მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მორიგი მსხვერპლი - სევილია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მორიგი მსხვერპლი - სევილია

თითქმის ერთი წლის შემდეგ დიდი გულის მქონე პატარა კაცი დადგა პირით ხაზთან და "მონჟუიკმაც" "კამპ ნოუს" ტრადიციის დაცვით ერთხმად შეჰყვირა - გააავიიი! გაააავიიიი! ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა რომ გავის პედრი უნდა შეეცვალა, დაინახა ამაში რაღაც სიმბოლური, პედრიმ კი გადაწყვიტა რომ გავისთვის მიეცა კაპიტნის სამკლავური. ჩავთვალე რომ ამისათვის იდეალური დრო იყოო - თქვა მატჩის შემდეგ. დასრულებული არ იყო შეხვედრა და აჭრელდა სოციალური ქსელი იდენტური ფოტოსურათით, სადაც ინიესტა ტოვებს მოედანს და სამკლავურს ჩავის გადასცემს. ესეც ჩვენი რვა და ექვსი. 

"ბარსა" ნელ-ნელა ივსება, ყველაზე საჭირო დროს დაბრუნდნენ გავი, ფერმინი და ოლმო. ფრენკი დე იონგმა კი მცირე დისკომფორტის გამო სათამაშო წუთები ვერ მიიღო. ახლა საკითხავია ვინ რა ფორმაშია, ვინ რამდენ წუთს მიიღებს "მადრიდთან" და "ბაიერნთან", ეს უბრალო მატჩები არ არის, ამ შეხვედრების პოზიტიურად დასრულებას შეუძლია კიდევ ორი თავით გაზარდოს "ბარსას" მენტალური მზადყოფნა. 

ასე ერთი შეხედვით ყველაფერი დიდებულად არის, "ბარსა" აგრძელებს ლიდერობას და ლა ლიგაში ქვას ქვაზე არ ტოვებს. ამჯერად "სევილია" იყო მსხვერპლი, არასწორ გალიაში აღმოჩდნენ, ცუდად შეეხნენ საშიშ ცხოველს და გვარიანადაც დაგლიჯეს, ანტიკური კულტურის ტრადიციების დაცვით, ხალხმა ეს ყველაფერი მოიწონა, ტაშიც დაუკრა და მომდევნო მსხვერპლიც მოითხოვა. 

პეპის მერე საუკეთესო სტარტი? 

ვიხსენებ და ვერ გამიხსენებია ასეთი სტარტი კიდევ ვის ჰქონდა პოსტ გვარდიოლას ეპოქაში. კარგი იყო ტიტო, მაგრამ სხვას არც არაფერს ველოდით, პეპის თანაშემწე იყო და იგივე გზას გაჰყვა. კარგად დაიწყო ტატა მარტინომ, მაგრამ მალევე დაეტყო რომ გვარდიოლას ხაზის გამრძელებელი ვერ იქნებოდა, მძიმედ დაიწყო ლუის ენრიკემ, პრაგმატულად ვალვერდემ. ვაი რომ საერთოდ დაიწყო სეტიენმა, ჰანსი ფლიკის სტარტი კი მაინც გვარდიოლას სტარტს წააგავს. გზად ყველას ანადგურებს, პირველ ტაიმში ამთავრებს საქმეს, მეორე ტაიმში კი რეზერვის დრო მოდის - ყველა ბედნიერია. 

სხვათა შორის, სადებიუტო სეზონში გვარდიოლას "ბარსას" ძალა მაშინ ირწმუნეს, როცა რთული კალენდრის პირობებში მიდგნენ და ყველას გადაუარეს, ისე რომ კითხვაც არ დაუტოვებიათ, ჰოდა, "მადრიდთან" მატჩი რომ მოახლოვდა "ბარსას" ლეგენდამ და "მადრიდის" მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა პირდაპირ გამოაცხადა წარმოდგენა არ მაქვს ამ "ბარსას" როგორ უნდა მოვუგოთო - მაშინვე გაათავისუფლეს. 

