მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გმირობა ლისაბონში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გმირობა ლისაბონში

     მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო, როცა რაფინიამ ბურთი არსაიდან მიიღო, თითქოს აღარც ჰქონდა შანსი შეტევა შედეგიანად დაესრულებინა, მცველების გარემოცვაში, სულ მარტო მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, მაგრამ სხვა რწმენა აქვს ამ კაცს, მარტოა და მაინც სჯერა რომ ყველაფერი გამოვა, ყველაფერი შესაძლებელია, თუ რაფინიამ შეძლო და მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ესე იგი, ყველაფერი შესაძლებელია. წაიწია რამდენიმე ნაბიჯით და საჯარიმოს გარედან დაარტყა.. ეს ალბათ გადამწყვეტი მომენტი იქნება ამ ორი მატჩის ჯამში. ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ "ბარსა" თუ "მონჟუიკზე" ლოგიკურ წერტილს დასვამს, ეგ წერტილი რაფინიას მოფიქრებული იქნება. 

თუ წარმოიდგენდით ოდესმე რომ ჩემპიიონთა ლიგის ამ ეტაპზე ორი ფეხბურთელი განსაკუთრებით მაგარ ფეხბურთს ითამაშებდა? - დემბელე და რაფინია. იმას თურმე ჯანმრთელობაც სცოდნია, არადა, აქ სხვაგვარად იყო საქმე, რაფინია კიდევ აბსოლუტურად სხვა ფეხბურთელია, უდიდესი პროგრესი განიცადა. ასეა, ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, არ ვიცით როგორ ვარჯიშობს ეს ხალხი, რა თვისებებსა და უნარებს ავლენს, შესაძლოა ვარჯიშზე ჩანს ის, რის გამოვლინებასაც მწვრთნელები თამაშზე ელიან, ამის დრო კი ნელ-ნელა მოდის, ყველა ლიონელ მესი არ არის, ყველა თამაში ვარჯიშად აქციოს. 

რაფინიასთან ერთად, ამ შეხვედრას მეორე გმირიც ჰყავდა, მოულოდნელი გმირი. 

მხიარული სტარტი და წითელი ბარათი 

მატჩი დაიწყო ძალიან მხიარულად, ორმხრივი შეტევებით, "ბენფიკამ" მაშინვე შეუტია და შესნის მზადყოფნა შეამოწმა, მაგრად იდგა პოლონელი, მეკარის საქმე კიდევ ეგრეა - თავიდან თუ მაგრად დადგა, მერე თავდაჯერებაც ემატება და როგორც წესი, კარგი მატჩი აქვს ხოლმე. გარდა ამისა, ყველა ხედავს, რომ შესნი ნელ-ნელა ძალიან კარგ ფორმაში შევიდა, თავიდან საშინელ ფორმაში იყო, "ბარსამ" მის გამო რამდენჯერმე იზარალა კიდეც, თურმე, დრო სჭირდებოდა ვეტერან მეკარეს, ბოლო მატჩები თავისი საუკეთესო პერიოდი გაგვახსენა. ამაში დიდი როლი ექნება ლევანდოვსკისაც, რომელმაც ძალიან შეუწყო ხელი ადაპტირებაში. საერთოდ, "ბარსაში" რომ მოვიდა, ეგეც ლევანდოვსკის დამსახურებაა. 

საპასუხოდ შეუტია "ბარსამაც", სასტარტოში მყოფმა ოლმომ თავისი ჩვეული ფინტით გაჭრა "ბენფიკას" ცენტრი და მაგარი შეტევაც წამოიწყო, თუმცა, გოლით ვერ დასრულდა, ისევ თავად ცდილობდა დასრულებას. იმდენი გოლი ვერ გავიდოდა რამდენიც ბოლო მატჩში გავიდა ამ გუნდებს შორის, მაგრამ სტარტი ისეთი იყო რომ გოლები უნდა გვენახა, მერე კიდევ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, კუბარსიმ ბოლო იმედის ჯარიმა აიღო და მოედნიდან გააძევეს. სულ რაღაც 22-ე წუთზე. დიდი დარტყმაა გუნდისთვის. ტაიმნახევარი კაცნაკლული ყოფნა ვერ არის კარგი საქმე, მაგრამ ფლიკმა სწორად წარმართა თამაში და ურთულესი შეხვედრა მოიგო. 

ვინმე უნდა გაეწირა და ოლმო გაწირა, ყველაზე ნაკლები ნდობა მის მიმართ აქვს. ჯერჯერობით. ის მოხსნა თამაშიდან და არაუხო შემოვიდა. ასეთ დროს საშინლად გრძნობს თავს ფეხბურთელი. ბრაზობს ბუნებრივია, არაფერი გაუფუჭებია, ეგ კი არა, მშვენივრად დაიწყო თამაში, მაგრამ წითელი ბარათი ყველაფერს ცვლის და უწევს მერე მოედნის დატოვება. თუმცა, ფლიკმა თამაში მოიგო, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ოლმოსაც მოუწევს მის გადაწყვეტილებებს პატივი სცეს. 

მატჩის გმირი 

უკვე ტაიმის მეორე ნახევარში სათამაშო სურათი შეიცვალა, უფრო ჩაკეტილი და ნელი გახდა, "ბარსა" დიდი ძალებით ვეღარ უტევდა, დაცვაში გამაგრდა, "ბენფიკასაც" აღარ ჰქონდა იმდენი მომენტი, რადგან კონტრშეტევებზე თამაშს ვეღარ ახერხებდა, არადა, ეგ არის ამ გუნდის მთავარი უპირატესობა. თუმცა, რამდენჯერაც მომენტი ჰქონდათ, შესნიმ იმდენჯერ გვაჩვენა რომ სანდო მეკარეა. 

აი, მეორე ტაიმის საწყისი წუთები ისევ მაღალ ტემპში დაიწყო, როგორც ჩანს, მწვრთნელმა შეანჯღრია ლისაბონელები და შემოუძახა კაცნაკლულ გუნდს უფრო აგრესიულად უნდა შეუტიოთო, ამ სისწრაფეში შეცდომაც დაუშვეს და რაფინიამ მატჩის გადამწყვეტი გოლი შეაგდო. მთელი დარჩენილი დრო ისეთი ამბები ვნახეთ, მაგრად გაჭირდება მატჩის გმირის დასახელება - შესნი თუ რაფინია? მაინც რომელს უფრო დიდი წვლილი აქვს მატჩის მოგებაში? 

ეს მატჩი თითქოს კიდევ ერთი გამოცდა იყო, რომელიც "ბარსამ" ჩააბარა, დიდ გზაზე გასავლელი აუცილებელი გამოცდა. წინ "ოსასუნასთან" მატჩია, მერე განმეორებითი შეხვედრა "ბენფიკასთან", წესით პოზიტიური განწყობა უნდა შეიქმნას, სანაკრებო პაუზის წინ კიდევ ცენტრალური მატჩი გველის ლა ლიგაში - "ატლეტიკო" - "ბარსელონა", თან ეს დერბიში ნაომარი გუნდი იქნება, გახარებული თუ დამწუხრებული, კაცმა არ იცის. მერე კიდევ დავისვენებთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 8 მარტი 2025 02:15
    0
    ეს თამაში ჩემი გადმოსახედიდან პირველ რიგში პირადად შესნიმ მოუგო ბენფიკას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 6 მარტი 2025 19:50
    1
    ციტატა: mari
    მატჩის გმირის დასახელება - შესნი თუ რაფინია? მაინც რომელს უფრო დიდი წვლილი აქვს მატჩის მოგებაში?
    =========================================
    wink wink რაფინია რომ კარგია და მაგარ ფორმაშია არავინ უარყოფს, მაგრამ ჩემი აზრით მატჩის გმირი არის შესნი-- მაგას რომ ის კარში დარტყმულები ვერ აეღო, რაფინიას ერთი გოლი ვეღარაფერს გვიშველიდა და მინიმუმ 3-0 წავაგებდით!!!

    ან 3-1-ს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 მარტი 2025 17:20
    8
    დე იონგზე და პედრიზე არაფერი თქვი საერთოდ ფეოლა. გუნდი ათი კაცით რომ დარჩა მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის რიგი მომენტები ისე ეჭირა ამ ორს ცენტრი თითქოს რიცხობრივ უპირატესობაში ჩვენ ვიყავით, სამი ნახევარმცველის საქმე შეტევაშიც და დაცვაშიც იდეალურად შეითავსა ამ ორმა, აუცილებლად ქების ღირსია ფრენკიც და პედრიც, მაგათი მინიმალური შეცდომებით და დამაჯერებელი თამაშით მოვიგეთ წუხელ.
    ფანი [?]
    #9 6 მარტი 2025 16:23
    1
    მატჩის გმირის დასახელება - შესნი თუ რაფინია? მაინც რომელს უფრო დიდი წვლილი აქვს მატჩის მოგებაში?
    =========================================
    wink wink რაფინია რომ კარგია და მაგარ ფორმაშია არავინ უარყოფს, მაგრამ ჩემი აზრით მატჩის გმირი არის შესნი-- მაგას რომ ის კარში დარტყმულები ვერ აეღო, რაფინიას ერთი გოლი ვეღარაფერს გვიშველიდა და მინიმუმ 3-0 წავაგებდით!!!
    წევრი [?]
    #8 6 მარტი 2025 13:32
    0
    me da barca, ასემც უქნია გაშიში მოუწევია.გოლი არ გაუშვას.ზღაპრული თამაში ჩაატარა
    Culé [?]
    #7 6 მარტი 2025 12:36
    2
    ისე იამალი რომ გაიყვანა მართლა სწორი ქნა რაფიკა გადმოვიდა აქეთ და ის მომენტიც მოხდა არამგონია იამალს გაეტანა ეგრე მოკლედ აქაც კი გამოიცნო ფლიკმა ცვლილება ტორესის შემოყვანა სწორედ ეგაა მიზეზი რომ გოლი გაუშვა ბენფიკამ😅😅😅 მართლა ჯოკერი გვყოლია ფერანა და ჩვენ რას ვეძახით 🤭🤭🤭
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მარტი 2025 12:02
    18
    სანთებელა, საფერფლე და სიგარეტის კოლოფი დაუდეთ მაგ კაცს კარებთან და სავარძელიც, დაიმსახურა. მოწიე ძმა შეგერგოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 მარტი 2025 11:31
    11
    ციტატა: Barca1980
    ციტატა: La Pulga10
    პედრიზე სიტყვა არ თქმულა ეჰ...
    პედრი უკვე მესივით არის, ყველამ იცის უკვე რომ მასეთი თამაში მისთვის ნორმაა, უკვე სხვა დონეზე თამაშს ელიან მისგან, თუმცა მე პირადად ვერ წარმომიდგენია სხვა რა დონეზე უნდა ავიდეს, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია მრავალმხრივი უნარებით.

    ეგრეა მაგრამ სამწუხაროდ ყველა სტატისტიკას უყურებს და ვისაც გოლები და ასისტები აქვს იმას განადიდებენ. არ გამიკვირდება,რომ დაგვიჩაგრონ ჩვენი ბიჭი. ტურნირის სიმბოლურშიც,რომ არ შეიყვანო არ უნდა გაგვიკვირდეს.ეგეთი უსამართლოები არიან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 6 მარტი 2025 11:21
    11
    ციტატა: La Pulga10
    პედრიზე სიტყვა არ თქმულა ეჰ...
    პედრი უკვე მესივით არის, ყველამ იცის უკვე რომ მასეთი თამაში მისთვის ნორმაა, უკვე სხვა დონეზე თამაშს ელიან მისგან, თუმცა მე პირადად ვერ წარმომიდგენია სხვა რა დონეზე უნდა ავიდეს, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია მრავალმხრივი უნარებით.
    წევრი [?]
    #3 6 მარტი 2025 11:10
    3
    იამალის შეცვლამ გადაიყვანა რაფო მარჯვენა ფლანგზე რა ზონაშიც მიიღო ზუსტად ბურთი და გამარჯვების გოლი ტენა არადა ისე გამიტყდა ლევანა როარ მოხსნა და იამალი გაიყვანა , თურმე მოიცა 😂

    [quote=ChuxrELia]ფლიკი აბსოლუტურად სწორედ მოიქცა როცა იამალი მოხსნა. კაცნაკლული გუნდი სხვანაირად თამაშობს, ყველა დაცვაში უნდა ჩამოდიოდეს, უდიდესი წნეხი გაქ მოწინააღმდეგისგან, რასაც იამალი ვერ გაუძლებდა, არ ქონია ეგეთი გამოცდილება და შეიძლებოდა სადღც სივრცე დაეტოვებინა, ან ისეთი შეცდომა დაეშვა, რასაც კიდევ ერთი წითელი ან გოლი მოყოლოდა. ბავშვია მაინც, მიუხედავად იმისა რომ კარგ პასებს არიგებდა, ესეთ თამაშში სხვანაირი სცენარი ვითარდება ხოლმე, შესაბამისად ყველა ისეთი ფეხბურთელი დატოვა, რომელსაც მსგავს წნეხში შეუძლია თამაში. ლევანაც იმიტომ არ გაიყვანა რომ ერთადერთი მაღალი კაცი ეგ გვყავდა წინ და ორთაბრძოლების მოგება იყო საჭირო ჰაერში, ან ხელის შეშლა მაინც. ასე რომ ფლიკმა სერიოზული ტაქტიკა დადო. პედრი ხო ფანტასტიკაა და რაფომ კიდე იმ მომენტის განიავების შემდეგ, უფრო სერიოზული დონე დადო. შესნიზე კიდე რა უნდა თქვა, რამდენი ღერიც აქვს მოწეული, ყველა შეარგოს ღმერთმა blush[/იამალის შეცვლამ გადაიყვანა რაფო მარჯვენა ფლანგზე რა ზონაშიც მიიღო ზუსტად ბურთი და გამარჯვების გოლი ტენა არადა ისე გამიტყდა ლევანა როარ მოხსნა და იამალი გაიყვანა , თურმე მოიცა 😂

    ChuxrELia, გამოუცდელი იამალის უნარებიც არანაკლებ გამოსაყენებელი იქნებოდა ამ თამაშში ჩემი აზრით, კონტრაზე გაქცევა , ფლანგზე ბურთის დაჭერა, უნიკალური პასის კულტურა, პსჟ სთან იამალის მოხსნამ და შენელებული ლევანას დატოვებამ წაგვაგებია დიდი პროცენტით , თუმცა საღოლ ფლიკს რაც გააკეთა ფაქტია შედეგი დადო ძმამ 🙌
    ფანი [?]
    #2 6 მარტი 2025 10:52
    9
    ფლიკი აბსოლუტურად სწორედ მოიქცა როცა იამალი მოხსნა. კაცნაკლული გუნდი სხვანაირად თამაშობს, ყველა დაცვაში უნდა ჩამოდიოდეს, უდიდესი წნეხი გაქ მოწინააღმდეგისგან, რასაც იამალი ვერ გაუძლებდა, არ ქონია ეგეთი გამოცდილება და შეიძლებოდა სადღც სივრცე დაეტოვებინა, ან ისეთი შეცდომა დაეშვა, რასაც კიდევ ერთი წითელი ან გოლი მოყოლოდა. ბავშვია მაინც, მიუხედავად იმისა რომ კარგ პასებს არიგებდა, ესეთ თამაშში სხვანაირი სცენარი ვითარდება ხოლმე, შესაბამისად ყველა ისეთი ფეხბურთელი დატოვა, რომელსაც მსგავს წნეხში შეუძლია თამაში. ლევანაც იმიტომ არ გაიყვანა რომ ერთადერთი მაღალი კაცი ეგ გვყავდა წინ და ორთაბრძოლების მოგება იყო საჭირო ჰაერში, ან ხელის შეშლა მაინც. ასე რომ ფლიკმა სერიოზული ტაქტიკა დადო. პედრი ხო ფანტასტიკაა და რაფომ კიდე იმ მომენტის განიავების შემდეგ, უფრო სერიოზული დონე დადო. შესნიზე კიდე რა უნდა თქვა, რამდენი ღერიც აქვს მოწეული, ყველა შეარგოს ღმერთმა blush
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 მარტი 2025 10:21
    14
    პედრიზე სიტყვა არ თქმულა ეჰ...
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid