მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თავი ასწიეთ, ბარსა ბრწყინვალეა!

   მატჩის დამატებით წუთებზე ლამინე იამალმა ბურთი შეისწორა საჯარიმოს მისადგომებთან, კარგად დაარტყა და ძელს მოხვდა. რატომღაც ცუდად მენიშნა, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ალბათ წარსული გამოცდილებებიდან მოდის, ფეხბურთს ხომ თავისი სამეტყველო ენა აქვს, ჩვენ კი უკვე ვსაუბრობთ მის ენაზე და ამ მომენტმა გვითხრა, რომ ნერვიულობის დრო დადგა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. 

არ ამომდის თავიდან, ცოტათი გვერდზე და დამთავრდა, ეგ არის, ფინალში ვართ, მაგრამ არა. ცუდი სამსახურიც გაუწია გუნდს, მოდუნდნენ, ასე მომეჩვენა, "ინტერს" ჰქონდა შესაგდები და იქით "ბარსა" უტევდა, მერე კიდევ უცბად გოლი გამოაცხვეს. მეორე ტაიმში არაფერს ჰგავდა "ინტერი" და ძალიან კარგი იყო "ბარსა", მაგრამ ბოლოს მაინც ბარლოგივით მოიქნიეს მათრახი. ჩავარდა ქვესკნელში, მკვდარი გგონია და მაინც წაგავლო ფეხში..

უცნაურად მეჩვენა ის ამბავი, რომ ახლო განმეორება არ გვინახავს ყველაზე საკამათო ეპიზოდის, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ მარტინზე თამაშის წესები დაირღვა, მერე ჩანს თითქოს ბურთზე თამაშს ასწრებენ და თავად წამოედო მეტოქეს, მაგრამ ახლო კადრი არ გვინახავს. 

მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ისიც ნახევარფინალიდან, ისიც გასვლაზე, მაშინ ბალაკს მოხვდა ხელზე ბურთი, მაგრამ არც ერთხელ ეგ ეპიზოდი არ გაუმეორებიათ. დღეს უკვე ბევრ ახლო კადრს ვნახავთ, ალბათ დარღვევაც არ იქნება, ამიტომაც ტიროდა პატარა ბავშვივით ჟერარ მარტინი, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ვეღარც არაუხომ უშველა, რომელიც ძალიან ინერტული იყო გოლის მოემნტში. ახლა რაღა დაავიწყებს ამას? დროს კიდევ ვეღარ დააბრუნებ უკან. 

მწარე იყო ძალიან. ისტორიული მატჩი გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო. მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. ორივე მატჩი შეუდარებელი იყო, და ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარსა" ვერ გავიდა, არა იმიტომ, რომ მისი ქომაგები ვიყრით აქ თავს, უბრალოდ იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა, ასე მგონია. 

წაგებული ტაიმი

"ბარსა" პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს აგებდა, ისევე როგორც "მონჟუიკზე". უკვე ვიცით რომ გუნდი არ ტყდება, არასდროს, ფლიკმა ამაზე მაგრად იმუშავა და სიამაყის მიზეზიც გვაქვს. პირველი ტაიმი "ინტერის" იყო, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორიც "ბარსას" ჰქონდა მეორეში. პირველი ტაიმის ანტიგმირი დანი ოლმო გამოდგა, ჯერ მის შეცდომას მოჰყვა გოლი, მერე კიდევ შეტევაში ყველაზე მეტად ის ურევდა. გაყვანის პირველი კანდიდატიც ის იყო. ამასობაში მეორე გოლიც მივიღეთ, კუბარსიმ ლაუტარო წააქცია, არგენტინელმა ბოლო მომენტში შეძლო ფეხის ჩადგმა და - ეს პენალტია. არსენ ვენგერს უთქვამს ამაზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა იგულისხმა. კუბარსის კიდევ მშვენიერი მატჩი ჰქონდა, ერთი ამ პენალტს თუ წამოაძახებს ვინმე, მსგავსი პენალტი ადრეც აუღია, დარწმუნებულია რომ ბურთზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს სულ გამოუცდელობის ამბავია, პირველად ითამაშა ნახევარფინალი. ყველაფერი წინ აქვს, მასაც, სხვებსაც, გუნდსაც. 

