მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა სებასტიანის სასწაული

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა სებასტიანის სასწაული

წმინდა სებასტიანეს ამბავია ვითომ? 

მიუხედავად იმისა, რომ ბარსამ წააგო მაინც დიდებული მატჩი იყო და რთულად თუ დაგცდება ვინმეზე ცუდი, თუმცა, მოიძებნება ერთი-ორი ასეთიც, განსაკუთრებით მეორე ტაიმის გამო. მაშ ასე, დასრულდა ბარსას წარმატებული სერია. რთულად თუ იფიქრებდა ამას ვინმე მატჩის წინ, ან, მატჩის მიმდინარეობისას. სეზონში ერთი ასეთი უცნაური შეხვედრა ყოველთვის გამოერევა ხოლმე. უნდა ითქვას, რომ ბარსას რაფინია აკლდა. ეს კაცი კიდევ გუნდის დრაივია. გუნდის სიმტკიცე. უფრო მეტი მის სიტყვას მოაქვს, ვიდრე ქმედებას. რეალურად, სწორედ რაფინიაა გუნდის კაპიტანი. გახსოვთ როგორ გაგვიკვირდა, როცა ერთ-ერთ კაპიტნად აირჩიეს? თურმე, შიგნით ეგ ყოფილა მთავარი კაცი და თუ რაიმე აკლდა ბარსას ამ შეხვედრაში პირველ რიგში, სწორედ რაფინია იყო. 

როგორღაც მარცხი 

თავიდანვე გიჟურად დაიწყო - "სოსიედადმა" ანგარიში 30-ე წამზე გახსნა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. თამაშგარე დაფიქსირდა. ეს უბრალოდ პროლოგი იყო, გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მერე კიდევ უფრო უცნაურად გაგრძელდა. უკვე მეორე წუთზე იამალის გარღვევის შემდეგ პედრის ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ მეკარემ აჯობა. ვალდებული იყო გაეტანა, ასეთი ახლო მანძილიდან, ასე ხელსაყრელი პოზიციიდან აუცილებლად უნდა შეაგდო გოლი. ბარსამ ძალიან კარგად დაიწყო, მაღალ ტემპში, სრული უპირატესობით და ბურთზე კონტროლით, და ეს ნანატრი გოლიც მოვიდა მეოცე წუთისთვის, ფერმინ ლოპესმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, წინ წაიწია და იდეალური დარტყმით ანგარიში გახსნა. იყო ზეიმი და მილოცვები, მაგრამ ეს გოლიც გაუქმდა. თურმე, ოლმოს დაურღვევია თამაშის წესები. დაარღვია მართლა. რას ვიზამთ... 

ამ ეპიზოდს თამაში არ შეუცვლია, ბარსა ისევ უტევს და თამაშობს ლამაზად. მიუხედავად იმისა, რომ მოედანი სველია, ტექნიკურად მაინც არაფერი დაეწუნებათ. აგე, ამოკრა პედრიმ ბურთს და თავისებური, ლამაზი საგოლე პასი გააკეთა, რომელიც საჯარიმოში შერბენილმა ფრენკი დე იონგმა გოლად აქცია, მაგრამ არა, ისევ თამაშგარე, ისევ არ ითვლება. ისევ გაასწრეს "ბარსელონელებმა" მოვლენებს. რა გახდა ბიჭო ერთი სწორი პაუზა? ყველა ლევანდოვსკის ვერ იქნება. 

გადის რამდენიმე წუთი და 26-ე წუთზე უკვე მესამე გააქვს ბარსას, ზეიმობს იამალი, ეს ნამდვილად გოლია, აქ ორი აზრი არ არის, აბა ვის უნდა შეეგდო? განვლილი 26 წუთის განმავლობაში სისხლი გაუშრო მცველებს, იამალს ვერ აჩერებდნენ და აჰა, შეაგდო, სწრაფად გამოერკვა სიტუაციაში, მისი დარტყმული მცველს ფეხებს შორის გაუძვრა და მეკარემაც ვეღარ შეძლო რეაგირება. ერთით ნული გოლ! 

