მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარჯვენა ფლანგის მხატვარი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარჯვენა ფლანგის მხატვარი

   "ბარსამ" დიდი უპირატესობით მოიგო თავისი მატჩი, "მადრიდის" წაგების ფონზე. ჩემპიონობისკენ ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა, აქვე არიან მადრიდელები, ერთი და მეორე ბანაკიც, მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვათ "ბარსა" ამ სამიდან ყველაზე პროგრესირებადი გუნდია, ამაზე კი გატანილი გოლების რაოდენობაც მეტყველებს, ფლიკის გუნდმა 40 შეხვედრაში უკვე 124 გოლი შეაგდო, რაც 1959/60 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია ესპანური გუნდის შესრულებით. მატჩის შემდეგ ფლიკი კმაყოფილი ჩანდა, "ბენფიკასთან" სიფრთხილე დაგვიანონსა და ისიც დააყოლა სამივე ტიტულის მოგება შეგვიძლიაო. 

გაგახაროს ღმერთმა.  

მარჯვენა ფლანგის მხატვარი 

მატჩი თავიდანვე "ბარსას" უპირატესობით დაიწყო, მაღალი პრესინგით, ერთ ეპიზოდში პედრიმ მეკარეც შეავიწროვა და ახლოსაც იყო ანგარიშის გახსნასთან, პირველი განგაში აქ გაისმა "სოსიედადისთვის", რომელიც ახლა არაფრით გამორჩეული კლუბია, არადა, წარსულში ჰქონიათ კარგი პერიოდები, 80-იანებში ბაკერო და ბეგირისტაინი სწორედ მათგან მოვიდნენ "ბარსელონაში", ჩემპიონობისკენ გაიწიეს 2002/03 წლების სეზონში, როცა ნიჰატი, კოვაჩევიჩი, დე პედრო და რაც მთავარია, ჩაბი ალონსო ჰყავდათ, მაგრამ ბოლო ტურში გადაწყდა მათი მეორე ადგილი. ახლა კიდევ შეხედავ და არაფერი მოგეწონება. არც მათ კაპიტანს მოსწონს თავისი გუნდი, პირველივე ტაიმში მოსწყინდა თამაში, ბოლო იმედის ჯარიმა აიღო და თამაში დატოვა. 

ოლმო წააქცია, ერთი-ერთზე გაქცეული. წესით, საერთოდ არ უნდა ეთამაშა, მაგრამ გავის სიცხე ჰქონდა წინა დღით და მას ერგო ადგილი ძირითადში. კარგ ფორმაშია, ბოლო მატჩებში პროდუქტიულია და მასთან ერთად შეტევები უფრო სწრაფი და დინამიკურია. ბოლო პასის უნარიც აქვს, კარშიც კარგად ურტყამს და დრიბლინგზეც მიდის საჭიროების შემთხვევაში. 

წითელი ბარათის მერე ისედაც დაცვაში მყოფი "სოსიედადი" მთლიანად კარში ჩადგა, მაგრამ ლამინე იამალს მაინც ვერაფერი მოუხერხეს, ერთი მცველი, ორი, მესამე.. თითქოს არც აქვს მნიშვნელობა, ასეთი ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელი დღევანდელ ფეხბურთში სანთლით საძებარია, ქომაგი უკვე მისი თამაშის მოლოდინშია, თანაც, არა მხოლოდ "ბარსელონას", არამედ სხვა კლუბის ფანებიც შეავლებენ თვალს, რატომაც არა, მოენატრა ყველას კარგი ფეხბურთი. და მაინც რა არის მისი ნიჭის საზომი? მთელი სეზონია უმაღლეს დონეზე თამაშობს, საზომი კიდევ ჩემპიონთა ლიგაა. პლეიოფები. თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე მაღალი წერტილი. აი, მანდ ვნახოთ რა შეუძლია. იქაც თუ მიალაგა მცველები შეშის ნაჭრებივით, მართლა დაუჯერებელი გახდება ეს ამბავი, ახლა თუ ასეთ ფეხბურთს თამაშობს, ნეტავ სად შეიძლება წავიდეს პერსპექტივაში? ნიჭს საზღვარი არა აქვს, უბრალოდ მუდმივი კვება სჭირდება. 