პირველ ტაიმში პედრი და იამალი ცდილობდნენ რაღაც ორიგინალურის მოფიქრებას, მაგრამ ბევრი არაფერი გამოდიოდა. საერთო ჯამში, ლამინეს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და ჩემამდე არ დადის ერთი გოლი მაინც როგორ ვერ შეაგდო. ხან არ უმართლებდა, ხანაც ზომერი იყო საქმეში. 

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და ფლიკმა მოიგო. აი, დამატებით დროს ან იღბალი იგებს, ან გამძლეობა. 

რემონტადა 

რაღაც არანორმალური ვნახეთ, "ბარსამ" ორი განაპირა მცველი დაკარგა, მათ ნაცვლად გამწესებულმა მცველებმა კი ერთი გოლი გააკეთეს და მალევე მეორესთანაც იყვნენ ახლოს. ჟერარ მარტინის ჩაწოდებას ერიკ გარსიას ძალიან ლამაზი გოლი მოჰყვა, შემცირდა ანგარიში და ისე გამოცოცხლდა "ბარსა" რომ მეორე გოლი დროის ამბავი გახდა. ამის მერე იყო გენიალური კონტშეტევა, იამალის დაწყებული, ორი განაპირა მცველით შეტევაში, მათთან ახლოს პედრი, რომელიც ბრწყინვალედ ანაწილებდა ბურთს და ისევ მარტინის პასის მერე, ისევ გარსია ურტყამდა კარში, ცარიელ კარში... მაგრამ ზომერი გამოფრინდა, ეს არაადამიანი, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ "ბარსა" ფინალის გარეშე დარჩა. 

განმეორებაზე გამოჩნდა რომ გარსიას დარტყმა დიდად კარგი ვერ იყო.

მცირე ხანში "ბარსამ" მაინც შეაგდო, ისევ ჟერარ მარტინის ჩაწოდების მერე პირველი ტაიმის ანტიგმირმა ანგარიში გაათანაბრა, დანაშაული გამოისყიდა. დანი ოლმომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ზომერი უშანსოდ დარჩა. ფსიქოლოგიური უპირატესობა "ბარსას" მხარეს გადავიდა. მე კიდევ მეფიქრებოდა რაფინიაზე, კაცზე, რომელიც საერთოდ არ ჩანდა პირველ და მეორე ტაიმებში, და ისევ წარსული გამოცდილებიდან ვიცით რომ ეს მეტოქისთვის კარგი არ არის, რაფინია ზუსტად მაშინ გაისვრის, როცა არ ჩანს.  

ჰოდა, გაისროლა! 

2:3.. რემონტადა! "ბარსა" ფინალშია!

ფინალშია? 

როდის წავაგეთ თამაში? 

როდის წავაგეთ? იამალმა რომ ძელს მოარტყა? ან, იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დაცვის ბურჯმა ტრავმა მიიღო? ინიგო ხომ  "ბარსასთვის" შეუცვლელია. ისე გამოვიდა, რომ დაცვის ოთხეულიდან მხოლოდ კუბარსი იყო ძირითადის წევრი, და ისიც ასე ახალგაზრდა. ეგ კი არა, შემცვლელის შემცვლელიც ვიხილეთ, ერიკ გარსია ჰექტორ ფორტმა შეცვალა და დიდი სარგებელი მისგან ვერ მივიღეთ. 

იქნებ მაშინ წავაგეთ, როცა დავიჯერეთ, რომ მოვიგეთ?

სასტიკია ხანდახან ფეხბურთი. 

სათადარიგო დაცვის ხაზით რომ თამაშობ კიდევ ბევრი გაქვს მოხერხებული. შესნიც მშვენივრად გაისარჯა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" არც ძირითადის მეკარე ჰყოლია კარში. ჰოდა, რა გამოდის? უკანა ხაზის ხუთი კაციდან ბოლო წუთებისთვის მხოლოდ ერთი შემოგვრჩა ვისაც ძირითადის წევრი ეთქმის. რა თქმა უნდა, კიდევ გაიტანდა "ინტერი". ეს ნათელი იყო. 

თუმცა, "ბარსა" მაინც არ გატეხილა და ახლოსაც იყო მატჩი პენალტებში გადაეყვანა, იმსახურებდა, მატჩიც იმსახურებდა ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს გადაეწყვიტა, ეგ იქნებოდა ამ სცენარის საკადრისი კულმინაცია, მაგრამ იან ზომერმა ნამუსი სულ დაკარგა, ასეთი რამ ჟულიო სეზარსაც არ უკადრებია, ერთხელ მესმის, მაგრამ ორჯერ და სამჯერ რა უბედურებაა... დამატებითი ტაიმის ბოლო წუთებზე, რომ ამ ნახტომს ასრულებ, ხალხი რომ გოლს ყვირის და ბურთს რომ ბადეში ვერ ხედავს, ამას ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს ვინმემ? 

კარგი გუნდია "ინტერი", კარგი ფეხბურთიც ითამაშეს, მაგრამ "ბარსაზე" კარგი ვერ არის, "ბარსაზე" უკეთ არ უთამაშიათ. რაღაცებში მეტად გაუმართლათ, რაღაცებისთვის მეტად მზად იყვნენ, ინძაგი წლებია ამ გუნდთან ერთად მუშაობს, წაგების სიმწარეც ნანახი აქვს. ფლიკის "ბარსა" კიდევ ახალი დაწყებულია და შეხედეთ აბა მთავარი ვარსკვლავების ასაკს - ყველაფერი წინ არის. ბედნიერია გუნდი, რომელსაც პედრი ჰყავს, ბედნიერია გუნდი, რომელსაც იამალი ჰყავს. 

იმსახურებდა ფინალს ფრენკი დე იონგი, იმსახურებდა პედრი, იმსახურებდა ლამინ იამალი, მთელი გუნდი იმსახურებდა, ჰანსი ფლიკი იმსახურებდა, ლაპორტაც კი იმსახურებდა, მაგრამ არ გამოვიდა. 

წინ ელ კლასიკოა 

ორ დღეში კი არა, წლები ვერ დავივიწყებთ ამ მატჩს და არც არის დასავიწყებელი, სიმწარის მიუხედავად "ბარსას" შეუძლია იამაყოს განვლილი გზით. ეგრე სად არის გუნდის ლიდერი 17 წლისა იყოს და ეგრევე კვარცხლბეკზე აღმოჩნდეს? ჯერ საფეხურებია გასავლელი. მესიმ ჯერ ტრავმა ნახა და ტრიუმფს გამოაკლდა, მერე "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" მარცხი ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ოქრომდე მისვლა. 

ზინედინ ზიდანმა სამჯერ ზედიზედ წააგო ევროსარბიელზე ფინალი, სანამ ოქრომდე მივიდოდა. იამალმაც ის აუცილებელი საფეხური გადადგა, სხვაგვარად არ გამოდის, უბრალოდ, ცხოვრებას აქვს ასეთი კანონზომიერება. 

ხასიათის გამოკეთება ელ კლასიკოს შეუძლია. "ბარსა" მოგების შემთხვევაში გაჩემპიონდება. სეზონს სამი ტიტულით დაასრულებს, რაც თავისთავად დიდი წარმატებაა. ამიტომ, სრული კონცენტრაციაა საჭირო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 249 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #69 7 მაისი 2025 15:19
    0
    კი იყო იქ ჩემი აზრითაც ჯარიმა მარტინზე მაგრამ არაუშავს მეგობრებო.. ამ ბავშვებმა შეუძლებელი შეძლეს.. ძალიან დიდი ემოციები გვაჩუქეს და დასაწყისია ეს მხოლოდ..

    უბრალოდ მაინც გასაწმენდია გუნდი.. დე იონგი არაუხო მარტინი აღარმინდა რო ვნახო მომავალ სეზონში..

    ფრენკის და არაუხოს პრემიერლიგის გუნდებზე კარგ თანხაში გაასაღებენ..

    და რაფინიას რაც არუნდა მაგარი სეზონი ქო ნდეს ნიკო მაინც მოსაყვანია რა.. მარტო იამალია ვისაც კაცის მოტყუება შეუძლია და ყველა მისგან ველოდებით რაღაცას.. ნაკრებში მშვენიერი დუეტი აქვთ და იმედია ბარსაშიც ვიხილავთ

    ფორვარდი აუცილებლად.. ალვარესი ძალიან მინდა მარა ცოტა არარეალურია... სხვა ალბათ ისაკია ყველაზე ნორმალური ვარიანტი..