ახლა სხვა დროა, ეს "ბარსა" პირველ ნაბიჯებს დგამს, ამ გუნდის რეალური ძალა ჯერ არ გვინახავს და სანამ უკანასკნელი ტრავმირებულიც არ დაბრუნდება (განსაკუთრებით არაუხო) მანამდე გაჭირდება შეფასება. მთავარ გამოცდებამდე კი დღეებია დარჩენილი. 

პირველი ტაიმი 

გჯერათ რომ ამ ყველაფერს რაფინია აკეთებს? პრაგმატულად რომ შევხედოთ დღეს "ბარსას" საუკეთესო ფეხბურთელია, ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს, შეტევაში ძალიან ეფექტურია, მატჩი არ გავა ისე რომ საგოლე მოქმედება არ შეასრულოს, გარდა ამისა შემტევ ხაზში ყველაზე სასარგებლოა დაცვით ასპექტში, პრესინგს ყოველთვის ის იწყებს, მომატებული აქვს პოზიციური შეტევების დროს და ყველაზე ძლიერია კონტრშეტევებზე. 

ვაჰ, შეხედავ და გეგონება ნაკლი არ აქვსო, აბა, როგორ გინდა ახლა სკამზე გადასვა? როგორც ბევრჯერ დაგვიწერია, რაფიანიას ადგილი ამ სეზონში ყოველთვის მოიძებნება გუნდში, რადგან მარცხენა ფლანგი ჯერჯერობით ყველაზე სუსტია, ცენტრში თუ ადგილი აღარ დარჩა, ფლანგზე ნებისმიერ შემთხვევაში უკონკურენტო იქნება. 

ჰოდა, ასე დაიწყო ტაიმი, წააქციეს რაფინია და ლევანდოვსკიმ თავის სტილში გაიტანა. რამდენჯერაც ასე ახტება დარტყმის წინ იმდენი გული მისკდება, მაგრამ გამოსდის ასე გატანა და რას იზამ.. დაარტყი ლევან! 

მეორე გოლი პედრიმ შეაგდო, რომელმაც ასევე ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა მატჩი, მშვენიერი გოლიც გაიტანა მოჭრილი დარტყმით, მაღალ კუთხეში, კომბინაციაც ძალიან კარგი იყო, იამალმა დროული პასი გააკეთა კუნდეზე, რომელმაც შაშიაშვილის მსგავსად სცადა გასწორება (გაიხსენეთ იტალიასთან გოლი) მაგრამ პატარა წუნი ჰქონდა, რომელიც საბოლოო ჯამში იდეალური პასი გამოდგა, პედრის ბევრი არ უფიქრია, გააფერადა კარის ცხრიანი! ცხრიანი თუ არა, რვიანი. 

მერე კი იყო შეტევა, რომელიც შედევრად ითქმებოდა გოლის შემთხვევაში, მაგრამ ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა. გამახსენა პეპის "ბარსას" გაქცევა დაცვიდან შეტევაში, ელვის სისწრაფით გავარდნილი ინიესტა, პასი ანრიზე, ერთი შეხებით გამჭოლი პასი და ასევე ერთი შეხებით ეტო'ოს წერტილი. გამახსენა, რადგან ჯერ კუბარსიმ ითამაშა პაოლო მალდინივით, მერე კი დახატეს ლამინემ და რაფინიამ, ძალიან სწრაფად ყველაზე სწორი გაგრძელებები იპოვეს და ბოლო პასი ლამინემ ითავა, იდეალურიც კი იყო, ზუსტად თამაშგარეს ხაზზე, ლევანდოვსკის კი მეკარემ აჯობა. აფსუს, სულ მცირე შედევრამდე. 

"სევილია" რას შვებოდა ამ დროს? ვერაფერს. ამ "ბარსას" წინააღმდეგ ვერაფერსაც ვერ იზამ. 

ტაიმის მიწურულს მესამე გოლიც გავიდა, რაფინიამ მორიგი საგოლე პასი მიითვალა, გააქანა ძლიერად კარში და იქ ლევანდოვსკიმ შეუშვირა ბურთს ფეხი, მანამდე კი ორი ნაბიჯით დაიხია უკან, მიუხედავად იმისა, რომ "სევილიას" მცველს ვერ ხედავდა, მაინც იგრძნო თავისი გამოცდილებით რომ ეს ორი ნაბიჯი აუცილებელი იყო, ასე ამოიწია "ოფსაიდიდან" და დუბლი შეასრულა. დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში, თანაც საგრძნობლად. 