ვაჰ, არ ითვლება. 

ახლა რა ჯანდაბა ხდება-მეთქი ვიფიქრე. ისევ თამაშგარე მოიგონეს. ნაღდად მოიგონეს იმიტომ, რომ არაფერი ეტყობა ამას თამაშგარესი, თან, ისიც გასარკვევია ვისგან მიუვიდა ბურთი. შევხედეთ განმეორებას და აღმოჩნდა, რომ ბოლო შეხება ნამდვილად კუნდესია, კარგი, კიბატონო, მაგრამ ჩარჩენილია ლამინე? ნაღდად ჩარჩენილია? რითია ცარჩენილი? ბუცის ქაცვის წანაზარდით? ეს რა უბედურებაა... 

ეს უკვე სასაცილოა. თქვენი არ ვიცი და მე პირველად აქ ვიფიქრე, რომ ამ მატჩს ბარსა ვერ მოიგებდა. ეს არ იყო "ბარსელონას" დღე. ხანდახან ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. ბასკი შამანების ამბავია. 

ამ გამუდმებული მცდელობების მერე "რეალ სოსიედადმა" გაიტანა. ოიარზაბალმა შეაგდო ზუსტად ისე, როგორც იბრაჰიმოვიჩმა თავისი ერთადერთი გოლი ელ კლასიკოში. ტყუპი გოლია. იბრამ კასილიასი გახვრიტა. "სოსიედადის" კაპიტანმა ჟოან გარსია. მეკარეს რა თქმა უნდა, შანსი არ ჰქონია. ასეთ დროს ვერაფერს იზამ. იფეთქა სტადიონმა და ნათელი გახდა, რომ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და რთულ მატჩს ვადევნებდით თვალყურს. 

რა უშველის ახლა ამას... 

თურმე, ყველაფერი წინ არის. 

ტაიმის მიწურულს პენალტი დაინიშნა. იამალი წააქციეს. იამალს ხომ ვერაფერი მოუხერხეს. აი, ეს წამალია, გოლი გასახდელში, ასე ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. მაგრამ, ჰა ჰააა, კიდევ თამაშგარე. ეს პენალტიც გაუქმდა. წააგო ბარსამ ტაიმი. დაუჯერებელი ტაიმი წააგო. ვის უნდა უთხრა საყვედური? როგორ უნდა დაგცდეს რაიმე, ეს ხომ თითქმის იდეალური ტაიმი იყო. 

სიგიჟე გრძელდება 

დაიწყო მეორე ტაიმი და ბარსა ისევ ფეხზეა, ისევ მაგრად იწყებს, ისევ მაღალ ტემპში, იამალი ისევ აწიოკებს მარჯვენა ფლანგს, პასი კუნდეზე, კუნდე ფერმინზე, ფერმინი იდეალურ პასს აკეთებს საჯარიმოში და ფერან ტორესმა უნდა შეაგდოს, მაგრამ მოუმზადებელი ხვდება და ბურთს ვერ წვდება, სამაგიეროდ კუთხეს კეტავს დანი ოლმო, რომელმაც აუცილებლად უნდა შეაგდოს, მაგრამ აკეთებს რაღაც ისეთს რასაც იგუაინი აკეთებდა ხოლმე მესის პასის მერე, ესე იგი, ვერ გააქვს, ახლოს არის, მაგრამ ვერ გააქვს. ძელს მოარტყა. კუთხე მახვილი იყო? არც ისე ამის დედა ვატირე, ეგ ბურთი შესაგდებია. თუ მაღალი დონის ფეხბურთელი ხარ, (და რადგან ბარსაში ხარ, ესე იგი, ხარ) ეს მომენტი უნდა გამოიყენო კაცმა. ეს ხომ ყველაფერს შეცვლიდა? მეორე ტაიმის დასაწყისში ეგრევე გოლს აგდებ, მერე კიდევ მთელი ტაიმი გაქვს წინ, ჰანსის ესმის ეს რა მომენტია და ძალიან განიცდის მის გაფუჭებას, ჰანსის ესმის, რომ ეს გარდამტეხი მომენტია. 

შეცვლებიც გაკეთდა - გავიდა ოლმო (ყველაზე დაბალი შეფასებით) მინიმუმ სამჯერ შეეძლო გატანა. ერთხელ ძელს მოარტყა, ერთხელ რემირომ აჯობა, ერთხელ კი ააცილა. სამიდან ერთი აუცილებლად უნდა შეეგდო. მის ნაცვლად მარკუს რაშფორდი გამოვიდა. ბალდე კი კანსელუმ შეცვალა. ლევანდოვსკიც მოედანზეა და ამაზეა მთელი გათვლა, რომ კანსელუმ თავისი ცნობილი, საფირმო ჩაწოდებებით მოამარაგოს პოლონელი, ჰოდა, ვნახოთ რა გამოვა. 

ის რასაც კანსელუსგან ველოდით იამალმა იკისრა. ჯერ ლევანდოვსკის დაასვა თავზე, რომელსაც ახლო მანძილიდან რემირომ აუღო. პირველ ტაიმში თუ თამაშგარეს ხაზი იყო მთავარი დაბრკოლება, მეორე ტაიმში მეკარემ გაიგიჟა თავი. სასწაული ბურთი აუღო ლევანდოვსკის, მაგრამ იამალი მაინც არ გაჩერდა, მცირე ხანში მეორედ გაიბრწყინა და ამჯერად რაშფორდს დაასვა ბურთი, რომელმაც როგორც იქნა, ანგარიში გახსნა და კი ვიფიქრე გულის სიღრმეში, რომ მოხსნა ჯადო ამ უცნაურ შეხვედრას-მეთქი. იქნებ რაშის დაყენება სჯობდა თავიდანვე? ბუნებრივ პოზიციაზე მაინც იქნებოდა, ოლმოსგან განსხვავებით. 

გადის ერთი წუთი და ყველაფერი წყალში იყრება. ზუსტად მაშინ, როცა გვეგონა, რომ "სოსიედადის" ამოვსება დროის ამბავი იყო, ისევ თავად შეაგდეს გოლი. არა, ეს რაღაც სიგიჟეა. ამას სახელი არა აქვს. შეცდა ჟოან გარსია. ბურთი ვერ შეიმაგრა, მერე კი სცადა გადასარევი ნახტომით შეცდომის გამოსწორება, მაგრამ არც ეგ ამბავი გამოვიდა. ბასკები ისევ წინ გავიდნენ. არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაერად. ხარობს მთელი სტადიონი და ეულად მათთან მყოფი "ბარსელონელი" მაინც არ იტეხს იხტიბარს, მაინც ჰგონია, რომ ამ მატჩის გადარჩენა შეიძლება, მაგრამ ეგ თავიდანვე შეუძლებელი იყო. მე მგონი, რომ ასე განისაზღვრა. ბარსას ამ დღეს უნდა წაეგო. 

აი, ამის მერე აღარ მომეწონა ბარსა. გატყდა გუნდი. ქაოტური გახდა შეტევები და შეცომებმაც იმატა. "სოსიედადი" ისევ გადაურჩა გოლს, კანსელუს ჩაწოდების მერე კუნდე იყო ახლოს, ხარიხას გაარტყა და რა თქმა უნდა, კარში არ შესულა. ეს ხომ აკრძალული იყო. პედრი კი ფეხის მოტეხას გადაურჩა. მოქნილი სახსარი ჰქონია. ტერფი სხვა ქვეყანაში გაექცა, მერე მოაბრუნა და თამაშიც გააგრძელა. კიდევ კარგი, პედრი გადარჩა, ეგ სამი ქულა ჯანდაბაში წასულა. 

წინ რა გველის 

წინ გველის ჩემპიონთა ლიგა. მატჩი "სლავიასთან". ასეთი ჯადო მერწმუნეთ აღარ იქნება. მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში ასეთს ვეღარაფერს ნახავთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 20 იანვარი 2026 21:57
    0
    ტვინი წაიღო ამ სტადიონმა რაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 20 იანვარი 2026 08:46
    1
    იმედია რაფინია სლავიასთან იქნება
    Culé [?]
    #9 19 იანვარი 2026 17:19
    3
    ზოგადად რა არის დასაფიქრებელი ბარსას თამაშში:

    1. არ შეიძლება მეტოქესთვის ამდენად მარტივი იყოს გოლების გატანა, ჩვენთვის კიდევ ურთულესი!
    მერამდენეჯერაა რომ მეტოქე თუ ჩვენს საჯარიმოს აღწევს 70% გოლია.. ნუ კარგი რა მართლა, ბარსაა თუ ტორპედო.

    2. ისიც უნდა აღინიშნოს რომ ზოგადად აგრესია გვაკლია მეტოქის კონტრების დროს და გუშინაც რადგანაც აგრესიულად არ აპრესინგებდნენ იმათაც რამდენჯერაც მოუნდათ იმდენჯერ უმარტივესად გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და მომენტებიც არსაიდან შექმნეს.

    3. დაცვა მთლიანად შესაცვლელია! და ჩავშლი რატომ:
    პირველ რიგში ძალიან არასტაბილური მცველები გვყავს, მეორე რიგში კუნდეს გარდა არავინაა ჯანიანი (არაუხოს აღარ ვთვლი ამ გუნდის წევრად) თუმცა ამ სეზონში კუნდესაც საგრძნობლად მოკლებული აქვს, შემტევები უმარტივესად სცდებიან, საფეხბურთო ინტელექტის ნაკლებობა ეტყობა და უკვე ძალიან ბევრი შეცდომა დაუგროვდა. ამას გარდა, უბრალოდ იგრძნობა რომ არაა ფულბექი, ნუ პოტენციალი აქვს მაგრამ ფულბექობისთვის ძალიან მოუხეშავია, ტექნიკა არ აქვს, შეტევაში მთლად კარგი ვერაა თუმცა ჩაწოდებები ძალიან კარგი აქვს და სწორ შერბენებსაც აკეთებს, თუმცა ფინიშინგი ძალიან ცუდი აქვს. მოკლედ კუნდე რომ შევაფასო: როგორც ფულბექი საშუალო დონისაა და როგორც მცველიც საშუალო მგონია, ბარსაში კი ასეთი ფეხბურთელები არ უნდა თამაშობდნენ, უბრალოდ იმაში გაუმართლა რომ იამალია მის ფლანგზე და კრეატივის ნაკლებობა არ იგრძნობა, თან ამ იამალს გადაჰყავს სულ მცირე 2 კაცი თავისთან და ამით კუნდეს სივრცეები ეხსენა, თუმცა აქედან მაქსიმუმ 20%ში თუ აკეთებს იმას რასაც ფულბექი უმდა აკეთებდეს. მოკლედ სიმართლე გითხრათ მე პირადად გავყიდდი ერთი 70-80ად და ვინმე უსერიოზულეს ნაღდ ფულბექს დავითრევდი.
    მეორე მხარეს ბალდეა და მაგას რომ აქვს ინტელექტის პრობლემა ამ დაცვაში ისე არავის, მონაცემებში რასაც გამოვარჩევთ სისწრაფე და დრიბლინგია, მაგრამ ტიპმა უბრალოდ არ იცის ჩაწოდება რა ხილია, ხოლო დაცვისთვის ფიზიკურად და გონებრივად ძალიან სუსტია. ამიტომ მგონია რომ უეჭველი საყიდელია ძირითადის მარცხენა ფულბექი, ხოლო ბალდე სკამზე გადაჯდებოდა.
    ცენტრს რაც შეეხება, კუბარსი რომ დაიბრიდა არაა გასაკვირი, რადგან ჯერ ლიდერობა შეტენეს, მერე პარტნიორები გამოუცვალეს, მერე არასდროს არ დაასვენეს, მერე დაანახეს რომ შეუცვლელი კადრია და ამ ყველაფერთან ერთად 18 წლის ღლაპია, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი ტვირთი დააწვა ამ გუნდში, ხალხი კიდე იმდენად შეუგნებელია რომ კუბარსის ეძახიან ოვერს და ცუდ მცველს მაშინ როცა ტიპს 2.5 სეზონი აქვს უმაღლეს დონეზე ნათამაშები და ჯიბეში ყავს ჩასმული მბაპე, ოსიმენი და სხვა უმაღლესი დონის შემტევები, ახლა კი ნახევარი სეზონის გამო ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, ხოდა რეალურად ამ ბავშვს ჭირდება ცოტა ხნით სკამზე გადაჯდომა, დასვენება, კონკურენციის განცდა და მერე მგონია რომ აზრზე მოვა.
    ხოლო კუბარსის იქეთ რეალური ცენტრალური მცველი არ გვყავს!
    კრისტენსენი გამუდმებით ლაზარეთშია, ფლიკს არ მოსწონს და პრაქტიკულად არაა ამ გუნდის წევრი.
    გარსია ჩემი აზრით მცველად არ უნდა თამაშობდეს, მე პირადად ფულბექად ან ჩამშლელად უფრო ვხედავ, თუმცა როგორც ასეთი სასტარტოს კაცი ამ ბარსაში არ უნდა იყოს, ცვლილებაზე იდეალურია.
    მარტინი თითქოს ფულბექი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის ვიძახდი რომ მაგისი მონაცემები არ აქვს და პოზიცია უნდა შეუცვალონ თქო, აგერ დააყენეს მცველად და ფულბექობას კი აჯობა, თუმცა ძალიან არასტაბილურია და მაქსიმუმ სკამზე თუ გამოგვადგება.
    მოკლედ და გასაგებად: ჩვენი დაცვის ხაზი ვერ აკმაყოფილებს გრანდში ყოფნის პირობებს! ახლანდელი სასტარტო მაქსიმუმ სკამს ქაჩავს, მაგრამ სასტარტოსთვის გვჭირდება სრულიად ახალი ტიპები! ანუ გვჭირდება 2 ცენტრალური მცველი და 2 ფულბექი! 4ივე უმაღლესი კლასის!
    ვინც გვყავს იმათგან არაუხოს, კუნდესა და კრისტენსენს გავუშვებდი, ბალდეს, კუბარსისა და მარტინს კი სკამზე მოვაჯენდი, ასევე ფორტს დავიბრუნებდი სკამისთვის.
    ხოლო იქამდე სანამ ესეთი დაცვა გვეყოლება უბრალოდ დიდ ტიტულზე ოცნებასაც უნდა შევეშვათ.
    ჩვენ გვჭირდება მონსტრები, 4 ფიზიკურად და ინტელექტუალურად ძლიერი მცველი, რომლებსაც როცა მეტოქე დაინახავს შიშით ჩვენს ნახევრზე გადმოსვლასაც მოერიდებიან, ახლა კი პირიქითაა, რაც სამარცხვინოა.

    4. აუცილებლად მოსაყვანია სასტარტოს, უმაღლესი კლასის ცენტრალური თავდამსხმელი, არ არსებობს არანაირი ტორესისთვის შანსის მიცემის არგუმენტი!
    და თუ ასე ხედავენ მომავალს, მაშინ აუცილებლად გადასაყენებელია ლაპორტა თავისი დეკუიანად, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებენ გუნდზე უფრო მეტი ვალის აკიდებისა და ტყუილების თქმის გარდა.

    5. მისახედია იამალი!
    მოკლედ პირველ რიგში ძალიან ბევრი არასერიოზული კრიტიკა ხვდება იამალს, რაც არანორმალურია, ისიც არანორმალურია რომ ჯერ კიდევ 16 წლიდან ამ ბავშვს ლიდერობა შეეტენა და ძალიან ბევრი მიზეზი მივეცით თავში ასავარდნად, ხოდა ამანაც დაიჯერა რომ მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ საქმე ისაა რომ არ არის და ძალიან ბევრ რამეში აქვს მოსამატებელი, რაზეც უნდა ეჯმებოდეს რეალურად და არა მის პიროვნებასა და ცხოვრების სტილს.
    პირველ რიგში რა აქვს გამოსასწორებელი:
    ვაკვირდები და ვგრძნობ რომ გუნდისთვის არ თამაშობს, თითქოს გუნდთან ისე აღარაა შერწყმული როგორც ადრე იყო, ხშირ შემთხვევაში ღორობს და ამ სიღორის გამო დამაგვირგვინებელ ეპიზოდებში ძალიან ბევრ გოლს ვკარგავთ, თავად მას კი უინტელექტობა ეტყობა. აქ კი მეორე ფაქტორი შემოდის რასაც ფინიშინგი ჰქვია, ანუ ტიპს რომ კარგი ფინიშინგი ჰქონდეს და ამიტომ იღებდეს ამდენ მომენტს თავის თავზე მაშინ გასაკრიტიკებელიც არაფერი იქნებოდა და სტატისტიკაც გაცილებით უკეთესი ექნებოდა, მაგრამ ალბათ ტოპ შემტევებში ყველაზე ცუდი ფინიშინგი მას აქვს და გუნდიც ბევრ მომენტს მაზავს.
    მისი ყველაზე დიდი პლუსი მომენტების არსაიდან შექმნაა, შეუძლია მთელი თამაში ვერაფერი აკეთოს, მოედანზე ყველაზე ცუდი იყოს და უამრავ ბურთს კარგავდეს, მაგრამ თამაშში მინიმუმ ერთ 100% მომენტს ქმნის ისევე როგორც ჩელსისთან შეუქმნა ტორესს, ან რეალთან შეუქმნა კუნდეს, თუმცა მაინც გამორჩეულად თავლშისაცემია მისი ბურთების კარგვის რაოდენობა, ან რამდენი მცდელობა აქვს დრიბლინგის და ბოლოს რამდენი გამოსდის, ხალხს ზოგადად სტატისტიკის რახარუხი უყვარს და რეალურად ამ წლის იამალს წინა წლისაზე უკეთესი სტატისტიკა აქვს, მაგრამ თამაშს უყურებ და ფიქრობ რომ ცა და დედამიწაა, რადგან ძირითადად სტატისტიკა გვაჩვენებენ იმას რომ მაგალითად ფეხბურთელმა გაიტანა გოლი, გააკეთა ასისტი, შექმნა 3 საგოლე შანსი და ჰქონდა 8 წარმატებული დრიბლინგი, ერთი შეხედვით კი ფიქრობ რომ ვაუ რა მაგრა უთამაშიაო, მეორე მხარეს კი რეალური თამაში გიდევს სადაც ჩანს რომ იმ 1 გოლის გარდა სულ მცირე 3 უნდა გაეტანა, იმ 1 ასისტის გარდა კიდევ 4 უნდა ჰქონოდა რომ არ ეღორა, იმ დრიბლინგებში 20+ მცდელობა ჰქონდა და 8 გამოუვიდა, ამას გარდა ტონაჯერ დაკარგა ბურთი, მის ამ დაკარგვებს 2 გოლი მოჰყვა და ვინც თამაშს უყურა ის წერს რომ საზიზღრობა იყო, ხოლო ვისაც სტატისტიკა ამოუვარდა ფიქრობს რომ საოცარი იყო.. აი ზუსტად ასეთია იამალის წინა სეზონისა და ამ სეზონის შედარება: წინა სეზონში გადამრიე სტატისტიკა არ ჰქონია თუმცა 39 გ/ა მაინც დადო, უბრალოდ წინა წლის იამალს უყურებდი და ხედავდი მაგიას, უამრავ სწორ გადაწყვეტილებას, გუნდზე თამაშსა და გავლენას, მისი თამაში გიტოვებდა იმის შთაბეჭდილებას რომ თითქმის სრულყოფილი იყო, წლევანდელი იამალი კი ძალიან ეგოისტი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც უამრავ მცდელობებშია და ამ მცდელობებიდან მაქსიმუმ 30% ამართლებს, ამიტომაა რომ უკმაყოფილოები ვართ, დაჟე არა ამ 30% ის არამედ იმის გამო რომ თუ არ გამოგდის ეს დედა აფე*ქებული ელემენტარულია რომ გუნდზე მაინც უნდა ითამაშო და დაანახო ხალხს რომ ყველანაირად ცდილობ შენი გუნდელებისთვის მომენტების შექმნას, ამას კი თამაშში ეგეთი 1-2 მცდელობა აქვს და ამასაც ისე მაგიურად აკეთებს რომ ულამაზესი მომენტები იქმნება, თუმცა მერე გადის მთელი თამაში ისე რომ შედეგობრივად არაფერი უკეთებია და გასაკვირიც აღარაა რომ ხალხს უკმაყოფილების შეგრძნება რჩება.
    ხოდა აქ მთავარი კონსესუსი ისაა რომ ტიპს ვინმემ ხელი უნდა მოკიდოს და მენტალურად დამოძღვროს და უნდა ამუშავოს ფინიშინგზე და დრინგლინგების მცდელობებზე.

    5. ჯამში გასაშვებია 9 კაცი:
    შტეგენი, შესნი, არაუხო, კრისტენსენი, ლევანა, ოლმო, კუნდე, (ბერნალი და კასადო გასაიჯარებელია) რაშფორდს არ ვისყიდით.
    მოსაყვანია 7 კაცი (4 მცველი, 1 საყრდენი, 1 ცენტრალური თავდამსხმელი და 1 რაფინიას სკამი.

    მოკლედ ფული და კარგი პრეზიდენტი გვინდააა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 იანვარი 2026 16:53
    0
    ისე კანსელომ ხო არ დაგვთარსა?
    ფანი [?]
    #7 19 იანვარი 2026 16:07
    2
    გუნდს დააკლდა რაფინოას მენტალიტეტი, ეგ კაცი რომ ყოფილიყო მაგ თამაშს მოვიგებდით, ასევე ლევანაც უნდა ყოფილიყო ძირითადში და მეორე ტაიმში გამოსულიყო ყვერანი.
    წევრი [?]
    #6 19 იანვარი 2026 14:08
    0
    იამალზე თამაშგარის დაფიქსირებაზე აქცენტი არა ბუცის წვერზე უნდა კეთდებოდეს, არამედ კუნდეს ქმედებაზე. ფეოლაც იყენებს ტერმინს შეხება. შეხება არ არის პასი. არეულობაში ფეხი მოვარტყი და შემთხვევით ვიღაცას მიუვიდა, არ არის განზრახ. ნებისმიერი მანიპულაცია, რომლის შედეგად თუნდაც თამაშგარეში მყოფს მიუვიდეს ბურთი, თამაშგარედ როგორ უნდა ითვლებოდეს?
    Culé [?]
    #5 19 იანვარი 2026 13:57
    0
    OldMember, ხო ახლა იამალის ქუსლი გაეზარდა.
    წევრი [?]
    #4 19 იანვარი 2026 13:31
    1
    ციტატა: Don_Andresito
    არადა სეზონის ერთ ერთი კარგი თამაში ჩავატარეთ, საწყის წუთებში რა მსუბუქად კომბინირებდნენ, ამოდიოდნენ და მომენტებს ქმნიდნენ. იამალიც კარგი იყო. გუნდი ჩამოიშალა 1-1 ზე უცებ მეორე რო გაგვიტანეს არაფრიდან. ასეთი დაცვით გოლისგან დაზღვეული არასდროს ხარ კი მარა მაინც ცუდი სანახავი იყო ისევ ეს დომხალი. 2-1 ის მერე ყველა აიჭრა. ასეთ დროს გვეირდება კაპიტანი რკინის ყ.ერებით და ადამიანი მენტალიტეტი. რო დაიწერა არ იქნებაო ეგრევე გამკრა რო წავაგებდით. პანიკის მიზეზი არ გვაქ. მარტო მანსანოს ქცევა მაფიქრებინებს რო წელს ყოველი მეორე თამაში ასეთი იქნება. ეს რო რეალს დამართნოდა მადრიდი სველი იქნებოდა ტირილით და ხმა ყველას წართმეული ექნებოდა ნეგრეირას ძახილით. დაჟე ფლიკმაც მიასვა მანსანოს ისეთი ნაძირალაა. შემდეგი 5-6 თამაში უეჭველი მოსაგებია. რეალს აჩუქებენ პენალტებს მარა სადღაც დაკარგავენ ქულებს. ლა ლიგა თუ ვერ დავდეთ ძალიან ცუდი იქნება. როცა ბევრად უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე იმ ტრანსიხმარიაზე დამოკიდებული გუნდი.


    წელს ყველანაირად ეცდებიან რო რეალმა მოიგოს ლა ლიგა, ამიტომ მარტივად არ გვექნება საქმე. მაინც გადამწყვეტი მაისის კლასიკო იქნება, მანამდე უნდა ეცადონ რომ აღარ აირიონ ისე როგორც გუშინ მეორე გაშვებული გოლის მერე აირიენ. პასს ვერ აკეთებდნენ ნორმალურად, რომ ვუყურებდი დავიტანჯე ამათი საცოდაობით.

    რაც შეეხება რაფინიას, აქამდეც მივხვდი და გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეგ კაცი ყოფილა ღერძი ამ ბარსელონაში. იმედია ტრავმა არ აქვს სერიოზული და ოთხშაბათსვე გვეყოლება სლავიასთან
    გულშემატკივარი [?]
    #3 19 იანვარი 2026 13:30
    1
    ვისაც რწმენა აკლია ამ თამაშს უნდა უყუროს და რაღაცის/ვიღაცის რწმენა მაინც გაუჩნდება. შარშანაც ლევანდოვსკის “წვეტიანი ტუფლები” ჩააცვეს ვარიდან და წავაგეთ 1-0.
    [?]
    #2 19 იანვარი 2026 13:24
    5
    არადა სეზონის ერთ ერთი კარგი თამაში ჩავატარეთ, საწყის წუთებში რა მსუბუქად კომბინირებდნენ, ამოდიოდნენ და მომენტებს ქმნიდნენ. იამალიც კარგი იყო. გუნდი ჩამოიშალა 1-1 ზე უცებ მეორე რო გაგვიტანეს არაფრიდან. ასეთი დაცვით გოლისგან დაზღვეული არასდროს ხარ კი მარა მაინც ცუდი სანახავი იყო ისევ ეს დომხალი. 2-1 ის მერე ყველა აიჭრა. ასეთ დროს გვეირდება კაპიტანი რკინის ყ.ერებით და ადამიანი მენტალიტეტი. რო დაიწერა არ იქნებაო ეგრევე გამკრა რო წავაგებდით. პანიკის მიზეზი არ გვაქ. მარტო მანსანოს ქცევა მაფიქრებინებს რო წელს ყოველი მეორე თამაში ასეთი იქნება. ეს რო რეალს დამართნოდა მადრიდი სველი იქნებოდა ტირილით და ხმა ყველას წართმეული ექნებოდა ნეგრეირას ძახილით. დაჟე ფლიკმაც მიასვა მანსანოს ისეთი ნაძირალაა. შემდეგი 5-6 თამაში უეჭველი მოსაგებია. რეალს აჩუქებენ პენალტებს მარა სადღაც დაკარგავენ ქულებს. ლა ლიგა თუ ვერ დავდეთ ძალიან ცუდი იქნება. როცა ბევრად უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე იმ ტრანსიხმარიაზე დამოკიდებული გუნდი.
    Culé [?]
    #1 19 იანვარი 2026 13:18
    0
    მართლა წმინდა სანსებასტიანის მასლი ფარავდა.

    ამ დაცვით ლიგა რავი წარმოუდგენელია
    ლალიგა კი ბატონო..