    ბერნალი თუ კარგად დაბრუნდა უნდა ჩავსვათ ძირითადში.. ეგ და კასადო შეცვლიან ერთმანეთს..

    კი ბევრი ნახევარმცველი გვყავს მარა გამტანი და შემტევი თითქოს არცერთი მაინც და მაინც.. ნუ ოლმოს იმედად ყოფნა რავიციი..

    ზამენის ფლანგის მცველებიც გვჭირდება.. ამ ფორტის იმედიც არმაქვს.. ბოლო პერიოდში გრიმალდოზეა ლაპარაკი და მე გამიხარდებოდა

    ლაპორტამ უნდა ივაჟკაცოს ზაფხულში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #68 7 მაისი 2025 15:09
    5
    ბრწყინვალე გუნდი 7 გოლს არ უშვებს ინტერისგან
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Culé [?]
    #67 7 მაისი 2025 14:57
    1
    ციტატა: GelaD8
    დუმფრისმა რომ ჩაუწოდა მესამე გოლზე..მარტინზე 100 % ჯარიმა რატო არ ჩაითვალა? რამე წესი შეგიძლიათ ამიხსნათ ვინმემ? საერთოდ რომ არ გადახედეს? არის და გაფიქრებს ასეთი სიტუაციები იმას თუ არა რომ ბარსას წიააღმდეგ ხდება ეს ხშირად? წარმოგიდგენიათ ეს რეალისთვის რომ გაეკეთებიათ? ჩაშლიდნენ თამაშს//პერესე დაახურავდე თავზე ყველაფერს

    100% იანი ჯარიმა იყო, საოცარია პირდაპირ, აჩუქეს ფაქტობრივად ფინალი. ფეხში მიარტყა, ბურთზე არ მიაკარა მაგ ფეხზე კონტაქტით დუმფრისმა მარტინი, არვიცი ჯარიმა რაღააა აბა?
    გულშემატკივარი [?]
    #66 7 მაისი 2025 14:52
    4
    ოღონდ დემბელემ არ მოიგოს ოქროს ბურთი გთხოვთ 🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼🙏🏼
    Culé [?]
    #65 7 მაისი 2025 14:46
    1
    დუმფრისმა რომ ჩაუწოდა მესამე გოლზე..მარტინზე 100 % ჯარიმა რატო არ ჩაითვალა? რამე წესი შეგიძლიათ ამიხსნათ ვინმემ? საერთოდ რომ არ გადახედეს? არის და გაფიქრებს ასეთი სიტუაციები იმას თუ არა რომ ბარსას წიააღმდეგ ხდება ეს ხშირად? წარმოგიდგენიათ ეს რეალისთვის რომ გაეკეთებიათ? ჩაშლიდნენ თამაშს//პერესე დაახურავდე თავზე ყველაფერს
    Culé [?]
    #64 7 მაისი 2025 14:41
    6
    პრაგმატულობა პრაგმატულობა პრაგმატულობა!!! 93 წუთზე ერთი მცველი როგორ უნდა დარჩეს კონტრზე? ვიცი აქ ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ ზუსტას მაგას ცდილობდა ხავი რომ გუნდი ყოფილიყო მოქნილი ხან სანახაობა იყო ხან ავტობუსა ზუსტად მსგავსი მოქნილობით დებდა რეალი ლიგებს.მიწასთან გაასწორეს ხავი და რატო ზუსტად იგივე შედეგი დადო რაც ფლიკმა იმასაც არაუხომ მოუკუკაა ფინალში გადიოდა.შეცდა ფლიკი მაგრად ბევრ რამეში ინტერთან და მადლობები და საღოლები არა საჭირო არავიზე ნაკლები გუნდი არ გყვავს დიახ ამბიცია უნდა გვქონდეს რომ ლიგა მოვიგოთ.7 გოლს ეს ინტერი რომ გიტანს ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებ.
    ფანი [?]
    #63 7 მაისი 2025 14:40
    1
    რა ტყუილად გამიხარდა არაუხოს დარჩენა... ზაფხულში აწი ვინ გადაიხდის მაგაში 50ლიმონს?
    ფანი [?]
    #62 7 მაისი 2025 14:40
    0
    ქომიუნითიში ისეთი ტრაურია გვერდზე ფლიკის პრესკომფერენციის დადების მუღამიც აღარ აქვთ ხალხს 😍გულს ნუ გაიტეხტ ბაჩუკი ❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #61 7 მაისი 2025 14:39
    0
    არაუხოს უტვინო დედა ვატირე..
    ცოტა რო გაგვმართლებოდა ფინალში ვიქნებოდით და ვერავინ იტყოდა არ ეკუთვნოდათო, მეორე ტაიმში ინტერს ბურთი დავახიეთ თავზე და ბოლო წუთებზე თამაშიდან გამომდინარე გამარჯვების გოლიც გავიტანეთ რაც დავიმსახურეთ მივიღეთ, მაგრამ მაინც გაგვითანაბრესს... აი აქ ჩაერთო გამოუცდელობის პრობლემა და იღბალი რამაც გაგვწირა, იქ რო იამლას გაეტანა 4-2 ხდებოდა, ექსტრა ტაიმის ბოლოსაც გვქონდა შანსი ზომერს რო შვცც.. და გამოვიდა ის რაც გამოვიდა...
    ესეთ თამაშებში აუცილებელია გამოცდილება, და იღბალი რაც გუშინ დაგვაკლდა... მომავალ სეზონში უფრო ძლიერები დავბრუნდებით და მეტად გამოცდილებიც ვანოს... ვისკა ბარსაა🥰🙏🙏
    წევრი [?]
    #60 7 მაისი 2025 14:35
    0
    დაცვაა მოსაწესრიგებელი სასწრაფოდ, შემდეგ კი ბარსას შემჩერებელი არავინ იქნება, დედაჩემი რომელიც ფეხბურთს არ უყურებს ისიც კი მიხვდა რომ საშინელი დაცვა გვყავს
    გულშემატკივარი [?]
    #59 7 მაისი 2025 14:35
    0
    ციტატა: ეთო
    ინტეროს ბოლო ორი გოლი არაუხოს შეცდომით გავიდა 😑😡😑😡😑

