მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვარსკვლავბიჭუნა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვარსკვლავბიჭუნა

  "მადრიდმა" წააგო. ასე დაიწყო კვირა, დიდი მოლოდინით, ლიდერს ფეხი რომ დაუცდება მდევარი ბედნიერია. ჰანსი ფლიკმა თქვა მე ეგ არ მინახავს, დილით თვალი გავახილე და მერე გავიგე რომ წაუგიათო, ესე იგი, ისიც გაიგო, რომ თავად აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, მაგრადაც დამუხტავდა ბიჭებს. ჯერ კიდევ წინ არიან მადრიდელები, ერთიც და მეორეც, მაგრამ ჰანსის სუნთქვა უკვე ესმით, წინ კიდევ დიდი გზაა. თანაც, "მადრიდს" "სიტისთან" მოუწევს თამაში. დიდად კარგ ფორმაში ვერ არიან, მაგრამ "სიტია" მაინც, რა ვიცი.. 

ცოტა ნელი, მაინც ლამაზი 

მოულოდნელად რთული მატჩი გამოვიდა, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა და გოლიც არ გასულა. ეგ კი არა, გავიმ ძირითადში დაიწყო და პირველივე ტაიმში გაიყვანეს, თავით შეასკდა მეტოქეს, ორივე შეცვალეს. როგორც ფლიკმა თქვა დარჩენას ითხოვდა, მაგრამ არ გარისკეს. და სწორიც არის, თავთან ხუმრობა არ შეიძლება, ჯერ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს და მერე გაუშვან ვარჯიშზე. 

მის ნაცვლად ფერმინ ლოპესი შემოვიდა. ფერმინი კიდევ გავისთან შედარებით ბევრად შემტევი ფეხბურთელია, სამაგიეროდ, ნაკლებად აგრესიულია და დაცვაშიც ვერ არის ისეთი ძლიერი. 

ფლიკი პირველი ტაიმი უკმაყოფილო დარჩა და შეცვლები შესვენებაზევე გააკეთა - ერიკ გარსია გამოვიდა არაუხოს ნაცვლად და ფრენკი დე იონგი კასადოს ნაცვლად. შეაქო მატჩის მერე, მომატებული აქვსო, ფრენკი მაინც ვერ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელსაც კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს, მაგრამ მწვრთნელის შექება კარგის ნიშანია, გარანტირებული წუთების ნიშანი. 

მთავარი კაცი ვინც ეს მატჩი გაახალისა 17 წლის ბავშვია. ცოტა უხერხულად კი ვგრძნობ თავს ბავშვს რომ ვეძახი, მაგრამ ასეა და რა ვქნათ. რაც დრო გადის მით უფრო მეტად ემსგავსება ნეიმარს, ოღონდ როგორც ბევრჯერ აღგვინიშნავს, უფრო ჭკვიანი ფეხბურთელია, ტალანტით ნამდვილად არ ჩამორჩება, 17 წლის ნეიმარი ბრაზილიაში თამაშობდა პენსიონერებთან და ჩარჩენილებთან ერთად, ლამინე იამალი კი უკვე ევროპის ჩემპიონია, თან ის მედალი ისე კი არ მისცეს, როგორც "ფენომენოს" 94-ში, არამედ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემპიონატზე. 

მოიგდო ბურთი ფეხებში და გაიკვლია გზა "ალავესის" მცველებს შორის, თითქოს გაუვალი იყო, მაგრამ მაინც გავიდა, აიტაცა ყველა გამოცემამ და სოციალურ ქსელებშიც სწრაფად დაიდო, ქართულ თუ უცხოურ გამოცემებში, ისე იშვიათი გახდა ასე თამაში, ისე იშვიათი გახდა ასეთი დრიბლინგი, ასეთი შეხება ბურთთან. არც სიმამაცე აკლია, არც თავდაჯერება, წინ მიდის და ზუსტად იცის რომ შეუძლია. 

გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა, საგოლე პასი არ ჩაეთვლება, მაგრამ იყო რაღაც ამის მსგავსი. დაუშვებლად ურტყამდა კარისკენ, ბურთი მცველს მოხვდა და იდეალური პასი გამოვიდა ლევანდოვსკიზე, პოლონელიც მაგისთვის არის გუნდში, ასეთები უნდა შეაგდოს. ამ სეზონში კარგად გამოსდის საქმე და დაწინაურებულია კიდეც ბომბარდირთა დავაში, არადა, მბაპეა მთავარი კონკურენტი, ამჟამად ბევრის აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ბებერ ლევანდოვსკის კიდევ უფრო მეტი გააქვს. 