მეორე ტაიმი 

ნილანდმა ერთ შეხვედრაში ორი შედევრი წაგვართვა. პირველი კომბინაციის თვალსაზრისით, მეორე კი ერთი კაცის ოსტატობა იყო, საჯარიმოს მისადგომებიდან ლამინემ დაატრიალა ტერფის გარეთა ნაწილით, დაატრიალა შორეული კუთხისკენ და ვახ რა ლამაზი იქნებოდა, მაგრამ შეწვდა როგორღაც ნორვეგიელი. არ შეგვარგო. ამიტომაც ამოტენეს. 

მოკლედ, მორიგი მაგარი თამაში ვნახეთ. დიდებული იყო კუბარსი, მიუხედავად იმისა, რომ პრესტიჟის გოლის დროს, რომელიც "სევილიამ" შეაგდო აშკარად დაიჩაგრა სისწრაფეში. ეს კი ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს, აბა, როგორ გინდა ამაზე არ იფიქრო, როცა სულ მალე აღარ გეცოდინება კილიან მბაპეს გაეკიდო თუ ვინისიუს ჟუნიორს. არაუხო ვერ მოასწრებს დაბრუნებას, შესაბამისად, სისწრაფე "მადრიდის" უპირატესობა იქნება. 

ძალიან კარგი იყო მარკ კასადო. აქაც რთული არჩევანი აქვს ჰანსის, ერთი მხრივ მაგარი ბიჭები დაბრუნდნენ, მეორე მხრივ კი ეს ახალწვეული თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ისინი ჯერ ფორმაში არ არიან, ეს კიდევ მაგრად დგას დაცვაშიც და კარგად იწყებს შეტევებსაც. თავსატეხია, აბა რა არის?! 

ვერ ბრწყინავდა, მაგრამ რაც ეს სეზონი დაიწყო ყველაზე ნორმალური თამაში ჰქონდა ანსუ ფატის, ჯერ კიდევ დრო სჭირდება, რატომღაც მგონია, რომ მოუმატებს, რწმენისთვის კი გოლებია საჭირო. 

კარგად შემოვიდა გამოჯანმრთელებული ფერმინ ლოპესი, ცოცხლად შემოვიდა, ბურთს მონატრებული. ბოლო ორი გოლი კი პაბლო ტორემ შეაგდო. სათვალავი ამერია იმდენი ნახევარმცველი ჰყავს "ბარსას", ერთმანეთზე უკეთესები, სათამაშო დროს კი რაღაც სასწაულის ძალით ყველა იღებს. ფლიკი ძალიან ჭკვიანურად წარმართავს თამაშს, იცის რომ სეზონი გრძელია და კაცმა არ იცის ვინ როდის დასჭირდება. 

აბა, მზად ხართ? სულ რაღაც ორ დღეში "ბაიერნთან" ჯახია! 

ფლიკს ყოფილ კლუბთან თავისი ანგარიშები აქვს. 

"ბარსას" კი ბევრი წყენა ახსოვს "ბაიერნისგან". 

ჰოდა, შეხვედრამდე.. 

 სანახაობამდე!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #18 23 ოქტომბერი 2024 00:04
    0
    ამ ორ თამაშში გამოჩნდება ბარსას სინამდვილეში რა შეუძლია.
    წევრი [?]
    #17 22 ოქტომბერი 2024 10:45
    0
    ოღონდ ბაიერნს მოუგეთ და არ ვჩივარ კლასიკოს ბლიად.ა.ათი საღაფაო როდემდე უნდა იყოს მესის ბარსა გავგიჟდები
    Culé [?]
    #16 21 ოქტომბერი 2024 20:18
    0
    ზამთარში იქნებ დავიმატოთ ნიკო, ზაფხულში კი თუ შესნი წავა, ვერბრუგენი იქნება მოსაყვანი, + თავისუფალი აგენტები. საბოლოო ჯამში ასეთ გუნდს ვისურვებდი მომდევნო სეზონში:

    ტერ შტეგენი, ვერბრუგენი(შესნი, პენია), კოჩენი.

    არაუხო, კუბარსი, კრისტენსენი, ინიგო, გარსია.

    კუნდე, ფორტი, ბალდე, დევისი(მარტინი).

    ბერნალი, კასადო, პედრი, გავი, ფერმინი, ჟილე, დე იონგი(კიმიხი).

    ნიკო, ოლმო, იამალი, რაფინია, ლევანდოვსკი, დავიდი, პაუ ვიქტორი.
    Culé [?]
    #15 21 ოქტომბერი 2024 20:02
    0
    ციტატა: me da barca
    ფატის ქონდა ძალიან კარგი შანსი გოლის გატანის, მაგრამ პირდაპირ ხელებში მისცა ბურთი. არადა სასწაულად ჭირდება გოლი, რომ საკუთარი თავი ირწმუნოს.

    ლევანას რო პასი მიეცა და გაეტანა იქ ანსუს ეგ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ანსუსთვის გუნდურ გოლის მონაწიელობა ან იმ მომენტში რო თაბით არ დაერტყა
    გულშემატკივარი [?]
    #14 21 ოქტომბერი 2024 19:57
    0
    სწორ გზაზე ვდგავართ! შემდეგ სეზონში უეჭველი დაიმატებენ ნიკოს მარა როგორ გინდა ამოაგდო რაფინია რომელიც დაფტინავს, მაგრამ რას ვიზამთ ნამდვილი მარცხენა ვინგერი გვჭირდება. პლიუს ამას, ჩემი აზრით შემდეგ სეზონში კიმიხს მოიყვანენ თან უმთავრდება კონტრაქტი და დე იონგს გაყიდიან. ასევე გაუშვებენ ტორესს, ფატის დიდი ალბათობით, ნუ დე იონგი ვთქვი უკვე, გარსიას და დიდი იმედი მაქვს რომ ტას მოიყვანენ და თუ მართლა მოიყვანეს, ან ინიგოს გაყიდიან ან კრისტენსენს, ინიგო სჯობს რომ გაყიდონ. კიდევ ლენგლეს მოიშორებენ იმედია საბოლოოდ. სჩესნიც ხო წავა და სჩესნის, დე იონგის, გარსიას, ტორესის და ინიგო/კრისტენსენის წასვლით სახელფასო ჭერი შემცირდება, პლიუს ნაიკისგან და კამპ ნოუსგანაც მოგვივა ფული. ნუ მოკლედ ჩემი პროგნოზი ასეთია ტრანსფერებზე: ტა, კიმიხი, ნიკო და ნოა დარვიხს მოიყვანენ, გარსიას, ინიგოს, ტორესს, სჩესნის, ლანგლეს და ფატის გაუშვებენ და კარგად დაკომპლექტდება გუნდი. ხო მართლა, თუ კიმიხი მოვა კასადოსაც მოუწევს წასვლა იმიტომ, რომ კიმიხს შემცვლელად ბერნალი ეყოლება. ასევე შესაძლებელია ნიკოს მოსვლის და რაფინიას ზამენაზე გადასვლის შემდეგ, რაფინიამ თავისით მოისურვოს წასვლა. და კიდევ ერთი, აი შემდეგ სეზონშიც გვეყოლება ლევანა, და იმის მერე ჰოლანდი გადმოვა, აი ნახავთ, ჰოლანდს ბარსელონაშიაქს მომავალი. წარმოიდგინეთ მარცხნივ ნიკო რომელიც ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, მარჯვნიმ იამალი რომელიც ასევე ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და წინ მხეცი, გოლების მანქანა. წელს მგონია რო ლა ლიგას და კოპა დელ რეის უეჭველად მოვიგებთ და თუ ახლა ბაიერნსაც და რეალსაც მოვუგეთ მერე ვიტყვი, რომ ტრებლს მოვიგებთთქო. ეს ჩემი აზრია და ჩემთვის ასეთი იქნება საუკეთესო ბარსა. ვნახოთ რა იქნება. ფაქტი ფაქტია, სწორ გზაზე ვდგავართ!
    გულშემატკივარი [?]
    #13 21 ოქტომბერი 2024 16:13
    1
    ციტატა: riva
    ამ გუნდში ვის ადგილსაც ვერ ვხედავ დე იონგია. ბერნალი, კასადო, გავი, პედრი, ოლმო, ტორე... პლიუს სავარაუდოდ გაისად ჩამშლელის მოყვანაზე გავიწევთ...

    თუ ბერნანდი და კასადო ასეთი კარგები არიან როგორც ჩანს და ჩანდა მაშინ რავიცი გვინდა საერთოდ ჩამშლელი ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 21 ოქტომბერი 2024 16:11
    4
    ციტატა: riva
    ამ გუნდში ვის ადგილსაც ვერ ვხედავ დე იონგია. ბერნალი, კასადო, გავი, პედრი, ოლმო, ტორე... პლიუს სავარაუდოდ გაისად ჩამშლელის მოყვანაზე გავიწევთ...

    100% და კიდევ ტორესი. სახელფასო ჭერიც ამოისუნთქებს თან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 21 ოქტომბერი 2024 16:04
    1
    როგორ კარგადაც არუნდა მოჩანდეს დღევანდელი სიტუაცია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტრავმებს, ფლიკის ცენტრამდე ამოწეული დაცვა თავის ხიფათს ატარებს, კი გვარდიოლაც თამაშობდა მაგის მსგავსი სქემით, მაგრამ იქ ნახევარდაცვა ისეთი იყო ჯერ ბურთის ართმევა იყო ჯოჯოხეთი და მერე გავლა ამ ნახევარდაცვაშივე, დაცვაც საუკეთესო იყო იმ წლებში და არ იყო იოლი პიკე-პუიოლის გავლა. ინიგო კარგი მენტორია კუბარსისთვის და კუბარსიც უჭკვიანესი ფეხბურთელია მაგრამ ხომ არის მომენტები ჭკუა არაფერ შუაში არაა და ფიზიკურად უნდა მოიგო, იქნება ეს ძალა თუ სისწრაფე, აი სევილიას გოლი თუნდაც გუშინ, თავისი ნახევრიდან გააკეთეს ფასი, რაღაის თამაშგარეს მოაწყობდნენ?! კუნდე წინ იყო, კუბარსის კიდე სახე გააძრო სისწრაფეზე იმ ტიპმა და დააფინიშა ბოლოს, რეალთან იგივეს გაკეთების შემთხვევაში რა მოხდება? მბაპეა ნელი თუ ვინისიუსი, რომელს დაეწევიან? ანჩელოტი თან არაა ის კაცი არიქა ასეთი ფილოსოფია მაქვს და ბურთს არ დავთმობო, პირიქით მისცემს ბურთს ამოაწევინებს დაცვას და დაუცველ წერტილში კონტრებზე გაუშვებენ დარტყმებს, ამ სქემას და იდეას არაუხო იდეალურად მოერგება თავისი სისწრაფით ერთი-ერთზე თამაშის უნარით და ძალით, მაგრამ სანამ არაუხო არაა ჩავის სკოლაც შეიხსენონ ჯობია და გადამწყვეტ თამაშებში შეცვალონ ცოტათი ტაქტიკა, სამი+ერთი მცველის ტაქტიკა მშვენიერი იყო და იმუშავებს ჩემი აზრით ისევ, მითუმეტეს რომ წინ ინდივიდუალურად ახლა ბევრად უკეთ დაკომპლექტებულია შეტევის ხაზი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #10 21 ოქტომბერი 2024 15:57
    2
    ციტატა: Messi 30
    არაუხოზე რაიმე ინფორმაცია არის როდის ბრუნდება?