    აჩერბის თავიდან ბოლომდე გოლი არაუხოს ბრალი იყო
    ინტერის ბოლო გოლიც თავიდან ბოლომდე არაუხოს ბრალი იყო 😑😡😑😡😡

    ჯერ ჰო შარშანაც მაგ ყ##ლე არაუხოს შეცდომის გამო გამოვვარდით და წელსაც ბოლო ორი გოლი ინტერმა ზუსტად არაუხოს შეცდომის გამო გაგვიტანა 😑😑😡😡😑😡😑😡😡


    10 წელია ფინალშიც კი არ ვყოფილვართ და ზედიზედ მეორედ უკვე მაგ იდიოტის შეცდომის გამო ვერ გავდივართ ფინალში შარშანაც და წელსაც ზედიზედ მეორედ გვიჩალიჩებს უკვე ეგ ყ###ლე ზედიზედ მეორედ 😑😑😡😑😑😡😡😑😡😑😡😑😡😑😑😡😡😡



    ნუ იმ იდიოტ არაფრის მაქნისს დე იონგზე აღარაფერს ვამბობ 😑😑😡😡😑😑😡😑😡😑😡😡

    ნებისმიერი ოდნავ ძლიერი გუნდის ნახევარდაცვაც კი ჯიბეში ისვავს და მოედნიდან აქრობს ყველა მნიშვნელოვან თამაშში 😑😑😡😡😑😡😑😡😡


    რაფინია როგორ მეცოდება sad.gif იმენა გულსაკლავი სანახავია



    ტიპმა სული და გული ჩადო მთელი სეზონი
    კარიერის სეზონი დადო და ერთმა გიბონმა მოუჯვა საქმეში

    აი რასაც ქვია რაფინიამ სული და გული ჩადო ორივე თამაშში გოლი გაუტანა ინტერს მაგრამ რათ გინდა იმ უინტელექტო ორანგუტანმა პირუტყვმა ყ###ლემ ისევ ზედიზედ მეორედ დაგვღუპა 😑😑😑😑😡😑😡😑😡😑😑😡😡😡😡😡

    100%
    ახალბედა [?]
    #58 7 მაისი 2025 14:29
    1
    ინტეროს ბოლო ორი გოლი არაუხოს შეცდომით გავიდა 😑😡😑😡😑

    აჩერბის თავიდან ბოლომდე გოლი არაუხოს ბრალი იყო
    ინტერის ბოლო გოლიც თავიდან ბოლომდე არაუხოს ბრალი იყო 😑😡😑😡😡

    ჯერ ჰო შარშანაც მაგ ყ##ლე არაუხოს შეცდომის გამო გამოვვარდით და წელსაც ბოლო ორი გოლი ინტერმა ზუსტად არაუხოს შეცდომის გამო გაგვიტანა 😑😑😡😡😑😡😑😡😡


    10 წელია ფინალშიც კი არ ვყოფილვართ და ზედიზედ მეორედ უკვე მაგ იდიოტის შეცდომის გამო ვერ გავდივართ ფინალში შარშანაც და წელსაც ზედიზედ მეორედ გვიჩალიჩებს უკვე ეგ ყ###ლე ზედიზედ მეორედ 😑😑😡😑😑😡😡😑😡😑😡😑😡😑😑😡😡😡



    ნუ იმ იდიოტ არაფრის მაქნისს დე იონგზე აღარაფერს ვამბობ 😑😑😡😡😑😑😡😑😡😑😡😡

    ნებისმიერი ოდნავ ძლიერი გუნდის ნახევარდაცვაც კი ჯიბეში ისვავს და მოედნიდან აქრობს ყველა მნიშვნელოვან თამაშში 😑😑😡😡😑😡😑😡😡


    რაფინია როგორ მეცოდება sad.gif იმენა გულსაკლავი სანახავია



    ტიპმა სული და გული ჩადო მთელი სეზონი
    კარიერის სეზონი დადო და ერთმა გიბონმა მოუჯვა საქმეში

    აი რასაც ქვია რაფინიამ სული და გული ჩადო ორივე თამაშში გოლი გაუტანა ინტერს მაგრამ რათ გინდა იმ უინტელექტო ორანგუტანმა პირუტყვმა ყ###ლემ ისევ ზედიზედ მეორედ დაგვღუპა 😑😑😑😑😡😑😡😑😡😑😑😡😡😡😡😡
    წევრი [?]
    #57 7 მაისი 2025 14:23
    1
    რაზე დამწყდა გული იცით? თამაშს რომ ინტერთან სან სიროზე 2-0 აგებ და მერე 2-3 ხდება და მაგ თამაშს აგებ აი ძალიან გულსატკენია,ინიგოს მისდიოდა თამაში და რომ დაეტოვებინა ფინალში ვიქნებოდით, იმ გამოქლიავებულმა არაუხომ რომ არ შეუშალა აჩერბის ხელი გავიდა მესამე გოლი ტურამთან რა ქნა იცით მოდი გამცდიო ისე მოიქცა მაგან წაგვართვა შარშან ფინალი და ახლაც.4 ტიტულიდან 3 მოგება ძაან კარგი შედეგია მითუმეტეს ფლიკი 17-18 წლის ბავშვებით თამაშობდა და ნახევარფინალში გაიყვანა,ძლიერად დავბრუნდებით და ფლიკი დადებს ლიგას უეჭველი Visca Barca 💙❤️💙❤️
    ახალბედა [?]
    #56 7 მაისი 2025 14:17
    0
    ციტატა: ეთო
    ინტეროს ბოლო ორი გოლი არაუხოს შეცდომით გავიდა 😑😡😑😡😑

    აჩერბის თავიდან ბოლომდე გოლი არაუხოს ბრალი იყო
    ინტერის ბოლო გოლიც თავიდან ბოლომდე არაუხოს ბრალი იყო 😑😡😑😡😡

    ჯერ ჰო შარშანაც მაგ ყ##ლე არაუხოს შეცდომის გამო გამოვვარდით და წელსაც ბოლო ორი გოლი ინტერმა ზუსტად არაუხოს შეცდომის გამო გაგვიტანა 😑😑😡😡😑😡😑😡😡


    10 წელია ფინალშიც კი არ ვყოფილვართ და ზედიზედ მეორედ უკვე მაგ იდიოტის შეცდომის გამო ვერ გავდივართ ფინალში შარშანაც და წელსაც ზედიზედ მეორედ გვიჩალიჩებს უკვე ეგ ყ###ლე ზედიზედ მეორედ 😑😑😡😑😑😡😡😑😡😑😡😑😡😑😑😡😡😡



    ნუ იმ იდიოტ არაფრის მაქნისს დე იონგზე აღარაფერს ვამბობ 😑😑😡😡😑😑😡😑😡😑😡😡

    ნებისმიერი ოდნავ ძლიერი გუნდის ნახევარდაცვაც კი ჯიბეში ისვავს და მოედნიდან აქრობს ყველა მნიშვნელოვან თამაშში 😑😑😡😡😑😡😑😡😡
    წევრი [?]
    #55 7 მაისი 2025 14:16
    2
    ფლიკმა და იამალმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს, დადეთ სიახლეები ეს დედამოხნული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #54 7 მაისი 2025 14:16
    1
    ახალი მცველებია მოსაყვანი. საყრდენი ვინმე ძლიერი. ცენტრფორვარდი. რაფინიას უნდა ყავდეს ვინმე სკამზე კონკურენტუნარიანი შემცვლელი. ნახევარდაცვა გვყავს არავინ გვინდა.
    Culé [?]
    #53 7 მაისი 2025 14:13
    1
    ციტატა: Bakero
    ცივ გონებაზე : არ შეიძლება გამოცდილი ნაომარი კაცი ინიგო მარტინესი გაიყვანო თამაში რომელსაც მისდის ! და მის მაგივრად სამი ასო არაუხო შემოიყვანო რომელიც წუთ ნახევარში მოგებულ თამაშს აგებს confused

    თუ მაინც ცვლილება იყო, კრისტენსენი რომ დაეყენებინა არ მოხდებოდა ის რაც მოხდა… კრისტენსენი კი არა, ოლმედო, დომინგესი, კუენკა, ან მბაკე რომ გამოეყვანა ეგ მაინც არ მოხდებოდა რაც მოხდა… ეგეთები რომ იკისრო უბრალოდ რონალდ არაუხო უნდა იყო…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #52 7 მაისი 2025 14:10
    5
    ლუზერების გუნდი ვართ!

    შარშან რაც მოხდა მაგის გამო ნებისმიერ ფეხბურთელს გაუშვებდნენ გუნდიდან და მაგ მადრიდში სტვენით აიკლებდნენ ეგეთი სირობა მეორედ რომ არ გაემეორებინა, ჩვენთან არაუხო იქეთ გონორზე იყო და აი შედეგიც

    რეალს როგორი ფეხბურთით მოაქვს ლოგები და თითქოს საუკეთესო გუნდი და ამ დროს ლუზერები :(

    ყველაზე სამწუხარო კიდე ის არი რომ გულშემატკივარია მთავარუ დამნაშავე, ასეთი წაგებების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში უნდა იყოს გუნდი და ჩვენთან ყოველთვის თავზე ხელის გადასმა და ქება მიდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #51 7 მაისი 2025 14:02
    1
    ცივ გონებაზე : არ შეიძლება გამოცდილი ნაომარი კაცი ინიგო მარტინესი გაიყვანო თამაში რომელსაც მისდის ! და მის მაგივრად სამი ასო არაუხო შემოიყვანო რომელიც წუთ ნახევარში მოგებულ თამაშს აგებს confused
    Culé [?]
    #50 7 მაისი 2025 14:00
    3
    საყრდენია კიდევ აუცილებლად მოსაყვანი
    მთელი სეზონია საყრდენის გარეშე ვთამაშობთ იმენა
    დე იონგი იმედია შემდეგი სეზონიდან აქ აღარ იქნება
    აი ეგეთი უჯიგრო და უსისხლო ფეხბურთელი არვიცი რა,ბრძოლის უნარიანობა საერთოდ არ გააჩნია დადის ჩაჯმული ბავშვივით სულ

    მისი ხასიათის გამო ვერ შედგა ეგ ბიჭი ტოპ ფეხბურთელად