დახატა ლამინემ, ფლანგზე ერთ მცველს გაექცა, მეორე გაუშვა მაიორკაზე, დასასვენებლად, დროული და ზუსტი პასიც მოიფიქრა, ოლმომ არაორდინალური გაგრძელება იპოვა და ფლანგზე გადაჰკიდა ბურთი საიდანაც ჟერარ მარტინმა შემოირბინა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ლამაზი იყო ეს ოხერი, ძალიან ლამაზი. 

მცირე ხანში ანგარიში ორამდე გაიზარდა, ოლმოს დარტყმის მერე ბურთი კასადოს მოხვდა და უკიდურეს კუთხეში შეგორდა. ჯანდაბას, ჩავუთვალოთ ჩვენც კასადოს. სჭირდება ეს გოლი, დაკარგა ადგილი ძირითადში და ცოტა გამოუკეთებს ხასიათს. თუმცა, ფლიკი შეძლებისდაგვარად ყველას აძლევს სათამაშო დროს. 

დასვენების ტაიმი 

ფლიკის "ბარსასთან" მიმართებაში ხშირად გაგვიხსენებია პეპ გვარდიოლას "ბარსელონა". მისი პირველი სეზონი. პირველ ტაიმში მომთავრებული საქმე და დასვენება მეორეში. გოლები ისევ გავიდა, "ბარსას" ტემპი არ დაუგდია, უბრალოდ აშკარად ჩანს რომ ეს ყველაფერი მაინც ძალების დაზოგვით ხდება, გუნდმა რაციონალურად თამაში ისწავლა, სეზონი დიდია, დასკვნითი ეტაპი უკვე დაწყებულია და ძალების დაზოგვას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. 

ანგარიში სამამდე კაპიტანმა გაზარდა, კუთხური რაფინიამ ჩააწოდა, როგორც ყოველთვის სახიფათოდ, ლევანდოვსკის დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი არაუხომ ივარგა. გავიდა დრო და საგოლე პასიც მიითვალა, ოლმოსი არ იყოს ისიც კარში ურტყამდა, მაგრამ კასადოსგან განსხვავებით ლევანდოვსკიმ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა, ეტო'ოს სტილში, ბურთზე პატარა შეხებით გადაგზავნა კარისკენ - 4:0. ასეც მორჩა. ლამაზად და შედეგიანად. "ბენფიკასთან" მატჩის წინ განწყობა მშვენიერია. 

ფლიკმა შეცვლები გააკეთა და ისევ მისცა დრო ფერან ტორესს, რომელმაც ისევ ვერ გამოიყენა რამდენიმე მომენტი. კაცმა არ იცის მისი ეს არასტაბილურობა სად წამოყოფს თავს. 

კალენდარი არც ისე რთულია, დიდი მნიშვნელობა ექნება სანაკრებო პაუზიდან მწყობრში დაბრუნებას. მანამდე კიდევ ლიგის პლეიოფებია. 

დედის დღეს გილოცავთ! 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 5 მარტი 2025 16:11
    0
    ციტატა: kuko
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ეს ბავშვი რა ჩაბანეს ასეთი? 😂

    Barcelona consider Julian Alvarez as the man to succeed Robert Lewandowski and will look for the right way to fund the deal

    ისაკს ხულიანი მირჩევნია, პროსტა აე მოგვცემს ატლე

    მგონი ისაკი უფრო უკეთესი ვარიანტია ალვარესი მაგარია მარა უფრო 100 %იანი ფორვარდი გვჭირდება სისწრაფე ტექნიკა დარტყმა უფრო მსუბუქი ცენტრ ფორვარდი ლევანს ნაირი ფორვარდი ამ გუნდს მომკალი და არ უხდება რა