    ბოლოს წავიკითხე ნოემბრის ბოლოსკენ სანაკრებოების მერეო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ახალბედა [?]
    #9 21 ოქტომბერი 2024 15:33
    1
    არაუხოზე რაიმე ინფორმაცია არის როდის ბრუნდება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 ოქტომბერი 2024 15:07
    4
    ფატის ქონდა ძალიან კარგი შანსი გოლის გატანის, მაგრამ პირდაპირ ხელებში მისცა ბურთი. არადა სასწაულად ჭირდება გოლი, რომ საკუთარი თავი ირწმუნოს.
    წევრი [?]
    #7 21 ოქტომბერი 2024 15:02
    2
    ციტატა: Barca for life
    ციტატა: riva
    ამ გუნდში ვის ადგილსაც ვერ ვხედავ დე იონგია. ბერნალი, კასადო, გავი, პედრი, ოლმო, ტორე... პლიუს სავარაუდოდ გაისად ჩამშლელის მოყვანაზე გავიწევთ...

    არ გაიწევენ ჩამშლელზეო კაკრას ცოტა ხნის წინ დაიწერა. ფლიკს ძალიან ეიმედება ბერნალისა და კასადოსიო და არ უნდა მეტი ჩამშლელიო. პლუს რო რამე კრისტენსენს და გარსიასაც შეუძლიათ მანდ თამაში და რავი ჩემი აზრითაც ბერნალი რომ დაბრუნდება უკონკურენტო იქნება მაგ პოზიციაზე. აი ძალიან მეიმედება მაგ ბავშვის და მჯერა რომ იამალი-კუბარსის მერე ეგ იქნება მომდევნო საოცრება.
    წელსაც ხო ესე არაფერი უთამაშია მარა პრესეზონზე და იმ ლალიგის 3 თამაშში ძალიან კარგად გამოჩნდა რამხელა ტალანტიცაა და კასადოსავით გაცილებით მოუმატებდა დროთა განმავლობაში ეს საზიზღარი ტრავმა რომ არა.
    რავიცი მე ბუსკეცი-როდრის გაერთიანებას ვუყურებ მაგ ბავშვში.
    ადრე წავიკითხე რომ სასწაულად გამტანიცააო, ქვედა ლიგებში თამაშისას ზუსტად იმდენი გოლი აქვს გატანილი რამდენი თამაშიც აქვს ჩანატარები - 250+
    მოკლედ მომავალ წელს მაგისი დაბრუნდება და ფერნანდესების მოხოდვა იქნება ბარსას უდიდესი გაძლიერება. მაგას მარცხენა და მარჯვენა ფულბექები დავამატოთ, ჯონათან დავიდი უფასოდ დავითრიოთ და ეგაა.

    ნოა დარვიხიც ნიჭიერია მაგაზე რას ფიქრობ?
    წევრი [?]
    #6 21 ოქტომბერი 2024 14:47
    4
    კასადოზე მინდა ვთქვა 2 სიტყვა.ბუსივით შემოგვეპარა როცა ტურე იდგა საყრდენზე და რაც მოყვა მის უჩუმრად შემოპარვას კი ვიცით და იმედია ეს პატარა კაცი მარკ კასადო მსგავსი თუ არა ნაკლები არ იქნება.ძალიან დინჯად თამაშობს არც პასი დაეწუნება და არც აზროვნება.ბაიერნითან და რეალთან კასადო პედრი ოლმო უნდა იყოს ან ფერმინი ოლმოს ნაცვლად.კასადო იტყვის თავის სიტყვას
    ფანი [?]
    #5 21 ოქტომბერი 2024 13:55
    3
    ციტატა: riva
    ამ გუნდში ვის ადგილსაც ვერ ვხედავ დე იონგია. ბერნალი, კასადო, გავი, პედრი, ოლმო, ტორე... პლიუს სავარაუდოდ გაისად ჩამშლელის მოყვანაზე გავიწევთ...

    არ გაიწევენ ჩამშლელზეო კაკრას ცოტა ხნის წინ დაიწერა. ფლიკს ძალიან ეიმედება ბერნალისა და კასადოსიო და არ უნდა მეტი ჩამშლელიო. პლუს რო რამე კრისტენსენს და გარსიასაც შეუძლიათ მანდ თამაში და რავი ჩემი აზრითაც ბერნალი რომ დაბრუნდება უკონკურენტო იქნება მაგ პოზიციაზე. აი ძალიან მეიმედება მაგ ბავშვის და მჯერა რომ იამალი-კუბარსის მერე ეგ იქნება მომდევნო საოცრება.
    წელსაც ხო ესე არაფერი უთამაშია მარა პრესეზონზე და იმ ლალიგის 3 თამაშში ძალიან კარგად გამოჩნდა რამხელა ტალანტიცაა და კასადოსავით გაცილებით მოუმატებდა დროთა განმავლობაში ეს საზიზღარი ტრავმა რომ არა.
    რავიცი მე ბუსკეცი-როდრის გაერთიანებას ვუყურებ მაგ ბავშვში.
    ადრე წავიკითხე რომ სასწაულად გამტანიცააო, ქვედა ლიგებში თამაშისას ზუსტად იმდენი გოლი აქვს გატანილი რამდენი თამაშიც აქვს ჩანატარები - 250+
    მოკლედ მომავალ წელს მაგისი დაბრუნდება და ფერნანდესების მოხოდვა იქნება ბარსას უდიდესი გაძლიერება. მაგას მარცხენა და მარჯვენა ფულბექები დავამატოთ, ჯონათან დავიდი უფასოდ დავითრიოთ და ეგაა.
    Culé [?]
    #4 21 ოქტომბერი 2024 12:35
    0
    მბურზგლავს ამ კადრზე
    წევრი [?]
    #3 21 ოქტომბერი 2024 12:29
    4
    ციტატა: riva
    ამ გუნდში ვის ადგილსაც ვერ ვხედავ დე იონგია. ბერნალი, კასადო, გავი, პედრი, ოლმო, ტორე... პლიუს სავარაუდოდ გაისად ჩამშლელის მოყვანაზე გავიწევთ...

    კი ზუსტად ეგრეა და უნდა გაყიდონ ჩემი აზრით მიყიდონ მანჩესტერს ჰო უნდოდა ტენ ჰააგს 50 მილიონი დადონ და წაიყვანონ
    ფანი [?]
    #2 21 ოქტომბერი 2024 12:24
    8
    ამ გუნდში ვის ადგილსაც ვერ ვხედავ დე იონგია. ბერნალი, კასადო, გავი, პედრი, ოლმო, ტორე... პლიუს სავარაუდოდ გაისად ჩამშლელის მოყვანაზე გავიწევთ...
    ფანი [?]
    #1 21 ოქტომბერი 2024 12:07
    6
    მე ერთი ოლმოს ამბავი მაინტერესებს.
    ძალიან ცუდია რომ გუშინ სკამზე დარჩა, რადგან ფერმინის ნაცვლად მაგას რომ ეთამაშა ის ნახევარი საათი დარწმუნებული ვიქნებოდი რომ ბაიერნთან მინიმუმ 45 წუთსაც მიიღებდა..
    მოკლედ ოლმოა ჩვენი ტკივილი რა. ეგ რომ გვყავდეს ყოველგვარი შიშის გარეშე ვუყურებ მომდევნო 2 თამაშს მაგრამ ახლა არ ვიცი ამ ათიანზე რა იქნება. ფატი ძირითადში დასასმელი რომ არაა კი ვხედავთ, რაფინიაც ფლანგზე გაცილებით უკეთესია ამიტომ მე ვაბშე გავურისკავდი და 10ზე ფერმინით დავიწყებდი და ვინგზე რაფინიათი. კაი ჯანზეა ფერმინი, მოცოცხლებულია, გოლები უნდა და თან ოლისე კიდევ ერთხელ უნდა გამოისვას. ისე ტორესთვისაც შეიძლება შანსის მიცემა, უბრალოდ გამოცდილება და სიხისტე აკლია თორე გოლის ალღო ძალიან მაგარი აქვს, ნუ ფერმინი თუ მწყობრში იქნება აგრესიულობისა და პრესინგის ამბავში მაინც მაგას დავაწყებინებდი თან გოლის ალღო მაგას აქვს თუ აქვს და მერე შევხედავდი ოლმოს რამდენად შეეძლებოდა შემოსვლა. ოლმომ თუ მომჯობინება მოასწრო ეგ იქნება ფანტასტიკა, აი მერე იფრენს ბარსელონა.