მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კაპიტანი დაბრუნდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კაპიტანი დაბრუნდა

                "ალბასეტემ" მეორე გიგანტის დამარცხება ვეღარ შეძლო, არბელოას "მადრიდი" მოინელეს, მაგრამ ბარსას ვეღარაფერი მოუხერხეს. თამაში კი კარგი გამოვიდა, რა თქმა უნდა სავსე სტადიონზე, აქტიურ და მხურვალე მხარდაჭერის ფონზე. კოპა დელ რეიზე მოსაწყენი მატჩი არც ყოფილა, ყველა თამაშში ძალიან ცოცხალი გარემო ვიხილეთ. ფლიკის გუნდი ნახევარფინალშია, "მადრიდი" გავარდნილია, ბარსა ტიტულის მოგების უმთავრესი ფავორიტია. სულ რაღაც ორი ნაბიჯი და ეგ არის. ფლიკი მომდევნო ტიტულს ჩაიგდებს ხელში, მაგრამ მოდუნება არაფრით არ შეიძლება. 

რა იყო გამოსარჩევი "ალბასეტესთან"? რა და სკამი. შევხედე და გამიხარდა. ბარსა ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, 2-3 წლის წინ სკამზე კი არა, მოედანზე ვინც იყო იმასაც ვერ უყურებდა ხალხი, ახლა კიდევ ყველას თავისი როლი აქვს, ყველა მზად არის სარგებლის მოსატანად. აბა გადახედეთ, რაფინია, პედრი და გავი არ არიან განაცხადში, მაგრამ სკამს შეხედავ და ყველა მობურთალია - ბალდე, კუბარსი, კუნდე, (სულაც ძირითადის ხალხი) ფერან ტორესი, ფერმინ ლოპესი, (ესენიც პრინციპში) კასადო, ბარდაჯი, შესნი. ყველა სარგებლის მომტანია. ფლიკმა როგორღაც მოახერხა და ყველას აძლევს საჭირო მოტივაციას, ურთულესია ასეთი გუნდი შეკვრა, მაგრამ ფლიკმა უმოკლეს პერიოდში შეძლო თითქმის შეუძლებელი. 

იამალის მასტერკლასი 

მას შემდეგ რაც იერუსალიმი მოილოცა და ბარსელონას დაუბრუნდა, ეს არაუხოს საუკეთესო მატჩი იყო. ხასიათზეც მოვიდა, მხარდაჭერაც დიდი აქვს, მათ შორის მწვრთნელისგანაც. რაფინიაც ძალიან ეხმარება, მისი მთავარი მოტივატორია, საერთოდ, ფლიკთან მან გაუწია რეკომენდაცია, რომ კლუბიდან არ გაეშვათ. კაპიტანთან ერთად დაცვაში ერიკ გარსია, მარტინი და კანსელუ ვნახეთ. კარში კი ჟოან გარსია, მწვრთნელმა არც ამჯერად დაასვენა ჟოანი. საქმე მაინც ცოტა გექნებაო და შეუშვა მოედანზე. 

ნახევარდაცვაში ბერნალი, დე იონგი, ოლმოს ტრიო ვიხილეთ. იწერებოდა, რომ ბერნალს "ჟირონა" გადაიყვანდა, მაგრამ მის ნაცვლად შტეგენი წაიყვანეს, რომელმაც ისევ დაზიანება მიიღო და "ბარსელონაში" დააბრუნეს. არ ვიცი გახსოვთ თუ არა დარენ არანოვსკის "თაგვზე ნადირობა". ორი ძმა ებრძვის პატარა თაგუნას, სახლიდან განდევნას უპირებენ, რას აღარ მოიმოქმედებენ, მაგრამ არ მიდის ეს თაგვი და ვერც ვერაფერს უხერხებენ სანამ შემთხვევით ფორთოხალს არ გაარტყამენ, მერე დარეტიანებულს ყუთში ჩადებენ და კუბაში გაგზავნიან, ვითომ სიგარაა. კუბაში აწონიან, მიხვდებიან, რომ არ არის სიგარა და უკან გამოაგზავნიან. ეგრე დააბრუნეს შტეგენიც. კინოში თაგვის დაბრუნებას სახლის ჩამოშლა მოჰყვება, იმედია გადავრჩებით. 

ბერნალი კი არსად წასულა და ფლიკი კასადოზე მეტად ენდობა. დროს კი ორივეს აძლევს. ამასაც ახერხებს გავის არყოფნაში. ბერნალიც უმატებს, ტემპთან ადაპტირება უჭირს, მაგრამ ნელ-ნელა შედის ფორმაში. თავდასხმაში კი რაშფორდი - ლევანდოვსკი - იამალის ტრიო ვნახეთ. ლამინე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. პირველი ტაიმის მიწურულს სწორედ მან გახსნა ანგარიში, კარგი შეტევა გაიშალა, რეშფორდის პასი დე იონგზე, ფრენკიმ ლაუდრუპის სტილში გააგრძელა შეტევა იამალზე და იამანაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. პასიც რთული იყო - დე იონგმა გადაწყობა და ერთი შეხებით პასის გაკეთება მოახერხა. არ იყო მარტივი საქმე. ლამინემ კი ხტუნვა-ხტუნვით წამოსული ბურთი დაიჭირა ზუსტ წერტილში და დააბზრიალა შორეულ კუთხეში, არც ეს იყო მარტივი, მაგრამ ამათთვის მაინც მარტივია. 

არაუხო დაბრუნდა 

მეორე ტაიმი უკეთესი იყო. უფრო მეტი მომენტი შეიქმნა. რაშფორდიც უფრო აქტიური იყო, იამალი არც პირველში აკლებდა და მეორეშიც გაგვართო. შეცვალზე შემოვიდნენ კუბარსი, ფერმინი, ფერანი, კასადო და ბოლოს კუნდე. ფრანგმა კაპიტანი შეცვალა. ამ დროისთვის არაუხოს უკვე ჰქონდა გოლი შეგდებული. კუთხურიდან ყველაზე სახიფათო კაცია ბარსას შემადგენლობაში. ალბათ ლევანდოვსკიზე მეტადაც კი. კარგი გოლი შეაგდო და თავდაჯერებას უნდა წაადგეს ეს ამბავი. 

აქტიურობდა ფე-ფე, ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი, თუმცა, გოლის შეგდება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, "ალბასეტემ" შემოუტია ბარსას და ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. ბარსამ მალევე დაწინაურდა ორი ბურთით, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა ეს გოლი და მერე ისევ გაცხოველებული უტევდა "ალბასეტე" და მიიღეს კიდეც შანსი ანგარიშის გათანაბრებისა, მაგრამ ეგრე სად არის, ყველაფერს კი ვერ შეაგდებ. პატარა გუნდი ხარ ბოლოს და ბოლოს. 

მათგან კიდევ გოლი ხავი მორენომ შეაგდო, ჰყავდა ბარსას ასეთი ფეხბურთელი წარსულში. კონკურენციას ვერ მოერია, მერე ადგა და "ალავესში" წავიდა, იმ "ალავესმა" კიდევ უეფას თასის ფინალში გააღწია და "ლივერპულს" შეხვდა, (რომელმაც ნახევარფინალში ბარსა გააგდო) "ლივერპული" ფავორიტი იყო და აქეთ ყოფილი "ბარსელონელები" იმუქრებოდნენ მოგება შეგვიძლიაო, ხავი მორენო და ჟორდი კრუიფი, ორივემ შეაგდო გოლი, ხავიმ სულაც დუბლი გაახერხა, მაგრამ "ლივერპულმა" 5:4 მოიგო. უეფას თასის ფინალს ეგეთი მაგარი მატჩი არ ახსოვს. 

ჰოდა ასე, ბარსა ნახევარფინალშია. 

წინ რა გველის 

წინ არის ჯერ "მალიორკა", მერე "ჟირონა", მერე "ლევანტე". ესე იგი, ცხრა ქულაა დაგეგმილი და აბა ვნახოთ რა გამოვა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 5 თებერვალი 2026 00:23
    0
    მირჩენილია მაგის ფეხბურთელობა ასეც და ისეც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 თებერვალი 2026 14:47
    0
    ციტატა: iraklipaghava26
    დაბრუნდა კი,უბრალოდ მაგ დაბრუნებით რას მოგვიტანს ეგაა საკითხავი.კაია რო დაბრუნდა?! ლიგის ნახევარფინალს ელოდება რო ისევ გაგვიჩალიჩოს,წავა მერე იტირებს ცოტას თავს შეაცოდებს ყველას და ისევ დაბრუნდება.

    აბა, ბოლო წუთზე როგორ მოიცილა ვიღაც ლაწირაკმა და ზუსტად რო დაერტყა გოლიც გარდაუვალი იქნებოდა. და არა აქვს სისწრაფე ეგეც ვთქვათ, რამდენჯერ ვერ დაეწია გაქცეულ თავდამსხმელებს.
    ახალბედა [?]
    #3 4 თებერვალი 2026 14:21
    0
    არაუხოს ყველაფერი აქვს სისწრაფეც,სიმაღლეც,ძალაც მაგრამ ინტელექტი აკლია ძალიან,ინტელექტის გარეშე არაფერი გამოუვა.საყრდენი გვყავს ბერნალი მაგაზე და არ გვექნება იმედია მაგ პოზიციაზე პრობლემები,ცაცია მცველი ან ფორვარდი აქედან რომელიმე უნდა დაიმატონ რომ ლიგაზე პრეტენზიები ჰქონდეთ.
    ახალბედა [?]
    #2 4 თებერვალი 2026 12:42
    1
    კაიაკაი! მაინც ლალიგა უნდა იყოს პრიპროტეტი, ლიგა რავიცი როგორ უნდა მოიგო ამ დაცვით..
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 თებერვალი 2026 12:27
    1
    დაბრუნდა კი,უბრალოდ მაგ დაბრუნებით რას მოგვიტანს ეგაა საკითხავი.კაია რო დაბრუნდა?! ლიგის ნახევარფინალს ელოდება რო ისევ გაგვიჩალიჩოს,წავა მერე იტირებს ცოტას თავს შეაცოდებს ყველას და ისევ დაბრუნდება.