რაფინიამ ამჯერად ვერ შეაგდო, მაგრამ ერთი-ორი ისეთი ლამაზი მომენტი გვაჩუქა აქტივში უნდა წავიდეს, გაახსენდა რომ ბრაზილიელია, გაახსენდა რომ რონალდინიოს ხელშია გაზრდილი, "მონჟუიკსაც" "კამპ ნოუს" პუბლიკის მსგავსად შეეკრა სუნთქვა, ვაჰ, მომენატრა ეს ხმა, ეს პაუზა, ეს სასიამოვნო ამოოხვრა. როცა ეს ხმა ისმის, ესე იგი, მოედანზე რაღაც საინტერესო ხდება. 

ითამაშა ფერან ტორესმა, კარშიც დაარტყა. ანსუ ფატი სკამზე დარჩა. თავის თავს დააბრალოს, სეზონის მეორე ნახევარი დაიწყო და აქამდე არაფერი გვაჩვენა ისეთი რომ რაიმე კარგი დაგვცდეს მასზე. ნდობაც ვერ მოიპოვა, ესე იგი, ვარჯიშებზეც არ ცდილობს დიდად. არადა, მაინც მქონდა იმედი. რატომღაც, რა ვიცი.. 

"ბარსას" მეოთხედფინალი აქვს წინ "ვალენსიასთან". ერთმატჩიანი. მოსაგებია. ფლიკმა ერთი ტიტული უკვე მოიგო, მომდევნო დღეებში მარტივად შეუძლია ნახევარფინალში გავიდეს, ლა ლიგაში მდევარია და ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ ვიცით რას გვიმზადებს. 

"ვალენსიას" მცირე ხნის წინ დიდი სირცხვილი აჭამეს და ნურავინ იფიქრებს, რომ მარტივი მატჩი იქნება. "მესტალიაზე" იოლად ვერავინ იგებს, მით უმეტეს, გაბრაზებულ "ღამურებთან", საკუთარი ქომაგის თვალწინ ეცდებიან ბოდიშის მოხდას, ჰოდა, ვნახოთ რა გამოვა. იქნებ უფრო დიდი ბოდიში დასჭირდეთ. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ახალბედა [?]
    #19 გუშინ, 14:31
    0
    ახლა ისმის კითხვა -მესის რომ მჯემლა ვუძახოთ ეგ მოსულა და მაგაზე არ გვაქვს პრეტენიზა და ჩაჯვიზე გვაქვს ? :დ
    არის ეს ორმაგი სტანდარტები თუ არა ?

    აქვე ინიესტამ რომ იუვესთან ბურთი გამაზა და ბუფონმა აუღო, იმდენი აგინეს მაგდენი ქოცებისთვის არ უგინებიათ :დ
    ჰოდა, ამაზე განა რამე რეაქცია ჰქონდა პატივცემულ ნიკალას ? არა პირიქით იმათ ბანაკში იყო.

    ადამიანი, რომელიც მესის მჯმელაზე დაძახების დროს პრეტენზიებს არ გამოთქვამს და პირიქით მათ მხარეს დგას, ჩაჯვიზე რომ მორალის ქადაგებით გამოდის
    ახალბედა [?]
    #18 Wednesday, 02:15
    1
    არ მგონია ასეთ ტრანსფერებს შევეჭიდოთ ჯერ

    * * *
    Before selling Nico González to Manchester City, FC Porto purchased an additional 20% of the player’s rights from Barcelona for €3m. As a result, Barça will only receive €10.3m from the transfer

    სგ თამად, მაგრად დაგაგოიმეს biggrin.gif
    ახალბედა [?]
    #17 Monday, 20:18
    2
    ციტატა: pupone10
    ციტატა: ლონდონი
    ციტატა: pupone10
    მანჩედან ვინც წავიდა ყვეელა მაგრად უბერავს, გუშინ ენტონმა იმენა ჩაატარა 🤣🤣 აი ლერი იორი როა გლეეე დაეცადა 1 კვირა და წაიყვანდა რეალი ახლა ჩემპიონშიფში რომ ითამაშებს მერე ნახოს, ისე დეცლიგტი დახატავდა ბარსელონას, აი ნახეთ რაშფოდიცასტონვილაში რა მაგარი იქნება, სანჩოც ძაან კლასნია დორტმუნდში, მოკლედ კლუბი რომელიც ერთცერთი მწვერვსლი იყო კარიერის ახლა უდიდესი რეგრესირების გუნდი გახდა. ერთი ლუკაკუს არ ეშვრლწ რადგან სრულიად გლეა 🤣🤣🤣🤣

    რა რაშფრორდი რა დე ლიხტი ბიჯო ან რა სანჩო რას იწყევლები. ბარემ ანდრეი არშავინი ან ან ტიჯანი ბაბანგიდა გეთქვა. 😂😂😂 რა დე ლიხტი სადაც წავიდა ყველგან სკამზე იჯდა. ყველგან ყ##ლე იყო დე ლიხტი. სადაც წავიდა აიაქსის მერე ყველა გუნდიდან გამოაჯმევინეს. იუვენტუსიდან გამოაჯმევინეს, ბაიერნჯდან გამოაჯმევინეს და მანჩესტერშიც რაც ათამაშეს იკის გამო რომ სხვა ფეხბურთელები ყავდათ დამტვრეული.
    ერთ გუნდში რომ ვერ გაამართლო კი მაგრამ სადაც წახვალ ყველა გუნდიდან, რომ გაჯმევინებენ შენშია პრობლემა ესეიგი. ყველა გუნდი მტყუანი ვერ იქნება და მხოლოდ შენ მართალი ყველასთან. როგორ დავიჯერო რომ ყველა გუნდი ტყუის დე ლიხტთან და სულ დე ლიხტია ესეიგი მართალი.
    მეორე კანსელოა ტიპი. კანსელოსაც ყველა გუნდიდან გამოაჯმევინეს სადაც იყო. ერთ სეზონზე მეტი ვერცერთი გუნდი ვერ იჩერებდა თავისი ყ##ლე ხასიათის გამო. თუ გახსოვთ ბარსაშიც ჰქონდა ვიღაცეებთან კონფლიქტი კანსელოს.

    აზრი გამოიტანე რა წერია? ვინც წავიდა ყველამ გაამართლა სხვა გუნდშითწო, მანჩესტერიდან ვინც წავიდა, სადმე წერია სანჩო მოიყვანონ??

    დე ლიხტიო ბიჯო და გიწერ დე ლიხტზე კითხვა არ იცი
    ახალბედა [?]
    #16 Monday, 18:50

    #15 Monday, 17:10
    0
    რადონის ღლეალაპორტა, რაშფორდიც ვერ მოიყვანაიჯარით და გიოკერეშის რას იყიდის, ეღტი ივალიდი ფატი ვერ მოუშორებიაგუნდიდან.
    ახალბედა [?]
    #14 Monday, 16:07
    0
    მანჩედან ვინც წავიდა ყვეელა მაგრად უბერავს, გუშინ ენტონმა იმენა ჩაატარა 🤣🤣 აი ლერი იორი როა გლეეე დაეცადა 1 კვირა და წაიყვანდა რეალი ახლა ჩემპიონშიფში რომ ითამაშებს მერე ნახოს, ისე დეცლიგტი დახატავდა ბარსელონას, აი ნახეთ რაშფოდიცასტონვილაში რა მაგარი იქნება, სანჩოც ძაან კლასნია დორტმუნდში, მოკლედ კლუბი რომელიც ერთცერთი მწვერვსლი იყო კარიერის ახლა უდიდესი რეგრესირების გუნდი გახდა. ერთი ლუკაკუს არ ეშვრლწ რადგან სრულიად გლეა 🤣🤣🤣🤣
    ფანი [?]
    #13 Monday, 15:20
    1
    ციტატა: ☠️Spooky☠️
    რაშფორდი ასტონ ვილაში მიდისო,ვინმე გვინდა შეტევაში,ტორესი ნიჩეო მარა არაა საკმარისი.

    მიდის კიარა მოაწერა უკვე იქ კონტრაქტს ხელი
    ახალბედა [?]
    #12 3 თებერვალი 2025 15:12
    0
    რაშფორდი ასტონ ვილაში მიდისო,ვინმე გვინდა შეტევაში,ტორესი ნიჩეო მარა არაა საკმარისი.
    წევრი [?]
    #11 3 თებერვალი 2025 14:20
    6
    cruyff9, რაღაცაში დაგეთანხმები და რაეაცრბში ვერა…ჩემი აზრით რაღაც დოზით ნეიმარიც არი და მესიც..ბურთის წაღება დრიბლინგი მესის მხარეს და სქილები ფინტწბი ნეიმარის ალბათ..ან მოკლედ რომ ვთქვა არც ნეიმარია და არც მესი…ლამინ
    იამალიაააააა მორჩა 💙❤️ …რონალდინიოს ყურებისას მეუფლებოდა მსგაბსი გრძნობა რაც ეხლა იამალის ყურებისას მეუფლება მაგარიააა ძაააან..რაფინიას მომენტებიც ძააან კარგი იყო
    ნუ მოკლედ ამიტომაც ვარ ბარსას ფანი და არა იმიტომ
    რომ 15 თუ 30 ჩემპიონთა ლიგააა აქ მოგებული….სხვა დონეაა სხვა ფეხბურთია სზვა სილამაზეააა სულ სხვაგანაა რააა ბარსაააა…ერთადერთი გუნდია რომელსაც არცერთ გუნდს არ შევადარებ…კარგია ტიტულებიც მარააა ამ ადრენალინს ვერ ჯობია ჩემი აზრით რასაც განვიცდი ხოლმე
    💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 3 თებერვალი 2025 13:03
    1
    იამალზე ლაპარაკი აღარ ღირს, რასაც ეს ბავშვი აკეთებს მართლაც სასწაულია. და ერთი სული მაქვს დროზე დაკაცდეს რო ვნახოთ სადამდე წავა წინ და რას მიაღწევს, ფაქტია რო ოქროს ბურთს ადვილად შესწვდება ოღონდ როდის და რამდენჯერ აი ესაა ყველაზე საინტერესო.
    ეხლა მთავარი, რეალმა რო ესპანიოლთან წააგო მართლა სასწაულია. მთელი ჰალას ფანობა ანჩელოტის აგინებს და მე მგონი მართლებიც არიან. შეცვლებში აზრზე არ არის და მოტივაციას საერთოდ ვე აძლევსო ასე ფიქრობენ მადრიდისტები. მეც ვეთანხმები და ძალიან მომწონს რო ფლიკი ანჩელოტისგან განსხვავებით მშვენივრად ახერხებს გუნდის მართვას. ანჩელოტივით კი არ დაელოდა თამაშის ბოლო 5 წუთს არამედ მეორე ტაიმშივე ცვლილებებით დაიწყო. რაღა დასამალია და არაუხო ნამდვილად ვერ იყო ფორმაში, უაზრო ჯარიმას იღებს თავისზე ბევრად დაბალ მეტოქეს რო მაღალ ბურთზე ებრძვის იდაყვების გამოყენება ნამდვილად არ არის საჭირო. თითქოს ფორმა აქვს დაკარგული პასებით არც არასდრო გამოირჩეოდა, მაგრამ გუშინ საშინელება იყო. ისე გავის რო ტრამვაც არ მიეღო ისიც აუცილებლად შესაცვლელი იყო, ისე იყო მეტოქის უხეშ თამაშზე შემართული, რომ მეორე ყვითელს აუცილებლად აირტყამდა და სულ დაგვღუპავდა. ყოჩაღ ფლიკს სწორად მოიქცა, რომ არაუხოს ნაკლებად ძლიერი გარსია ამჯობინა იმისთვის რომ თამაშის მსვლელობა მკვეთრად შეეცვალა და ამან მართლაც გაამართლა. მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ.
    წევრი [?]
    #9 3 თებერვალი 2025 13:01
    2
    ფორვარდი, ვინგერი, საყრდენი, მეკარე. ესენი აუცილებელი ტრანსფერებია, მაგრამ გუშინ გამოჩნდა რომ ერთი მაღალი კლასის კრეატიული შემტევი ნახევარმცველი არის საჭირო. ნაბილ ფეკირი კაი იქნებოდა 32 თუ 33 წლისაა. 1-2 წელი გაქაჩავს. ბეტისში 10🍋 არ ექნებოდა ხელფასი და აქაც კი ითამაშებს 3-4🍋 კლასი რომ აქვს ცალსახაა და შორიდანაც დარტყმა იცის. პედრი კაია მარა ამ ავტობუსა გუნდებთან ხშირად ერთი და იგივეს აკეთებს.
    ახალბედა [?]
    #8 3 თებერვალი 2025 12:50
    2
    ციტატა: tbilisi
    ფატის ფეხბურთელობის არ მჯერა, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და გაუმართლა რომ კარგი ფულიც იშოვა და ვაფშე რომ იცნობს ფეხბურთის სამყარო, თორემ ვერც ფულს იშოვიდა და ეგდებოდა სადღაც ჭე კლასის გუნდში ზამენაზე.
    ეგ და ტორესი უნდა გაყიდონ რა, რა გახდა მაგათი გაყიდვა

    ტორესი როტაციაში კარგია, ზამენიდანაც ნორმალურად შემოდის, ასეთუისე გოლსაც იტანს და ქულებც მოგვიტანა მაგისგოლებმა, ფატის ათასი თავით ჯობია და არც შევადარებ, პირველ რიგში ინვალიდი ფატი უნდა მოაშორონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 თებერვალი 2025 12:11
    0
    "ვალენსიას" მცირე ხნის წინ დიდი სირცხვილი აჭამეს და ნურავინ იფიქრებს, რომ მარტივი მატჩი იქნება. "მესტალიაზე" იოლად ვერავინ იგებს, მით უმეტეს, გაბრაზებულ "ღამურებთან", საკუთარი ქომაგის თვალწინ ეცდებიან ბოდიშის მოხდას, ჰოდა, ვნახოთ რა გამოვა. იქნებ უფრო დიდი ბოდიში დასჭირდეთ.

    ამაზე მეც ვიფიქრე რაღა დაგიმალოთ, კი გაპარტახებულია ვალენსია მარა მესტალია და ფანობა ხო არსად გამქრალა, შეიძლება ტაქტიკურად და ტექნიკურად ვერ შვებიან ვერაფერს მარა იუხეშებენ, თამაშს ტემპს დეუგდებენ რამდენადაც შეძლებენ და ეგეთ უტემპო თამაშში დიდად როარ უმართლებს ბარსას კი ვხედავთ მთელი სეზონია. მაინც იმედი მაქვს რო მარტივად გადავუვლით, ცოტა გადახალისდება გუნდი და მოტივირებული ფეხბურთელები უფრო მიაწვებიან ღამურებს, კოპა გვინდა წელს უეჭველი, ლიგაზე და ლალიგაში გარანტირებული არაფერია მითუმეტეს როცა ასეთი მწირი რესურსები გვაქვს, კოპაც კაი ხანია არ მოგვიგია, მეტიც მესის მერე არ მოგვიგია, ასე რომ ღამურებთან ბოდიში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ახალბედა [?]
    #6 3 თებერვალი 2025 11:02
    4
    მესი რომ კარიერას იწყება ფეხბურთის დონე უფრო მაღალი იყო, ჩემი აზრით და მაგის ბევრი არგუმენტი შემიძლია დავწერო, თუმცა როგორიც იამალი ამ ასაკში ეგეთი მესი არ იყო. მარტო კაცის მოტყუება ხომ არაა ? მოდეანს ისე ხდევს, თითქოს 30წლის ფეხბურთელია, რომელსაც დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ნუ პირველ ტაიმში რამდენი კაცი მოატყუა, ცალკე შესატანია ეგ მომენტი. რონალდინო- რივალდოს მიქსია, ოღონდ ფლანგზე რომ დამდგარიყვნენ.

    ძაან მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 თებერვალი 2025 10:00
    6
    რაფინიას ფინტზე ვკაიფობ. როგორ მოჯდა და გასრიალდა ის საწყალი მცველი. იამალი საოცრებაა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #4 3 თებერვალი 2025 09:12
    4
    ფატის ფეხბურთელობის არ მჯერა, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და გაუმართლა რომ კარგი ფულიც იშოვა და ვაფშე რომ იცნობს ფეხბურთის სამყარო, თორემ ვერც ფულს იშოვიდა და ეგდებოდა სადღაც ჭე კლასის გუნდში ზამენაზე.
    ეგ და ტორესი უნდა გაყიდონ რა, რა გახდა მაგათი გაყიდვა
    წევრი [?]
    #3 3 თებერვალი 2025 08:53
    9
    რეალი- ატლეტიკო ფრის შემთხვევაში,
    საინტერესი სატურნირო მდგომარეობა იქნება.
    რეალი 50
    ატელტიკო 49
    ბარსა 48
    😀😀😀😃😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 თებერვალი 2025 08:16
    3
    ვალენსიაც მარტივად უნდა გააგდონ წესით და კონცენტრირდნენ ლა ლიგაზე.
    ახალბედა [?]
    #1 3 თებერვალი 2025 02:54
    5
    იქაც შეახრამუნებენ ღამურებს