მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 16 წუთი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 16 წუთი

   ბარსა ფინალშია. ფლიკის გუნდმა ვალვერდეს "ბილბაო" დაანოკაუტა. პირველივე წუთებიდან ეტყობოდა ბარსას რომ ნახევარფინალს თამაშობდა, მაღალი მოტივაციით და აგრესიულად გამოვიდნენ მოედანზე. მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში, კარგი პრესინგიც გვიჩვენეს და "ბილბაომ" უბრალოდ ვერ გაუძლო. არადა, ნიკო უილიამსი ლაყბობდა რაღაცას მატჩის წინ, აგერ ნახავთ რა პრობლემებს შევუქმნით "ბარსელონასო", ამ კაცმა პრობლემები მხოლოდ საკუთარ კარიერას შეუქმნა, ახლა კი აღარავის ახსოვს. ან, ვის რაში სჭირდება, დაფრინავენ "ბარსელონელები". 

ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც ვიხილეთ, ლამინე იამალის ნაცვლად რუნი ბარდაჯიმ დაიწყო ძირითადში. ეს შანსიც გამოიყენა, საერთოდ, როცა კი შანსს იღებს, ყოველთვის იყენებს. კიდევ უფრო მოძლიერებული მომეჩვენა ფიზიკურად, კიდევ უფრო მეტად უფრთხილდება ბურთს და იმსახურებს დამატებით წუთებს. 

თექვსმეტი წუთი 

სადამდე გაძლო "ბილბაომ" და სადღაც 22-ე წუთამდე. ქმნიდა ბარსა მომენტებს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც აკლდებოდა, ხან სიზუსტე, ხან ცივსისხლიანობა, ჯერ პედრის დარტყმამ ვერ ივარგა რუნის პასის შემდეგ, ზედმეტად სუსტი გამოდგა, პირდაპირ მეკარეს მიუგორა ხელებში, მერე კიდევ იმავე პედრისა და ფერანის კომბინაციის შედეგად ფერმინი დარჩა ერთი-ერთზე, მაგრამ ზედმეტად მარტივად გადაწყვიტა შეტევის დასრულება და ისევ უნაი სიმონს მიუგორდა ბურთი ხელებში. ასეთი მომენტების გაფუჭების მერე თითქოს "ბილბაოს" უნდა შეექმნა რაიმე საფრთხე, მაგრამ ჯერ სად ვართ თურმე... ეს დასაწყისი ყოფილა. 

ერთიანად ამოხეთქეს. ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა. ისევ სწრაფი შეტევა მარჯვნიდან, პასი ფერმინს, ფაფხური საჯარიმოში, ბურთი მიდის ფერანს, ვერ ურტყამს ისე როგორც ჩაფიქრებული აქვს, მაგრამ მაინც გააქვს ნახევარბრუნში, ბურთი ბადეშია, ხარობს არაბეთი. გადის მცირე ხანი და ბარსა ამჯერად მარცხენა ფლანგს აწიოკებს, ფლანგიდან პასი ისევ ფერმინზე კეთდება, რაფინიამ ძლიერი და ზუსტი გადაცემა შეასრულა, დასარტყმელად რომ უნდა ინატრო ისეთი, ფერმინმაც ზუსტად დაახვედრა ფეხი და გაგლიჯა კიდეც ბასკების ბადე. უნაი სიმონი ამჯერად არც გადამხტარა, პასს ძლივს გააყოლა თვალი, დარტყმა საერთოდ დაეკარგა. 33-ე წუთზე კი პირველი ტაიმის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, რუნი ბარდაჯის ჯერიც მოვიდა, ისევ სწრაფი შეტევა ფლანგიდან, კარგად შეიმაგრა ბურთი ფეხში, მესის ბაძავს და უყვარს ბურთთან ახლო კონტაქტი, მცველიც კარგი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და მარჯვენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეშე გადაგზავნა. აქ კი შეეძლო უნაის მოგერიება, მაგრამ გაუშვა და რა უნდა ამ მეკარეს ნაკრებში მაშინ, როცა ჩვენი გარსია მიღმა რჩება?! 

გადის ოთხი წუთი და ფლანგი ისევ იცვლება. ახლა ისევ მარცხენა ფლანგის ჯერია, ესე იგი, რაფინია გვყავს ფოკუსში. მიქრის, არ ჩერდება, კიდევ უფრო მარტივად იცილებს მცველს, ვიდრე რუნი, ერთი გაწევა მარცხნივ და უძლიერესი დარტყმით ამჯერად უნაისგან ახლო კუთხეში გააქვს.

რაც უნდათ და როგორც უნდათ. წაივარჯიშეს "ბარსელონელებმა". უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშეს, ფლიკი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი იყო. დაამთავრეს საქმე პირველივე ტაიმში. მეორეში რა იქნება ნეტავ? 

სულ რაღაც ერთი 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე რაფინიამ დუბლი შეასრულა. აქ კი ვიფიქრე ახლა შეიძლება საერთოდ არ გაჩერდნენ და რაღაც სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება ბასკებისთვის-მეთქი, მაგრამ წინ ფინალია, ასე გადაკვდომაც არ ღირდა, თანაც, ამ დროს მეტოქე ღიზიანდება და ტრავმის რისკი იზრდება, ასე რომ, სწორი იყო შეჩერება. მთავარი მატჩი მაინც წინ არის, ფინალი მადრიდელებთან იქნება, ქალაქის რომელ მხარესთან ამას დღეს გავიგებთ, ან მადრიდის მდიდარი მხარე შეგვხვდება, ან ღარიბი. 

ბარსა თუ ასე ითამაშებს, ვინც გინდა ის შეგვხვდეს. 

ლამინე იამალი და დანი ოლმო 72-ე წუთზე ჩაერთნენ თამაშში. ამან მაფიქრებინა, რომ ფლიკი მათ ფინალისთვის ინახავს. ლამინეს ძირითადში ველით, მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. აი, ოლმოს ადგილი არ იქნება, რადგან ფერმინი ისევ ისე აგრძელებს სეზონს, როგორც დაიწყო - ბრწყინვალედ! 

დრო მიეცა მარკუს რაშფორდს, მარკ ბერნალსა და ჟერარ მარტინს. თუმცა, განსაკუთრებული აღარაფერი გვინახავს. გარდა იმისა, როგორ ხურდებოდა იამალი მოედანზე შემოსასვლელად. უბრალოდ დადგა კუთხურის ალამთან, დაეყრდნო, თითქოს საყრდენის გარეშე დაეცემოდა, მოწყენილი ადევნებდა თამაშს თვალყურს, თავისი გამოუცდელი თვალითა და მოკლე ჭკუით, შესაძლოა ისიც იფიქრა, რომ ფინალშიც სკამზე დასვამენ, შეიბყრო ახალგაზრდულმა ეჭვმა. კარგია, მოტივაციისთვის გამოადგება. 

წინ რა გველის 

წინ გველის ფინალი. 11 იანვარს. ჩაინიშნეთ, არ გამოგრჩეთ. ფლიკს შანსი ექნება ტიტული დაიცვას და ზედიზედ მეორედ მოიგოს ესპანეთის სუპერ თასი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 10 იანვარი 2026 18:33
    0
    ძალიან მაგარი თამაში იყო
    წევრი [?]
    #8 9 იანვარი 2026 02:42
    0
    TTT, liveball.tv ზე რატომ ვერ უყურებთ. სულ მანდ ვუყურებ ნებისმიერ თამაშს. რუსულად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 იანვარი 2026 01:40
    0
    ჟოან გარსია არ გვყოლია აქამდე, ამიტომ ბევრად უფრო მშვიდად ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. საინტერესო ელ კლასიკო იქნება.
    წევრი [?]
    #6 8 იანვარი 2026 16:56
    2
    ციტატა: nika 54
    5-0 კარგია, მაგრამ მადრიდელები(სულერთია რომელი) მატჩის დასწყისში ამდენ მომენტს გაანიავებენ ან ისე დაგვიწვებიან როგორც ეს ბილბაომ ქნა? ნეტავც ღმერთმა ქნას, მაგრამ მაინც მგონია ფინალში ცოტა გაგვიჭირდება.


    საკმაოდ რთული ფინალი გველოდება წინ, ნამდვილად არ იქნება ასეთი ჰართი-ჰარალო თამაში და მაქსიმალურად მობილიზირებულები თუ არ იყვნენ შეიძლება ცუდადაც დასრულდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 იანვარი 2026 15:25
    3
    5-0 კარგია, მაგრამ მადრიდელები(სულერთია რომელი) მატჩის დასწყისში ამდენ მომენტს გაანიავებენ ან ისე დაგვიწვებიან როგორც ეს ბილბაომ ქნა? ნეტავც ღმერთმა ქნას, მაგრამ მაინც მგონია ფინალში ცოტა გაგვიჭირდება.
    წევრი [?]
    #4 8 იანვარი 2026 14:34
    9
    მგონი ჯობს რაფინია დაუბრუნდეს მარცხენა ფლანგს და რაშფორდი ცხრინაზე გადაიწიოს ცენტრში
    Culé [?]
    #3 8 იანვარი 2026 14:25
    6
    ციტატა: TTT
    იმედია ფინალი მაინც იქნება რომელიმე სპორტულ არხზე ან პლათფორმაზე!!!!
    ასეთ თამაშებს რო არ იყიდი….

    ქართველების ტვინში ჩამახედა ნეტა ბუნდესლიგად და საფრანგეთის მეორე ლიგას რომ აჩვენებენ ვის რაში აინტერესებს... იასნია ქართველები სადაც არიან იმას აჩვენებენ
    TTT
    წევრი [?]
    #2 8 იანვარი 2026 13:49
    2
    იმედია ფინალი მაინც იქნება რომელიმე სპორტულ არხზე ან პლათფორმაზე!!!!
    ასეთ თამაშებს რო არ იყიდი….
    წევრი [?]
    #1 8 იანვარი 2026 13:42
    1
    მოვოდეს ფინალში ატლეტიკო ან რეალი