    მე მგონი ატლეტიკოს ისაკიც მოუნდა.
    წევრი [?]
    #15 3 მარტი 2025 23:36
    0
    Rick Sanchez, წელს რასაც ვუყურებ ბარსა დიდ გუნდებთან უფრო მაგარია ვიდრე კადისებთან..რაც მგონია რომ ფლიკის ამოჩემებაა…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 3 მარტი 2025 23:29
    0
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Visca barca
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: kuko
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ეს ბავშვი რა ჩაბანეს ასეთი? 😂

    Barcelona consider Julian Alvarez as the man to succeed Robert Lewandowski and will look for the right way to fund the deal

    ისაკს ხულიანი მირჩევნია, პროსტა აე მოგვცემს ატლე

    მგონი ისაკი უფრო უკეთესი ვარიანტია ალვარესი მაგარია მარა უფრო 100 %იანი ფორვარდი გვჭირდება სისწრაფე ტექნიკა დარტყმა უფრო მსუბუქი ცენტრ ფორვარდი ლევანს ნაირი ფორვარდი ამ გუნდს მომკალი და არ უხდება რა

    არა ალავარეზი ჯობია ჩვენთვის მაგრამ ატლეტიკო მაგას არ გაუშვებს თუ გაუშვებს ტრადიციულად წამგებიენ შეთანამხებას გაგვიკეთებს და ან ფერმინს დაგვათმობინებს ან კასადოს და <<ცენზურის დარღვევა>> ლაპპრტაც დათანხმდება

    ფერმინში თუ გაგვიცვლის მაგას რა ჯობია

    რატო უნდა გაუშვა შენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მე2 მთავარ კონკურენტში მითუმეტეს მადრიდულ გუნდში

    ზოგის გაშვება შეიძლება.
    Culé [?]
    #13 3 მარტი 2025 19:04

    გულშემატკივარი [?]
    #12 3 მარტი 2025 16:21

    #11 3 მარტი 2025 15:54

    #10 3 მარტი 2025 15:15
    0
    MaestroXavi,
    რონალდო რომ მაგის ხნის იყო იუვეში 54 გოლს + ასისტი ქონდა და ბევრად სანახაობრივ და ბევრად უკეთესს გოლებს იტანდა, უფრო რთულ ლიგაში და ბევრად სუსტ გუნდში, ხოლო მანჩესტერში 37 წლის ასაკში (ლევა 36საა) ლიგაზე მესამე საუკეთესო გოლეადორი იყო და ჰეთრიკებს უტანდა ტოტენჰემებს, კონტემ თვითონ თქვა რომ ისინი რონალდოს ეთამაშებოდნენ და არა მანჩესტერს, ესეთი ლევაზე მითუმეტეს წელს არავის უთქვია, ეს ყველაფერი გააკეთა ყველაზე რთულ ლიგაზე და მკვდარ გუნდში😂
    წევრი [?]
    #9 3 მარტი 2025 14:09
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ეს ბავშვი რა ჩაბანეს ასეთი? 😂

    Barcelona consider Julian Alvarez as the man to succeed Robert Lewandowski and will look for the right way to fund the deal

    ისაკს ხულიანი მირჩევნია, პროსტა აე მოგვცემს ატლე

    მგონი ისაკი უფრო უკეთესი ვარიანტია ალვარესი მაგარია მარა უფრო 100 %იანი ფორვარდი გვჭირდება სისწრაფე ტექნიკა დარტყმა უფრო მსუბუქი ცენტრ ფორვარდი ლევანს ნაირი ფორვარდი ამ გუნდს მომკალი და არ უხდება რა
    Culé [?]
    #8 3 მარტი 2025 12:29
    0
    ეს ბავშვი რა ჩაბანეს ასეთი? 😂

    Barcelona consider Julian Alvarez as the man to succeed Robert Lewandowski and will look for the right way to fund the deal

