბრალოდ იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა, ასე მგონია. 

წაგებული ტაიმი

"ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს აგებდა, ისევე როგორც "მონჟუიკზე". უკვე ვიცით რომ გუნდი არ ტყდება, არასდროს, ფლიკმა ამაზე მაგრად იმუშავა და სიამაყის მიზეზიც გვაქვს. პირველი ტაიმი "ინტერის" იყო, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორიც "ბარსას" ჰქონდა მეორეში. პირველი ტაიმის ანტიგმირი დანი ოლმო გამოდგა, ჯერ მის შეცდომას მოჰყვა გოლი, მერე კიდევ შეტევაში ყველაზე მეტად ის ურევდა. გაყვანის პირველი კანდიდატიც ის იყო. ამასობაში მეორე გოლიც მივიღეთ, კუბარსიმ ლაუტარო წააქცია, არგენტინელმა ბოლო მომენტში შეძლო ფეხის ჩადგმა და - ეს პენალტია. არსენ ვენგერს უთქვამს ამაზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა იგულისხმა. კუბარსის კიდევ მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთი ამ პენალტს თუ წამოაძახებს ვინმე, მსგავსი პენალტი ადრეც აუღია, დარწმუნებულია რომ ბურთზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს სულ გამოუცდელობის ამბავია, პირველად ითამაშა ნახევარფინალი. ყველაფერი წინ აქვს, მასაც, სხვებსაც, გუნდსაც. 

პირველ ტაიმში პედრი და იამალი ცდილობდნენ რაღაც ორიგინალურის მოფიქრებას, მაგრამ ბევრი არაფერი გამოდიოდა. საერთო ჯამში, ლამინეს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ჩემამდე არ დადის ერთი გოლი მაინც როგორ ვერ შეაგდო. ხან არ უმართლებდა, ხანაც ზომერი იყო საქმეში. 

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და ფლიკმა მოიგო. აი, დამატებით დროს ან იღბალი იგებს, ან გამძლეობა. 

რემონტადა 

რაღაც არანორმალური ვნახეთ, "ბარსამ" ორი განაპირა მცველი დაკარგა, მათ ნაცვლად გამწესებულმა მცველებმა კი ერთი გოლი გააკეთეს და მალევე მეორესთანაც იყვნენ ახლოს. ჟერარ მარტინის ჩაწოდებას ერიკ გარსიას ძალიან ლამაზი გოლი მოჰყვა, შემცირდა ანგარიში და ისე გამოცოცხლდა "ბარსა" რომ მეორე გოლი დროის ამბავი გახდა. ამის მერე იყო გენიალური კონტშეტევა, იამალის დაწყებული, ორი განაპირა მცველით შეტევაში, მათთან ახლოს პედრი, რომელიც ბრწყინვალედ ანაწილებდა ბურთს და ისევ მარტინის პასის მერე, ისევ გარსია ურტყამდა კარში, ცარიელ კარში... მაგრამ ზომერი გამოფრინდა, ეს არაადამიანი, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ "ბარსა" ფინალის გარეშე დარჩა. 

განმეორებაზე გამოჩნდა რომ გარსიას დარტყმა დიდად კარგი ვერ იყო.

მცირე ხანში "ბარსამ" მაინც შეაგდო, ისევ ჟერარ მარტინის ჩაწოდების მერე პირველი ტაიმის ანტიგმირმა ანგარიში გაათანაბრა, დანაშაული გამოისყიდა. დანი ოლმომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ზომერი უშანსოდ დარჩა. ფსიქოლოგიური უპირატესობა "ბარსას" მხარეს გადავიდა. მე კიდევ მეფიქრებოდა რაფინიაზე, კაცზე, რომელიც საერთოდ არ ჩანდა პირველ და მეორე ტაიმებში, და ისევ წარსული გამოცდილებიდან ვიცით რომ ეს მეტოქისთვის კარგი არ არის, რაფინია ზუსტად მაშინ გაისვრის, როცა არ ჩანს.  

ჰოდა, გაისროლა! 

2:3.. რემონტადა! "ბარსა" ფინალშია!

ფინალშია? 

როდის წავაგეთ თამაში? 

როდის წავაგეთ? იამალმა რომ ძელს მოარტყა? ან, იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დაცვის ბურჯმა ტრავმა მიიღო? ინიგო ხომ  "ბარსასთვის" შეუცვლელია. ისე გამოვიდა, რომ დაცვის ოთხეულიდან მხოლოდ კუბარსი იყო ძირითადის წევრი, და ისიც ასე ახალგაზრდა. ეგ კი არა, შემცვლელის შემცვლელიც ვიხილეთ, ერიკ გარსია ჰექტორ ფორტმა შეცვალა და დიდი სარგებელი მისგან ვერ მივიღეთ. 

იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დავიჯერეთ, რომ მოვიგეთ?

სასტიკია ხანდახან ფეხბურთი. 

სათადარიგო დაცვის ხაზით რომ თამაშობ კიდევ ბევრი გაქვს მოხერხებული. შესნიც მშვენივრად გაისარჯა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" არც ძირითადის მეკარე ჰყოლია კარში. ჰოდა, რა გამოდის? უკანა ხაზის ხუთი კაციდან ბოლო წუთებისთვის მხოლოდ ერთი შემოგვრჩა ვისაც ძირითადის წევრი ეთქმის. რა თქმა უნდა, კიდევ გაიტანდა "ინტერი". ეს ნათელი იყო. 

თუმცა, "ბარსა" მაინც არ გატეხილა და ახლოსაც იყო მატჩი პენალტებში გადაეყვანა, იმსახურებდა, მატჩიც იმსახურებდა ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს გადაეწყვიტა, ეგ იქნებოდა ამ სცენარის საკადრისი კულმინაცია, მაგრამ იან ზომერმა ნამუსი სულ დაკარგა, ასეთი რამ ჟულიო სეზარსაც არ უკადრებია, ერთხელ მესმის, მაგრამ ორჯერ და სამჯერ რა უბედურებაა... დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე, რომ ამ ნახტომს ასრულებ, ხალხი რომ გოლს ყვირის და ბურთს რომ ბადეში ვერ ხედავს, ამას ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს ვინმემ? 

კარგი გუნდია "ინტერი", კარგი ფეხბურთიც ითამაშეს, მაგრამ "ბარსაზე" კარგი ვერ არის, "ბარსაზე" უკეთ არ უთამაშიათ. რაღაცებში მეტად გაუმართლათ, რაღაცებისთვის მეტად მზად იყვნენ, ინძაგი წლებია ამ გუნდთან ერთად მუშაობს, წაგების სიმწარეც ნანახი აქვს. ფლიკის "ბარსა" კიდევ ახალი დაწყებულია და შეხედეთ აბა მთავარი ვარსკვლავების ასაკს - ყველაფერი წინ არის. ბედნიერია გუნდი, რომელსაც პედრი ჰყავს, ბედნიერია გუნდი, რომელსაც იამალი ჰყავს. 

იმსახურებდა ფინალს ფრენკი დე იონგი, იმსახურებდა პედრი, იმსახურებდა ლამინ იამალი, მთელი გუნდი იმსახურებდა, ჰანსი ფლიკი იმსახურებდა, ლაპორტაც კი იმსახურებდა, მაგრამ არ გამოვიდა. 

წინ ელ კლასიკოა 

ორ დღეში კი არა, წლები ვერ დავივიწყებთ ამ მატჩს და არც არის დასავიწყებელი, სიმწარის მიუხედავად "ბარსას" შეუძლია იამაყოს განვლილი გზით. ეგრე სად არის გუნდის ლიდერი 17 წლისა იყოს და ეგრევე კვარცხლბეკზე აღმოჩნდეს? ჯერ საფეხურებია გასავლელი. მესიმ ჯერ ტრავმა ნახა და ტრიუმფს გამოაკლდა, მერე "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" მარცხი ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ოქრომდე მისვლა. 

ზინედინ ზიდანმა სამჯერ ზედიზედ წააგო ევროსარბიელზე ფინალი, სანამ ოქრომდე მივიდოდა. იამალმაც ის აუცილებელი საფეხური გადადგა, სხვაგვარად არ გამოდის, უბრალოდ, ცხოვრებას აქვს ასეთი კანონზომიერება. 

ხასიათის გამოკეთება ელ კლასიკოს შეუძლია. "ბარსა" მოგების შემთხვევაში გაჩემპიონდება. სეზონს სამი ტიტულით დაასრულებს, რაც თავისთავად დიდი წარმატებაა. ამიტომ, სრული კონცენტრაციაა საჭირო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 249 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 7 მაისი 2025 10:48
    1
    ბევრი ფაქტორი იყო რის გამოც წავაგეთ გამოფიტულები იყვნენ მერე გამიუცდელებიც წნეხის ქვეშ იყვნენ პირველი ტაიმი ამასთან ერთად ტრავმები ბალდე და კუნდე ორივე მთავარი იყო მითუმეტეს ამ ბარსასთვის კიდევ სკამის პრობლემა პაუ ვიქტოტი და ფორტი რო შემოგყავს ნახევარფინალში და ახლა არ მახსენდება კიდე რამდენია
    Culé [?]
    #8 7 მაისი 2025 10:43
    3
    არაუხო მოსაშორებელია, ახალი მეკარე მოსაყვანია, ეს მარტინი მოაშორონ საიდან მოვიდა. ჩემი აზრით ზაფხულში დაცვა და მეკარეა საშოვნელი. შეტევაში პრობლემა მარტო ლევანდოვსკია, უნდა მოშორდეს და ატლეტიკოდან მოვიყვანოთ ალვარესი.ფიფას პრეზიდენტმა თამაშამდე რომ გამოაცხადა ინრეტის ფანი ვარო. საეჭვოა ძაან. ეს მსაჯი ინტერის მხარეს იყო.
    Culé [?]
    #7 7 მაისი 2025 10:39
    2
    არაფერზე დამწყდებოდა გული ამ ფეხბურთელების ფონზე, ინტერს რო ორი მატჩის ჯამში თამაშის კარნახით მოეგო.. უბრალოდ ვერ ვინელებ 7 გოლიდან რო მინუმუმ 5 საკუთარ გუნდს თავად გავუჩალიჩეთ, და ვერასდროს წავშლი მეხსიერბიდან იმ დამპალ თითზე ნათვლელ წამებს, რომელიც უბრალოდ არ შევინარჩუნეთ. მოგვცა ინტერმაც შანსები საკუთარი ინერტულობის და უინტელქტობის ფონზე და კი ბატონო გავიტანეთ, მაგრამ აქეთ 100მაგი დავაშავეთ. 200 მომენტიდან 194 მესამე დივიზონის უმოტივაციი და იქედანაც გასავარდნი გუნდივით გავფლანგეთ, არ დავასრულეთ, ვერ განვახორციელეთ. ჯამში ისე გამოვიდა რო ფლანგის დანაკლისი უფრო პროდუქტიული გამოდგა ორივე მატჩში ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი და რა არის საამაყო, სამარცხვინო თუ არა?
    Culé [?]
    #6 7 მაისი 2025 10:36
    4
    გუშინდელი მატჩი თავიდან ბოლომდე არაუხოს კისერზეა, ნამუსი თუ აქვს თავისივე ფეხით უ და გაა*ვას გუნდიდან
    --------------------
    Cule🤙
    ახალბედა [?]
    #5 7 მაისი 2025 10:33
    0
    კაროჩე რააა უმეკარეოდ ვითამაშეთ ორივე თამაში ერთი რთული ბურთი ვერგამოაძრო 9 დარტყმიდან 7 გაუვიდა.ბოლო
    გოლზე ყველა მეკარე შორეულ კუთხისკენ იღებს პოზიციას მითუმეტეს 2 მცველი ახლო კუთხეს კეტავს ცაციააა ლოგიკურად უნდა გადაიწიო რო არდარტყას დაინახა ვაფშე ცარიელი კარები და გააგორა შორეულში, შტეეგენი კისტერ თვალისგაყოლებაო რო წაუღეთ ტვინი ყველა გამოვარდნაზე რაც ბარსა გამოვარდა ბურთებს აძრობდა სულ შარშან პსჟს მარტო ეთამაშა არაუხო გასაშვებია რაფინია სანამ დროა გაუშვან ნიკო ასი თავით ჯობია მოატყუებს მაინც კაცს დეიონგი სანამ დროა ლევამდოვსკის მაგივრად ვინე მოძრავი ფორვარდი და ამოწეული დაცვაა ზოგჯერ უკანაც უნდა ჩადგეს თუსაჭიროაა როცა 5 წუთია დარჩენილი
    წევრი [?]
    #4 7 მაისი 2025 10:33
    0
    Vamooss barcaa barca-1
    Culé [?]
    #3 7 მაისი 2025 10:30
    7
    მე მაიც ვამაყობ ამ ყველაფრით მებრძოლი გახადა ფლიკა ბარსელონა 2:0 დან სანსიროზე 2:3 უტრიალებ მთელ მეორე ტაიმს ამხობ თავზე მილანში და 1 დიდი სლეობა ბოლოში მაინც რომ ხტება ეგაა დასანანი რომ 1:30 წუთი აცილებდა ფინალამდე ბარსელონას..
    ამ რესუსურსით რომ ამდენს მიაღწია ეგ კიდე ცალკე დასაფასებელია ნახევარ ფინალში 2 ფლანგის მცველი გაკლია წინ ფორვარდი და სათადარიგოებით უგებდე ინტერს გასვაზე უდიდესი პატივია
    ახალბედა [?]
    #2 7 მაისი 2025 10:29
    0
    შეცვალეთ ეს ლიგა მოხოდონ რასაც აპირებენ სუპერ ლიგას თუ რაცაა ძმაო ბარსას ჩ ლიგაზე ბედი არ აქვს და ოდნავი გამართლება არაა ჩვენ მხარეს. ესეთი თამაშით რო გამოვარდები რავიცი ძმაო სადაა სამართალი. ვერც იმას იტყვი რო ინტერი არ იმსახურებდა მარა რეალი რო ყოფილიყო ჩვენ ადგილას გავიდოდა და საერთოდ რა თამაშებით არიან ტიპები გამძვრალი მაგაზე მეშლება ნერვები. ჩვენთან ხდება თან ყველა მეკარი ბუფონი რეები აკეთა ტიპმა. პლიუს იამალის ამ პერფორმანსის მერე ლიგის დატოვება ძაან საწყენია. ალბათ ინტერი მოიგებს კიდეც ლიგას მთელი აქცენტი მაგაზე გააკეთეს და აშკარად სერია ა დაიკიდეს
    Culé [?]
    #1 7 მაისი 2025 10:27
    3
    იმ მესამე გოლის ეპეოზდში მარტინზე ჯარიმა როარ დადო და აშკრადა დაბიჯა ფეხი ეგ არც კი უჩვენებიათ ეგეევე მივხვდი მანდ ჯარიმა იყო და არაფერი არაა არ გადაამოწმეს და გათრიეს ინტერი დამატებითში🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️
    იგივე მსაჯი რომ დანიშნეს ეგ კიდე ცალკე თემაა უეფაში მეტი მსაჯი არაა გამოელიათ... ვერავინ დამაჯერებს ამას რომ ძალით არ აკეთებენ ამ ყველაფერს
    უნდა წაქცეულიყო მარტინი და ეკოტრიალა მარა დიდად არაფერი შეიცვლებოდა გაწერილი სცენარებით ზუსტად რომ ფლიკმაც აღნიშნა მსაჯი ინტერის სასარგებლოდ იღებდა ხშირად გადაწყვეტილებასო