    ისაკს ხულიანი მირჩევნია, პროსტა აე მოგვცემს ატლე
    წევრი [?]
    #7 3 მარტი 2025 12:06
    1
    ლევანდოვსკის ხო აღარ შეუძლია სისწრაფეზე თამაში მაგრამ რა კლასნი გოლი გაიტანა მაგის ხნის რომ იყო რონალდო 33 გოლი კი არა სკამიდან ვერ დგებოდა მანიუში თუმცა რობერტს არავინ აფასებს ბარსას ფანების ჩათვლით და იმას მადიდებლების არმია ყავს
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe
    წევრი [?]
    #6 3 მარტი 2025 11:48
    5
    ჯეკა რა ხოდზეა გოლს პლიუს 3 ასისტი გააკეთა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 მარტი 2025 11:17
    6
    გაიხარებდა სოფია, ახლა იცეკვონ სოსიედადის ფანებმა, იქნებოდა თამაშზე ალბათ და რატო არ გაამახვილეს ყურადღება უცნაურია, თუმცა ლალიგაა რა მიკვირს🙂 იამალი კარგი იყო რათქმაუნდა, მაგრამ ოლმომ დადგა მთავარი შოუ მაინც ჩემი გადმოსახედიდან, დრო იყო ასეთი ოლმოც რომ გვეხილა და აგერ ბატონო, დავბრუნდიო თქვა ამ თამაშით, არაუხოც მშვენიერი იყო, ნუ დაცვაში არ ვაფასებ ბუნებრივია ცალკარა იყო და არაფერი ქონდა საქმე, თუმცა როგორც ადრე აღვნიშნე სკამიდანაც უდიდესი ძალაა ეგ ბიჭი და მნიშვნელოვანია რომ დაიბრუნოს თვითრწმენა, ან ვინ იცის შეიძლება ძირითადის კაციც გახდეს სეზონის ბოლომდე ისევ.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #4 3 მარტი 2025 11:05
    1
    ციტატა: Flying Dutchman
    191 გოლია რეკორდი ერთ სეზონში, 11/12 სეზონის პეპის, ბარსასი, საინტერესოა თუ დაამხობს

    შეიძლება დაამხოს ასე თუ გააგრძელა,მაგრამ არ მგონია მესიმ მარტო გაიტანა 91 და 100 ბარსელონამ მეორე ადგილი უეჭველი იქნება დაკავებული მაგრამ გამორიცხული არაა.
    Culé [?]
    #3 3 მარტი 2025 11:02
    0
    კარგი სყურებელი თამაში იყო, თუმცა ცალკარა. ამასობაში კი ჩვენმა ბერნაბეუმ ასეთი რამ განაცხადა:

    იკერ კასილასთან გამართულ პოდკასტში, ბარსელონას ექს-მცველმა, ჟერარ პიკემ, ფეხბურთში საჭირო ცვლილებებზე ისაუბრა.
    „არ შეიძლება 100, 200 ან 300 ევრო დახარჯო, სტადიონზე მიხვიდე და 0:0-ს უყურო. რაღაც უნდა შეიცვალოს.
    შეიძლება, ორივე გუნდს 0 ქულა მივანიჭოთ, თუ მატჩი 0:0 დასრულდება.
    ასეთ შემთხვევში, ვფიქრობ, თუ 70-ე წუთისთვის 0:0 იქნება, თამაში უფრო გაიხსნება." - აღნიშნა პიკემ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 მარტი 2025 10:26
    3
    ოლმო ძაან კაია. იამალიც შედის ფორმაში, რაფინია მგონი ლიგაზე გაიგიჟებს თავს, დიდ გუნდებთან სულ მაგარია ხოლმე.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 მარტი 2025 03:32
    0
    191 გოლია რეკორდი ერთ სეზონში, 11/12 სეზონის პეპის, ბარსასი, საინტერესოა თუ დაამხობს
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო